Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Marionette’ Category

მარიონეტი

ვიცნობდი ერთ ტიპს, სახელად ცხადია გიორგის 🙂 ბევრს ქვია და არც ვიცი რა აზრი აქვს ამ სახელის დარქმევას უკვე. ერთად ვსწავლობდით და be creative ლოზუნგი, პრინციპში ახლო იყო ჩვენთვის… გვქონდა ჩანაფიქრები, გაზეთი და თარგმანები, კიდევ თეატრი. ეს ყველაზე საინტერესო იყო. რაღაცეებს ვაკეთებდით, მერე კი რაღაც დაემართა, მოკლედ ერთად ვწერდით მერე უნივერსიტეტიდან წასვლის განცხადებას, დამეხმარეო და ვეხმარებოდი. დეკანატის მარადიულმა ბუღალტერმა ქეთინომ ნოტაციაც კი წამიკითხა, თუ რა დათვურ სამსახურს ვუწევდი თურმე ამხანაგს, არადა უნიერსიტეტში სწავლა ხომ არ არის თვითმიზანი და დავწერეთ მაინც. ქეთინოს უთხრა გიორგიმ, მონასტერში მივდივარო, ამაზე დიდი სისულელე არ გამიგია მისგან ადრე, მაგრამ ამან გაჭრა ცხადია, რატომღაც ჭრის ხოლმე ესეთი გამოხტომები მას შემდეგ რაც რელიგია ასეთი პოპულარული შეიქნა. მონასტერში არავინ აპირებდა წასვლას, საბოლოო ჯამში დაქორწინდნენ. ეს ადრე მოხდა, 5 წლის წინ სადღაც, მაგრამ ისე მეჩვენება, თითქოს ეხლა ხდება და მოგონებებში გაჩხერილია ”თანამედროვე” ობიექტები.

-თავისუფლებაზე შევხვდეთ.
-მეტროსთან?
-არა, პუშკინის მსოფლიოში პირველ ძეგლთან.
-ჰო, კარგი.
შევხვდით. მოოქროვილი წმინდა გიორგი მაღლა ბოძზე ბზინავდა. გამახსენდა ამ ქანდაკებაზე კონკურსი რომ გამოცხადდა, მე რა მოვიფიქრე: უფორმო უხეში კლდე და მასზე ზურგით დანრთხმული დრაკონი, უზარმაზარი იალქნებივით ფრთებით თითქმის შემოეხვია წმინდა გიორგის პატარა ფიგურას, რომელის მას მკერდში შუბს ასობს.
-ეს ძეგლი არ მიყვარს.
-არც არავის უყვარს მერე… ძროხასავით ცხენიაო და მატლივით დრაკონი.
ჩემი დრაკონის თლილი ფორმები გამახსენდა.
-ეს არ არის მთავარი პროვოკაცია ამ ქანდაკებაში.
-???
-მთავარია თვითონ ეს ბოძი. თუ შეამჩნიეთ, მუდამ სველია, ალბათ რამე მექანიზმია რომ ასველებს. ჰოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, აღმართული სველი ბოძი მრავალ კულტურაში ფალოსის სიმბოლოს აღნიშნავს.
-რეებს მოთხრი ხოლმე :)))
-მე ხომ არ მომიფიქრებია, ასეა მართლა. იქნებ ვინც ეს ძეგლი შეუკვეთა ფარული კომლექსი აქვს?
-ჰეჰე :))) რეებს თხრი ხოლმე, ვახ. წავედით დროზე, ხელოვნება გველის!

იყო ამ ჩვენს ხელოვნებაში რაღაც შოუდან, არავინ თუ შეხედავდა, დაგვეზარებოდა ალბათ რამის კეთება, მაგრამ გვიყურებდნენ და როდესაც გიყურებენ გინდება გამოიყურებოდე.

-გრიმზე წავედით.
-სად?
-ოპერაში, მანდ ექნებათ გრიმი.
-მერე გაყიდიან?
-კოსტუმებს თუ ყიდიან და აქირავებენ?
ოპერის უკანა შესასხვლელზე გაკრულმა გაქრთხილებამ დაგვცა: ”ნუ იფურთხებით” ესე იგი ვიღაცეები ოპერაში იფურთხებოდნენ. ნიშანდობლივია.
შესასვლელში მჯდომმა ხალხმა არაფერი იცოდა და შიდა ნომერზე დაგვარეკინეს.
-ალო, საგრიმიოროა? გრიმის ყიდვა გვინდა.
გრიმი არ იყო და არც იქნებაო. წავედით. წასვლის წინ ”ნუ იფურხებით”-ს გადავუღეთ სურათი.
-ოპერაში არ უნდა იყოს გრიმი?
-უნდა იყოს.
-და რა პონტში არ არის? კედლიდან ცარცს ისმევენ?
-ან ჰამლეტის მამა რომ გამოვა სცენაზე ღაჟღაჟა ჯანსაღი ლოყებით 🙂
-მაშინ პანტომიმაში წავიდეთ, მანდ კი უნდა ჰქონდეთ.
არ იყო.
-ჩვენც თვითონ ვეძებთ.
-და სად ეძებთ, ხომ ვერ გვეტყვით?
-მოსკოვიდან ჩამოგვაქვს.
მოკლედ ეს იყო წარმოუდგენელი აბსურდი, არცერთ თეატრში არ იყო გრიმი. სასწაულია. ჩვენს ჩანაფიქრს საფრთხე დაემუქრა.
-ყოველ შემთხვავაში თოკი უპრობლემოდ იშოვება.
-ცირკში, ბიჭო, ცირკში ექნებათ!!! მთელი ქვეყანა ცირკია…

არ მიყვარს მარშრუტკებში დაკიდული ფსევდო-ქოქოსის და ფსევდო-ფიჭვის სუნით გაჟღენთილი ფირფიტები. მაგრამ მარშრუტკების საკუთარი სუნი კიდევ უარესია. მაგრამ ამ არომატიზატორის (თუ შეიძლება ასე ითქვას) სუნი გახრჩობს და შიდ ტვინში ადის კოკაინივით. მაგრამ ხომ არ გაგაღებინებენ ბოლომდე ფანჯარას, 40 გრადუსიც რომ იყოს ვიღაცას ეშინია გაცივების. მაგრამ ადამიანი შიშველიც რომ იყოს, -17 გრადუსი სიცივე თუ არ არის, არ კვდება თურმე. მაგრამ ხალხი ხომ დებილია და ბავშვებს ლოკოკნებივით ზრდიან, ნიავს არ აკარებენ. მაგრამ ბავშვს ხომ სჭირდება ნიავი კი არა ქარი და გაკაჟება. ერთადერთი შვება მარშრუტკაში ისაა რომ უკიდეგანო მინდვრის გავლა გვიწევს ხოლმე, გაზაფხულზე მაწვანე და პატარა ყვითელი ყვავილებით მოფენილი, ზემოთ ღრუბლები და წვიმის შემდეგ კრიალა გუბეები. იმ დღესაც ასე იყო. თითქოს ვიღაცამ (მე ვიცი ვინც) დამიხატა ეს ყველაფერი.

-მე თავისუფლება მჭირდება! -ვრეპეტიციობთ.- თავისუფლება, გესმის?
-აი ჩემი პასუხი!!! მიიღე! -გროტესკი გვიყვარს. მან თეატრალური ჟესტით ქამრიდან უზარმაზარი მაკრატელი გააძრო. გრიმის მაგივრად გუაში მისვია და ვოცნებობ არ გავოფლიანდე.
-როგორ არ გესმის, არ შემიძლია ამ თოკებით ვიცხოვრო. -მაჯებსა და კოჭებზე სარეცხის თოკები მაქვს მობმული, რომელთა მეორე ბოლო მუყაოს არანაკლებ გროტესკულ ჯვარზეა მიმაგრებული.
-ძალიან კარგადაც მესმის…-გაჩერდა, მეც დავიღალე უკვე ამდენი უაზრობით. საშინლად მიიზლაზნება ნაწყვეტებად დაგლეჯილი დღეები და არ მყოფნის ჩემი ტვინი რომ თავი ერთად მოვუყარო ყველაფერს. მარიონეტის თოკებით დამათრევენ ქვაფენილებზე საქმეები. ვინმე გადაჭრიდეს ბასრი მაკრატლით, მაგრამ…

მარიონეტს თოკები აცოცხლებს მხოლოდ და მათ გადაჭრასთან ერთად ის კვდება.

Read Full Post »

F_F_Coppola_FeaTuring_Vito_Corleone_-_the_marionette.mp3_(v_chernoviki mix) :PPP

godfather

Read Full Post »

“ცხოვრება თეატრია, ადამიანები – მარიონეტები”.

Read Full Post »

_-_-_-_-_-_

მარიონეტი

Марионет

The Marionette

_-_-_-_-_-_

პროექტის შემდეგი, რიგით მეცხრე თემა თქვენ წინაშეა.

პროზა, პოეზია, ნახატები, ფოტოები, digital art, მუსიკა, ვიდეო – ნებისმიერი სახის კრეატივი თემაზე გამოგზავნეთ – artidea.ge@gmail.com

ნამუშევარი თქვენი ნიკითურთ გამოქვეყნდება შესაბამის კატეგორიაში.

ტექსტის ზომას, სურათის ხარისხს და ა.შ. მნიშვნელობა არ ენიჭება. ასევე თავისუფლები ხართ ენის არჩევანში. ერთი ადამიანის მიერ შექმნილი და გამოგზავნილი კრეატივების რაოდენობაც არაა შეზღუდული.

“დავალების” გამოგზავნის ბოლო ვადაა – 31 მაისი, შაბათი, 2008 წელი, 18:00.

Be creative!

Read Full Post »

%d bloggers like this: