ვცდილობ მოვახდინო შენი პორტრეტის წარმოსახვა…
იცი, ძნელია…
ძალიან ძნელია…
ვცდილობ მოვახერხო შენი პორტრეტის გახსენება…
და არდავიწყება…
გარეგნობის მხრივ რომ შეგეხო…
მმმ…
ამ შემთხვევაში მახსენდება შენი ძალიან სევდიანი თვალები. ვიღაც იფიქრებს, რამე 2გინალური გეთქვაო, ისედაც ყველა თვალებს უკვირდება გარეგნობაშიო, მაგრამ ყლეზე მკიდია ვიღაცეები. ნუ მამენტ შემეძლო ფეხებზე დამეკიდა, მაგრამ ჩემი ფეხები უფრო ძვირფასია ჩემთვის, ამიტომ მკიდია იმაზე, რაც არ მაქვს. ანუ ფეხებიც კი მეზედმეტება დაკიდებისთვის. ხოდა სევდიანი. ამას მე მაშინაც ვამჩნევდი, როდესაც პატარა ვიყავი და მერეც, როდესაც გავიზარდე. ძალიან სევდიანი თვალები მახსენდება. სულ მიკვირდა, ასეთ მხიარულ და მოუსვენარ ადამიანს რატომ აქვს სევდიანი თვალებიმეთქი?! ფერი არ მახსოვს, მგონი მწვანე ან ყავისფერი, ან უფრო სწორად მწვანე ყავისფერში გარდამავალი. რავი, ჩემთვის ყველა სევდიანი თვალი ამ ფერთან ასოცირდება. წყლიანი თვალები ყოველთვის ამფერი მგონია ხოლმე. და ვინაიდან აღარ მახსოვს შენი თვალის ფერი, ამიტომაც მოდი, ჩავთვალოთ, რომ მწვანე გქონდა.
ბოხი ხმა. იცი პატარაობაში ბიჭებს არ აქვთ ხოლმე ბოხი ხმა, ასაკის მატებასთან პარალელურად უბოხდებათ და უვაჟკაცდებათ, მაგრამ შენ გქონდა. ტონალობის აწევაც რომ არ იყო საჭირო, ისეთი звонкий ხმა… მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მამაკაცის ბოხ ხმაზე მუდამ გართულება მქონდა, შენი ხმა მაღიზიანებდა. ნუ, აი ვერ ვიტანდი შენს ხმას. აი რასაც ჰქვია, ხმაურიანი ადამიანი იყავი რა. მოუსვენარი, ცელქი, მხიარული. მაგრამ არასოდეს ეს არ ყოფილა გამაღიზიანებელი, შენი ბოხი ხმისგან განსხვავებით. ბიჭო, არადა ვგიჟდები მამაკაცურ ხმაზე, მაგრამ შენი ხმა არ ჯდებოდა ჩემი გემოვნების დიაპაზონში.
დიდი ყბები. აი ძალიან მიყვარს ისეთი, მამაკაცური ყბები, მაგრამ შენ რაღაც ისეთი გქონდა, რომ მე არ მომწონდა.
სიმაღლე. ხო, მაღალი იყავი. მიყვარს მაღალი ბიჭები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შენ ვერ შემოდიოდი ჩემი გემოვნების დიაპაზონში.
ანუ გარეგნობით რომ მოვახდინო შენი წარმოსახვა, დიდი არაფერი. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყავი.
სხვა დანარჩენის მხრივ რომ შეგეხო…
მმმ…
ამ შემთხვევაში მახსენდება შენი მოუსვენრობა. აი, ნუ რაღაც სასწაულად მოუსვენარი ადამიანი იყავი. სულ მოვლენების კიარადა პონტების… არა, არა, პატარ–პატარა სიტუაციების ცენტრში იყავი. სულ რაღაცაზე ღადაობდი. ძირითადად, რაც მე მახსოვს, რამდენიმე კონკრეტულ ადამიანთან იყავი განსაკუთრებით ახლოს. მათ მიაჩნდი ძმაკაცად, ისინი კი სულ გაიძახდნენ: „ლევანი ჩემი ძმაკაცია, ჩემი ძმაა.“ გარდა ამისა, მანდილოსნების გარკვეული ერთეულებიც შედიოდნენ ამ წრეში.
ცვეტში შენს თავს თუ ასეთი რამ მოხდებოდა, არც მომივიდოდა აზრად. ანუ თავგადასავლები და ალიაქოთი შენს ირგვლივ კი იქნებოდა, რადგან ადრეც იყო და ალბათ მას მერეც იქნებოდა, რაც ჩემი თვალთახედვიდან გაქრი. მაგრამ არამგონია ეს თავგადასავლები და ალიაქოთები სარისკო ან უარყოფითი ტონალობის ყოფილიყო. ნუ, არვიცი, მე რატომღაც ასე მგონია, რადგან ასე იყო ჩემი თვალთახედვიდან გაქრობამდე. ნუ, რავი, მე შენი ჩხუბები და ხიფათიანობა არ მახსოვს.
***
მე–3 ფრჩხილის გახსნა
იყლევეს ტო, იმენა მაგრად. არ ველოდი და გული დამწყდა. არ ველოდი, თუ ზუსტად ის კონკრეტული ადამიანები იყლევებდნენ, რომლებიც გაიძახდნენ, რომ შენ მათი ძმაკაცი იყავი. ისეთი ხალხი არ მოვიდა, რომ აი პროსტა რა. რაც მე მაგათ გულში ვაგინე, არადა არ მიყვარს მართლა ასეთი რაღაცეები, თან მითუმეტეს, როდესაც იცი, რომ გინებას არაფერი საშველი არ მოაქვს. არ გამშვიდებს, არც იმ კონკრეტულ ადამიანს ახვედრებს შეცდომას, აი რასაც ჰქვია არაფერს არ აკეთებს, მაგრამ სულ ყლეები ვეძახე. და გამიხარდა, მართლა გამიხარდა, როდესაც სხვებმაც უწოდეს მათ ყლეები. ბიჭო, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ყლეობა იყო შენი ასე უტიფრად ფეხებზე დაკიდება. და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე კარგ ტიპად ამოვჩნდე ვინმეს თვალში, უბრალოდ მართლა ეგრე იყო რა. ან კარგი ტიპობა რაში მჭირდება, სოფოსთან რომ მივედი პირველ დღეს, საერთოდ აზრზე არ იყო ვინ ვიყავი, მერე უთხრა ჩვენმა საერთო კლასელმა, მაგრამ ეგ მართლა მკიდია. რომც არ გაეგო სოფოს ჩემი, როგორც შენთან ყოველდღე მომსვლელის სახელი და გვარი, დამიჯერე, ამით არაფერი დამაკლდებოდა. მე უბრალოდ ჩემთვის ვიდექი და ვტიროდი. გიხსენებდი. ვიხსენებდი შენს საზიზღარ ხმას.
ეკლესიაში ხომ საერთოდ. ძალიან ბევრი ვიტირე, შენ ასეთი რამ არ უნდა დაგმართნოდა. აი შენ არა. გამოგასვენეს და ბოლომდე გამოგყევი. აი სულ ბოლომდე. სივიწროვესა და სიცხეში ბოლომდე. ფიქრებსა და ტირილში ბოლომდე. და აი მივედით დანიშნულების ადგილზე. ადგილზე, სადც შენი სხეული წარსულს უნდა ჩაბარებოდა. სადაც შენს სხეულს უკანასკნელად მოეფერებოდნენ შენი მშობლები, ტყუპი დები, ბებია–ბაბუები, უახლოესი ძმაკაცები.
იცი, სულ ბოლომდე გიყურე და სულ ბოლომდე ვიტირე. აი სულ ბოლომდე. ცხოვრებაში არავის მიწაში ჩადებისთვის არ მიყურებია, აი საერთოდ არავისი. იმ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც შენზე მილიონჯერ ახლობელი ადამიანის და ანუ ოჯახის წევრისთვის შემეძლო მეყურებინა, იმასაც კი არ ვუყურე. ვიღაცამ გამომიყვანა მაშინ. თან მაშინ მართლა 16 წლის ღლაპი ვიყავი და კიდევ ვერ ვაცნობიერებდი ზოგადად სიკვდილის არსს. მაგრამ იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა. და შენს ცხედარსა და სასახლეზე მიწის დაყრას ბოლომდე ვუყურე. აი სულ ბოლომდე. ბოლო მიწის ბლო დაყრამდე. აი ასე გიყურე. ვიღაცის საფლავის ქვაზე ვიჯექი და გიყურებდი. ბოლომდე. გამიხარდა, რომ მე ერთადერთი არ ვიყავი, არამედ დაახლოებით 25 ჩვენხელა ადამიანი.
***
1–ლი ფრჩხილის გახსნა
ტელეფონის გათიშვის შემდეგ იყო შუა ოთახში ჩაკეცვა. ეს მახსოვს. არადა არ მეცალა, ბუღალტერიაზე მაგვიანდებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჩავიკეცე და ტირილი ამიტყდა. აი ისე, თავისით, თუმცა მუდამ თავისით ხდება ხოლმე, მაგრამ ახლაც თავისით. მაგრამ მეჩქარებოდა ისეთივე მატერიალისტურ საქმეზე, როგორიც ბუღალტერიის ლექცია არის. შენთან მოსვლის წინა ღამეს მთელი ღამე არ მიძინია. ოღონდ მართლა. ანდა რაში მჭირდება ტყუილი იქ, სადაც გულწრფელი გრძნობებია. მთელი ღამე ვტიროდი, მთელი. მერე ბარემ დილის 6 სთ რომ დადგა, დედაჩემმა გამაღვიძა, წნევა გამისინჯეო. ხოდა მთელი ღამე ფხიზლად ვიყავი.
წარმოგიდგენია, პირველად მოვდივარ შენთან სახლში და ისიც ისე, რომ შენ არ შემომეგებები, არ გამიცინებ და არ მეტყვი: “ვაა, ნარო…”.
კი, მაგრამ როგორ???
ახლა ჩვენს საერთო სურათს ვუყურებ, ერთადერთ საერთო სურათს, სადაც ხელიხელ გადხვეულები ვდგავართ და კადრში ვიცინით…
და ამ სურათის მომზირალს მიჩნდება კითხვა: როგორ???
როგორ მოვიდე შენთან, როდესაც ვიცი, რომ შენი მომღიმარ სახეს არ შევხედავ.
ან რომ შემოვალ, რა უნდა ვქნა??? როგორ მოვიქცე??? წრე დაგარტყა და გავიდე??? და მორჩა??? მორჩება ამით ჩემი და შენი ურთიერთობა???
ან დედაშენს რა ვუთხრა??? მიმანიშნე მაინც, რა ვუთხრა სოფოს??? მთელი ის წლები, რაც დედაშენს ვიცნობ, ვიცნობ, როგორს სოფოს. ოფიციალურობის გარეშე.
ან შენს პატარა ტყუპ დებს რა ვუთხრა???
ან საერთოდ რა ვქნა???
ეჰ…
რის თქმასა თუ გაკეთებაზე არის საუბარი, როცა ჯერ რაც აუცილებელია, ის ვერ გამიკეთებია…
ანუ ვერ გამიცნობიერებია, რომ აღარ ხარ…
***
მე–2 ფრჩხილის გახსნა
როდესაც შენთან მოვდიოდი, არ ვფიქრობდი, რომ უკანასკნელ გზაზე უნდა გამეცილებინე. არადა ხომ ვიცოდი, ტელეფონმა ხომ განმაცდევინა პირველადი შოკი, მაგრამ მაინც არ ვფიქრობდი. საერთოდ ასეთი რაღაც მემართება ხოლმე, რომ პანაშვიდზე სანამ მივალ, ისეთი სახით მივდივარ, თითქოს საქმეზე მივდიოდე. ვერ ვაცნობიერებ ხოლმე იმას, რომ პანაშვიდია, ჭირია, ვარამია. და მეც მივაბიჯებ აბსოლუტურად ინდიფერენტული სახის გამომეტყველებით.
შევედი. შემოგხედე. და ასე დიდხანს. მერე სოფოსთან მივედი. რა უნდა მეთქვა?! ა ხო, ტრაფარეტული ფრაზა: „ვიზიარებ“. როგორ ვერ ვიტან ამ ტრაფარეტებს, მაგრამ ეს ერთადერთია, რასაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე ამ დროს. არადა არ მინდოდა ამ ფრაზის თქმა, მინდოდა მეთქვა, რომ … აუ, თუ ვიცოდე, რისი თქმა მინდოდა, უსინდოსი ვიყო რა. მართლა არ ვიცი რისი თქმა მინდოდა, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ „ვიზიარებ“–ის თქმა არ მინდოდა. საერთოდ მაქსიმალურად გავურბივარ ამ ტრაფარეტულ ფრაზებს: „ღმერთმა ნათელში ამყოფოს“, „ღმერთმა მიუვლინოს სამუდამო სასუფეველი“, „გილოცავ, მრავალს დაესწარი“ და ა. შ. იმიტომ, რომ ბანალურობაა და ვცდილობ, რომ ამას გავექცე. თუმცა ვერ ვახერხებ, რადგან მეც ამ მორევში ვარ ღრმად ჩათრეული.
მივედი სოფოსთან. მივუსამძიმრე. მაგრამ არ შემძლო წრის დარტყმა და აი ასე უბრალოდ, ოთახიდან გასვლა. უბრალოდ არა! დავდექი შენს თავთან და ისევ ტირილი. ამჯერად უკვე იმდენად ხმამაღალი,რომ მომერიდა კიდეც. თან ორიოდე ადამიანმა თუ მიცნო. ვერც სოფომ ვერ მიცნო. ვიდექი ასე დაახოლოებით 2 საათი და ტირილ–ტირილში შენს ახლა უკვე ცხედართან სანთლებს ვანთებდი. უკან მაგიდაზე შენი სურათები მიმოფენილი. რომ გადავხედე, კიდევ უფრო ცუდად გავხდი. მართლა ძალიან დამეწვა გული. არადა სულ ვამაყობდი იმით, რომ კარგი კლასი მყავდა და მადლობა ღმერთს არავის ეხვია ცუდი ამბავი, ყველა ცოცხალი ასეა თუ ისე და ყველა თავისი ასეა თუ ისე ნორმალური ცოვრებით ცხოვრობდა. შენ კი …
***
არც ვიცი რა გითხრა…
თან მე თითოეულ სიტყვას ვუკვირდები…
ნახვამდისმეთქი რომ გითხრა, სად გნახავ??? რომელ ნახვამდე???
კარგად იყავიმეთქი რომ გითხრა, სად უნდა იყო კარგად???
მშვიდობითმეთქი რომ გითხრა, სად უნდა იყო მშვიდობით???
ხოდა მაშინ ამ 2 სიტყვას გეტყვი მხოლოდ:
მუდამ მემახსოვრები!
გამოიწერე პოსტები
გამოიწერე კომენტარები
unamuiso xar , ase wera ar SeiZleba, suntqva shemekra da sanam bolomde ar hcvaikitxe ver chavisuntqe mec kinagam movkvdi ukve meored!!
shemibrale sheni tavic sheibrale!!!
ვიცი მარ, ვიცი.
ამასაც გადავიტან, როგორც ლევანიზე ბევრად ახლობელი ადამიანის გარდაცვალება გადავიტანე.
უბრალოდ ვერ ვეგუები თუ რაღაც. არვიცი. თითქოს სივრცეში ვარ დაკარგული. ვერაფერს ვერ ვაცნობიერებ. რაღაც ინერციით ვცხოვრობ, კიარადა ამას თითქოს ცხოვრებაზე მეტად არსებობა ჰქვია.