Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘იუმორისტული’ Category

Inspired by this song  The Horrors – Who can say

გუშინ ის უბნის სასურველი სასიძო იყო, სამაგალითო პიროვნება და ჩინებული ახალგაზრდა. გენდერული თანასწორობის დამცველი და ევთანაზიის დაკანონების მომხრე, აბორტების მტერი და მამულის ისტორიის მოყვარული.

…ერთი დღით ადრე ის ქალღმერთ ნებუს ეთაყვანებოდა, მეზობელ ჟიულის ნარდში უგებდა, ლოვას გოგოს ჟიმავდა და ჯოკერში არავის ახარებდა …        ….ერთი დღით ადრე სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, ბეჭებში გამართული ოქროს ტახტზე იჯდა და სიასამურის ბეწვის ქურქი ემოსა, ბავშვების კუმირი და მოხუცების ლოცვის საგანი იყო….

…ერთი დღით ადრე ფილმში გადაიღეს, ოსკარი მისცეს, ოქროს გლობუსი არგუნეს, გიტარაზე დააკვრევინეს, პიანინო უბოძეს, მგელი მიართვეს, ტაშტში ფეხები ჩააყოფინეს და ადრიანა ლიმა გააჟიმინეს…

…ერთი დღით ადრე ნუგზარ ერგემლიძეს ელაპარაკა, უინსტონ ჩერჩილს ჯეირანი ეთამაშა, პაბლო პიკასოს ულვაში შეუქო, ბუტროს ბუტროს გალის სახელი, ნელსონ მანდელას საქმენი საქველონი. კოფი ანანს ეკაიფა, ჰამსბურგების დინასტიას კომპლიმენტები უბოძა, თეოდორ რუზველტს ეშაირა, ივანე მრისხანე შეაშინა, მურვან ყრუ დააბრმავა, თემურ ლენგი საბოლოოდ დაინვალიდა, ბილ კლინტონს მინეტი გაუკეთა, პუტინს პეტინგი აკმარა…

…ერთი დღით ადრე, დიახ სწორედ ამ დღეს ეზიარა ეგზისტენციალიზმს, ფეხი ჩაყო ბუდიზმის მორევში, თავით გადაეშვა იმპრესიონიზმში, დაიკიდა პოსტ-ინდუსტრიალიზმი და მოდერნი, არად აგდებდა იაღოვლებსა და ბოშებს, უყვარდა ნიჰილისტები და ჩუბაკა “ვარსკვლავური ომებიდან”…

…ერთი დღით ადრე პოლიტიკოსი იყო, პორნო ვარსკვლავი, ექიმი, გუგლის ყველა დროის საუკეთესო სერჩერი, ბითლზებზე უფრო პოპულარული მოვლენა და გრენდაიზერზე უფრო მასშტაბური პიროვნება….

ეს ყველაფრი ერთი დღით ადრე იყო, უკვე გათენდა დილა, გაიღვიძა მან და ერთ უბრალო პიროვნებად იქცა სახელად შალვა ნათელაშვილი.

მორალი: ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ შალვა ნათელაშვილები, უბრალოდ ამ სურვილს ზოგში ღრმად აქვს ფესვები გადგმული, ზოგერთში კი მხოლოდ ეხლა იწყებს გახარებას.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Read Full Post »

სანამ ღმერთი ადამიანებს 10 მცნებას დაუწერდა, მანამდე ადამმა კაცებს დაუწერა 7 მცნება.

1)პატივი ეცი თავსა შენსა, მოერიდე შრომასა და სიდედრს, არა იფიქრო თავისა მოვლაზე, რამეთუ მას უშენოდაც მოუვლიან კეთილისმსურველნი შენნი.

2) შენი ფალოსია მბრძანებელი შენი, არა იყვნენ შენდა ფალოსსნი უცხონი, შენისა გარეშე.

3)არა იხელსაქმო, იჩუკენო და ღვარო თესლი შენი, მონიტორსა ზედა

4)არა იკეთო სარკე ფეხსა ზედა, არა უღო სურათნი საცვალსა მეზობლისა ქალსა, რამეეთუ დაია იგი შენი და თუ ბედია დრო მოვა, ისედაც მაირჭობ.

5)არა ცილი სწამო ვაგინასა საყვარელისასა, რამეთუ შენი ბრალია ნაყოფი სიყვარულისა თქვენისა.

6)არ ამოიღო სახელი ფალოსისა შენისა ამაოსა ზედა, საქმენი საგმირონი და ქველნი შენადვე დაიტოვე გულსა შინა.

7)მოიხსენიე დღე იგი შაბათი და წმინდა ჰყავ იგი. დაისვენე და არა იფიქრო ვაგინაზე , ეს დღე მთლიანად ქალისა კერტებს მიუძღვენი.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

Read Full Post »

მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ერთმა ჯეელმა სახელად ჯონდო, გადაწყვიტა რომ შვილი სურდა და ეს ამბავი თავის მეუღლესაც გააცნო. მალევე ეყოლათ ვაჟი. უფრო სწორედ ვაჟები. ტყუპები.

ძმები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ, მათ მხოლოდ ორი რამ აერთიანებდათ: ზიზღი მთავრობისა, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნებოდა მასში და სიყვარული ქალებისა.

მე მსურს გიამბოთ მათი ქალებთან ურთიერთობის შესახებ.

ბავშვობა:

ორივე ცელქი ბავშვი იყო. ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, აფასებდნენ ლეგალურად ჩამოსულ თურქებსა და “ოქტაგონზე” გამარჯვებამოხვეჭილ ქართველ მომღერლებს, თრიაქის წევა ადრეული ასაკიდან დაიწყებს, მალევე ალკოჰოლს გაუგეს გემო. 12-13  წლის ასაკში მათ ცხოვრებაში ბიბლია შემოიჭრა,  კერძოდ კი ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი ონანი. ბიჭებმა ხელმრუდობას მიჰყვეს ხელი, ანუ პოპულარული ქართულით თუ ვიტყვით ნძრეველები გახდნენ. თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი, მათი როგორც პიროვნებების განვითარებაში, მეტიც მასტურბაციის გაუმჯობესებისაკენ მათმა დაუღალავმა სწრაფვამ და ტექნოლოგიების დახვეწამ, ჩვენი ორი გმირი ხელოვნების სფეროში გადაისროლა.

ეს უფროსის ნამუშევარია:

ეს კი უმცროსის ნახელავია :

ნუ როგორც ხედავთ ბიჭები art-ში გადაეშვნენ.16 წლის ასაკში ბიჭებს პირველი სიყვარულიც ეწვიათ, მეზობელი მაკა აღმოჩნდა მათი დავაჟკაცების იარაღი და ნათელი გზა ვაგინისებრი მომავლისაკენ. დრო გადიოდა ბიჭები კი სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებოდნენ ქალებში. თავიდან თუ ხამებივით ყველას და ყველაფერს ეტანებოდნენ ეხლა უკვე ამორჩევა დაიწყეს. უფროსმა იურიდულზე ჩააბარა აღმერთებდა დიდუბის პანთეონს და 202-ის არტებს, ძალიან უყვარდა ნარდში “ბეშ-ოთხის” გაგორება და მეზობელ ნოდარის ცოლის გაბახება. ვერ იტანდა სიძვის დიაცებსა და მამის საყვარლებს. მან ქალებზე თითქმის ყველაფერი იცოდა და მათ შორის უმთავრეს ათს მუდამ თან ატარებდა. აგერ ფოტო იმ ათი უმთავრესისას რაც ქალზე ნებისმიერმა მამაკაცმა უნდა იცოდეს

მეორე ძმა ბიზნესისა და მართვის განხრით წავიდა. უფრო ძმისგან განსხვავებით მისთვის არ არსებობდა არანაირი შეღუდვა ან პრინციპი, აკეთებდა ყველაფერს ისე როგორც უნდოდა და ეკიდა აბსოლიტურად ყველაფერი. ანანიზმისდროინდელმა ხელოვნებისადმი სიყვარულმა, (more…)

Read Full Post »

ის, რომ მისი ყოფილი იმავე საღამოზეა მიწვეული, სადაც თვითონ, K–მ წვეულებამდე ორი თვით ადრე გაიგო და მზაკვრული გეგმის აწყობას შეუდგა.

უნდა ითქვას, რომ ყოფილმა, „ყოფილის სტატუსი“ თავისი ნებით მიიღო. აი ასე, ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც ჩაილუღლუღა ხასიათის შეუთავსებლობაზე, მერე დაიხურა ქუდი და წავიდა. ამის შემდეგ, პირველი თვეების განმავლობაში,  K დარწმუნებული იყო, რომ ძვირფასი ექსი „დღეს ან ხვალ გონს მოვა“ და პატიებას ითხოვს; მერე იმედი ჰქონდა, რომ მოენატრებოდა და გამოჩნდებოდა, და როდესაც სასოწარკვეთილებისგან, მზად იყო მკითხავის ძიება დაეწყო, მაშინ შეიტყო იმის შესახებ, რაზეც უკვე ზევით დავწერე.

საღამომდე ერთი თვით ადრე K უახლეს დიეტაზე „დაჯდა“; სამი კვირით ადრე კაბა იყიდა და ყველაზე მოდურ სტილისტთან ჩაეწერა მიღებაზე; ორი კვირით ადრე იშოვა სიმპატიური მამრი კომპანიონად. გეგმა სამყაროსავით ძველი და მარტივი იყო. ყოფილს უნდა ენახა გალამაზებული, მხიარული, ბედნიერი K, გასჩენოდა სინანულის შეგრძნება და მოსულიყო პატიების სათხოვნელად.

წვეულებაზე ყველაფერი გადასარევად მიდიოდა. K ცეკვავდა, ერთობოდა და ფლირტაობდა კომპანიონთან. პარალელურად, ყოფილის რეაქციას ამოწმებდა. შეამჩნია, რომ ის ხშირად უყურებდა. მისი მზერა მრავლისმეტყველი და იმედისმომცემი ჩანდა. K დარწმუნდა, რომ გეგმამ იმუშავა და უკვე წარმოიდგინა, რას ეტყოდა პატიების სათხოვნელად მოსულ ყოფილს. როგორ შეხედავდა და გაუღიმებდა. როგორ უსაყვედურებდა, ხოლო შემდგომ დიდსულოვნად მიუტევებდა. ამის შემდეგ ისინი, რა თქმა უნდა, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდნენ.. სიბერემდე.. და შვილებიც ეყოლებოდათ.. ორი.. ან სამი… ან რამდენიც გამოვიდოდა…. ნუ, რა მნიშვნელობა აქვს, პრინციპში..

საღამო დასასრულს მიუახლოვდა, ინტრიგა კი – კულმინაციას. ყოფილი, ნელი ნაბიჯით წამოვიდა K–ს მიმართულებით. ამ დროს, ქალი, თითქმის გულის წასვლამდე აღელვებული, ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას.. აი, ექსი მას მიუახლოვდა, გაუსწორდა და… გვერდით ჩაუარა, გასასვლელის მიმართულებით.

პირველი წამების განმავლობაში K-მ აზროვნების უნარი დაკარგა, შემდეგ კი სწრაფად დაიწყო გონებაში იმ მომენტის ძიება, როდესაც შეცდომა დაუშვა.. ბოლოს უსაზღვრო აგრესიით გადავსებული, გარეთ გავარდა და მანქანაში ჩასაჯდომად გამზადებულ ყოფილს ეცა:

–უსინდისო, უნამუსო, როგორ შეგეძლო, არაადამიანო…

–უკაცრავად ? – ექსს აშკარად გაკვირვებული სახე ჰქონდა. შემდეგ K–ს მიუახლოვდა, სახეზე კარგად დააკვირდა და შუბლი გაეხსნა: – ვაა, K?… როგორ ხარ?… ძალიან კარგად გამოიყურები! … მაპატიე, უცებ ვერ გიცანი, ხომ იცი, ახლომხედველი ვარ და ჩემი სათვალის გარეშე, საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვარჩევ.. ჰეჰ.. გამიხარდა შენი ნახვა. წავედი, მეჩქარება…

K გაჩუმებული უსმენდა ყოფილის მონოლოგს და მისი წასვლის შემდეგაც ადგილიდან არ იძვროდა, მანამ სანამ მომხდარით ოდნავ გაოცებულმა, სიმპატიურმა მამრმა, ხელი არ მოჰკიდა და მანქანისკენ  არ წაიყვანა.

Read Full Post »

ამირანს ტუალეტში კითხვა უყვარდა. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ადამიანმა დრო არ უნდა დაკარგოს, ამიტომ ყოველთვის მაქსიმალურის გაკეთებას ცდილობდა. ნაცნობებში მას მეტსახელიც შეურჩიეს, ”ჩეზარე.” ერთ დღეს ჩვეულებისამებრ შევიდა ტუალეტში და სპეციალურად შერჩეული წიგნიც თან გაიყოლა.

– მართლაც გენიალური პოემაა – ჩაილაპარაკა ამირანმა და მკვეთრად გაიჭინთა.

ფიქრში გართული უნიტაზიდან წამოიწია და ხელი იმ ადგილას მოაფათურა, სადაც წესით ტუალეტის ქაღალდი უნდა ყოფილიყო; მოულოდნელმა სიცარელემ შეშმუშნა, მაგრამ ფიქრში გართულმა ავტომატურად უახლოსე ქაღალდისკენ გააპარა ხელი.

* * *

ამირანი სავარძელში იჯდა, პირში სათვალის საყურის ბოლო ჩაედო და ცას გასცქეროდა. ოთახში ნათელა შემოვიდა.

– ამირან! ამირან გამოიხედე! ახალი სტატია დავწერე, ჰოდა რა დავარქვა არ ვიცი – რაღაც ასეთზე ვფიქრობდი, აბა მისმინე: ”ქართველი ქალის ღაღადი” რას იტყვი? ქალიშვილობას ეხება და მამათმავლებს და სხვა ასეთ ევროპულ მაიმუნობებს. რას იტყვი? რა დავარქვა, შენ რამე იდეა ხომ არ გაქვს?

ამირანი კვლავ ცას გასცქეროდა, თითქოს მეუღლის სიტყვები არც გაუგიაო. ის იყო ნათელას ახლიდან უნდა დაესვა შეკითხვა, რომ ამირანი ფიქრებიდან გამოერკვა და ცოლს მიუბრუნდა:

– ”ქართული სულის რეინკარნაცია” დაარქვი, რაღაც უფრო ინტელექტუალურად ჟღერს და  თან ეროვნული პათოსიც არის.

– არა, არა, მაგას ისევ ჩემი სათაური სჯობს! ამას დავარქმევ! ”ქართველი ქალის ღაღადი!”

– როგორც გნებავს – მორჩილად გაიღიმა ამირანმა და გვერდ ამოგლეჯილ ”ვეფხისტყაოსანს” მიაშტერდა.

Read Full Post »

ჩემს ”ფეკალურ მასებს” ფშვნიდი (c) ძველი ქართული მოსწრებული პასუხი 🙂

Read Full Post »

მწვანე მანქანა ჰყავდა, როგორც მახსოვს… “ნოლ ორი” თუ “აძინაცეტი”, არა, მაინც “ნოლ ორი”, იმიტომ, რომ უკან უნივერსალივით ბაგაჟნიკი ჰქონდა. ნუ რა საყვარელი ეს იყო, საყვარელი ფილმებიდან ვიცით, უნდა იყოს 30-32 წლის, უკან გადავარცხნილი შავი თმით, ძვირი კოსტუმი, შვინდისფერი ან რამე სხვა ფერი, ოგონდ არაბანალური… ისეთი, რომ ეგრევე შეეტყოს მასში ჩასმულ-გახვეულ პიროვნებას არაჩვეულებრივობა. მამაკაცი “с большой буквы”, თუმცა ქართულში დიდი ასოთი არ წერენ… ჰო, ცხადია არ წერენ და ეს მარადიული პრობლემა, როდესაც “ვორდში” კრეფ ტექსტს ქართულად და პირველ ასოებს გიდიდებს. ასე რომ ქართულში ეს მხატვრული ხერხი არ გამოდგება… მაშინ უარესი: “თრუ” მამაკაცი! სახელად ალბათ ვინსენტი ან სებასტიანი.

ჰოდა ეს მამაკაცი უნდა იჯდეს კაფეში და დაელოდოს საყვარელს. ქათქათა თეთრი სუფრა, ხელსახოცები ნიკელირებულ სადგამში და ერთი ფინჯანი ყავა. მამაკაცი ზის და სიგარეტს ეწევა, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ფეხსაცმელი კარგად პოლირებილი წითელი ხის ფერი, როგორც ძვირი ავეჯი არის ხოლმე, ისე, სხვათა შორის შარვლის ტოტიდან წინდა მოუჩანს, ყლინჯის ფერში შერჩეული, და მასში ჩატანილი ფეხსაცმლის ზონარი. ყვავილები… თან არ აქვს, რადგანაც ოფიციანტთან მოილაპარკა, რომ საიდუმლო ნიშანზე მიართმევენ სასურველ მანდილოსანს კეტჩუპივით წითელი ვარდების უზარმაზარ, მეეზოვის ახალ ცოცხზე (more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: