Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘The biggest secret’ Category

… ეს ბოლო საფეხური იყო, ბოლო გამოცდა. ხის ოთახი, ხის კარი და კარს იქით… კარს იქით არავინ იცოდა რა იმალებოდა, ცხოვრობდა, ელოდა ვინმეს, თუ არც არავის. იყო მოკლედ რაღაცა ისეთი, რისთვისაც ღირდა იმ ყველაფრის გავლა, რაც აქამდე გაიარა. ამ ოთახამდე არავის მოუღწევია, ეგ ნაღდი იყო. მანამდე ბევრმა სცადა ამის გაკეთება, მაგრამ აქამდეც ვერავინ მოვიდა. სანამ დაიწყებდა, წაიკითხა ვისაც რამე დაეწერა, მოუსმინა, ვისაც რამე გაეგო და ნახა, ვისაც რამე ენახა. მაგრამ აქ მარტო იყო, არაფერი იცოდა საერთოდ, მხოლოდ გავლილი გზის გამოცდილების იმედი ქონდა, ისიც დიდად არა. ჯერ ერთი, რომ ამ ხის ოთახის კარებთან დაავიწყდა ყველაფერი რაც მანამდე ნახა და განიცადა, მეორეც – ის მაინც ახსოვდა, რომ არც ერთი საფეხური არ გავდა ერთმანეთს და ვერც გამოცდილება დაეხმარებოდა რამეში, რომც ხსომებოდა რამე.

მაგრამ, ნამდვილად იცოდა, რომ ეს ბოლო იყო. მეხსიერებაში მხოლოდ ერთი სიტყვა ქონდა გაჭედილი – ღმერთი. მაგრამ, ღმერთი რა შუაშია? ღმერთია კარს იქით, თუ რა ჯანდაბაა ბოლო-ბოლო!! და გამოცდაც რაა, რა ხდება, რა უნდა მოხდეს? ჩვეულებრივი სხვენი იყო, ხის სახლის სხვენი, ჯერ დასამთავრებელი. კარისკენ წელში გამართულიც ვერ გავიდოდა, კარგად უნდა დახრილიყო, დასაწყისში კი ხისსავე კედელი იდგა, ორივე მხრიდან გასასვლელით. იმ გასასვლელებიდან ხედავდა ზუსტად ყველაფერს. იქით არაფერი ხდებოდა… რა, უნდა ჩატყდეს ეს იატაკი? თუ არც არაფერია? იქნებ მთელი გამოცდა ისაა, რო არ შემეშინდეს და გავიარო? და თუ გავიარე, არაფერიც იქნება, თუ დავიჯერე, რო არაფერი მოხდება, არც მოხდება არაფერი? ნებისმიერ შემთხვევაში, ამის გაგების ერთადეთი გზაა, უნდა წავიდე!

გაუბედავად გაიხედა და ის იყო, გადაწყვეტილება მიიღო წინ წასვლის, რო უცებ იატაკის შუაში რაღაც მოძრაობა შენიშნა, უფრო სწორად თვითონ ჰაერი მოძრაობდა, ოღონდ უცნაურად, გახურებული ასფალტის თავზე ჰაერს გავდა რაღაცით, ოღონდ თან არც გავდა. საკმაოდ სწრაფად ამ მოძრაობამ ფორმა შეიძინა, გამკვრივდა, გაშავდა და ამანაც საბოლოოდ დაინახა. ეს შიში იყო!!! ეს იყო, მისი ერთადერთი შიში: ყველასთვის მამაც, გულად და შეიძლება ამიტომაც გიჟად ჩათვლილსაც კი ძაღლების ეშინოდა! თანაც ეს რა ძაღლი იყო!!! თვით ცერბერი, ჰადესის სამფლობელოს შესასვლელში! სულ შავი, გარშემო იისფერი ნათებით, სამი თავი და სამივეზე სასტიკი, წითელი, ცხელი ხახა… მერე ხმა? მაგრამ, ის აღარ დაელოდა და კედელს ისევ უკან ამოეფარა. რაღაცნაირად იცოდა, რომ არ გამოეკიდებოდა, ის მხოლოდ იმიტომ იყო იქ, რომ კარს იცავდა და მორჩა, არ აინტერესებდა სხვა არაფერი. მაგრამ ეს ხო ბოლოა, რაღაცაა, ბლიად!!! და რადგან არის, ესეიგი გავლადია, თუ არადა რა მოუვა რო, ჰა-ჰა მოკვდეს! თუ გაუმართლა, წამებისა და ტკივილის გარეშე. მაგრამ, თუ დაიჯერებს, რომ არ მოკვდება, თუ დაარწმუნებს საკუთარ თავს, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია, თუ დაინახავს როგორ კლავს ცერბერს და აღებს კარს, ეს ნიშნავს, რომ გამოვა ყველაფერი, თანაც მარტივად… მხოლოდ თავისი შიში უნდა დაძლიოს და დაძლევს კიდეც.

ღრმად ჩაისუნთქა და გვერდითა გასასვლელში თამამად გავიდა… ძაღლი ისევ დახვდა, ოღონდ უკვე სხვა, ბოქსიორი იყო, თავისი საუკეთესო მეგობრის ბოქსიორი! ალბათ ერთადეთი ძაღლი, რომლისაც არ ეშინოდა! ხაფანგია, მახეა, მაცდენს – ფიქრობდა ეს და ძაღლისკენ მიიწევდა. ის იდგა. ეს არ ჩერდებოდა. ის იდგა და კუდს მხიარულად აქიცინებდა. ეს მიუახლოვდა, დაიხარდა სწრაფად მოკიდა ყელში ხელები, უცებ ზურგზე დააწვინა და ხელებს მუხლიც მიახმარა, ახრჩობდა მთელი ძალით. ის ხროტინებდა. ეს ახრჩობდა, მთელი ძალა, შინაგანი ენერგია, მონდომება და ნებისყოფა ჩადო ამაში. თვითონ გაქრა და დარჩა მხოლოდ ძაღლის მკვლელობა, ბოლო გამოცდის ჩაბარება, ერთი ნაბიჯი, სამყაროც გაქრა..

… და ამ დროს მოვიდა ცოდნა, ნათელი, სიცხადე. ეს არ იყო რეალობა, ეს მხოლოდ ილუზიაა,სიზმარია, თუ რაცაა. შეიძლება რეპეტიციაა ბოლო გამოცდის, შეიძლება მხოლოდ ჩაეძინა სხვენის შესასვლელთან. ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე გაიაზრა, რომ აი ეს საწყალი ცხოველი ვაბშე არაფერ შუაშია, არაფერი დაუშავებია. იდგა და მოფერებას ელოდა მარტო, იმიტორო აი მასე უზნეოდ იყო გაზრდილი, ზაზუნას ეძახდნენ დაჟე.

უცებ გაუშვა ხელი, ჯერ მკვდარი ეგონა და მიხვდა რო აი მაგრა მიქარა! ნუთუ ვერ ჩააბარა, ნახუი გამოცდა ცხოველი მოკლა, საყვარელი, თბილი და კეთილი ცხოველი. „არ მოკვდეო“ ჯერ ჩაიჩურჩულა, რაზეც ძაღლმა თავი დაუქნია. გვერდზე იწვა და თავს აქნევდა, ეს კიდე მუხლებზე დაჩოქილი ეხვეწებოდა, არ მოკვდეო. ის თავს უქნევდა და ბოლოს ამანაც გაიაზრა, რო თავს კი არ უქნევდა, კანკალებდა აგონიაში, პირიდან დუჟიც წამოუვიდა თითქოს… ეს კიდე უკვე ყვიროდა, ტიროდა არ მოკვდე, გეხვეწებიო, ეფერებოდა დიდ თავზე და ისევ ტიროდა. მერე უცებ სულ ერთი წამით გაქრა რეალობა და ისევ დაბრუნდა, ისე, რო ამან ვერაფერი შენიშნა, თითქოს ლენტა შეცვალეს და ყველაფერიც იგივე იყო, უბრალოდ, ძაღლის მაგივრად მისი საყვარელი ადამიანი იწვა იატაკზე და მისივე ხელით გაგუდული ჩასუნთქვას ცდილობდა, გაოგნებული თვალებით უყურებდა ამას და ტუჩის კიდიდან ჩამოწელილი წითელი სითხის ზოლიდან სისხლის ხეზე ეწვეთებოდა.

„ჩაისუნთქე, მაპატიე“ – ბღაოდა ეს – „ჩაისუნთქე, გეხვეწები“ – გული სკდებოდა, ამის! ერთადერთი ადამიანი, ვინც მართლა საკუთარ თავზე მეტად უყვარდა თავისივე ხელით დაახრჩო, მოკლა! „ჩაისუნთქე, გეხვეწები, ცუნცულ, ჩაისუნთქე“ – ისევ ტიროდა. ცუნცულა ვერ სუნთქავდა, მარა აი ასე უხმოდ უთხრა – „კაი, ჩაისუნთქავო“ – აწყნარებდა და თან კვდებოდა. თან თვალებით ეუბნებოდა, ნუ გეშინია, არაფერიაო. ეს კიდე, ყვერი… თავისი ხელით მოკლა, უბრალოდ კი არ მოკვდა, არა – ამან მოკლა. იმის თვალები კი სიყვარულით იყო სავსე, კვდებოდა და თან უყვარდა ეს სირი ესა… არავითარი შიში არ იყო მის არც თვალებში და არც არსებაში, უბრალოდ უყვარდა. ეს კიდე ტიროდა და ხო ხვდებით არა როგორ იქნებოდა. მეორე წამში ის მოკვდა…

.. აუ, მერე კიდე გამეღვიძა და არანაირი, სიზმარი იყო და მერე რა მოხდა და რამე. მე ჩემი ხელით დავახრჩე ჩემი ცუნუცულა, მე ეს ვიგრძენი, განვიცადე თავიდან ბოლომდე… ხოდა, რატომღაც ჩავთვალე, რო ამ დანაშაულს მარტო ისე გამოვისყიდი თუ ყვავას მივწერ არტიდეისთვის-თქო და ჰა…

Read Full Post »

ყველაზე დიდი საიდუმლო

შეიძლება ითქვას, ეს ამბავი რეალურ ფაქტებზეა აგებული. მხოლოდ მხატვრული ხერხების პრიზმაში არის ზოგი რამ გარდატეხილი მეტი გამომხატველობისათვის. ეს, რაც ახლა წაიკითხეთ, მხატვრული ხერხი იყო. მახატვრული ხერხი კი, ბატონებო, კარგი რამეა, თუმცა ინფორმაციის გადაცემის თვალსაზრისით არაეფექტური. პირველი ორი წინადადების 17 სიტყვის მაგივრად შემეძლო მხოლოდ 3 დამეწერა: ”ეს სინამდვილეში მოხდა”, მაგრამ გრაფომანიის ჟინით შეპყრობილი ხელები თვითონ წერენ რაღაცეებს, აზრების ნაგლეჯებს, რომლების ყოველთვის ფონად არის ტვინში და უკვალოდ ქრება, თუ ასე ექსპრომტად არ ჩაწერ. თუმცა კმარა ქადაგი… მომყევით 🙂
მოკლედ, ღამის 4-5 საათია და იტერნეტში რაღაცას ვეძებ. ეს რაღაც ბევრ მოგონებას აღძრავს, თუმცა არც ვიცი ჯერ რა არის კონკრეტულად. გაუგებრად ვთქვი?.. კარგი…
მოხდა ისე, რომ ბალტიის ზღვაზე მოვხვდი*. თანაც ოქტომბრის ბოლოს, რომელიც ბორშივით თბილი შავი ზღვისთვისაც კი აღარ არის სეზონი. აქ კი… მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანულ ბუნკერებს აწვიმდა, სანაპიროს გასწვრივ კი ფიჭვებიდან ჩამოცვენილი წიწვებითა და გირჩებით სავსე სანგრები მიიკლაკნებოდა. ალბათ ასევე გრძნობდნენ თავს 65 წლის წინ იგივე (more…)

Read Full Post »

საიდუმლო
სადუმილო
ვიდუმილოთ
შემომედუმილე
შენთან ერთად დუმილი ყველაზე დიდი საიდუმლოა, რადგან ყველაზე მეტად მაგ დროს ვარ…
უცნაურია და თან სიმართლეა
სრული ვხდები შენთან
სიტყვები კი ზედმეტი სიჭრელეა

შემომეხვიე დუმილში
მე დასამალი არაფერი მაქვს
ყველაფერ შენში ფერადდება ჩემთვის
ჩემი შემაძრწუნებელი უფრსკრულებიც კი ნელთბილი თოვლით იმოსება როცა შენთან ერთად მარტოობის საიდუმოლოებას ვეზიარები

სინამდვილეში კი – ჭეშმარიტად გეუბნებით – ლოთების უფროა ცათა სასუფეველი, ვიდრე ბანკირების

Read Full Post »

Read Full Post »

მაინც გამჟღავნდება…

Read Full Post »

Read Full Post »

I SAW U!

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: