მეტროში ვარ. სახლმდე კარგი საათნახევრის გზაა. ასე რომ თავს შევიქცევ. მოკლედ ვიწყებ…
# # #
“…ლაპოვინი მა ნერო ტრიოდე
ლუპარრა ესტეტი ტასსო
სეტორო არამინონე
კანოლე ოლეფაცო”
ჩაამთავრა მაღალმა ტიპმა ლექსი, რასაც ოვაციები მოჰყვა…
მაგარ სასტავში ვარ რა… გიჟი, გადარეული ხალხია, თავიანთი ფილასოფიური გამოხტომებით. ხშირად იკრიბებიან, სიტყვებს ძალა აღარ აქვთო ჩვენს ათასწლეულშიო, მთავარი ინტონაციააო, ვიბრაციებიო… ლექსპრომტებს ყვებიან ხოლმე, სიყტვებსაც თავისას იგონებენ, აბსოლუტურად უაზროს, ოღონდ რითმავენ. ხო, ის ლექსი თავიდან მეც იტალიური მეგონა, მაგრამ ეს ტიპი ყოფილა პროსტო იტალიური ფეხბურთის ფანი, გავკარი ტოტის…. ეეჰ, შენ გაუგებ ამდენ შერეკილს…
* * *
………ასტაროჟნა დვერი ზაკრივაიუტსია, სლედუიუშაია სტანცია მენდელეევსკაია… ჩამესმა ნაუშნიკებსმიღმიერი ხმა, ჯერ ორი გაჩერება გამივლია მხოლოდ. რა ნელა გადის დრო… ვაგრძელებ…
# # #
მთავარი სასწაული ის გახლავთ რომ ერთმანეთს უგებენ, აგერ ჩემს გვერდით მჯდომი ამხანაგი ისე აქნევდა თავს, თითქოს იცოდა ის ლექსი მანამდეც… კაი რა…
სოფიამ დაიწყო ახლა (მადილოსნების სახელებს უფრო ადვილად ვიმახსოვრებ ხოლმე):
“სარევან ბელღვი სამოსმოშია
სოცა მერკულემს შიბახის ირლო
შესადინეტად ლესლის ოლშია
ქიმონის ტამნი ხუდუნ კადირო…”
კიდე ბევრი იბლუკუნა, არც მოვუსმენდი მაგრამ ქისტის სოფელივით საამო იყო საცქერლად ეს ოხერი… თურმე ნუ იტყვით და პატრიოტიზმით ყოფილა მისი ლექსი ანთებული, აბა… არადა მეთქი მოყვება რამეს გულ-ცრემლ-თვალ-რულიანსთქო….
* * *
…… სლედუიუშაია სტანცია ჩეხოვსკაია… ადრეა ჯერე…
# # #
სოფიას მონაყოლზე პოლიტიკური დისკუსიაც კი გაიმართა, თურმე აფხაზეთს და ოსეთს დავიბრუნებთ, მააშ… ოპტიმისტები ![]()
დაბალმა, პუტკუნა როჟამ გიტარზე დააკვნესა
“ემ დებარება
ამონის სება
ეემერი ამონებაა
ვერი ვალეე
სლამონი ნარეე
სეემერი მონისარეე….”
ექსპრომტისთვის საკმაოდ სასიამოვნო სიმღერა გამოვიდა… სოფია და ის მაღალი ტიპი აცეკვდნენ კიდეც…
* * *
…… სლედუიუშაია სტანცია სეპუხავსკაია… წაიღო რა ამ ბორტგამცილებელმა ტვინი…
# # #
მაიცა ჩემთან რაღა უნდათ ახლა, მეც ლექსი უნდა მოვყე თუ? პირველად მოვედი საერთოდ. ჩემ თავზე რა უნდა ვქვა, გავეცნო არა ისა კიდევ… კაი რა თუ ძმა ხარ, შემეშვით… პირველი რაც თავში მომივა გინების დიდი კორიანტელი იქნება და თანაც სულ ექსპრომტომ… აი რო შეგიკიტინებენ რა… უუხ, მეორედ აქ მომსვლელის…
ხო კარგი, კარგი… ვიტყვი რამეს…
* * *
…… სლედუიუშაია სტანცია ტულსკაია…. ვაა, მაგარი გოგო ამოვიდა ვაგონში… ეეე მაინცდამაინც იმ მსუქანი ბებოს გვერდით დაჯდა… კარგი ვაგრძელებ…
# # #
თითქოს კომპლექსებს არ ვუჩივი, მაგრამ რაღაცნაირად დავიძაბე, გამიჭირდა… ალბათ იმიტომ, რომ ექსპრომტს აუცილებლად გაყვება სულის რაღაც ნაწილი… დამენანა თითქოს ამათთვის…
ავდექი. ამოვილუღლუღე:
“იო……. მიო…….
მიო იო!”
დავჯექი.
* * *
…… მორიგი მეტროს გაჩერება არ არის, უბრალოდ ის გოგო წამოდგა, მეც გამეფანტა აზრები. ჩადის ეტყობა შემდეგზე, მართლა ლამაზია…
# # #
ჰა ბატონო ჩემს შესახებ. გაიგეს ვითომ რაც ვთქვი? მეტი არაა ჩემი მტერი.
არაფერი უთქვამთ, სიტყვა არ დასცდენია არავის…
მხოლოდ გულწრფელი ღიმილი…
ისედაც მივხვდი…
გავკარი სიტყვებს!
* * *
…….სლედუიუშაია სტანცია სევასტოპოლსკაია…. ოო ეს იმას ნიშნავს რომ უნდა ჩავიდე შემდეგზე… პლეიერში ბიჩ ბოიზის good vibrations დაიწყო…
# # #
მივხვდი! მივხვდი! მოვიდა ჩემამდეც!
I’m picking up good vibrations…
Good good good good vibrations…
კიდევ მოვალ გიჟპოეტებთან!
* * *
……ჩავედი…
გამოიწერე პოსტები
გამოიწერე კომენტარები
ჰაჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ!!!
და შენ ამბობ, რომ “ბატის ფრთა და ქაღალდი” პირველად გიჭირავს?
აი ნო ბილივ!
ეს ნაწერი უუულაპარაკოდ შედის ჩემი Fავორიტების სიაში!
მადლობა შურას : ))
ძლიერია.. :ყეს:
ესეც მომეწონა მე ძაან
კი მასეა ნამდვილად
ბოლოს 8-9 კლასში დავწერე ალბათ თემა და ისიც უსინდისოდ გადავწერე უეჭველი
მაგ დროს ყველა უსინდისოდ ვიწერდით