Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Do not litter!’ Category

ანტიინდუსტიული პროზა (do not litter)

ჯერ არ იყო დაღამებული. დიდი ქუჩის პარალერული, ქვაფენილით დაგებული პატარა ქუჩები ღორის ხორცის სუნით იყო მოცული (ოღონდ ისეთით მაკდონალდსთან ჩავლისას რომ გვეცემა). სამუშაო დღე მთავრდებოდა და მენაგვეები მთელი დღის დაბინძურებულ, ფეხქვეშგათელილ, მიფურთხებულ, მიბიჩოკებულ ქალაქს ალაგებდნენ. რა არ ჰქონდა გადატანილი ამ ქალაქს, შავი ჭირიდან დაწყებული გერმანული დაბომბვებით დამთავრებული. ამ დროს რომ გაივლიდი, იფიქრებდი მთელ წარსულ უბედურებათა შედეგის ერთ დღეში აღდგენა მოუნდომებიათო.
ნელი ნაბიჯით მიუყვები და გზაზე გხვდება უკვე დაკეტილი მაღაზიები ზოგგან ძვირი, ზოგგან საშუალო ფასის სამგზავრო ჩანთებით. ტურისტული მაღაზიები, სადაც რუქები და სუვენირები იყიდება კვლავ ღიაა. ღიაა რესტორნები, ბარები, პაბები მაგრამ მთავარ ქუჩებზე ნაკებად გხვდება. ხუთშაბათი დღეა და ყველა მეტნაკლებად ფხიზელია, წარმოდგენაც არ გინდა რა მოხდება ამ ადგილას ხვალ, ზუსტად ამ დროს.

სამი ტაილანდელი ტურისტი მთელი დღით კმაყოფილი ბრუნდება (ალბათ სასტუმროში ან სავახშმოდ მიდიან) და თან გზაზე ყველაფერს იღებენ რაც შეხვდებათ. ლამაზ თუ ულამაზო შენობებს, პარკების შესასვლელებს, მანქანებს, ტურისტულ ავტობუსებსაც კი.
ქალაქი არაფერში არ იძირება, არც იძინებს, უბრალოდ სიჩუმე ისადგურებს ნელნელა. გზაზე გხვდება მთელი ღრის ნამუშევარი მიწაზე მჯდომიარე ხალხი რაიმე ჭიქის მსგავსით ხელში და დახმარებას გთხოვს. მის გვერდით მაღაზიაში ორი ლამბორჯინი დგას, არ ვიცი რომელი წლის და რომელი გამოშვება. ყველა დაღლილია, გეგონება პირამიდებს აშენებინებდნენო მთელი დღე. მხოლოდ ნაგვის გამტანი მანქანები ნარინჯისფერი alert ის შუქებით დგანან და აგრზელებენ ნაგვის გადამუშავებას. საინტერესოა სად მიაქვთ.

მეორე დღეს ქალაქში არ გადიხარ, ტოესც ვერ გადიხარ. საშინელმა ქარიშხალმა და წვიმამ ქაალქის ისტორიაში ჯერ არნახული წყალდიდობა გამოიწვია. ზემოდან რომ გადმოიხედები იქიდანაც ჩანს წყალში მოცურავე ნაგვის დიდი ნაწილები. კონკრეტულად ვერ იტყვი რა არის, იმიტომ რომ ნაგავი ნაგავია. არადა დილაა, ამდენი ნაგავი ვერ დაგროვდებოდა. სამაშველო ჯგუფები თუ რაღაც მსგავსი ტიპები უშედეგოდ ცდილობენ პირველ სართულთა დატბორვა ტუმბოებით და ათასი უბედურებით, ნაგავი კი მოდის, ნელ დინებას მოყვება.

ირკვევა რომ ქარიშხალი სწორედ ნაგავსაყრელიდან დაწყებულა, ისეთი სიმძლავრის ყოფილა რომ ნაგვის ნახევარი წამოუღია და ქალაქში წვიმასთან ერთად მოსულა. ბუნებამ დაგიბრუნა შენი ნაგავი ქალაქო!
ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და თავისი შედეგი. თუ რამე ხდება ესეიგი ვიღაცის ნება ან “ნებაა”. ამიტომ დროა წარწერა “ნუ დაყრით ნაგავს” შევცვალოთ წარწერით: “ნუ შექმნი ნაგავს!”

Read Full Post »

(ინტერნეტის უქონლობის გამო ვწერ დაგვიანებით)

…გვერდზე ოთახიდან ყრუ დარტყმების ხმა ისმოდა, რასაც მიგელის დახშული კვნესა მოყვებოდა. ჩემამდე ეს ხმები ბუნდოვნად აღწევდნენ, რადგან მე თვითონ ვეგდე გაკოჭილი, სიბნელეში, ხოლო ტუჩებზე შედედებული სისხლის მომლაშო გემო ერთიორად ართულებდა რეალობის აღქმას.

მეორე დღეა უმოწყალოდ გვცემენ მე და მიგელს, რიგრიგობით, პატარ-პატარა შესვენებებით, გავყავართ გვერდზე ოთახში და გვირტყამენ, სახეში, ფერდებში, ფილტვებში, მეხუთედ ვინატრე დღეს სიკვდილი და ფილტვებში ჩაქცეული სისხლი ამოვანთხიე, მაგრამ არ მოდის სიკვდილი, არ სურს ჩემი წაყვანა. სამაგიეროდ ყოველ ორ საათში ერთხელ მოდის მძიმე ჩექმებიანი და წვერებიანი კაცი, მიმათრევს და ახალი სერია იწყება. უკვე დროის შეგრძნება ამერია, ასე მგონია, ნახევარი ცხოვრება ამ ბნელ და სისხლის სუნით გაჟღენთილ ოთახში მაქვს გატარებული, მეორე ნახევარი კი იქეთ, სადაც ახლა მიგელის დამუშავებას ახდენენ, როგორც ამას თავად უწოდებენ. (more…)

Read Full Post »

ადამიანის ფსიქიკის სამი მდგომარეობა:

1.      მენაგვე
2.      ნაგვის მქმნელი
3.      ნაგვის ყუთი
 
კითხვა გამიჩნდა და ვერაფრით ვპასუხობ:
ამ ლოგიკის მიხედვით საერთო ნაგავსაყრელი სად მდებარეობს?

Read Full Post »

სულ მესმის ეს ფრაზა… საიდანღაც… შიგნიდან…
“ნუ დაყრი ნაგავს”
არადა უცნაურია… ნაგავს ნაგვის ურნის გარდა არსად ვყრი…
და მაინც… “ნაგავს ნუ დაყრი”
არ ვყრი, ბატონო!…
“ყრი!”
არადა არაფერს არ ვყრი…
მაქსიმუმ ძველი ან მტკივნეული მოგონებები გადავყარო..
“აი, ხომ გეუბნებოდი, ყრი…”
ეს არ ითვლება… რატომ არ უნდა გადავყარო ის, რაც აღარ მჭირდება,  (more…)

Read Full Post »

ნუ დაანაგვიანებ ბუნებას…

 

Read Full Post »

ბედი ყველას 1 გაქვთ- მონობა და სიკვდილი!
 
ყოველი თქვენთაგანის სხეული, ეხლა რომ ესოდენ მოწიწებით ელოლიავებით და უვლით
ამყრალდება
ყროლიანობა
გახრწნაა თქვენი ბედი
 
სული?
იქნებ სიცილი?!
ჩემი სიცილი?!
 
სულის ძალა დამნახეთ, რომელიც ასამყრალებელი  (more…)

Read Full Post »

– გთხოვთ, ადგეთ. სასამართლო მოდის! – გაისმა დარბაზში.
სისუფთავის ქალაქში დანაშაული იშვიათი ხილი იყო, მაგრამ ათასში ერთხელ მაინც ხდებოდა ხოლმე. ამჯერად ახლადწამოჩიტულმა ყმაწვილმა – ვანომ დაარღვია პატიოსანი მოქალაქეების მყუდროება. ქალაქის ნაღები საზოგადოება შეკრებილიყო და პროცესს ელოდა.
 
***
– დე, “ადრეზე” მომიყევი რა, დეე… – მიუცუცქდებოდა ხოლმე პატარა ვანო საყვარელ დედიკოს. მოუსვენარი ბავშვი იყო, ყველაფერი აინტერესებდა…
– ხოო, ადრე შვილო, ასე ამბობენ, ნაგვით იყოო ყველაფერი  (more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: