“Вот это да! – подумала Алиса.- Кот с улыбкой – и то редкость, но уж
улыбка без кота – это я прямо не знаю что такое!” Л.Кэрролл
ჩემი პირველი მოთხრობა 7 წლის ასაკში დავწერე.. მომეწონა. მას, შემდეგ რამდენიმე მელოდრამული და დეტექტიური ჟანრის ნოველა მოყვა.. მოკლედ მწერლის ლავრებზე ვოცნებობდი.. სანამ 13 წლის ასაკში არ მივხვდი, რომ ჯობდა გეოლოგიით დავკავებულიყავი..ასე იქნებოდა უკეთესი ჩემთვისაც და ერისთვისაც. ამ პერიოდიდან მოყოლებული,ჩემი „მწერლობა“ მხოლოდ სტანდარტულ სკოლის თემებს ეკუთვნოდა, თავისი „ქალის სახეებით ვეფხისტყაოსანში“ და „რაინდთა წრეებით“, ჩემმა „წიგნებმა“ კი საკუჭნაოში გადამალული მაგიდების, გადამალულ უჯრებში გადაიბარგა.. დღეს ისინი განიხილებიან „ქოთანზე გადაღებული სურათების“ რანგში. ამიტომ სასტიკად ვიღრინები, როდესაც დედაჩემი მათ დათვალიერებას ცდილობს..ვინმესთვის ჩვენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია ![]()
მთელი ეს ისტორია იმისთვის მოვყევი, რომ აღმენიშნა, მრავალი წლის მანძილზე, ეს შეიძლება ითქვას პირველი „თემაა“ რომელსაც საჯარო განხილვისთვის ვწერ.. თუ, რა თქმა უნდა, ბლოგის ნაჯღაპნებს არ ჩავთვლით.. მაგრამ ბლოგი ეგ ცალკე თემაა..
რეალურად წერა საკუთარ თავზე საკმაოდ…მმმმ… არც ვიცი რა დავარქვა, ძნელია, არასასიამოვნოა თუ პირიქით…
მოკლედ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მიხვედი ახალ კლასში და უნდა წარუდგინო ყველას თავი.. „გამარჯობათ, მე სამსონი ვარ, დოლაბერიძე…მიყვარს ჩაი, კუნგ ფუ და შიშველი მეზობლის ქალის ყურება, მოპირდაპირე კორპუსში“…
))) მოკლედ, ლაკონურად.. და ყველაფერი გასაგებია ![]()
ახლა ვეცდები იგივე გავიმეორო.. ოღონდ წერით.. თუ გამოვა ხომ კარგი, თუ არადა.. როგორც ერთმა მზემ ჰსთქუ „ხუ კეარზ“–ო..
„გამარჯობათ, მე არც სამსონი ვარ, არც დოლაბერიძე. საერთოდ სხვა სქესის ვარ და სხვა მიდრეკილებების. თუმა, ჩეგო სკრივაწ’….ჩაი მეც მიყვარს, განსაკუთრებით ლიმნიანი. განსაკუთრებით ჩემს ფორთოხლისფერ ბიგ ჭიქაში..
მოკლედ.. ჩაი მიყვარს. მახსოვს, სულ პატარები რომ ვიყავით, ეზოში ბავშვები ერთმანეთს, კომპიუტერებზე ველაპარაკებოდით.. ერთ ბიჭს, ერთი გოგო უყვარდა და ფულს უგროვებდა IBM–ს საყიდლად, რომელიც მაშინ ახალი გამოშვებული იყო… რამდენიმე წელიწადში კი ჩემს ცხოვრებაში, ერთი ასეთი თეთრი ყუთი შემოიჭრა
პენტიუმ ერთი ერქვა სახელად
წლები მიდიოდნენ, პენტიუმების ნუმერაცია იზრდებოდა. მერე ინტერნეტი მაჩვენეს.. მას შემდეგ აქ ვარ… რომ იტყვიან, შევედი და დავიკარგე, ჩუსტები დარჩა მარტო გარეთ. იმ ადგილს, ჩემს ხასიათში, რომელსაც ინტერნეტი და ჩაი არ იკავებს, შემდეგი სიყვარულები და არსიყვარულები იკავებენ…
მიყვარს:
მარწყვი, წვიმა, შხაპი, რძიანი ყავა, ზაფხულის დილა, პარასკევი საღამო, ჩათვლების ჩაბარება, როდესაც მეუბნებიან რომ ჭკვიანი ვარ(განსაკუთრებით ჩათვლის დროს თუ მეუბნებიან ამას
))) ),მანქანაში/ტრანსპორტში ფანჯარასთან ჯდომა, კატები, მუსიკა, წიგნები(ფენტეზი უპირატესად), შოკოლადის ნაყინი(მითუმეტეს თუ ცუდ ხასიათზე ვარ) …. და ა.შ.
არ მიყვარს:
დაფაზე ცარცით წერის ხმა, როდესაც მინას რკინით კაწრავენ, დილის 11 საათზე ადრე ადგომა, სიცხე, სიცივე, მობილურზე ანგარიშის ამოწურვა,
დენის/გაზის/წყლის/ტელეფონის გადასახადების რიგში დგომა, თავხედი ადამიანები, ავტოზაგარი, სვარშიკის სათვალეები, და ბიჭებზე სპორტული შარვლები(ჯინსები ნე ვ შეტ), ნოტაციების მოსმენა, პანიკიორობა, ობობები ზედმიწევნით არ მიყვარს… აქაც და ა.შ.
ესეც მოკლედ(მოკლედ რო?) ჩემს შესახებ…
ახლა ბანალურ რამეს ვიტყვი:
„აჰათ თქვენ ჩივილები და დიაგნოზი თქვენით გამოიტანეთ“

გამოიწერე პოსტები
გამოიწერე კომენტარები
ROFL
As I said – some people never disappoint me
ძალიან დაგლიჯა
ნატ, შენ ძალიან ჭკვიანი ხარ, ზაფხულის პარასკევ დილას გაჭმევ შოკოლადის ნაყინს, დაგაყოლებინებ მარწყვს და რძიან ყავას, და რომ მოსაღამოვდება – მიგაღებინებ შხაპს…
So… will you marry me?
ti menia sooblazniaesh
:evil: 
arada martla.. ra mimzidveli shemotavazebaa :user:
ხო მეგობრებო… ვი სოზდანნი დრუგ დლია დრუგა…
…პირჯვარის გადაწერა… – მოჟიწე პაცელავაწ დრუდ დრუგა…
…(ა მოჟნა ია პასმატრუ?)
respectz
Cyborg, smotria skol’ko zaplatish
spy, Dagflat? Dafglaaat?
haa?
ra nacnobi da amave dros ucnobia es yvelaferi… maoceb nach
nebiera,
))) ise ocdebi gegoneba is magidebshi gadamaluli “novelebi” ar gqondes cakitxuli
ise, daafase ert-erti xar ishviattagani
da mainc axal axal ragaceebs agmovachen xolme da… magaria…
maqvs pativi im “novelebis” gacnobisa. da mere ra pativiii…
მეც ერთერთი იშვიათთაგანი ვარ, ვისაც ეგ ნოველები (თუ ნოველა) წაკითხული აქვს :ფას:
:2კისს: