Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘-= არტები =-’ Category

წასულხარ, ჩემო ერთადერთო და დამტოვე ამ მტვრიან ქალაქში. ერთი მეორეს მიყოლებით ქრებიან ცხოვრებიდან სახეები, მეგობრები საზღვარგარეთ მიფრინავენ, ამ ქალაქზე გაცილებით თბილ ქვეყნებსა და ქალაქებში. კალენდრის ფურცლები კი შემოდგომის ფოთლებივით ცვივა, შიშისმომგვრელი სიჩქარითა და პუნქტუალობით. ალყაშემორტყმული ნარჩევი ჰაშშიშინებივით უფსკრულში ეშვებიან უშიშრად. და დრო კი ალლაჰივით მოწონებით უკრავთავს სამოთხიდან.

არც კი იცი რომ გავბომჟდი აქ უშენოდ და სახლი ნაგვით ამევსო. და ჩემი (ჩვენი!!!) საწოლი ზამთრის ძილიში ჩანაბული დათვის ბუნადს გავს. კარგი იქნებოდა ეს ზამთარი გამომეტოვებინა და ყოველდღე სველ და ტალახიან ასფალტზე სიარულით თავს აღარ შევიწუხებდი.

სკაიპით გელაპარაკე, მაგრამ არ მეყო პაკეტებათ გაგზავნილი სიტყვები. ალბათ მოდულირება-დემოდულირების დროს რაღაც ცოცხალი იკარგება საუბრიდან და მხოლოდ ეკრანის სიღრმეში მოციმციმე პიქსელები რჩება.

რაღაცეებს ვკითხულობ, ძირითადად მე რომ მიყვარს ისეთ წიგნებს. ახალი ჟანრი აღმოვაჩინე, კიბერპანკი (ვიკიპედიის თქმით, კიბერპანკი ლიტერატურის ჟანრია, რომელიც აღწერს მარგინალური ელემენტების თავგადასავალს მაღალტექნოლოგიურ საზოგადოებაში). და უცებ დროის მანქანა მომინდა. მაშინ ხომ ისევ გუშინ-ში წავიდოდი და გნახავდი. და ასე უსასრულოდ შევძლებდი. თუმცა მთელი სიცოცხლის ერთ დღეში ჩაკეტილად გატარება ეს ხომ ДЕНЬ СУРКА არის. ზაზუნას დღეს სიამოვნებით გავატარებდი შენთან ერთად. თაუმცა უამრავი ზაზუნას დრე მაქვს გატარებული ისედაც, მარტოობაში. დღეები, რომლებსაც ჩინელი ემიგრანტებივით ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. მაგრამ დღევანდელი დღე გამორჩეულია, შენ ღამე გაფრინდი და შეიძლება ითქვს, რომ დღეს სხვანაირად არის ვიდრე… ერთი დღით ადრე…

Advertisements

Read Full Post »

27 აგვისტო 2009 წელი

იცის რომ ბანკში მის ანგარიშზე სერიოზული თანხა “წევს”, სწორედ ამიტომაა გული გამალებით რომ უცემს. ერთი სული აქვს ვიზა აიღოს და ლონდონში წავიდეს. 29–ში ჩელსის თამაშს უნდა რომ დაესწროს “სტემფორდ ბრიჯზე”. არა მანამდე რაღაცით ხომ უნდა გაერთოს. ამ საღამოს ალბათ მეგობრებთან ერთად რესტორანში წავა და თავაშვებულ ღრეობას გამართავს, რაღათქმაუნდა ყველაფერს თავის ფულით გადაიხდის, ის ხომ აღარაა ისეთი როგორიც გუშინ იყო?!.. ასეც მოხდა რესტორანში წავიდნენ მეგობრები და როგორც ხშირად ხდება ხოლმე გონების დაკარგვამდე დათვრნენ. ხვალ მეგობრები გააცილებენ აეროპორტამდე. თამაშის მერე ალბათ ლონდონის დასათვარიელებლადაც მოიცლის. არც პარიზზე იტყვის უარს თანაც მის კლასელსაც ნახავს, რომელიც დიდი ხანია წამოსულია საქართველოდან. უჰ მაგარი იქნება რა. როდის გათენდება ხვალინდელი დღე რომ დიდ მოგზაურობით ისიამოვნოს.

26 აგვისტო 2009 წელი

– ალო! ალოო!
-გისმენთ! რომელი ხარ?
-Hello ბარაკ! გივი ვარ გივი. ვერ მიცანი?
-ვაახ გივიი! სად დაიკარგე მეგობარო? რამდენი ხანია ერთად არ გვივახშმია.
-ხო რავიცი აბა. ბარაკ! რაღაც სათხოვარი მაქვს შენთან რა.
-გისმენ გივი, რაშია საქმე?
-ბარაკ რაღაც საქმეებს “ვჩალიჩობ” აქეთ, ცოტა ფული დამჭირდეა და ხომ ვერ გადმომირიცხავ, ჩემს საბანკო ანგარიშზე?
-გივი, გივიი შენადა ჩემი *** არ გინდა? ტუუ… ტუუ… ტუუ…

www.gigoli.blogspot.com

Read Full Post »

Inspired by this song  The Horrors – Who can say

გუშინ ის უბნის სასურველი სასიძო იყო, სამაგალითო პიროვნება და ჩინებული ახალგაზრდა. გენდერული თანასწორობის დამცველი და ევთანაზიის დაკანონების მომხრე, აბორტების მტერი და მამულის ისტორიის მოყვარული.

…ერთი დღით ადრე ის ქალღმერთ ნებუს ეთაყვანებოდა, მეზობელ ჟიულის ნარდში უგებდა, ლოვას გოგოს ჟიმავდა და ჯოკერში არავის ახარებდა …        ….ერთი დღით ადრე სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, ბეჭებში გამართული ოქროს ტახტზე იჯდა და სიასამურის ბეწვის ქურქი ემოსა, ბავშვების კუმირი და მოხუცების ლოცვის საგანი იყო….

…ერთი დღით ადრე ფილმში გადაიღეს, ოსკარი მისცეს, ოქროს გლობუსი არგუნეს, გიტარაზე დააკვრევინეს, პიანინო უბოძეს, მგელი მიართვეს, ტაშტში ფეხები ჩააყოფინეს და ადრიანა ლიმა გააჟიმინეს…

…ერთი დღით ადრე ნუგზარ ერგემლიძეს ელაპარაკა, უინსტონ ჩერჩილს ჯეირანი ეთამაშა, პაბლო პიკასოს ულვაში შეუქო, ბუტროს ბუტროს გალის სახელი, ნელსონ მანდელას საქმენი საქველონი. კოფი ანანს ეკაიფა, ჰამსბურგების დინასტიას კომპლიმენტები უბოძა, თეოდორ რუზველტს ეშაირა, ივანე მრისხანე შეაშინა, მურვან ყრუ დააბრმავა, თემურ ლენგი საბოლოოდ დაინვალიდა, ბილ კლინტონს მინეტი გაუკეთა, პუტინს პეტინგი აკმარა…

…ერთი დღით ადრე, დიახ სწორედ ამ დღეს ეზიარა ეგზისტენციალიზმს, ფეხი ჩაყო ბუდიზმის მორევში, თავით გადაეშვა იმპრესიონიზმში, დაიკიდა პოსტ-ინდუსტრიალიზმი და მოდერნი, არად აგდებდა იაღოვლებსა და ბოშებს, უყვარდა ნიჰილისტები და ჩუბაკა “ვარსკვლავური ომებიდან”…

…ერთი დღით ადრე პოლიტიკოსი იყო, პორნო ვარსკვლავი, ექიმი, გუგლის ყველა დროის საუკეთესო სერჩერი, ბითლზებზე უფრო პოპულარული მოვლენა და გრენდაიზერზე უფრო მასშტაბური პიროვნება….

ეს ყველაფრი ერთი დღით ადრე იყო, უკვე გათენდა დილა, გაიღვიძა მან და ერთ უბრალო პიროვნებად იქცა სახელად შალვა ნათელაშვილი.

მორალი: ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ შალვა ნათელაშვილები, უბრალოდ ამ სურვილს ზოგში ღრმად აქვს ფესვები გადგმული, ზოგერთში კი მხოლოდ ეხლა იწყებს გახარებას.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Read Full Post »

აი ასე…

დედლაინამდე ყოველთვის ერთი დღით ადრე ვაკეთებ ყველაფერს (მათ შორის არტ იდეაზე პოსტებიც წერაც იგულისხმება)

მგონი ეგ სტუდენტობიდან დარჩენილი თვისებაა, გამოცდამდე ერთი დღით ადრე რომ იწყებ მზადებას, მაგის გამო )))

პ.ს. სპეციალურად დაველოდე ამ ერთი დღით ადრეს, არ ჩამიყაროთ წყალში ))

Read Full Post »

ერთი დღით ადრე –

მე გარდავიცვალე. ეს მოხდა უკაცრიელ ადგილას… პატარა ხის ქოხში .. მთებში… აბსოლუტური სიჩუმე.. არანაირი ხმა…. არავითარი საუბარი…..

ადამიანებს მობეზრებულმა მჭიდროდ მივხურე კარი და ნესტიან კედელს მივეყრდენი… თავი გა.მოტენილი ათასი უაზრო აზრით, თვალები მზერაგამოცლილი, სხეული გადაღლილი, უღონო.. ტვინი ავტომატურად გენერირებს აზრებს: დროა დაისვენო….. დროს დაისვენო.. დროა დაისვენო ფიქრისგან, დარდისგან, ადამიანებისგან..…

გრილმა ნიავმა ჭრიალით გააღო კარი, სულში ჩაიხედა, დიდხანს აფათურა ხელები, მერე რაღაც მოქაჩა და უკანმოუხედავად წაიღო.

ღიად დარჩენილ კარში ჩუმად შემოიძურწა სხივი, მომისამძიმრა და გავიდა. ყაყაჩოები გაკვირვებული ინტერესით ათვალიერებდნენ ჩემს უძრავ სხეულს.

ეს გუშინ მოხდა..

დღეს – …

მე უზომოდ მომინდა თქვენთან, მივხვდი, რომ ძალიან მიყვარხართ. უსაზღვროდ მინდა გეფეროთ, არაფერს მოგთხოვთ სამაგიეროდ. ოღონდ ნება მომეცით გიყუროთ, გესაუბროთ და მიყვარდეთ ისე, როგორც არასოდეს ჰყვარებიხართ არავის.. მინდა თქვენთან ვიყო, სადმე ჩემთვის, ჩუმად, კუთხეში, ოღონდ თქვენთან… ხმაურში… ქაოსში… ალიაქოთში.. მინდა მოგისმინოთ. გულისყურით მოვისმინო თქვენი სიბრძნე .. და მერე დიდხანს ვიცინო თქვენზე … რა ბრძანეთ? დაგცინით ??? მე ?? უფფფ…. დიდი ამბავი.. თქვენც იცინეთ.. ოღონდ სიყვარულით.. ოღონდ სიყვარულით იცინეთ..

მე
თქვენთან მინდა..
თქვენ გგონიათ გავგიჟდი?
იქნებ ასეცაა. რა მოხდა მერე..
მთავარია, რომ დღეს სიგიჟემდე
მინდა სიცოცხლე… …
ეს
გუშინ იყო..
ორიოდე წამით რომ შევისვენე,
თორემ დღეს…

Read Full Post »

მეშინია ახლოს მოსული მთვარის,

ალბათ შეგვეჯახება ოდესმე და ყველას მოგვკლავს.

მე უარი ვთქვი ღმერთზე და სამუდამოდ გავწირე თავი.

გამოვიკეტე სამოთხის კარი და ზურგი გაქციეთ ყველას.

მე ჩემს თავს ვუყურებ როგორც უჯრეთა გროვას, თქვენ კი სული წმინდის ტაძრები გქვიათ.

მე ნეშომპალად ვიქცევი მალე, რადგან მიყვარს დედამიწა და მიჭირს მასთან განშორება,

თქვენ ამაღლდებით სასუფეველში და  იცხოვრებთ მარად.

მე შევერევი მიწას და ტალახს, ვიქცევი მტვრად;

ასე ძვირია თავისუფლება,

თქვენ კი ვერ იხდით ამ საფასურს – მას განვადებით არ იძლევიან.

Read Full Post »

ერთი დღით ადრე იგრძნო ....

ერთი დღით ადრე იგრძნო ....

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: