წარმოგიდგენთ, მოთხრობების სერიას, რომელიც დამყარებულია პოპულარული კომპიუტერული თამაში FallOut 3 -ის სამყაროსა და პერსონაჟებზე. არტიდეაზე დადებულ ყველა თემას, დამოუკიდებელი მოთხრობა მიეძღვნება
Soundtrack – Denez Prigent and Lisa Gerrard – An Hini A Garan
სალამი
ახალი ვარ და პირველ რიგში ჩემ თავს გაგაცნობთ. მეგობრები ვასტერლენდერს მეძახიან, თქვენ შეგიძლიათ ვასტით მომმართოთ. მიყვარს უშუალო ადამიანები და უშუალო ურთიერთობები. ბარემ იმასაც გეტყვით რომ ჩემი სახელი მშობლიური შტატის სახელწოდებიდან მოდის, Wasterland, ყოფილი Washington DC. ატომური ღრიანცელის შემდეგ ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იქაურობა აღარაფრით გავდა ძველ სამოთხეს და უკეთესი იქნებოდა თუ ახალ ცხოვრებას ახალი სახელწოდებით დავიწყებდით.
რამდენიმე დღის წინ ბილის ბარში ლევსტერს შევხდი, ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვიცნობთ. მხარდამხარაც კი გვიბრძოლია მეგატონში ბიბლიოთეკის დასაარსებლად. შემდეგ ჩვენი გზები რაღაცნაირად გაყო. ლევსტერი რივერ სიტიში გადავიდა საცხოვრებლად, მე მეგატონში დავრჩი. თვეში ერთხელ მაინც ვსტუმრობთ ერთმანეთს ძველი მეგობრები. ეს შეხვედრაც მეგობრული ვიზიტის ეგიდით განახორციელა.
სანამ ბილი ვისკის გვიზავებდა, ლევსტერმა არტ იდეის შესახებ მომიყვა და შემომთავაზა მეც მიმეღო მონაწილეობა. თურმე, ჩემი მდიდარი ბიოგრაფია, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის საინტერესო აღმოჩნდეს. ეშმაკმა იცის, რა იქნება და როგორ. მე დავწერ, თქვენ წაიკითხავთ და თუ მოგეწონოთ, როგორმე გამაგებინეთ.
ხო, ეხლა “მეცხრე ტალღა”.
“მეცხე ტალღა” ერქვა ოპერაციას რომელიც ვასტერლენდის მთავრობამ დაგეგმა და წარმატებით განახორციელა რამდენიმე წლის წინ. ამ ოპერაციის დეტალები დღემდე გასაიდუმლოებულია. ყველა მონაწილე თადარიგში გაუშვეს და ენაზე კბილის დასაჭერად დიდი პენსია დაუნიშნეს.
იკითხავთ, რატომო. იმიტომ, რომ ოპერაციისას თავსგადახდენილი ამბების შემდეგ ვერავინ შეძლო სრულ ჭკუაზე დარჩენილიყო. პირადად, დღემდე მეშინია სიბნელეში ძილის და დახურულ სივრცეში მოხვედრისას გული მერევა, თითქოს სისხლის სუნიც მცემს ხოლმე. ერთად დაგუბებული უამრავი სისხლის სუნი.
ღმერთებო!
თუმცა სჯობს ყველაფერი თავიდან დავიწყო.
მეგატონიდან ჩრდილო -დასავლეთით პატარა დაბაა, არეფუ. ასიოდე კაცი ცხოვრობს. ძირითადად ქალები, ბავშვები, მოხუცები და რამდენიმე ბრძოლის უნარიანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც იარაღის შეკეთება კარგად ეხერხებათ, მაგრამ გამოყენება არ იციან. ბრუკლინ სიტიდან მომავალი სავაჭრო გზის ერთი განშტოება არეფუზე გადის. სავაჭრო ქარავნები ხშირად ისვენებენ არეფუს მისადგომებთან. რახან ყველა ქარავანს თან მცველების კარგად შეიარაღებული რაზმი ახლავს, მარადიორები და სხვა ჯურის ნაბიჭვრები ვერ ბედავდნენ დაბის დაწიოკებას, მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა. ღამ-ღამობით იქამდე უცნობი შეიარაღებული ფორმირება თავს ესხმოდა მოსახლეობას და ადამიანებს იტაცებდნენ, თვითმხილველთა თქმით, ისინი არც რეიდერები იყვნენ და არც მონათ ვაჭრები. ჯავშანზე მოსხმული ასეთი ტყავის ჯუბები იქამდე არავის ენახა. ბოლო წვეთი ვესტების ოჯახის ამოხოცვა აღმოჩნდა.
თავდამსხმელებმა ქალბატონი და ბატონი ვესტები ადგილზე დაკლეს, ხოლო მათი 10 წლის ვაჟი თან წაიყვანეს. დედაქალაქიდან ჩამოსულმა გამომძიებელმა მხოლოდ ის გამოიკვლია, რომ მკვლელობა შესრულებული იყო გრძელი, ბასრი დანით დახელოვნებული ყასბის ან ქირურგის მიერ.
არეფუელებმა დასაწყოებულ იარაღს წამოავლეს ხელი და ყველა მსხვილი ქალაქის ხელმძღვანელობას წერილები დაუგზავეს. შეიარაღებული დახმარების აღმოჩენას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სავაჭრო გზის გადაკეტვა ჰქონდათ გადაწყვეტილი, რაც ნიშნავდა. რომ ქარავნებს სამხრეთით, ენკლავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა ევლოთ.
რივერ სიტის ადმინისტრაციამ ორ ყურს შუა გაატარა მოთხოვნა, მეგატონელებმა ვითომ ვერც გავიგეთ, ბიგთაუნი და 1500 ჩირაღდანი ჩვენ რეაქციას ელოდა. ბოლოს საქმეში ბრუკლინ სიტის ვაჭართა გილდია ჩაერია. მათ მუქარანარევ წერილში ნათქვამი იყო, თუ არეფუ გადაკეტავდა სავაჭრო გზას, გილდიის ვაჭრები გაწყვეტდნენ შეთანხმებას კანონგარეშე პირებიხ დახმარებაზე მემორანდუმის გამოცხადების შესახებ და რეიდერებისთვის იარაღის მიწოდებას განაახლებდნენ.
რივერ სიტი სამხეთ-აღმოსავლეთ ვასტერლენდის ყველაზე დიდი და ხალხ მრავალი დასახლებაა. მათ არ უყვართ სტუმრები. სავაჭრო ქარავნებსაც კი ქალაქ გარეთ, სპეციალურად მოწყობილ მოედანზე ხვდებიან სპეციალური წარმომადგენლები და მთელი ქალაქის სახელით ყიდულობენ საჭირო ნივთებსა და პროდუქტებს. ასეა უკვე 15 წელიწადია და პროტესტს არავინ გამოთქვამს.
ერთ დღეს მეგატონში რივერ სიტის ვიცე კონსული გვესტუმრა. შერიფმა კოლეგა დიდი პატივით მიიღო. მათ თათბირს მე და იერიქოც ვესწრებოდით.
ვიცე კონსულს აინტერესებდა, როგორი იყო ჩვენი პოზიცია.
- მეგატონი. ყველაზე მშვიდობიანი ქალაქი – შეახსენა შერიფმა ქალაქის შემოსასვლელში დაკიდული აბრის შინაარსი – ჩვენმა კაცებმა გარე ომები დიდი ხნის წინ დაასრულეს.
- ბიბლიოთეკაც კი გავხსენით – დავამატე მე – არ გვინდა ჩვენი შვილები მხოლოდ თოფის კარგად ხმარებით ტრაბახობდნენ.
- რივერ სიტიშიც გვაქვს რაღაც სკოლის მაგვარი – თქვა ვიცე კონსულმა – ჩვენც მეცნიერი შვილები გვირჩევნია მეომრებს, მაგრამ მეცნიერები ვერასდროს დაიცავენ დედებს, დებს, მოხუცებს. მამები ვალდებულები ვართ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლოთ, რომ შვილებს წიგნებისთვის დარჩეთ დრო.
- რა ლამაზი სიტყვებია – გაიღიმა იერქომ – გავჟლიტოთ ყველა, გვამები ჩვენ მეცნიერ შვილებს მივუტანოთ ექსპერიმენტებისთვის, შემდეგ კი მშვიდად ვუყუროთ, როგორ შექმნიან ახალ მუტანტს, ან ახალ ატომურ ბომბს, იქნებ მეორე ცდაზე მაინც ამოწყდეს ამ წყეულ პლანეტაზე სიცოცხლე – იერქომ იარაღი მაგიდაზე დააგდო.
- ყოფილი რეიდერისგან სხვას რას უნდა ელოდო – გამოსცრა ვიცე კონსულმა - ჯერ შენიანებს უღალატე, ეხლა ახალი მეგობრების მიტოვება გინდა.
იერქომ ყურადღებით შეათვალიერია ვიცე კონსული, შემდეგ მისკენ გადაიხარა, თვალებში ჩააშტერდა და მშვიდად უთხრა:
- რივერ სიტელები არასდროს ყოფილხართ ჩემი მეგობრები, რადგან სანამ თქვენ იარსებებთ, მანამდე იარსებებს რეიდერების შურის ძიება.
- რაზე ლაპარაკობ? – ჩაერია შერიფი.
იერქომ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო. ხორხში უკვე კონსულის დანა ჰქონდა გაჩრილი და გარშემო სისხლის შადრევანს ასხურებდა.
- კეთილი – წამოდგა კონსული – როგორც ჩანს მთელი მეგატონი დეზერტირის აზრს იზიარებთ და არ გსურთ არეფუს დახმარება.
- დაჯექი – შერიფს 10MM პისტოლეტი ეჭირა – შენ მეგატონის მოქალაქე მოკალი. კანონის სახელით დაპატიმრებული ხარ!
კონსულმა საკუთარი იარაღის ამოღება დააპირა, მაგრამ ნუკა – კოლას ბოთლი დროულად ჩავარტყი თავში და იატაკზე გაიშოტა.
- წიგნების გვერდზე გადადება მოგვიწევს – ვთქვი მწარე ღიმილით - ცუდ ამბებში ჩაგვითრიეს შეფ.
- რას გულისხმობ?
- არავითარი ტყავის ჯუბიანები არ არსებობენ. არეფუს ამბები რივერ სიტელების მოწყობილია.
[ გაგრძელება იქნება ]
გამოიწერე პოსტები
გამოიწერე კომენტარები
ტავარიშ მროველ… მინდა ვაღიარო, რომ ლოდინი ღირდა
ახლა დაჯმა xD
რამდენიმე მომენტი არ მომეწონა, ნამეტანი მიფუჩეჩებულია, განსაკუთრებით ბოლოში, იერქოს სიკვდილი და კონსულის ბედი… რა პონტში მოკლა ასე მოულოდნელად?
ველით გაგრძელებას.
კი, მიფუჩეჩებულია… მარა, მეორეს მხრივ, რო არ მიაფუჩეჩო რაღაცა რომანი გამოვა, როგორც ვხედავ და უნდა მროველს რომანის დაწერა ნეტა? თუ უნდა, მაშინ შემდეგ ნაწილებში გამოასწოროს, თუ არადა, მაშინ ვნახოთ აბა.. მე ლიჩნად მოუთმენლად ველი!
Agree…