ის, რომ მისი ყოფილი იმავე საღამოზეა მიწვეული, სადაც თვითონ, K–მ წვეულებამდე ორი თვით ადრე გაიგო და მზაკვრული გეგმის აწყობას შეუდგა.
უნდა ითქვას, რომ ყოფილმა, „ყოფილის სტატუსი“ თავისი ნებით მიიღო. აი ასე, ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც ჩაილუღლუღა ხასიათის შეუთავსებლობაზე, მერე დაიხურა ქუდი და წავიდა. ამის შემდეგ, პირველი თვეების განმავლობაში, K დარწმუნებული იყო, რომ ძვირფასი ექსი „დღეს ან ხვალ გონს მოვა“ და პატიებას ითხოვს; მერე იმედი ჰქონდა, რომ მოენატრებოდა და გამოჩნდებოდა, და როდესაც სასოწარკვეთილებისგან, მზად იყო მკითხავის ძიება დაეწყო, მაშინ შეიტყო იმის შესახებ, რაზეც უკვე ზევით დავწერე.
საღამომდე ერთი თვით ადრე K უახლეს დიეტაზე „დაჯდა“; სამი კვირით ადრე კაბა იყიდა და ყველაზე მოდურ სტილისტთან ჩაეწერა მიღებაზე; ორი კვირით ადრე იშოვა სიმპატიური მამრი კომპანიონად. გეგმა სამყაროსავით ძველი და მარტივი იყო. ყოფილს უნდა ენახა გალამაზებული, მხიარული, ბედნიერი K, გასჩენოდა სინანულის შეგრძნება და მოსულიყო პატიების სათხოვნელად.
წვეულებაზე ყველაფერი გადასარევად მიდიოდა. K ცეკვავდა, ერთობოდა და ფლირტაობდა კომპანიონთან. პარალელურად, ყოფილის რეაქციას ამოწმებდა. შეამჩნია, რომ ის ხშირად უყურებდა. მისი მზერა მრავლისმეტყველი და იმედისმომცემი ჩანდა. K დარწმუნდა, რომ გეგმამ იმუშავა და უკვე წარმოიდგინა, რას ეტყოდა პატიების სათხოვნელად მოსულ ყოფილს. როგორ შეხედავდა და გაუღიმებდა. როგორ უსაყვედურებდა, ხოლო შემდგომ დიდსულოვნად მიუტევებდა. ამის შემდეგ ისინი, რა თქმა უნდა, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდნენ.. სიბერემდე.. და შვილებიც ეყოლებოდათ.. ორი.. ან სამი… ან რამდენიც გამოვიდოდა…. ნუ, რა მნიშვნელობა აქვს, პრინციპში..
საღამო დასასრულს მიუახლოვდა, ინტრიგა კი – კულმინაციას. ყოფილი, ნელი ნაბიჯით წამოვიდა K–ს მიმართულებით. ამ დროს, ქალი, თითქმის გულის წასვლამდე აღელვებული, ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას.. აი, ექსი მას მიუახლოვდა, გაუსწორდა და… გვერდით ჩაუარა, გასასვლელის მიმართულებით.
პირველი წამების განმავლობაში K-მ აზროვნების უნარი დაკარგა, შემდეგ კი სწრაფად დაიწყო გონებაში იმ მომენტის ძიება, როდესაც შეცდომა დაუშვა.. ბოლოს უსაზღვრო აგრესიით გადავსებული, გარეთ გავარდა და მანქანაში ჩასაჯდომად გამზადებულ ყოფილს ეცა:
–უსინდისო, უნამუსო, როგორ შეგეძლო, არაადამიანო…
–უკაცრავად ? – ექსს აშკარად გაკვირვებული სახე ჰქონდა. შემდეგ K–ს მიუახლოვდა, სახეზე კარგად დააკვირდა და შუბლი გაეხსნა: – ვაა, K?… როგორ ხარ?… ძალიან კარგად გამოიყურები! … მაპატიე, უცებ ვერ გიცანი, ხომ იცი, ახლომხედველი ვარ და ჩემი სათვალის გარეშე, საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვარჩევ.. ჰეჰ.. გამიხარდა შენი ნახვა. წავედი, მეჩქარება…
K გაჩუმებული უსმენდა ყოფილის მონოლოგს და მისი წასვლის შემდეგაც ადგილიდან არ იძვროდა, მანამ სანამ მომხდარით ოდნავ გაოცებულმა, სიმპატიურმა მამრმა, ხელი არ მოჰკიდა და მანქანისკენ არ წაიყვანა.
გამოიწერე პოსტები
გამოიწერე კომენტარები
ზეგზუალურია
რამოდენიმე ჩასწორება და საერთოდ ესენი დავიცვათ ხოლმე წერისას, სტანდარტის პონტში:
სათაურში by [ავტორი]
ტეგებში თემის სახელი
პოსტის მისამართი ტრანსლიტით (ინგლისური ასოებით)
SEO-ს ამბავში
გაგიჯდი გოგოო
ესე ესე??
როგორ მოგიბრუნდა ხელი ასე რომ დაამთავრე ააახ
ისე, მგონი ქალები ყველა ერთი ფორმულით მოქმედებთ, ექსთან დაკავშირებით
ექსს გააჩნია )
ექსს კი გააჩნია, მაგრამ ქალს არა, მაინც ყველანი ერთნაირები ხართ
“სიიინსილა, სიიინსილა გაწყდა თქვენი” დაგავიწყდა
ხო, ბტწ, “ექსს გააჩნია”–ში არა ინდივიდუალურობა ვიგულისხმე, არამედ ექსის ტიპი ) ექსი კი შეიძლება ორგვარი იყოს ) ექსი თვითნებური (რომელიც თავისი ნებით გაექსდა), და ექსი გაშვებული (რომელიც შენ გააექსე ) , შესაბამისად მიდგომა და ქცევა სხვადასხვაა ) ნუ ეთ ლისთ, მე ამ ორი ტიპის ექსების მიმართ სხვადასხვა ემოციები და ქცევა მქონდა )
ნუ ხო… ეს ლირიული გადახვევები კმარა, თორემ თვალს ცრემლი მადგება
)))
იუ არ საჩ ე გულჩვილ )
ზნაჩიტ გლუკი გაიპარა…
კაი ვეშია:უპ:
მთვარე– იცოდა კიდეც :იეს: მაგრამ ასეთი “დეტალები” გავიწყდება, როდესაც ძალიან გინდა რომ სასურველი არსებულად აქციო )
საბ, მადლობა )
hahaa დასასრული მომეწონა
))
ჰაჰაჰა
იმენნა ქალური პონტია )))
[...] დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ აქ [...]
nea didi veraferi