ოჯახში დაიბადა გოგონა
ცოლ-ქმარი ბედნიერი იყო, რამდენადაც 3 ბიჭის შემდეგ, უკვე დიდი ხანია, გოგონა უნდოდათ
მაგრამ გოგონა დაიბადა ნიშნით. დაწყევლილი იყო მუცლიდანვე. ძალიან ლამაზი, ტუჩთან ხალით, ფითქინა კანით და მაღალი IQთი დაჯილდოვებული
ბავშვობაში არაფერზე ეტყობოდა, რომ დაწყევლილი იყო, რამდენიმე რთულ ოპერაციას და 8წლიდან სათვალის ტარებას თუ არ ჩავთვლით. გოგონა წამოიზარდა, სირთულეების არ ეშინოდა და მხნედ იყო. ყოველ ოპერაციას ოდნავი შიშით, ოღონდ მხნედ ხვდებოდა. საამისო მიზეზიც ჰქონდა: მამა ყვავილების თაიგულს და ტკბილეულს აჩუქებდა, დედა – ოქროს ბეჭედს, ან ძეწკვს, ყველა დანარჩენ კაპრიზს ძმები უსრულებდნენ.
წამოიზარდა გოგონა და შეუყვარდა ერთი ბიჭი. ბიჭის ოჯახმა გოგონა დაიწუნა, თუმცა ახალგაზრდებმა თავისი გაიტანეს და მაინც დაქორწინდნენ.
თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო. ორივე მუშაობდა, თანაც კარგ კომპანიებში და ფული საკმარისზე ბევრად მეტი ჰქონდათ. 3 ბინის ყიდვა მოასწრეს (თუმცა არ იცოდნენ ამდენი რად უნდოდათ) სრულ ბედნიერებას მხოლოდ ბავშვი აკლდა. გოგონას რამდენჯერმე მოეშალა მუცელი. ბოლო მოშლას იმდენად რთული შედეგები მოჰყვა, ექიმებმა განუცხადეს, შვილს ვეღარ გააჩენო.
სხვა გზა არც ჰქონდათ, ბავშვი იშვილეს. პატარა ბიჭი. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვს თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო, რახან ნაშვილები იყო. თუმცა ნაშვილები რომ იყო, არც უმხელდნენ თავიდან.
ბავშვი წამოიზარდა, უბნელ ძველ ბიჭებთან დაიწყო მეგობრობა. სახლში უცნაური ხალხი მოყავდა, მაგრამ ოჯახი არაფერს უშლიდა მაინც. მერე სახლი გაუქურდეს. წლების მანძილზე ნაგროვები ქონება წაიღეს…
ამის შემდეგ, მალევე გოგონას მამა გარდაიცვალა, 1-2 წელიწადში – დედა და ამის შემდეგ 2 თვეში – ძმა.
ცხოვრებას მაინც არ უშინდებოდა გოგონა. ისევ მუშაობდა თვითონაც და მისი ქმარიც. ქმარმა სამსახური დაკარგა. ფინანსური კრიზისი იყო ოჯახში. ჯერ ერთი ბინა გაყიდეს, მერე მეორე, ბოლოს მესამესაც შეელიენ. ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში.
შვილი უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა. უფრო სწორად ოფიციალურად ერქვა, რომ სწავლობდა. ისე, ორივე მშობელმა იცოდა, რომ სწავლა მაგრად ეკიდა, მაგრამ თვალებს ხუჭავდნენ. მეტიც, ერთმანეთსაც უმალავდნენ, რომ მათი შვილობილი არც ისეთი კარგი გაიზარდა.
მალე ბავშვმა გაიგო, რომ ნაშვილები იყო. დაიწყო უსასრულო დადანაშაულებებისა და უმადურობების სერია. გულს სტკენდა მშობლებს, მაგრამ ამაზეც თვალებს ხუჭავდნენ.
კიდევ უფრო წამოიზარდა ბავშვი. მშობლების ხარჯზე ცხოვრობდა, მუქთახორა იყო. ფული ბევრი უნდოდა, მოითხოვდა ყველას ბოდიშებით ელაპარაკა მასთან, ის ხომ ნაშვილები და ცხოვრებისგან დაჩაგრული იყო.
მშობლების ხარჯზე მოიყვანა ცოლი, რომელიც არასოდეს ყვარებია. მოეწონა სოფლიდან ჩამოსული გოგო, რომ მისი საკუთრება გახდა და მალე მოფერება ჩხუბით ჩაანაცვლა, ჩხუბი კი ცემით… ცოტა ხანში ეს საკუთრების შეგრძნება მთელ ოჯახზე გავრცელდა. დედის ცემა დაიყო… მამა მათთან აღარ ცხოვრობდა.
მერე თამაში, ნარკოტიკი, საყვარლები…. მთელ ფულს, რომელსაც დედა დილიდან დაღამებამდე მუშაობით შოულობდა, შვილი 2 დღეში ანიავებდა…
რძალმა ოჯახი მიატოვა. დარჩნენ მხოლოდ დედა და შვილობილი. ისევ ცემა, ისევ ჩხუბი, ბოდიშების მოთხოვნა და ყველაფრის ტრადიციული სიტყვებით დასრულება: მე ოჯახი არ მყავს, არ ხარ შენ ჩემი დედა.
ნელ-ნელა, ტანჯვით კვდებოდა გოგონა, რომელიც უკვე დაბერებულ ქალს ჰგავდა ჩამოყრილი, უსწორმასწორო კბილებით; გაწეწილი, შეჭაღარავებუილი თმით; თითქმის მხედველობა დაკარგული….
გოგონა, რომელსაც დაბადებიდან დედოფალივით აცხოვრებდნენ, უბრალო ქუჩის მაწანწალას დაემსგავსა…
გამოიწერე პოსტები
გამოიწერე კომენტარები
ნიხუია სებე!!!!
რა სისასტიკეა და პესიმისტური თანაც…
აი მე19 საუკუნის ქართველ მწერლებს უყვარდათ ასეთი ნაწარმოებები, ვერასოდეს ვკითხულობდი ხოლმე მათ ბოლომდე
ეს კაია, ადვილად წავიდა, დეტალიზაციის გარეშე რომ იყო, ალბათ მაგიტომ
ძალიან მაგარია!
დამბურძგლა
ყოჩაღ, ყოჩააღ! მომწონს ძალიან!
კდიევ ერთხელ მომწონს
საიდან ამდენი პესიმზმი?
რას ერჩი… მიმიქარავს ეგნატე ნინოშვილის ტრაგედიები
ესეთ შვილს უახლოეს კედელზე მივაყენებდი და მერე ნახავდა ფულის განიავებას. სტალინი უნ და ამ ქვეყანას, სტალინი!
@bigcrow – მადლობ, სლივ )) გამისწორდა შენგან :2კისს:
@თათია – შენაც ზენგიუ
@Metalliana – ნამდვილი ამბიდან :ყეს:
@damnedforest – +1 )))
[...] იგივე არტ იდეაზე: http://artidea.wordpress.com/2009/06/28/cyevla-by-piccolina/ [...]
ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა და დროც ძალიან ცოტა და ძვირფასია. იმდენად, რო დედოფლობაში მისი გაფლანგვა ყველაზე საშინელია, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს.. მარა ამას ხშირად კიარადა ლამის ვერასოდეს ხვდებიან. ხოდა განგება, სამყარო, ღმერთი, ბედი, თუ რა სახელიც გინდათ ის დაარქვით (იმიტორო უსახელოა სინამდვილეში და არც არსებობს ვაბშეტა), ჩაერევა ხოლმე და შანსს მისცემს ერთი შეხვედვით დედოფლებისთვის უკვე განწირულ და უშანსოდ დაკარგულ ადამიანს…
ასე, რო დიდება ჯას!
ზემოთ შეცდომა გამეპარა, რომელიც აზრს უცვლის ყველაფერს.. დედოფლებისთვის კიარა, დედოფლობისთვის განწირული უნდა ეწეროს…
რასტამანებს – სიცოცხლე, ბაბილონს – გარასტამანება
:ბოლი:
“sarkis” statiaa..