Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Your Portrait’ Category

I bag, don’t set me free, just wait,
Feel sadness, sorrow, pain behind my smile…
You don’t remember me, or maybe I have changed,
Sucked dry, injured, buried for a while.

Now tide will never feel again the moon,
Forever mute torn strings of silver harp,
My songs, my words forgotten, lost, untrue,
Will vanish, stay abandoned, melt and hide.

Your eyes… like jewels in the necklace,
Bronze… your hair like metal of the ancient kings.
Not me, I’m lost forever, and my voice,
Become uncurtain murmur in the green.

My tears? Only salty drops, no more,
You do not have to listen, free to leave,
I know my fault, my crime. And I deserve
The death for stealing kisses like a thief.

Read Full Post »

ვცდილობ მოვახდინო შენი პორტრეტის წარმოსახვა…
იცი, ძნელია…
ძალიან ძნელია…
ვცდილობ მოვახერხო შენი პორტრეტის გახსენება…
და არდავიწყება…

გარეგნობის მხრივ რომ შეგეხო…
მმმ…
ამ შემთხვევაში მახსენდება შენი ძალიან სევდიანი თვალები. ვიღაც იფიქრებს, რამე 2გინალური გეთქვაო, ისედაც ყველა თვალებს უკვირდება გარეგნობაშიო, მაგრამ ყლეზე მკიდია ვიღაცეები. ნუ მამენტ შემეძლო ფეხებზე დამეკიდა, მაგრამ ჩემი ფეხები უფრო ძვირფასია ჩემთვის, ამიტომ მკიდია იმაზე, რაც არ მაქვს. ანუ ფეხებიც კი მეზედმეტება დაკიდებისთვის. ხოდა სევდიანი. ამას მე მაშინაც ვამჩნევდი, როდესაც პატარა ვიყავი და მერეც, როდესაც გავიზარდე. ძალიან სევდიანი თვალები მახსენდება. სულ მიკვირდა, ასეთ მხიარულ და მოუსვენარ ადამიანს რატომ აქვს სევდიანი თვალებიმეთქი?! ფერი არ მახსოვს, მგონი მწვანე ან ყავისფერი, ან უფრო სწორად მწვანე ყავისფერში გარდამავალი. რავი, ჩემთვის ყველა სევდიანი თვალი ამ ფერთან ასოცირდება. წყლიანი თვალები ყოველთვის ამფერი მგონია ხოლმე. და ვინაიდან აღარ მახსოვს შენი თვალის ფერი, ამიტომაც მოდი, ჩავთვალოთ, რომ მწვანე გქონდა.
ბოხი ხმა. იცი პატარაობაში ბიჭებს არ აქვთ ხოლმე ბოხი ხმა, ასაკის მატებასთან პარალელურად უბოხდებათ და უვაჟკაცდებათ, მაგრამ შენ გქონდა. ტონალობის აწევაც რომ არ იყო საჭირო, ისეთი звонкий ხმა… მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მამაკაცის ბოხ ხმაზე მუდამ გართულება მქონდა, შენი ხმა მაღიზიანებდა. ნუ, აი ვერ ვიტანდი შენს ხმას. აი რასაც ჰქვია, ხმაურიანი ადამიანი იყავი რა. მოუსვენარი, ცელქი, მხიარული. მაგრამ არასოდეს ეს არ ყოფილა გამაღიზიანებელი, შენი ბოხი ხმისგან განსხვავებით. ბიჭო, არადა ვგიჟდები მამაკაცურ ხმაზე, მაგრამ შენი ხმა არ ჯდებოდა ჩემი გემოვნების დიაპაზონში.
დიდი ყბები. აი ძალიან მიყვარს ისეთი, მამაკაცური ყბები, მაგრამ შენ რაღაც ისეთი გქონდა, რომ მე არ მომწონდა.
სიმაღლე. ხო, მაღალი იყავი. მიყვარს მაღალი ბიჭები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შენ ვერ შემოდიოდი ჩემი გემოვნების დიაპაზონში.
ანუ გარეგნობით რომ მოვახდინო შენი წარმოსახვა, დიდი არაფერი. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყავი.
სხვა დანარჩენის მხრივ რომ შეგეხო… (more…)

Read Full Post »

ცის კიდეზე ჩამოკონწიალებული ღრუბლები წითელ პარასკევს გლოვობდნენ…
ერთ შავ და ბნელ სასახლეში (საავადმყოფოში)
ბავშვი დაიბადა…
დიდი წვალების შემდეგ გადაარჩინეს დედაც და ბავშვიც..
გარეთ წვიმდა..
გაზაფხულის თითქოს თბილი წვიმა აღელვებული და აფორიაქებული იყო..
ხალხი შეღებილი კვრეხებით და პასკებით ხელში დაირებოდნენ…
მალე აღდგომა დგებოდა…
წითელ პარასკევს ეკლესიებში გლოვის დღეაა..
გოგლგოთას მთაზე უფალი აწამეს…
დასცინეს ცილი დასწამეს და დაუნდობლად დალუსმრეს ჯვარზე..
შენ კი იბადები გლოვისთვის…
ეს ნება იყო..უფლის წვეთებად დაიბადე..
მისი ცრემლი ხარ თვალზე..
მგლოვიარ სახეზე მუდამ ღიმილი დაგკრთის..
გულში კი ისევ ცრემლებია ტბის ფერ გუბედ..
სიკვდილიო დაბადებაო..
ისევ იმ დღეს წავალ როცა დავიბადე..
არ დამიტიროთ..
ცრემლები არა საჭირო..
მე თავად ცრემლი წავალ და თქვენს ცრემლებსაც თან წავიღებ…

Read Full Post »

i am a painting…
> when I’m without make up, i look like draft. I reasamble complete picture when I am with it… my life is to paint…oh, how many stupid lines I have dashed… but still these lines make it more desirable and deeper… my love is dark blue paint with pink points and mixture of black and white in it… still I can’t find exactly this colour… my sadness is gray, which is chosen by mistake, because of searching in vain… my hope is a bit beauty of the picture… only one thing I wish I could make disappear without any trace is the frame…

Read Full Post »

უსახური ხარ…
ადამიანი რომელიც ვერაფერს ხედავს, არაფრის შემჩნევა არ უნდა…

ადამიანი რომელსაც ბუნებამ ყველაფერი მისცა რომ ყოფილიყო სრულყოფილი და არა პირველყოფილი…..

Read Full Post »

Read Full Post »

წერას აუთლუქშივე ვიწყებ ..

იყო დრო შენი პორტრეტისათვისათვის ერთი ხელის მოსმაც კი მყოფნიდა რომ დამეხატე … ახლა დრო შეიცვალა, შეიცვალე შენც და წარმოიდგინე შევიცვალე მეც … ადრე ცელქი, ველური და მიუკარებელი იყავი, დაჯდებუდი კუთხეში და საათობით მიყურებდი, მაკვირდებოდი გაოცებული, თითქოს თვალებში შემციცინებდი სათანადო მომენტი რო გეპოვა და კალთაში ჩამხტომოდი … გიყვარდა ჩემს კალთაში მოკალათება, გიყვარდა ნაზად რომ გეფერებოდი თავიდან ვიწყებდი და ხერხემლის ბოლომდე ჩავაყოლებდი ხოლმე ხელს, ვატყობდი რომ გსიამოვნებდა, მაგრამ არ იმჩნევდი … უცებ წამოხტებოდი, იქვე კრესლოზე მოკალათდებოდი და მერე იქიდან ისევ მიმზერდი და ასე გრძელდებოდა თვეები … ხანდახან ლუარსაბივით კედელზე მოსიარულე ბუზს მიაშტერდებოდი და ბავშვივით ცქმუტავდი, მაშინ გავიწყდებოდა რომ მეც ოთახში ვიყავი … ვფიქრობ რომ ზარმაცი ხარ, გიყვარს სითბო და მოფერება, მთელი დღე საწოლზე გორიალი და უზომოდ დიდი ყურადღება … ახლა გაიზარდე … ცოტა შეიცვალე უკვე ზრდასრულის შესახედაობაც გაქვს … დიდი ყოვლისმთქმელი თვალები, პატარა ლამაზი ყურები, კოპწია ცხვირი. ჩემი ხვეწნაც აღარ გინდა, თავად მოდიხარ და თავად მეფერები, ნაზად მეტმასნები ტანზე, სასაცილო ულვაშებს გააცმმაცუნებ და საყვარლად ამომძახებ მიაუს … ასეთი ხარ შენ და ასეთი მიყვარხარ ….

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: