Feeds:
პოსტები
კომენტარები

არქივი კატეგორიისთვის:

ანტიინდუსტიული პროზა (do not litter)
ჯერ არ იყო დაღამებული. დიდი ქუჩის პარალერული, ქვაფენილით დაგებული პატარა ქუჩები ღორის ხორცის სუნით იყო მოცული (ოღონდ ისეთით მაკდონალდსთან ჩავლისას რომ გვეცემა). სამუშაო დღე მთავრდებოდა და მენაგვეები მთელი დღის დაბინძურებულ, ფეხქვეშგათელილ, მიფურთხებულ, მიბიჩოკებულ ქალაქს ალაგებდნენ. რა არ ჰქონდა გადატანილი ამ ქალაქს, შავი ჭირიდან დაწყებული გერმანული დაბომბვებით დამთავრებული. ამ დროს რომ გაივლიდი, [...]

Read Full Post »

(ინტერნეტის უქონლობის გამო ვწერ დაგვიანებით)
…გვერდზე ოთახიდან ყრუ დარტყმების ხმა ისმოდა, რასაც მიგელის დახშული კვნესა მოყვებოდა. ჩემამდე ეს ხმები ბუნდოვნად აღწევდნენ, რადგან მე თვითონ ვეგდე გაკოჭილი, სიბნელეში, ხოლო ტუჩებზე შედედებული სისხლის მომლაშო გემო ერთიორად ართულებდა რეალობის აღქმას.
მეორე დღეა უმოწყალოდ გვცემენ მე და მიგელს, რიგრიგობით, პატარ-პატარა შესვენებებით, გავყავართ გვერდზე ოთახში და გვირტყამენ, სახეში, ფერდებში, ფილტვებში, მეხუთედ ვინატრე დღეს სიკვდილი და ფილტვებში ჩაქცეული სისხლი ამოვანთხიე, მაგრამ არ მოდის სიკვდილი, არ სურს ჩემი წაყვანა. სამაგიეროდ [...]

Read Full Post »

ადამიანის ფსიქიკის სამი მდგომარეობა:
1.      მენაგვე
2.      ნაგვის მქმნელი
3.      ნაგვის ყუთი
 
კითხვა გამიჩნდა და ვერაფრით ვპასუხობ:
ამ ლოგიკის მიხედვით საერთო ნაგავსაყრელი სად მდებარეობს?

Read Full Post »

სულ მესმის ეს ფრაზა… საიდანღაც… შიგნიდან…
“ნუ დაყრი ნაგავს”
არადა უცნაურია… ნაგავს ნაგვის ურნის გარდა არსად ვყრი…
და მაინც… “ნაგავს ნუ დაყრი”
არ ვყრი, ბატონო!…
“ყრი!”
არადა არაფერს არ ვყრი…
მაქსიმუმ ძველი ან მტკივნეული მოგონებები გადავყარო..
“აი, ხომ გეუბნებოდი, ყრი…”
ეს არ ითვლება… რატომ არ უნდა გადავყარო ის, რაც აღარ მჭირდება, 

Read Full Post »

ნუ დაანაგვიანებ ბუნებას…

 

Read Full Post »

ბედი ყველას 1 გაქვთ- მონობა და სიკვდილი!
 
ყოველი თქვენთაგანის სხეული, ეხლა რომ ესოდენ მოწიწებით ელოლიავებით და უვლით
ამყრალდება
ყროლიანობა
გახრწნაა თქვენი ბედი
 
სული?
იქნებ სიცილი?!
ჩემი სიცილი?!
 
სულის ძალა დამნახეთ, რომელიც ასამყრალებელი 

Read Full Post »

- გთხოვთ, ადგეთ. სასამართლო მოდის! – გაისმა დარბაზში.
სისუფთავის ქალაქში დანაშაული იშვიათი ხილი იყო, მაგრამ ათასში ერთხელ მაინც ხდებოდა ხოლმე. ამჯერად ახლადწამოჩიტულმა ყმაწვილმა – ვანომ დაარღვია პატიოსანი მოქალაქეების მყუდროება. ქალაქის ნაღები საზოგადოება შეკრებილიყო და პროცესს ელოდა.
 
***
- დე, “ადრეზე” მომიყევი რა, დეე… – მიუცუცქდებოდა ხოლმე პატარა ვანო საყვარელ დედიკოს. მოუსვენარი ბავშვი იყო, ყველაფერი აინტერესებდა…
- ხოო, ადრე შვილო, [...]

Read Full Post »

როგორც იქნა შევეკვეტე წითელ ავტობუსში და იქვე, კარებთან მივიჭუჭყნე. მინიმუმ ცხრა გაჩერება მაინც მექნებოდა გასავლელი-ბოლოზე ჩამოვდიოდი.
ვიღაც გამწარებული მომაშტერდა. წამში გამიელვა თავში ბიცოლაჩემის ნასწავლმა ფრაზამ.  ფანაჯარში გავიხედე.
უცებ ისე წაატორმუზა მძღოლმა, ყველა ერთმანეთს აეწეპა. მე, როგორც ყოველთვის, მეტად დაჩაგრულის ამპლუაში მოვევლინე დედამიწას და ფანჯარას ისე ამაკრეს, თითქოს ფეხით მუხლუხოს გაჭყლეტვას აპირებდნენ. ფაცხაფუცხი ატყდა. სანამ ამოვისუნთქე, ისევ დავიძარით.
რა [...]

Read Full Post »

სანამ ვცდილობდი მოსმენილი გამეანალიზებინა და დღევანდელი სამყარო წარმომედგინა, ოთახში ტრუსებიანი ზომბი შემოვიდა.
–        რას შვრები? – გავშრი. ლინის ხმა იყო! – რამე ხო არ გინდა?
–        ლინი??
ზომბს გაეცინა.
–        დღეს ყველა ადამიანი ასე გამოიყურება, ცოტნე. – ლინიმ ხელზე
მოიჭირა და გადიდებული ფორებიდან სითხე გამოვიდა – დღეში რამდენჯერმე ვიკეთებთ ინექციას, რომ არ გავლღვეთ. – ჰაჰ.. რას წარმოიდგენდი ადამიანი [...]

Read Full Post »

ადამიანი – ნაგავია.
მე – მენაგვე.

Read Full Post »

II თავი
 
 მაგიდასთან ვისხედით და წყალს ვსვავდით. ერთმანეთის პირისპირ. ძალიან თეთრი კანი ქონდა, მოცისფრო. შავი თმა.. სწორი..
–        მე ლინი ვარ.
–        ლინი? პირველად მესმის ასეთი სახელი – გავუღიმე.
–        ჰმ.. აჰ! ჩემი მეგობარი მოვიდა – თქვა ლინიმ და კარისკენ წავიდა. თითქოს არც ზარი იყო არც კაკუნი. შემდეგ კოცნის ხმა გავიგე.
–        რას შვრები?
–        რავი ვმუშაობ..
–        ხოო? მერამდენე იყო?
–        პირველივე [...]

Read Full Post »

მოკლე მეტრაჟიანი გონება გულის ამაჩუყებლად გულის ამრევია.
ორ ნაბიჯზე ურნა დგას. ვიღაც მივა და ჯერ კიდევ თბილ, პირიდან ახალ-გამოღებულ საღეჭ რეზინს, ან დაჭმუჭნულ, იმიჯ-შელახულ ქაღალდს პირდაპირ გვერდზე მიუგდებს.
ნეტავ რაზე ფიქრობენ?
ნაგავს ნუ დაყრით!
ერთი პერიოდი, მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, ეს მოწოდება რამის ლოზუნგად იყო ქცეული.
ეხლა?
რა ეხლა?
ეხლა სადღა უნდა დაყარო ნაგავი, როცა მთელი ქვეყანა ნაგვადაა ქცეული? როცა ყველაფერი, რასაც ხედავ, [...]

Read Full Post »

I თავი
 
-          სად ვარ?
-          კაი ამინდია დღეს..  – თქვა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც ჩემს წინ იჯდა
ბალახზე, მეგობრულად გამიღიმა და ჩანთიდან საჭმლის ამოლაგება დაიწყო.
ტაკ.  სტოპ სტოპ სტოპ..
–        აი ნახე რა კარგი ხაჭაპურია – ჩემი ყურადღება ისევ მან მიიპყრო და გამჭვირვალე ცელოფანში ჩაცომებული ხაჭაპური გამომიწოდა.
თბილია.
     – ფანტას დალევ? – ხელში ერთჯერადი ჭიქა მიჭირავს.. როდის ავიღე? [...]

Read Full Post »

ნაგვით გაქვს გამოტენილი ყველაფერი…
ჯიბეები, მაგიდის უჯრები, მანქანის სალონი და საბარგული, ოთახი…
ფლეიერიც ნაგვით გაქვს გამოტენილი – აღარ უსმენ ამ მუსიკას.
ტელეფონიც გამოტენილი გაქვს ნაგავი სურათებით, ფოტოებით და სმს-ებით.
My Documents, My Pictures, My Videos – სულ ნაგავია, ყველგან ნაგავია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე თუ მაუსის დაწკაპუნებაზე…
სუნი ასდის უკვე, ყარს ნელ-ნელა…
არა უშავს, ამ ყველაფერს წაშლი, დააფორმატებ, გაწმინდავ, გაასუფთავებ, გადაყრი…
მოერევი ამ [...]

Read Full Post »

გუშინ ღამე, ბოლო ღერიც რომ გამითავდა და ძილზეც საბოლოო ჩავიქნიე ხელი, თბილისის ფორუმზე სახიფათო მანევრი ჩავატარე და ერთ თემაში მოვხვდი, რომელმაც მასინვე ჩვენი არცისე პატარა ქომუნითი გამახსენა, უფრო სწორედ ერთერთი თანასექტელის მოწოდება გამახსენდა, ბლოგზე არტ-ნაგავს ნუ დაყრითო.
საკითხავია, რა უფრო ანაგვიანებს გარემოს, სუსტი, ზოგჯერ ძალიან სუსტი არტი თუ მსგავსი მოწოდებები?
ზოგადად, მეორე ტიპის [...]

Read Full Post »

ყოველთვის, როდესაც ნაგვის გადაყრას დააპირებთ…
ყოველთვის, როდესაც ჩათვლით, რომ უსარგებლო ნივთს აგდებთ…
ყოველთვის, როდესაც ჩათვლით, რომ ის თქვენ აღარ გჭირდებათ…
დაფიქრდით…
უბრალოდ დაფიქრდით თუ რამდენ ადამიანს შეგიძლიათ მისცეთ ის, რაც მათთვის აუცილებელია…

Read Full Post »

ამ ბლოგზე თუ რავიც რაც ქვია ისედაც ბევრია უკვე მასეთი გადასამუშვაბელად შექმნილი ”რაღაც”. ორი კვირაა რაღაცეებს ვქმნით ხოდა ძალიან დროული იყო ესეიგი ეს თემა, მაგრამ მაინც ძალიან  გლობალური კი არადა რაღაც გამაღიზიანებელია !
იმის გახსენება რომ ნაგავი არ უნდა დაყარო თემა არ ჭირდება!
ნაგავი უნდა გადაყარო!

Read Full Post »

Do Not Litter!
I’ll keep the change

Read Full Post »

მუსიკალური არტი:
http://mus.ge/FD26FE8D-Pirveli_Mercxali_-_Nu_Dayrit_Nagavs.mp3

Read Full Post »

Read Full Post »

Older Posts »