Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘შვიდი’ Category

სანამ ღმერთი ადამიანებს 10 მცნებას დაუწერდა, მანამდე ადამმა კაცებს დაუწერა 7 მცნება.

1)პატივი ეცი თავსა შენსა, მოერიდე შრომასა და სიდედრს, არა იფიქრო თავისა მოვლაზე, რამეთუ მას უშენოდაც მოუვლიან კეთილისმსურველნი შენნი.

2) შენი ფალოსია მბრძანებელი შენი, არა იყვნენ შენდა ფალოსსნი უცხონი, შენისა გარეშე.

3)არა იხელსაქმო, იჩუკენო და ღვარო თესლი შენი, მონიტორსა ზედა

4)არა იკეთო სარკე ფეხსა ზედა, არა უღო სურათნი საცვალსა მეზობლისა ქალსა, რამეეთუ დაია იგი შენი და თუ ბედია დრო მოვა, ისედაც მაირჭობ.

5)არა ცილი სწამო ვაგინასა საყვარელისასა, რამეთუ შენი ბრალია ნაყოფი სიყვარულისა თქვენისა.

6)არ ამოიღო სახელი ფალოსისა შენისა ამაოსა ზედა, საქმენი საგმირონი და ქველნი შენადვე დაიტოვე გულსა შინა.

7)მოიხსენიე დღე იგი შაბათი და წმინდა ჰყავ იგი. დაისვენე და არა იფიქრო ვაგინაზე , ეს დღე მთლიანად ქალისა კერტებს მიუძღვენი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Read Full Post »

ორშაბათი

სამშაბათი

ოთხშაბათი

ხუთშაბათი

პარასკევი

შაბათი

კვირა

7/24

Read Full Post »

შენი სილამაზე მხიბლავს და მაოცებს,
ლურჯი თვალები, წყლიანი, უძირო,
ფერმკრთალი ტუჩები, გაფითრებული,
თრთიან შეშინებით მაგრამ უსიტყვოდ

შენმა სიკეთემ გული გამილღო,
შენი ბავშურობა მიპყრობდა უმიზნოს,
დიადი ხარ და ამაყად მდგარი,
ბრძნული გაქვს ნათქვამი შენ ყველა აზრი.

ერთმა თვისებამ ძალზედ დამაღონა
ამ სიყვარულის გრძნობამ გამაოცა
დამიხშო ყოველი ფიქრი, საღოვნება,
შენა ხარ ჩემი შვიდი საოცრება.……

1. სილამაზე

2. სიკეთე

3. ბავშვურობა

4. სიდიადე

5. სიამაყე

6. სიბრძნე

7. სიყვარული

Read Full Post »

შვიდი

შვიდი რთული რიცხვია. შვიდი დღე, შვიდი სამურაი, შვიდი სასიკვდილო ცოდვა და აქედან განსაწმენდელის შვიდი წრე. ისლამში კი პირიქით, სამოთხეში ცათა რაოდენობა. თუმცა ისლამურ ჟოჟოხეთში შვიდი ცაცხლი ანთია. ბუდდას შვიდი ნაბიჯი. შვიდი ნოტი და შვიდი ფერი ცისარტყელაში. კუხულინის შვიდი-შვიდი თითი ხელებსა და ფეხებზე. თავის ოდისეაში დაკარგული დევიდ ბოუმენის შვიდი ოქტაედრი. ტოლკიენთან ლაპარაკიც ზედმეტია, იმდენგან არის ნახსენები ეს რიცხვი. Dragonball-შიც, შვიდი დრეგონბოლი ხომ ნებისმიერ სურვილს ასრულებს. სონიკი რომ გადააქციო სუპერსონიკად გჭირდება შვიდი ზურმუხტი. მსოფლიოს შვიდი საოცრება. ბუშიდოს შვიდი ძირითადი პრინციპი. აკრების რაოდენობაც შვიდია. 7up.
ვფიქრობ ამ რიცხვზე და რაღაცნაირად ზიზღიც კი მეუფლება. რა უნდა თქვა, ეს ხომ უბრალო რიცხვია. მაგრამ გინდა შეთხზა რაღაცეები, თან ისე, რომ აზრიანი გამოვიდეს, არადა მხოლოდ აზრების ნაგლეჯები გიტრიალებს თავში, როგორც გამრავლების პერიოდში ათასობით დაძონძილფრთიანი ღამის პეპელა აწყდება ფანჯრებს. და რომ ვიცოდე, როგორ ავანთო ის სინათლე, რომელიც ისევე მიიზიდავს ”იდეინი” იდეებს, როგორც აივნის ნათურა პეპლებს.
ჰოდა მოდით, ჩვენი თვალების კრიალა შუშები ოდნავ (more…)

Read Full Post »

(მ)შვიდი…

Read Full Post »

სარკე გავტეხე და შვიდი უბედობის წელიწადი დავიბედე …

(…თუმცა ზუსტად არ ვიცი. ჩემი ადვოკატი მპირდება, რომ სასჯელს ხუთ წლამდე შეამცირებინებს)

Read Full Post »

გაგრძელება ღვთაებრივი გეგმის 7დღეში აღსრულებისა:

“ გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, – დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად – და ვარსკვლავები. “

ესეც განმგებლები და ყველა დეცენტრალიზაციის მომხესთვის პასუხი იმისა, რომ დეცენტრალიზაცია ღვთაებრივ გეგმებს ეწინააღმდეგება.

“ დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა, განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. “

ძალიან სასიამოვნოა, რომ ღმერთს თავისი ნაშემოწქმედარი მოსწონს, ანუ უნდა ვივარაუდოდ რაღაც რაღაც სხვა ქმნილებები არც მთლად გამოუვიდა. . .  დაყ ველა ვისაც ეს სამყარო არ მოსწონს მკრეხელი და ღვთის ნიჭიას ცოდვილი კრიტიკოსია!.

“ იყო საღამო, იყო დილა – მეოთხე (more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: