მწვანე მანქანა ჰყავდა, როგორც მახსოვს… “ნოლ ორი” თუ “აძინაცეტი”, არა, მაინც “ნოლ ორი”, იმიტომ, რომ უკან უნივერსალივით ბაგაჟნიკი ჰქონდა. ნუ რა საყვარელი ეს იყო, საყვარელი ფილმებიდან ვიცით, უნდა იყოს 30-32 წლის, უკან გადავარცხნილი შავი თმით, ძვირი კოსტუმი, შვინდისფერი ან რამე სხვა ფერი, ოგონდ არაბანალური… ისეთი, რომ ეგრევე შეეტყოს მასში ჩასმულ-გახვეულ პიროვნებას არაჩვეულებრივობა. მამაკაცი “с большой буквы”, თუმცა ქართულში დიდი ასოთი არ წერენ… ჰო, ცხადია არ წერენ და ეს მარადიული პრობლემა, როდესაც “ვორდში” კრეფ ტექსტს ქართულად და პირველ ასოებს გიდიდებს. ასე რომ ქართულში ეს მხატვრული ხერხი არ გამოდგება… მაშინ უარესი: “თრუ” მამაკაცი! სახელად ალბათ ვინსენტი ან სებასტიანი.
ჰოდა ეს მამაკაცი უნდა იჯდეს კაფეში და დაელოდოს საყვარელს. ქათქათა თეთრი სუფრა, ხელსახოცები ნიკელირებულ სადგამში და ერთი ფინჯანი ყავა. მამაკაცი ზის და სიგარეტს ეწევა, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ფეხსაცმელი კარგად პოლირებილი წითელი ხის ფერი, როგორც ძვირი ავეჯი არის ხოლმე, ისე, სხვათა შორის შარვლის ტოტიდან წინდა მოუჩანს, ყლინჯის ფერში შერჩეული, და მასში ჩატანილი ფეხსაცმლის ზონარი. ყვავილები… თან არ აქვს, რადგანაც ოფიციანტთან მოილაპარკა, რომ საიდუმლო ნიშანზე მიართმევენ სასურველ მანდილოსანს კეტჩუპივით წითელი ვარდების უზარმაზარ, მეეზოვის ახალ ცოცხზე დიდ თაიგულს. და ამ მამაკაცმა იცის თავისი ფასი…
სექსიც ალბათ ასეთივე აქვთ, პრიალა ჟურნალის გვერდებიდან აღებული, დიდხანს გრძელდება და ზეწრებზე არ ტოვებს კვალს, საწოლი არ ჭრიალებს, მუსიკას რთავენ არა იმიტომ, რომ თხელ კედელს მიღმა დაბანაკებულმა მეზობლებმა ვერაფერი გაიგონ, არამედ რომანტიკისთვის. ორგაზმსაც ერთდროულად აღწევენ, რის დროსაც სასაცილოდ არ ქშინავენ. რიგრიგობით ეწევიან სიგარეტის ერთ ღერს და მამაკაცს არ უხდება ადგომა რომ სავსე პრეზერვატივი მოიხსნას.
მოკლედ ეს ზღაპარია, სინამდვილეში ასე არ არის და თუ ახალი ხარ ამ საქმეში, ცხოვრებისეული რეალიზმი გაბნევს. თუმცა მერე სწავლობ გამოარჩიო ჭეშმარიტების მარცვლები ფიზიოლოგიიდან და ყველაფერი რიგზეა სანამ ამასაც არ მიეჩვევი და რუტინად არ გექცევა ათასჯერ განცდილი…
ახლა კი გმირი შემოდის სცენაზე. ის ნამდვილი, ანუ რეალური საყვარელი. როგორც უკვე შეამჩნევდით, ის არ ჯდება იდეალურ სქემაში. ჯერ არც გვინახავს და უკვე ვიცით ეს. მისი მანქანა ბევრ რამეს ნიშნავს. ნოლ ორი… ნოლსემი კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ნოლ ორის პატრონი ალბათ გოჭებს თუ დაატარებს გასაყიდათ თავის უნივერსალით.
და აი ისიც: 44 წლის-ღიპი-გასაპარსი-შარვალშიჩატანილი პერანგი-ბანჯგვლიანი ხელები-ნასკები სანდლებზე და რაღაცნაირი სუნი… ხომ იცით, ასეთ მამაკაცებს რომ აქვთ ხოლმე… აი, მაგალითად, პატარა რომ იყავით და ბიძათქვენი მოდიოდა სტუმრად. ის მოდის და გეხვევათ. თქვენ ეს არ გიყვართ, რადგანაც ამ სუნს გრძნობთ. თამბაქოა მასში და კიდევ რაღაც…
შევხედე ამ კაცს და კიდევ უფრო ცუდად გავხდი ვიდრე აქaმდე. მე ხომ ეს იდეალური მამაკაცი წარმოვიდგინე, ეს კი… ქალიც შემეცოდასავით. არც თუ ისე ურიგო ქალი პროვინციული ორსართულიანი კორპუსის კვალობაზე. ქერა და თანაც ნახევრად რუსი. ნატაშა… ნადეჟდა… ახლა უკვე აღარ მახსოვს (სხვათა შორის რუსულ-ქართულ სახელებზე გამახსენდა და თუ სვეტლანა=ნათელა, მაშინ ნადეჟდა=იმედა!!!). გასათხოვარი იყო და ამიტომ შეინარჩუნა კარგი ფიგურა 35 წლის ასაკში. არსად მუშაობდა და საყვარელი ფულით ეხმარებოდა. წარმოვიდგინე როგორი გაშეშებული იწვა ზორბა კაცის ქვეშ, ის კი უტევდა და უტევდა ბანჯგვლიან ხელებზე დაყრდნობილი. მასთან ერთად მეც იმედი მქონდა, რომ საბოლოოდ ცოლად მოიყვანდა და ყველაფერი ჩაჯდებოდა თავის ადგილას, რადგანაც ქმარი შეიძლება იყოს ასეთი…
გამოიწერე პოსტები
გამოიწერე კომენტარები
კაკ ეტა პეჩალნა ი ვ ტოჟე ვრემია გლამურნა
მივესალმოთ ფორესტს, თავის პირველი არტით
:bis:
thanx, thanx
ვაჰ, პირველ რიგში შემოერთებულს – ველქამ : )
თან რა კარგი არტით შემოიჭრა : ) ))) პრიამო თვალწინ დამიდგა ყველაფერი : ))
ძალიან მომეწონა…
განსაკუთრებით ჟურნალებიდან გადმოღებული სექსის აღწერაზე ვიხალისე
:აპ:
ესთე იგი რესპეხტ!
წელცომე
malobT, malobT.
in art we trust
ფორესტ, იუ რულ!
იუ არ ტრუ!