მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ერთმა ჯეელმა სახელად ჯონდო, გადაწყვიტა რომ შვილი სურდა და ეს ამბავი თავის მეუღლესაც გააცნო. მალევე ეყოლათ ვაჟი. უფრო სწორედ ვაჟები. ტყუპები.
ძმები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ, მათ მხოლოდ ორი რამ აერთიანებდათ: ზიზღი მთავრობისა, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნებოდა მასში და სიყვარული ქალებისა.
მე მსურს გიამბოთ მათი ქალებთან ურთიერთობის შესახებ.
ბავშვობა:
ორივე ცელქი ბავშვი იყო. ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, აფასებდნენ ლეგალურად ჩამოსულ თურქებსა და “ოქტაგონზე” გამარჯვებამოხვეჭილ ქართველ მომღერლებს, თრიაქის წევა ადრეული ასაკიდან დაიწყებს, მალევე ალკოჰოლს გაუგეს გემო. 12-13 წლის ასაკში მათ ცხოვრებაში ბიბლია შემოიჭრა, კერძოდ კი ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი ონანი. ბიჭებმა ხელმრუდობას მიჰყვეს ხელი, ანუ პოპულარული ქართულით თუ ვიტყვით ნძრეველები გახდნენ. თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი, მათი როგორც პიროვნებების განვითარებაში, მეტიც მასტურბაციის გაუმჯობესებისაკენ მათმა დაუღალავმა სწრაფვამ და ტექნოლოგიების დახვეწამ, ჩვენი ორი გმირი ხელოვნების სფეროში გადაისროლა.
ეს უფროსის ნამუშევარია:
ეს კი უმცროსის ნახელავია :
ნუ როგორც ხედავთ ბიჭები art-ში გადაეშვნენ.16 წლის ასაკში ბიჭებს პირველი სიყვარულიც ეწვიათ, მეზობელი მაკა აღმოჩნდა მათი დავაჟკაცების იარაღი და ნათელი გზა ვაგინისებრი მომავლისაკენ. დრო გადიოდა ბიჭები კი სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებოდნენ ქალებში. თავიდან თუ ხამებივით ყველას და ყველაფერს ეტანებოდნენ ეხლა უკვე ამორჩევა დაიწყეს. უფროსმა იურიდულზე ჩააბარა აღმერთებდა დიდუბის პანთეონს და 202-ის არტებს, ძალიან უყვარდა ნარდში “ბეშ-ოთხის” გაგორება და მეზობელ ნოდარის ცოლის გაბახება. ვერ იტანდა სიძვის დიაცებსა და მამის საყვარლებს. მან ქალებზე თითქმის ყველაფერი იცოდა და მათ შორის უმთავრეს ათს მუდამ თან ატარებდა. აგერ ფოტო იმ ათი უმთავრესისას რაც ქალზე ნებისმიერმა მამაკაცმა უნდა იცოდეს

მეორე ძმა ბიზნესისა და მართვის განხრით წავიდა. უფრო ძმისგან განსხვავებით მისთვის არ არსებობდა არანაირი შეღუდვა ან პრინციპი, აკეთებდა ყველაფერს ისე როგორც უნდოდა და ეკიდა აბსოლიტურად ყველაფერი. ანანიზმისდროინდელმა ხელოვნებისადმი სიყვარულმა, მასში ფესვები ღრმად გაიდგა და თინეიჯერობის ასაკიდან გამოსული კვლავაც სიამოვნებით ქმნიდა art “ვეშჩებს”.

ორივემ 33 წლის ასაკში მოიყვანა ცოლი. ორივეს მართლა უყვარდა თავისი მეუღლე და არასოდეს უღალატიათ მათთვის. თუმცა წარსულმა სექსუალურმა აღვირახსნილობამ დაღი დაასვა ბიჭების პოტენციას და 41 წლის ასაკში ძმები იმპოტენციის საფრთხის წინაშე დადგნენ.
უფროსი ძმა ამის გამო ცოლმა აითვალწუნა, თუმცა ცდილობდა ეს არ ეგრძნობინებინა ჩვენი გმირისთვის, ტყუპისცალიც ცდილობდა თავი ისე მოეკატუნებინა თითქოს მეუღლე მისი ერთგული იყო.
უმცროსს ძმას ამ მხრივ გაუმართლა. მას მეუღლე მუდამ ამხნევებდა და ყველაფერს ცდილობდა, რომ ძველი “ჯირიბეცი” გაეცოცხლებინა მასში. მტელი მსოფლიო მოიარეს “დასტოინი” ექიმის ძიებაში, მაგრამ ვერავინ შეძლო ეშველა მათთვის, ყველაზე ახლოს საქმესთან ინდოელი მკურნალი იყო, თუმცა იცის ჩაფლავდა

სიბერის მაოხლოებათნ ერთად ძმები დანებდნენ იმპოტენციას, ნელ-ნელა შეიძულეს ყველა და ყველაფერი, ცოლებიც კი. მთლიანად სამსახურზე გადაერთვნენ. წყევლიდნენ სააკაშვილის მთავრობას ასეთ დღეში ჩაგდებისათვის, ოპოზიციას ნორმალური წამლის ვერ გამოგონებისათვის, აჰმადინეჯადის წვერების მოშვებისათვის, მირცხულავას თავის დროზე უშუქობისათვის და მურმანს აბესალომ და ეთერის არ გახარებისთვის.
ერთადერთი სიამე რომელიც ამ ცხოვრებაში დარჩენოდათ იყო ფანტაზია და სიზმრები.
უფროსს მოკრძალებული სზიმრები ჰქონდა, მხოლოდ ცქერითა კმაყოფილდებოდა
უმცროსი კი როგორც ბუნებასთან და ხელოვნებასთან დაახლოებული პირი, ასევე ადამიანი რომელიც თავისი ვულგარულობითა და აღვირახსნილობით ლეონიდ აგუტინის მერე მეორე იყო პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მასშტაბით, მეტად თავისუფალი და ამორალური იყო თავის ოცნებებში
82 წლისები დაქვრივებულები ერთად ცხოვრობდნენ. სიკვდილზე ოცნებობდნენ და რიგის სკონტოს ბალეშიკობდნენ რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში იყო გასული სადაც, 90-იანების ბოლოს(თუ ზუსტად ამხსოვს),თბილისის დინამოს გამომგდებ, ბილბაოს ატლეტიკს უნდა დაპირისპირებოდა.
83 წლის ასაკში ტყუპები გარდაიცვალნენ. ძილში გაიპარა ორივე. ვარსკვლავები მოსწყდა იმ ღამით ცას და დედამიწისაკენ დაეშვა, ბულბულებმა ჭიკჭიკი შეწყვიტეს, მაგნოლიებმა კი თავი დახარეს, გაცისკროვნებული სახეები ჩაუქვრათ ქართველებს, კუნაპეტმა სიბნელემ დაისადგურა თანამემამულეთა გულებში.
უკანასკნელი ქმნილება რომელიც ძმებმა დატოვეს ეს იყო “მიხაილოვის” საავადმყოფოში უმცროსი ძმის ქმნილება. ამ ქმნილების ფონზე გემშიდობებით მომავალ art-იდეამდე.

გამოიწერე პოსტები
გამოიწერე კომენტარები
hahhaa
kidev ufro sheneburad dacera
magram ise giceria rom mgonia dagezara
რავი გამიხარდა საერთოდ, რომ დავწერე. 6 საგნიდან 2-ში შეტენვის საფრთხე მაქვს, 2-ში პრეზენტაცია გასაკეთებელი. დასაზეპირებელი კიდევ რაღაც იდიოტობები, ასე რომ ცოტა წაზარმაცება მეპატიება
ოჰოჰოჰო… თრეშიც დაიდო
ცალკე სტილი ხომ არ შევუქმნათ თრეშს?
აი ამას ქვია მძღრენი-კრეატივი
მართლაც რომ ასწორებს მაგარია