თეიმურაზი ერთადერთი ადამიანი იყო მთელ თბილისში და ალბათ მთელ საქართველოშიც, ვისაც ზიმბაბვეს ერთ-ერთ ენაზე, შონაზე შეეძლო საუბარი, თუმცა მისი პოვნა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ბოლოს და ბოლოს, ორიოდე კვირის ძიების შემდეგ მივადექით მის ბინას.
- კი, მაგრამ თეიმურაზის ზიმბაბვური რა ჯანდაბად გჭირდებათ? -გაუკვირდა ჭაღარა ბუზღუნა ქალს, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თეიმურაზის და იყო - და საერთოდაც, თეიმურაზი არ გახლავთ სახლში, უნივერსიტეტშია წასული, დღეს ჩათვლები აქვს და სავარაუდოდ გვიან დაბრუნდება.
- თქვენ მეუღლე ხართ? აუცილებლად გვჭირდება მისი პოვნა, ქალბატონო-მაქსიმალურად საწყალი თვალები მივიღე მე-და აუცილებლად დღესვე.
- არა, მე და ვარ, თეიმურაზს მეუღლე ორი წლის წინ დაეღუპა და იმის შემდეგ მთელ თავის დროს იმ წყეულ, აზიისა და აფრიკის უნივერსიტეტს ახმარს, საერთოდ დაივიწყა თავისი საწყალი და…
ჩვენ აღარ დავაცადეთ მოხუცს ტირადის ბოლომდე დასრულება, სასწრაფოდ დავემშვიდობეთ და კიბეზე სირბილით დავეშვით.
- შენ გესმის, რა ხდება? – აღტაცებას ვერ მალავდა გურამი და სკამზე წრიალებდა – ჩვენ მოგვეცა შანსი! - დამარცვლა ბოლო სიტყვა გურამმა – და ჩვენ ვიქნებით აბსოლუტური იდიოტები, კრეტინები, ეს შანსი რომ ვერ გამოვიყენოთ. ჩვენ ვიქნებით…
- კაი ხო, გამანებე თავი, მოვედით-ჩავაქვრე გურამის აღტკინება-რომ გადახვალთ, გამიჩერეთ.
უნივერსიტეტის დაცვამ ოდნავი გაკვირვებით აგვათვალიერა ორი საეჭვო ტიპი, რომლებიც საღამოს 10 საათზე თეიმურაზს ვკითხულობდით, მაგრამ არაფერი უთქვამს, მესამე სართულზე მიგვასწავლა და ისევ სკამზე გადაესვენა. ჩაბნელებულ დერეფანს რამდენიმე გრძელი ნათურა ანათებდა და არც ისე სასიამოვნოს ხდიდა აქ ყოფნას, მაგრამ ამისთვის არ გვეცალა.
- სამას ოცდახუთი, ესაა – გურამმა მოურიდებლად შეაღო კარები და შევიდა, მეც შევყევი. თავიდან ვერაფერი დავინახე, რადგან კაბინეტში ბნელოდა, შემდეგ კი სიბნელიდან ნელ-ნელა ამოტივტივდა მაგიდაზე დახრილი პრიალა თავი, რომელიც მაგიდის ნათურის სინათლეს ფრიად არასასიამოვნოდ ირეკლავდა. თავი ჩვენს შესვლაზე არ განძრეულა, რაღაც ქაღალდების გროვას ჩაჰკირკიტებდა გამალებით და როგორც ეტყობოდა, ძალიან იყო გართული, არც ჩვენს რამდენიმე მორიდებულ ჩახველებაზე მოუქცევია ყურადღება და მხოლოდ მაშინ, როდესაც გურამმა ქაღალდების შეკვრა, რომელიც მთელი გზა გულში ჩახუტებული მოჰქონდა, სკამზე ხმაურით დააგდო, პრიალა მელოტი დიდმა, შავჩარჩოიანმა სათვალემ შეცვალა, რომელიც სახის ნახევარზე მეტს უფარავდა ბატონ თეიმურაზს.
- კარგ დროს მოხვედით, ახალგაზრდებო, ჩათვლები დამთავრდა უკვე, ერთ კვირაში მობრძანდით.
- ბატონო თეიმურაზ, ჩვენ სტუდენტები არ ვართ, ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება, აუცილებლად, სასწრაფოდ და უარის გარეშე – მიაყარა გურამმა ტყვიამფრქვევივით – საქმე გვაქვს უდიდეს აღმოჩენასთან, უფრო სწორად, ვდგავართ ამ აღმოჩენის პირას და თქვენ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ცოდნით დაგვეხმაროთ.
გურამმა ქაღალდების შეკვრა გახსნა და ოთხად გაკეცილი, მოყვითალო ქაღალდი ამოიღო, უდიდესი სასოებით გაშალა და არანაკლები სასოებით დაუსვენა გაოცებულ პროფესორს მაგიდაზე. თეიმურაზმა ჯერ ჩვენ გვიყურა, დიდხანს და დაკვირვებით, თითქოს გვსწავლობდა, რა ჯურის ხალხი ვიყავით, რომლებიც შემოვიჭერით მის კაბინეტში და უცნაურ რაღაცეებს ველაპარაკებოდით, მერე სათვალე გაისწორა და ქაღალდს დახედა. ისეთი დაკვირვებით და ინტერესით ათვალიერებდა მას, რომ მეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქაღალდი ყველანაირ პოზაში მილიონჯერ მქონდა ნანახი, თვალი გადავაპარე წიგნების ხროვის იქეთ.
პროფესორის მაგიდაზე დასვენებული დოკუმენტი წარმოადგენდა მეტად უცნაურ რაღაცას, რომელიც მხოლოდ ეშმაკმა უწყის, საიდან ჩაუვარდა ხელში ჩალიჩა გურამს, მე მეუბნებოდა – ბუკინისტებში ვნახეო, თუმცა მე, რატომღაც, უფრო ღრმა და საეჭვო წარსულისად წარმომიდგებოდა დოკუმენტი. ზედ შავი, ოდნავ ფერგადასული ტუშით, რაღაცა ეწერა. ასოები კი ლათინური იყო, მაგრამ აზრს ვერ გამოიტანდი. მაგრამ მთავარი ეს არ იყო. ყურადღებას იქცევდა მეორე მხარეზე გაკეთებული წარწერა, ოღონდ ის, ნაწერებისგან განსხვავებით, შავი ტუშის მაგივრად ქიმიური ფანქრით იყო მიჯღაბნილი. “Zambezi tres. map, made by me, Shona dialect. David Livingstone, zambezi river, 1843″ – გვაუწყებდა ნახევრად წაშლილი წარწერა. ამან იყო რომ დაგვიფრთხო ძილი და დაგვიკარგა მოსვენება. ცხადი იყო (ყოველ შემთხვევაში გურამისთვის მაინც), რომ ლაპარაკი იყო ”დიდ განძზე”, რომელიც ”იდო სადღაც იქ, აფრიკაში და ელოდა ჩვენს გამოჩენას”. იყო ეს სიმართლე, თუ მხოლოდ გურამის გახურებული წარმოსახვის ნაყოფი, არ ვიცოდით და ამის გაგების იმედი გვქონდა ახლა. მე ძალიან მაეჭვებდა შემოკლება “tres.” , რომელიც განძს ნაკლებად ჰგავდა, თუმცა გურამს არაფრის მოსმენა არ უნდოდა. მან იმდენი მოახერხა, რომ შონას დიალექტის მცოდნე თეიმურაზი იპოვა და ახლა ჩვენ ორივე, გულაფანცქალებულები ვიჯექით და განაჩნივით ველოდით, როდის ამოიღებდა ხმას ბატონი თეიმურაზი.
- რა არის ბიჭებო ეს და საიდან გაქვთ? - როგორც იქნა ამოიღო ხმა თეიმურაზმა.
- მაგის საკითხავად მოვედით ჩვენც აქ, ბატონო თეიმურაზ, რა არის ეს?
- თუკი უკან გაკეთებულ წარწერას დავუჯერებთ, ეს უნდა იყოს რუკა, ხოლო თუკი წინიდან დავხედავთ… – თეიმურაზი გაჩერდა და სიმბოლოებს თვალი გადაავლო – ეს არის ლექსი და მინდა გითხრათ, ძალიან უაზროც.
- ლექსი, ბატონო თეიმურაზ? - გაშრა გურამი - და არანაირი განძი მანდ არ არის ნახსენები?
- დიახ, ლექსი. ვეცდები გითარგმნოთ, მაგრამ ქართულად რამდენად ემგვანება ლექსს, არ ვიცი:
ჰოი, შენ მზეო, ამოდი და გაანათე მოსი ოა ტუნია
და მე გამოგყვები შენ, ჰოი მზეო, შუბისტარამდე
სიცოცხლის დამბადებლის მსგავსად, ჩავეშვები შენში
და იქ ვიპოვი გზას მე, ჭეშმარიტს.
- ბოდიშს მოვიხდი, თუკი არაპოეტურად გითარგმნეთ, მაგრამ ასეთი შინაარსი აქვს ამ ყველაფერს.
მე და სულიერად განადგურებული გურამი სახლისკენ ვბრუნდებოდით. წვიმდა და გურამსაც სახე ჩამოსტიროდა. დაინგრა მთელი მისი ოცნებები დიდ განძზე, აფრიკაში მოგზაურობაზე და ათას თავგადასავალზე, ხელში რაღაც აფრიკული ფოლკლორის ნიმუში შეგვრჩა.
- ესა ბედი? მე უკვე განაწილებული მქონდა, რაში დავხარჯავდი განძის ერთ ნაწილს, რაში მეორეს და დანარჩენს სად შევინახავდი, რა ვუყო ახლა ამ ქაღალდს? სუვენირად შევინახავ.
- შეინახე ჰო, შეინახე და განძს რომ ვიპოვით, ზედ დაადე - გავიცინე მე.
- ჰო, ჰო, მიდი, მეკაიფე, გამანადგურე, დამჩაგრე, არ არის ჩემი საშველი, არა, ისევ ისეთ გამოუსწორებელ ოპტიმისტად და მეოცნებედ დავრჩები, შენ კი იყავი შენს მყრალ, პრაგმატულ წუმპეში და ითვალე ვიღაცის ფულები.
ამ ლაპარაკში გურამის სახლთანაც მოვედით. გურამი სატრფომოკლული რაინდის სახით დამემშვიდობა და ჩემს დამშვიდობებაზე ”ღამე მშვიდობისა”-თქო, პირველი სართულიდან მოტრიალდა, თვალები და ცალი ხელი ზეცისკენ აღაპყრო და წარმოთქვა:
- ჰოი, უბადრუკო წუთისოფელო, რაოდენ დამცინავია ზოგჯერ შენი მოქმედებანი, ხელის ერთი მოსმით აუბედურებ ადამიანებს და განკარგავ მათ ბედს. მიწერია კი მე მშვიდობიანი ღამე? არა, არა და არა… წავედი…
გურამის არ ვიცი და მე ნაღდად არ მეწერა მშვიდობიანი ღამე. ზუსტად ხუთ საათზე ტელეფონი ამღერდა და როდესაც ვუპასუხე, ყურმილის იქედან მომღერალი გურამის ხმა გავიგე:
- ბიჭო, შენ ხო იცი, არ მოვისვენებ მე, სანამ რაღაცას არ ვიპოვი-ხოლმე. ის ლექსი გახსოვს? მანდ რომ იყო ”ჰოი შენ, მზეო, ამოდი და გაანათე მოსი ოა ტუნია” -ო. იცი რა არის მოსი ოა ტუნია? ასე უწოდებდნენ ვიქტორიას ჩანჩქერს ადგილობრივები. ანუ რაზე მიანიშნებს ეს? რაღა თქმა უნდა საწყის წერტილზე, საიდანაც უნდა დავიწყოთ ძებნა!!!
- ოო, დაიძინე რა, ხვალ ვილაპარაკოთ ამაზე.
- კარგი, ხვალ თერთმეტისთვის ჩემთან ერჭვე. აი ხომ მეუბნებოდი რა, ხომ გეუბნებოდი!
ტელეფონი გავთიშე, მეორე გვერდზე გადავბრუნდი და დავიძინე, თან ”მოსი ოა ტუნია”-ზე ვფიქრობდი. მგონი გურამი მართალი უნდა იყოს. ხვალ მივალ და ვნახოთ… – და მე ჩამეძინა.
(გაგრძელება იქნება?)
გამოიწერე პოსტები
გამოიწერე კომენტარები
- არა, მე და ვარ, თეიმურაზს მეუღლე ორი წლის წინ დაეღუპა და იმის შემდეგ მთელ თავის დროს იმ წყეულ, აზიისა და აფრიკის უნივერსიტეტს ახმარს, საერთოდ დაივიწყა თავისი საწყალი და…
——————
Zaan banaluria! ai tengo gogtishvili mcerali rom iyos ase dacerda :yes:
—-
მე უკვე განაწილებული მქონდა, რაში დავხარჯავდი განძის ერთ ნაწილს, რაში მეორეს და დანარჩენს სად შევინახავდი,
es fraza zedmetia
———————–
ისევ ისეთ გამოუსწორებელ ოპტიმისტად და მეოცნებედ დავრჩები
yvava ra aris bliad esa? su gapapsavikdi bliad?
=——————–
tu ar gaagrzeleb yleoba iqneba
lol
danarcheni kaia
mara ragac aka morchilazesavit cer shechema
რანაირად წერს აკა მორჩილაძე?
ხზ, ხზ…
ჰომს… რაღც ბუმბულების ფრიალს ვერ ვგრძნობ…
რაც შეეხება გაპაპსავიკებას… მე არა… გურამი
ჰოდაჰოო.. ეხლა შევაფასებ ცოტას თუ მაქვს უფლება
მომეწონა
ზოგადად სიუჟეტი.
ლექსი
ფსევდო, მაგრამ მაინც დეტექტივის დეტალები.
ხელის მაღლა აშვერის მომენტი
არ მომეწონა.
ზოგადად სიუჟეტი რო დაუსრულებელია :vik:
პერსონაჟები გაცვეთილია.
ჟიულ ვერნის სუნი მცემს
და კიდევ ბევრი ფრაზა ჰიბერბანალურია…
აჰა ჩემი დროც დადგა, შენ რო მასხი კაი იყო?
სიუჟტი რომ დამესრულებინა, არ გამომივიდა… რაღაც რომანი თუ არა, ნოველა მაინც უნდა გამოსულიყო, ასე რომ ასეთი დაუსრულებელი სახით წარმოვადგინე.
ბანალურ და ჰიპერბანალურ ფრაზებს – იმედია დიალოგებზეა ლაპარაკი
დიალოგებზე პასუხს არ ვაგებ, მე არ მიქნია ეგ, თითონ ლაპარაკობენ პერსონაჟები, მე მხოლოდ ვიწერ
სპასიბა ე.ი. ჩემი ბუნდღის არც ისე საფუძვლიანი, მაგრამ განიავებისთვის…
თითონ ლაპარაკობენ პერსონაჟები, მე მხოლოდ ვიწერ
imdeni sheni tavi vnaxe yvav yornebis mier natrevi velada
cvima iyo da saxe chamostiroda guramchikaso egec banaluria, dialogebis garda.
მისხმაი საკვირველი
1. პერსონაჟები
) ანარცხებს სკამზე. არ არის მე მგონი ეს პერსონაჟი გააზრებული. დიდ განძზე მეოცნებე კაცი, თეიმურაზის ერთი სიტყით უკან იხევს, არ არის გამოუსწორებელი ოპტიმისტის საქციელი
))
)
, გურამის დაყვება ყველგან, მაგრამ თითქოს არ სჯერა მისი ბოლომდე. ეს უბრალო თავის დაცვაა, ”თუ რამე არ გამოგვივიდა მე არაფერ შუაში ვარ” როჟაა რა
, ხოდა ის ვერ გავიგე ავტორთან აქვს თუ არა ამას რაიმე კავშირი
, ფსიქოლოგიური ანალიზი უნდა მაგას
თეიმურაზის და – ბუზღუნა ჭაღარა ქალის შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ალბათ უფრო შინაბერა პენსიონერია, რომლის აზრს არავინ აქცევს ყურადღებას და რომელიც მზადაა თავისი პრობლემები მოახვიოს ყველას თავზე
გურამი – ვერ წარმოვიდგინე რაღაც ერთ ჩარჩოში არ ჯდება თითქოს. ჯერ მოურიდებლად კარებს აღებს, მერე მორიდებულად ახველებს და მერე გულში ჩახუტებული ქაღალდების შეკვრას (ისე რა საჭირო იყო ერთი ქაღალდის ნაგლეჯისთვის მთელი შეკვრა რომ ათრევიე
თეიმურაზი – ნორმალური აღწერაა მელოტი, შავჩარჩოიანი სათვალე… ამ პერსონაჟში არ მომეწონა მისი ”მებოდიშე” ტონი. ”მაგრამ ქართულად რამდენად ემგვანება ლექსს, არ ვიცი”, ”ბოდიშს მოვიხდი, თუკი არაპოეტურად გითარგმნეთ” ამ ფრაზებში მე ავტორის ბოდიში უფრო დავინახე ვიდრე პერსონაჟის
”მე” – მე როგორც ყოველთვის კაი ტიპია
2. ფრაზები
)
)))
”საერთოდ დაივიწყა თავისი საწყალი და…” ნწ, ნწ, ნწ…
”პრიალა მელოტი დიდმა, შავჩარჩოიანმა სათვალემ შეცვალა” :უპ:
”თვალი გადავაპარე წიგნების ხროვის იქეთ” :უპ:
”წვიმდა და გურამსაც სახე ჩამოსტიროდა” :Bანალ:
”ჰო, ჰო, მიდი, მეკაიფე, გამანადგურე, დამჩაგრე,” :კაკტუსებიანი მინდორი:
”არა, არა და არა…” – არა, არა და არა
3. სიუჟეტი
სიუჟეტი არის, თუმცა დაუსრულებელი. წესით ინდიანას გაგრძელება უნდა გამოვიდეს ბოლოში. დასაწყისისთვის არაუშავს, მაგრამ ცოტაა ძალიან
4. ორიგინალურობა
)
ლექსი ძალიან მომეწონა :უპ:
მეტია ისე საჭირო
5. სათაური
”ზამბეზის საიდუმლო – ბატონი თეიმურაზი” ეს ორი სათაური მაინც დატოვე ხომ
6. ინტრიღა არ არის (თუ დაბოლოებას არ ჩავთვლით
). თუმცა საერთო ჯამში ნორმალურად იკითხება, გაგრძელებას წავიკითხვადი ისთე
). ხო მართლა პაპსობის შთაბეჭდილება მეც დამრჩა, რასაც ვერ ვიტყოდი შენს სხვა არტებზე
პრინციპში სულ ეს არის, თუ ზედმეტი მომივიდა ჩემი ბრალი არ არის
mokled exla is :
magaria romaa dasurulebeli, is rom personajebi aris kak raz dasacyisze morgebuli, da is rom sashualo statistikuri siujetia
o ar miyvars me pirvel pirSi dawerili racxeebi da amitom shemizlia vtqva rom ziritada ufro magitom ar momewona , sxva yvelaferi (isic ki rom durakuli frazebi gaqvs gamoyenebuli) zalian mis donezea, kak palojena
შურა: ტხანკს. ფაქტიურად ბდღვირი ამივიდა
შესანიშ§ავი მისხმა იყო, საბოლოოდ ის დასკვნა გამომაქვს, რომ სლიშკამ ბანალნა დავწერე…
ჰო რა ვიცი… მეი ბი )
always a pleasure
ჩემსას ვერ ჩავუჯექი ერთი რა… გაძიებიებ შურს მალე
მიდი მიდი, ჩაუჯექი