Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Curse’ Category

ოჯახში დაიბადა გოგონა

ცოლ-ქმარი ბედნიერი იყო, რამდენადაც 3 ბიჭის შემდეგ, უკვე დიდი ხანია, გოგონა უნდოდათ

მაგრამ გოგონა დაიბადა ნიშნით. დაწყევლილი იყო მუცლიდანვე. ძალიან ლამაზი, ტუჩთან ხალით, ფითქინა კანით და მაღალი IQთი დაჯილდოვებული

ბავშვობაში არაფერზე ეტყობოდა, რომ დაწყევლილი იყო, რამდენიმე რთულ ოპერაციას და 8წლიდან სათვალის ტარებას თუ არ ჩავთვლით. გოგონა წამოიზარდა, სირთულეების არ ეშინოდა და მხნედ იყო. ყოველ ოპერაციას ოდნავი შიშით, ოღონდ მხნედ ხვდებოდა. საამისო მიზეზიც ჰქონდა: მამა ყვავილების თაიგულს და ტკბილეულს აჩუქებდა, დედა – ოქროს ბეჭედს, ან ძეწკვს, ყველა დანარჩენ კაპრიზს ძმები უსრულებდნენ.

წამოიზარდა გოგონა და შეუყვარდა ერთი ბიჭი. ბიჭის ოჯახმა გოგონა დაიწუნა, თუმცა ახალგაზრდებმა თავისი გაიტანეს და მაინც დაქორწინდნენ.

თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო. ორივე მუშაობდა, თანაც კარგ კომპანიებში და ფული საკმარისზე ბევრად მეტი ჰქონდათ. 3 ბინის ყიდვა მოასწრეს (თუმცა არ იცოდნენ ამდენი რად უნდოდათ) სრულ ბედნიერებას მხოლოდ ბავშვი აკლდა. გოგონას რამდენჯერმე მოეშალა მუცელი. ბოლო მოშლას იმდენად რთული შედეგები მოჰყვა, ექიმებმა განუცხადეს, შვილს ვეღარ გააჩენო.

სხვა გზა არც ჰქონდათ, ბავშვი იშვილეს. პატარა ბიჭი. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვს თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო, რახან ნაშვილები იყო. თუმცა ნაშვილები რომ იყო, არც უმხელდნენ თავიდან.

ბავშვი წამოიზარდა, უბნელ ძველ ბიჭებთან დაიწყო მეგობრობა. სახლში უცნაური ხალხი მოყავდა, მაგრამ ოჯახი არაფერს უშლიდა მაინც. მერე სახლი გაუქურდეს. წლების მანძილზე ნაგროვები ქონება წაიღეს…

ამის შემდეგ, მალევე გოგონას მამა გარდაიცვალა, 1-2 წელიწადში – დედა და ამის შემდეგ 2 თვეში – ძმა. (more…)

Read Full Post »

პირველად იყო წყევლა. იმიტომ რომ წყევლამდე არაფერი არ იყო!

“წყეულიმც იყავ ყველა ცხოველთა და გარეულ არსებათა შორის!” უთხრა ღმერთმა ადამს. ღმერთის წყევლა უფრო ფართო და მრავლისშემცველი იყო და მის ციტირებას არ მოვყვები, ისედაც ყველამ იცის მოკლე შინაარსი )).
წყევლამდე იმიტომ არ იყო არაფერი, რომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო გააზრებული, ადამიანს არ ჰქონდა შეფასებათა სისტემა. თან ის რასაც არ აქვს წინაარმდეგობა არ შეიძლება არსებობდეს. არ არსებობს სევდა სიხარულის გარეშე და პირიქით. როგორც შოთა ნიშნიანიძე იტყოდა: “ცა მიწის სიხარულია”.

ზოგიერთი ჩვენთაგანი მთელს დღეებს, თვეებს, წლებს და მთელს ცხოვრებას ანდომებს იმისთვის – რომ იფიქროს იმაზე, თუ რა უნდა ვქნათ წყევლის მოსახსნელად. წინათქმულიდან გამომდინარეობს რომ რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა და რაც უფრო აქტიურ ფაზაში შედის წყევლა, მით უფრო მეტად აქტიურდება ადამიანში თვითგანადგურების ფუნქცია. კაცობრიობა როგორც ერთი მთლიანი ისწრაფვის უმანკოებისკენ. არადა რა საჭიროა ხარჯო ამდენი დრო იმისთვის რომ არაფერი არ იყო, არ იარსებო.
ხოდა, არაფერი კრეატიულის დაწერას აქ არ ვაპირებ )) უბრალოდ მინდა (თუ გამომიქვეყნებენ) საჯაროდ მადლობა მოვუხადო ევას იმ ხის ნაყოფი რომ აგემა ადამს (თან საკეისრო კვეთა უკვე არსბეობს და ქალებთან უხერხულად არ გამომივა, მშობიარობა მართლა ძაან არალიბერალურად გამოუვიდა )) ). დღეს რომ მეგობრებს ვნახავ და გამიხარდება (თან ჩაცმულები იქნებიან იმედი მაქვს, ან თუ არ იქნებიან ისიც ხის ნაყოფის ამბავია) მერე ცოტას რომ დავლევ და ისიც გამიხარდება, მერე რაღაც რომ მეწყინება, რომ ის გახარებული არ მომბეზრდეს და მისი ფასი ვიცოდე (რომელიც ასევე ფარდობითი და სიმბოლურია და არაფერი არაა ამაში მნიშვნელოვანი)

Enjoy the curse guyz :punk:

პ.ს ეს “ჩანახატი” მასში მონაწილე გმირები და ა.შ ისეთივე სიმბოლური და ალეგორიულია როგორც ჩანახატის პირველწყარო )))

Read Full Post »

გთავაზობთ არტიდეას რიგით მეცამეტე, მისტიურ თემას:

წყევლა

Проклятие

Curse

ამოირჩიეთ ის ენა, რომელიც გინდათ… 🙂

პროზა, პოეზია, ნახატები, ფოტოები, digital art, მუსიკა, ვიდეო – ნებისმიერი სახის კრეატივი თემაზე გამოგზავნეთ – bigcrow[at]gmail.com , ან უბრალოდ მიყევით ინსტრუქციას [დააჭირე].

ნამუშევარი თქვენი ნიკითურთ გამოქვეყნდება შესაბამის კატეგორიაში. გთხოვთ იხილოთ არტების დადების წესი.

ტექსტის ზომას, სურათის ხარისხს და ა.შ. მნიშვნელობა არ ენიჭება. ასევე თავისუფლები ხართ ენის არჩევანში. ერთი ადამიანის მიერ შექმნილი და გამოგზავნილი კრეატივების რაოდენობაც არაა შეზღუდული.

“დავალების” გამოგზავნის ბოლო ვადაა – 29 ივნისი, ორშაბათი, 2009 წელი, 09:00 (დილის), ანუ დადებიდან ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში.

Be creative!

artidea

Read Full Post »

%d bloggers like this: