Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘რამდენს გადაიხდი?’ Category

აანალიზებ, რომ ცხოვრება არის ყლეობა….
და მასში არსებული ადამიანები არიან ყლეები…
თვლი, რომ რაღაცის გაცემით გექნება ნორმალური ცხოვრება.

მაგრამ რავი, მე რატომღაც მიჭირს ხოლმე ესეთი სირობის გაკეთება.
უფრო სწორად არ გავაკეთებ.
ყლეობაა და იმიტომ.

მატერიალიზმი

გუშინ პირველად ვიყიდე “ცხელი შოკოლადი”,
მინდოდა და იმიტომ.
ჯიხურთან მოვითხოვე.
თვალს შევავლებმეთქი გამყიდველს ვთხოვე.
თურმე შეფუთული (more…)

Advertisements

Read Full Post »

ყველაფერს ვერ იყიდი. არ იყიდება და იმიტომ. საერთოდ, დაკვირვებული ვარ, ყველაფერი, რაც ღირებულია, არ იყიდება. ერთ სიმღერაში ძალიან მაგარი ფრაზაა: Best things in life are free! მართლა ასეა: გაზაფხულზე უფასოდ ჰყვავის მთელი ბუნება, მზეც ყოველ დილით უსასყიდლოდ ამოდის და გვათბობს, დილაობით ჩიტებიც უფასოდ ჭიკჭიკებენ, წვიმაც დას თოვლიც უფასოდ მოდის, გულითადი ღიმილიც ყოველთვის უფასოა, ადამიანები ერთმანეთს უფასოდ იყვარებენ და კიდევ უამრავი მშვენიერი რამ სრულიად უსასყიდლოა. თანაც ეს ყველაფერი ნებისმიერი ადამიანისათვის თანაბრად ხელმისაწვდომია.
რამდენს გადავიხდი? არა, უფრო მართებული იქნებოდა კითხვა, თუ რითი გადავიხდი. გადავიხდი გულწრფელობით, ღიმილით, ცრემლით, ემოციით, მოგონებებით, იდეებით, აღმოჩენებით, იმედგაცრუებებით, სინანულით, აღმაფრენით, ტრავმებით, ნერვებით, ფობიებით, არაცნობიერში განდევნილი უსიამოვნო მოვლენებით… საკუთარი არსების შემადგენელი კომპონენტებით გადავიხდიდი. ასე გადახდილი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ქაღალდის პატარა ნაგლეჯი. სანაცვლოდ რას მივიღებ?

Read Full Post »

Read Full Post »

pierre
– რამდენს გადაიხდით ამ სურათში? გაუმეორე შეკითხვა პიერმა უცნობ მამაკაცს… დაფიქრდით მუსიე, ეს უბრალო ნახატი არ გეგონოთ – ის ჯადოსნურია… პიერი, ბორდოელი მეწაღის შვილი, ასაკით იქნებოდა ესე 27 წლის. ტანად საშუალო სიმაღლის და მხრებში ოდნავ მოხრილი. სახეზე კვლავ შემორჩენოდა არისტოკრატული ნაკვთების რამდენიმე შტრიხი, რომელთაც მდედრობით სქესთან ურთიერთობისას საკმაოდ ოსტატურად იყენებდა. მარცხენა ყურთან მომცრო შრამი კვლავ ეტყობოდა – პიერს დალევა უყვარდა… ის თაღლითი იყო, წვრილმანი, მაგრამ დახელოვნებული თაღლითი… ხელზე მკითხაობა, ყალბი დოკუმენტები, მსუბუქი კონტრაბანდა, იაფფასიანი ძვირფასეულობა, სარეცხის თოკებიდან ჩამოხსნილი საცვლები, გაწვრთნილი შინაური ცხოველები… ეს იმ საქონლისა და მომსახურების არასრული ნუსხაა, 

(more…)

Read Full Post »

რამდენს გადაიხდი მსგავსი ბანერი სახლის წინ რომ დაიდგა და ყოველ დილით უყურებდე?

Read Full Post »

ხოდა გათენდა დილა და ჩავრთე კომპი რომ ჩამერთო მუსიკა…
მერე ვიფიქრე, მაინც აქ ვარ და მეილსაც შევამოწმებთქო, თუმცა ვიცოდი, ასე ადრე არავინ მომწერდა…
კაკ ნი სტრანნა 1 შეტყობინება დამხვდა ინბოქსში (ალბათ გვიან ღამით გამოაგზავნეს)
გავხსენი და არტ იდეადან იყო, ახალი თემა გვაქვსო სათაური: “რამდენს გადაიხდი?”
ხო, ამაზე თუ გავახსენდები ვინმეს biggrin.gif
თან ამ თემაზე რა უნდა დავწერო მე …
ჩავიცვი და სახლიდან გავედი, ლექციებზე მაგვიანდებოდა
ტაქსი გავაჩერე:
_ გამარჯობა, ვაკეში რამდენად გამიყვანთ?
_ თქვენ რამდენს გადამიხდით?
წამიერად გავითიშე…
რამდენს გადავიხდი?
რაში? ლექციებზე რომ არ დამაგვიანდეს?
თუ იმაში რომ არასოდეს მენახა ატირებული დედა…
ან იმაში რომ მკვდარ მამას კიდევ ერთხელ ჩავხუტებოდი?
მეიბი იმაში რომ მიცვალებული მებია არ მენჯღრია spy.gif
ან იმაში რომ მშობლიურ სახლში მეცხოვრა?…
ან იმაში რომ ჩემს მეგობრებს ჩემი შეცდომები არ გაემეორებინათ….
ტაქსისტის გამეორებულმა კითხვამ გამომაფხიზლა:
_ თქვენ რამდენს გადაიხდით?
_ მთელ სიცოცხლეს…
_ spy.gif
_ ა… უი… ხო… 3 ლარი…
_ ცოტაა, გენაცვალე _ დაქოქა და წავიდა…

მერე დავფიქრდი და ამეებიდან თითოეულში ყველაზე, ყველაზე ძვირფასს მივცემდი_ცხოვრებას…

p.s. და თქვენ რამდენს გადაიხდით?

ტაქსიში, ვაკემდე…

Read Full Post »

იდეები აწუხებდა… თოტნოუტი ჩართო… ახალი ხილი იყო იმ დროისთვისაც კი – ყურსასმენებს გაირჭობდი და ფიქრებს იწერდა… გაიფიქრებდი – ჩაიწერდა… ხელით წერა სიამოვნებდა, მაგრამ საკუთარ ფიქრებს ვერ ეწეოდა ხოლმე, ასე რომ თოტნოუტი იდეალური საშუალება იყო მისთვის. დღიურის მაგივრობასაც უწევდა ფაქტიურად. სიამოვნებდა საკუთარი ფიქრების ხელმეორედ მოსმენა. საკუთარ თავზე უზომოდ იყო შეყვარებული, ჰქონდა კიდევაც ამის მიზეზი – პლანეტის ერთერთი მთავარი ტვინი იყო. ცხოვრებისეული ფილოსოფია ჰქონდა, ისევე როგორც უმრავლესობა ესეც თვლიდა რომ ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავის ფასი. ოღონდ დანარჩენებისგან განსხვავებით დარწმუნებული იყო, რომ ეს ფასი გაცილებით უფრო დაბალი იყო ვიდრე სხვებს ეგონათ. შესაბამისად ყველაფერი იოლად გამოდიოდა ცხოვრებაში, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მარტივად უდგებოდა ცხოვრებას – ცხოვრებაც მარტივად უდგებოდა…

– კარგი, გეყო… ხომ იცი ამდენი არ მაცლია, ხოდა მოკლედ მომიყევი, (more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: