-წიკ, წიკ, წიკ, წიკ.. საათი 4ს აჩვენებდა.. ფანჯრებს მიღმა ღამე იყო.. მაგიდაზე კი გაციებული ჩაი იდგა.. ლამარამ ოდნავ მოსვა სითხე და დაიჭყანა. ახლოსმდებარე ჯიხურში ნაყიდ ჩაის არც ისე ქონდა გადასარევი გემო და გაციების შემდეგ, საერთოდ აღარ ვარგოდა. ჭიქის შიგთავსი გადაღვარა, კარადის უჯრა გამოაღო და მის შორეულ კუთხეში გადამალულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა.
კაი ხანია ეწევა ლამარა, მაგრამ არ უნდა ვინმემ გაიგოს. ეგღა აკლია, სოფელში ჭორები გაუვრცელონ. სიგარეტსაც მაშინ ყიდულობს, როდესაც ქალაქში ჩადის.
მოუკიდა, შეისუნთქა..
კედლიდან მშობლების განრისხებული პორტრეტები უცქერდნენ. ზუსტად ისე, როგორც უცქერდნენ მისი ცხოვრების 40 წელი. ახლა კი, ცოცხლები აღარ არიან და მაინც მკაცრად უყურებდბნენ პორტრეტიდან.
ნერვიულობდა ლამარა..
ან როგორ არ ენერვიულა? 43ს გადააბიჯა… ცხოვრებაში ზედმეტად არავისკენ გაუხედავს, შეხვედრაზე და შეყვარებაზე, ლაპარაკი ზედმეტია. ისევე მშობლების და ძმის შიშით. რა დარჩა? დედ–მამის პორტრეტი და 200 კილომეტრში მცხოვრები დაოჯახებული ძმა..
რამდენიმე ხნის წინ, მის მეზობლად ვიღაც მამაკაცი დასახლდა.. ანზორი თავისი 45 წლისთვის საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, სოფელშიც გამრჯე კაცის სახელი ჰქონდა და რაც მთავარია უცოლო იყო. ხოდა აწრიალდა ლამრი. დაუამხანაგდა კიდეც მეზობელს,მაგრამ მეტის უფლება არ მისცა თავს, ისღა აკლდა, თავმოყვარეობა დაეკარგა და თვითონ გადაედგა რამე ნაბიჯი. ანზორის ქმედებებს ელოდა.. ანზორმა კი… ანზორმა საყვარელი გაიჩინა..
ვინ, საიდან, როგორი იყო ის ქალი, არავინ იცოდა. ისე კი ბევრს ჭორაობდნენ სოფელში. ხან ვის დააბრალეს, ხან ვის.. არც ერთი გამოდგა მართალი. ბოლოს იფიქრეს, ჩამოსული იქნებაო და დაწყნარდნენ.. ლამარამ კი უძილობას და დღეში მოწეული კოლოფების რაოდენობას უმატა.. ახლაც იჯდა და ისმენდა..
ღამის სიჩუმეში, ანზორის მოპირდაპირე სახლიდან არაორაზროვანი ხმები გამოდიოდა.. ეს მერამდენედ…. ლამარა ასე იჯდა და დარაჯობდა…
დილის 5 ის ნახევარი.. წიკ.. წიკ.. წიკ.. ლამარა აივანზე გავიდა.. მოპირდაპირე სახლში ხმები მიჩუმდა.. და უცებ.. აივნის კარი გაიღო და იქიდან გამოვიდა….
საშუალო ტანის, გამხდარი, გრძელი შავი თმა შიშველ მკერდზე ქონდა დაფარებული, შიშველი იყო.. მთვარის შუქზე სულ თეთრი ჩანდა… იდგა პატარა, ერთსართულიანი სახლის მოაჯირზე და პირდაპირ ლამარას უყურებდა.. მერე ზურგსუკან ლამაზი, შავი ფრთები გაშალა, ჰაერში აიჭრა და აორთქლდა.. მის ადგილზე პაწია შავი ღრუბელი დარჩა..
გაშტერდა ლამრი.. გააცია.. იგრძნო როგორ გაეყინა მთელი ხერხემალი შიშისგან და სახლში შევარდა..
ის უკვე ლამარას საყვარელ სავარძელში იჯდა. პატარა მაგიდაზე ფეხები შემოეწყო და იღიმებოდა.. ძალიან წყნარად.. ყოველგვარი ბოროტი და ქვე აზრებისგან თავისუფალი ღიმილი ჰქონდა.. უფრო ბაგა–ბაღის ძიძას მოუხდებოდა ასეთი ღიმილი..
– რ… რ… რომელი ხა..რ? ძლივს ამოღერღა მასპინძელმა და გონებაში ღრმა ბავშვობაში ნასწავლი ლოცვების გახსენება სცადა..
– გეკადრება? – გაეღიმა მოსულს – არ გავქრები მაგით, არც იფიქრო…და ისევე ისეთი მშვიდი და კეთილი იერი დაედო სახეზე, როგორც წეღან.
– აბ..ბა.. რრით გაქრები?
– ჯერ ვერაფრით.. ყავა მაინც შემომთავაზე..
და ამ სიტყვების გაგონების შემდეგ, თავისთვის გასაოცრად, ლამარა უცებ დამშვიდდა, წავიდა ყავა მოადუღა და იმ „ალქაჯს“(გონებაში სწორედ ალქაჯობა დააბრალა) გამოუტანა.
– ძალიან მოგწონს, ეს?– თითით მოპირდაპირე სახლზე ანიშნა ალქაჯმა..–ისე იმასაც მოსწონხარ, ხომ იცი, მაგრამ.. მოიცა, როგორ თქვა? „მეზობლის ქალია და როგორ ვაკადროო“ – აქ თავი ვერ შეიკავა და ახარხარდა– ხოდა.. არაუშავს მაგ შენს ანზორიკოს რა, მაგრამ სუფრასთან უფრო ვაჟკაცური უნდა ჩანდეს წესით, წარმოსადეგი.. მაგრამ, საიდუმლოდ გეტყვი, ეზოც პატარა აქვს – ისევ ჩაიცინა და თვალი ჩააპაჭუნა.
ლამარა გაწითლდა.
– და შენ.. შენ რა…
– მიყვარს? კაი რა.. მე.. დანიშნულება მაქვს მასეთი, შენთვის უფრო ადვილად რომ იყოს გასაგები, პროფესია… ქალი გამოძახებით? გეკადრება? – ისე „გამოძახებით“…. კარგი სიტყვაა. კი, გამოძახებით ვარ.. მაგრამ .. ქალი ნაკლებად.. არა, არა, არც კაცი… ქალიც ვარ, კაციც… მასწავლებელიც, უფროსი ძმაც.. აუ, სულ დამებნევი შენ მასე.. მოიცა, უფრო დალაგებულად გეტყვი..
სხვანაირად რომ ვთქვა, ადამიანი არ ვარ, თუმცა ამას შეამჩნევდი. მე და ჩემნაირებს… სახელი არ გვაქვს, ადამიანებში ყოველ შემთხვევაში.. არც ფორმა, არც სქესი.. ენა… მაგ ყველაფერს „გამომძახებელი“ გვიქმნის. ჩვენ მოვდივართ უკიდურესი საჭიროებისას.. საყვარლებად, წარმოსახვით მეგობრებად, ჩვენებებად… გშველით მოკლედ. ყველას თავისებურად. რა იკითხე? არა, გამომძახებელი ყველა ვერ გახდება.. უკიდურესად უნდა სჭირდებოდე ადამიანს.. აი, სად გადის ეგ უკიდურესობის ზღვარი არ ვიცი, არიან ჩვენ შორის ისეთები, რომლებიც მაგ საკითხზე ფიქრობენ. მე მათ არ მივეკუთვნები. არ მაინტერესებს.. მე უბრალოდ ვგრძნობ.. ვის, როდის და როგორი ვჭირდები… მაგრამ ასე იშვიათად ხდება. ამ ბოლო დროს კი ორი შემთხვევა მქონდა ზედიზედ.. გამიკვირდა სიმართლე რომ გითხრა.. ჯერ ანზორი, და მერე უცებ შენ.. 5 დღეა ზედიზედ, გგრძნობ.. და იცი რა გამიკვირდა ყველაზე მეტად? ის თუ როგორად მხედავ.ძირითადად, შენს ასაკში და…სქესში 30–35 წლის მამაკაცი ვარ ხოლმე – აქ არსებამ უზომოდ მხიარულად გადაიკისკისა – გინდა გითხრა, ანზორი როგორად მხედავს? 20 წლის წითური და ხუჭუჭა, ჭორფლიანი გოგოჩკა … პედოფილი ეგ.. აი შენ კი… შენ… ყოჩაღ, კარგი გემოვნება გაქვს – სტუმარმა მკერდზე დაიხედა – მაგრამ აქ შენთან საჭორაოდ არ მოვსულვარ.. უფრო სწორედ არამარტო საჭორაოდ მოვედი.. რადგან აქ ვარ, ე.ი. გჭირდები… ხოდა გადავიდეთ საქმეზე..
– რა საქმეზე? – ლამარა ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, უნდა დაეჯერა თუ არა ყველაფერი რაც მოისმინა ..
–ამ საქმეზე.. სტუმარი უკვე მის ზურგს უკან იდგა და მისი სიტყვები სულ ახლოს გაისმა ყურთან.. მერე ლამარამ ძალიან ნაზი კბენა იგრძნო ყურზე…..
წიკ, წიკ, წიკ,წიკ.. გარეთ წვიმდა.. ისრები 4 ს უახლოვდებოდა.. მშობლების პორტრეტი კედლისკენ იყო გაბრუნებული.. ლამარა თავისი მეზობლის საყვარელს ელოდებოდა..
გამოიწერე პოსტები
გამოიწერე კომენტარები
romantika ki ara sleobaa es
rom daufiqrde..
ლეზბიანკური ისა…
ისტორიები
omg u rock
madloba! ai done… 10/10.
rock on!
ჰააა! მაგარია ძალიან
მაგრად მომეწონა :უპ:
wow
და ეს გინდოდა, რომ წამეშალა, ხომ?
მოსაკლავი ხარ.
ძალიან საკაიფოა, ყოჩაღ, ყოჩაღ.