Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘რომანტიკა’ Category

… ეს ბოლო საფეხური იყო, ბოლო გამოცდა. ხის ოთახი, ხის კარი და კარს იქით… კარს იქით არავინ იცოდა რა იმალებოდა, ცხოვრობდა, ელოდა ვინმეს, თუ არც არავის. იყო მოკლედ რაღაცა ისეთი, რისთვისაც ღირდა იმ ყველაფრის გავლა, რაც აქამდე გაიარა. ამ ოთახამდე არავის მოუღწევია, ეგ ნაღდი იყო. მანამდე ბევრმა სცადა ამის გაკეთება, მაგრამ აქამდეც ვერავინ მოვიდა. სანამ დაიწყებდა, წაიკითხა ვისაც რამე დაეწერა, მოუსმინა, ვისაც რამე გაეგო და ნახა, ვისაც რამე ენახა. მაგრამ აქ მარტო იყო, არაფერი იცოდა საერთოდ, მხოლოდ გავლილი გზის გამოცდილების იმედი ქონდა, ისიც დიდად არა. ჯერ ერთი, რომ ამ ხის ოთახის კარებთან დაავიწყდა ყველაფერი რაც მანამდე ნახა და განიცადა, მეორეც – ის მაინც ახსოვდა, რომ არც ერთი საფეხური არ გავდა ერთმანეთს და ვერც გამოცდილება დაეხმარებოდა რამეში, რომც ხსომებოდა რამე.

მაგრამ, ნამდვილად იცოდა, რომ ეს ბოლო იყო. მეხსიერებაში მხოლოდ ერთი სიტყვა ქონდა გაჭედილი – ღმერთი. მაგრამ, ღმერთი რა შუაშია? ღმერთია კარს იქით, თუ რა ჯანდაბაა ბოლო-ბოლო!! და გამოცდაც რაა, რა ხდება, რა უნდა მოხდეს? ჩვეულებრივი სხვენი იყო, ხის სახლის სხვენი, ჯერ დასამთავრებელი. კარისკენ წელში გამართულიც ვერ გავიდოდა, კარგად უნდა დახრილიყო, დასაწყისში კი ხისსავე კედელი იდგა, ორივე მხრიდან გასასვლელით. იმ გასასვლელებიდან ხედავდა ზუსტად ყველაფერს. იქით არაფერი ხდებოდა… რა, უნდა ჩატყდეს ეს იატაკი? თუ არც არაფერია? იქნებ მთელი გამოცდა ისაა, რო არ შემეშინდეს და გავიარო? და თუ გავიარე, არაფერიც იქნება, თუ დავიჯერე, რო არაფერი მოხდება, არც მოხდება არაფერი? ნებისმიერ შემთხვევაში, ამის გაგების ერთადეთი გზაა, უნდა წავიდე!

გაუბედავად გაიხედა და ის იყო, გადაწყვეტილება მიიღო წინ წასვლის, რო უცებ იატაკის შუაში რაღაც მოძრაობა შენიშნა, უფრო სწორად თვითონ ჰაერი მოძრაობდა, ოღონდ უცნაურად, გახურებული ასფალტის თავზე ჰაერს გავდა რაღაცით, ოღონდ თან არც გავდა. საკმაოდ სწრაფად ამ მოძრაობამ ფორმა შეიძინა, გამკვრივდა, გაშავდა და ამანაც საბოლოოდ დაინახა. ეს შიში იყო!!! ეს იყო, მისი ერთადერთი შიში: ყველასთვის მამაც, გულად და შეიძლება ამიტომაც გიჟად ჩათვლილსაც კი ძაღლების ეშინოდა! თანაც ეს რა ძაღლი იყო!!! თვით ცერბერი, ჰადესის სამფლობელოს შესასვლელში! სულ შავი, გარშემო იისფერი ნათებით, სამი თავი და სამივეზე სასტიკი, წითელი, ცხელი ხახა… მერე ხმა? მაგრამ, ის აღარ დაელოდა და კედელს ისევ უკან ამოეფარა. რაღაცნაირად იცოდა, რომ არ გამოეკიდებოდა, ის მხოლოდ იმიტომ იყო იქ, რომ კარს იცავდა და მორჩა, არ აინტერესებდა სხვა არაფერი. მაგრამ ეს ხო ბოლოა, რაღაცაა, ბლიად!!! და რადგან არის, ესეიგი გავლადია, თუ არადა რა მოუვა რო, ჰა-ჰა მოკვდეს! თუ გაუმართლა, წამებისა და ტკივილის გარეშე. მაგრამ, თუ დაიჯერებს, რომ არ მოკვდება, თუ დაარწმუნებს საკუთარ თავს, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია, თუ დაინახავს როგორ კლავს ცერბერს და აღებს კარს, ეს ნიშნავს, რომ გამოვა ყველაფერი, თანაც მარტივად… მხოლოდ თავისი შიში უნდა დაძლიოს და დაძლევს კიდეც.

ღრმად ჩაისუნთქა და გვერდითა გასასვლელში თამამად გავიდა… ძაღლი ისევ დახვდა, ოღონდ უკვე სხვა, ბოქსიორი იყო, თავისი საუკეთესო მეგობრის ბოქსიორი! ალბათ ერთადეთი ძაღლი, რომლისაც არ ეშინოდა! ხაფანგია, მახეა, მაცდენს – ფიქრობდა ეს და ძაღლისკენ მიიწევდა. ის იდგა. ეს არ ჩერდებოდა. ის იდგა და კუდს მხიარულად აქიცინებდა. ეს მიუახლოვდა, დაიხარდა სწრაფად მოკიდა ყელში ხელები, უცებ ზურგზე დააწვინა და ხელებს მუხლიც მიახმარა, ახრჩობდა მთელი ძალით. ის ხროტინებდა. ეს ახრჩობდა, მთელი ძალა, შინაგანი ენერგია, მონდომება და ნებისყოფა ჩადო ამაში. თვითონ გაქრა და დარჩა მხოლოდ ძაღლის მკვლელობა, ბოლო გამოცდის ჩაბარება, ერთი ნაბიჯი, სამყაროც გაქრა..

… და ამ დროს მოვიდა ცოდნა, ნათელი, სიცხადე. ეს არ იყო რეალობა, ეს მხოლოდ ილუზიაა,სიზმარია, თუ რაცაა. შეიძლება რეპეტიციაა ბოლო გამოცდის, შეიძლება მხოლოდ ჩაეძინა სხვენის შესასვლელთან. ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე გაიაზრა, რომ აი ეს საწყალი ცხოველი ვაბშე არაფერ შუაშია, არაფერი დაუშავებია. იდგა და მოფერებას ელოდა მარტო, იმიტორო აი მასე უზნეოდ იყო გაზრდილი, ზაზუნას ეძახდნენ დაჟე.

უცებ გაუშვა ხელი, ჯერ მკვდარი ეგონა და მიხვდა რო აი მაგრა მიქარა! ნუთუ ვერ ჩააბარა, ნახუი გამოცდა ცხოველი მოკლა, საყვარელი, თბილი და კეთილი ცხოველი. „არ მოკვდეო“ ჯერ ჩაიჩურჩულა, რაზეც ძაღლმა თავი დაუქნია. გვერდზე იწვა და თავს აქნევდა, ეს კიდე მუხლებზე დაჩოქილი ეხვეწებოდა, არ მოკვდეო. ის თავს უქნევდა და ბოლოს ამანაც გაიაზრა, რო თავს კი არ უქნევდა, კანკალებდა აგონიაში, პირიდან დუჟიც წამოუვიდა თითქოს… ეს კიდე უკვე ყვიროდა, ტიროდა არ მოკვდე, გეხვეწებიო, ეფერებოდა დიდ თავზე და ისევ ტიროდა. მერე უცებ სულ ერთი წამით გაქრა რეალობა და ისევ დაბრუნდა, ისე, რო ამან ვერაფერი შენიშნა, თითქოს ლენტა შეცვალეს და ყველაფერიც იგივე იყო, უბრალოდ, ძაღლის მაგივრად მისი საყვარელი ადამიანი იწვა იატაკზე და მისივე ხელით გაგუდული ჩასუნთქვას ცდილობდა, გაოგნებული თვალებით უყურებდა ამას და ტუჩის კიდიდან ჩამოწელილი წითელი სითხის ზოლიდან სისხლის ხეზე ეწვეთებოდა.

„ჩაისუნთქე, მაპატიე“ – ბღაოდა ეს – „ჩაისუნთქე, გეხვეწები“ – გული სკდებოდა, ამის! ერთადერთი ადამიანი, ვინც მართლა საკუთარ თავზე მეტად უყვარდა თავისივე ხელით დაახრჩო, მოკლა! „ჩაისუნთქე, გეხვეწები, ცუნცულ, ჩაისუნთქე“ – ისევ ტიროდა. ცუნცულა ვერ სუნთქავდა, მარა აი ასე უხმოდ უთხრა – „კაი, ჩაისუნთქავო“ – აწყნარებდა და თან კვდებოდა. თან თვალებით ეუბნებოდა, ნუ გეშინია, არაფერიაო. ეს კიდე, ყვერი… თავისი ხელით მოკლა, უბრალოდ კი არ მოკვდა, არა – ამან მოკლა. იმის თვალები კი სიყვარულით იყო სავსე, კვდებოდა და თან უყვარდა ეს სირი ესა… არავითარი შიში არ იყო მის არც თვალებში და არც არსებაში, უბრალოდ უყვარდა. ეს კიდე ტიროდა და ხო ხვდებით არა როგორ იქნებოდა. მეორე წამში ის მოკვდა…

.. აუ, მერე კიდე გამეღვიძა და არანაირი, სიზმარი იყო და მერე რა მოხდა და რამე. მე ჩემი ხელით დავახრჩე ჩემი ცუნუცულა, მე ეს ვიგრძენი, განვიცადე თავიდან ბოლომდე… ხოდა, რატომღაც ჩავთვალე, რო ამ დანაშაულს მარტო ისე გამოვისყიდი თუ ყვავას მივწერ არტიდეისთვის-თქო და ჰა…

Advertisements

Read Full Post »

მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ერთმა ჯეელმა სახელად ჯონდო, გადაწყვიტა რომ შვილი სურდა და ეს ამბავი თავის მეუღლესაც გააცნო. მალევე ეყოლათ ვაჟი. უფრო სწორედ ვაჟები. ტყუპები.

ძმები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ, მათ მხოლოდ ორი რამ აერთიანებდათ: ზიზღი მთავრობისა, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნებოდა მასში და სიყვარული ქალებისა.

მე მსურს გიამბოთ მათი ქალებთან ურთიერთობის შესახებ.

ბავშვობა:

ორივე ცელქი ბავშვი იყო. ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, აფასებდნენ ლეგალურად ჩამოსულ თურქებსა და “ოქტაგონზე” გამარჯვებამოხვეჭილ ქართველ მომღერლებს, თრიაქის წევა ადრეული ასაკიდან დაიწყებს, მალევე ალკოჰოლს გაუგეს გემო. 12-13  წლის ასაკში მათ ცხოვრებაში ბიბლია შემოიჭრა,  კერძოდ კი ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი ონანი. ბიჭებმა ხელმრუდობას მიჰყვეს ხელი, ანუ პოპულარული ქართულით თუ ვიტყვით ნძრეველები გახდნენ. თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი, მათი როგორც პიროვნებების განვითარებაში, მეტიც მასტურბაციის გაუმჯობესებისაკენ მათმა დაუღალავმა სწრაფვამ და ტექნოლოგიების დახვეწამ, ჩვენი ორი გმირი ხელოვნების სფეროში გადაისროლა.

ეს უფროსის ნამუშევარია:

ეს კი უმცროსის ნახელავია :

ნუ როგორც ხედავთ ბიჭები art-ში გადაეშვნენ.16 წლის ასაკში ბიჭებს პირველი სიყვარულიც ეწვიათ, მეზობელი მაკა აღმოჩნდა მათი დავაჟკაცების იარაღი და ნათელი გზა ვაგინისებრი მომავლისაკენ. დრო გადიოდა ბიჭები კი სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებოდნენ ქალებში. თავიდან თუ ხამებივით ყველას და ყველაფერს ეტანებოდნენ ეხლა უკვე ამორჩევა დაიწყეს. უფროსმა იურიდულზე ჩააბარა აღმერთებდა დიდუბის პანთეონს და 202-ის არტებს, ძალიან უყვარდა ნარდში “ბეშ-ოთხის” გაგორება და მეზობელ ნოდარის ცოლის გაბახება. ვერ იტანდა სიძვის დიაცებსა და მამის საყვარლებს. მან ქალებზე თითქმის ყველაფერი იცოდა და მათ შორის უმთავრეს ათს მუდამ თან ატარებდა. აგერ ფოტო იმ ათი უმთავრესისას რაც ქალზე ნებისმიერმა მამაკაცმა უნდა იცოდეს

მეორე ძმა ბიზნესისა და მართვის განხრით წავიდა. უფრო ძმისგან განსხვავებით მისთვის არ არსებობდა არანაირი შეღუდვა ან პრინციპი, აკეთებდა ყველაფერს ისე როგორც უნდოდა და ეკიდა აბსოლიტურად ყველაფერი. ანანიზმისდროინდელმა ხელოვნებისადმი სიყვარულმა, (more…)

Read Full Post »

ის, რომ მისი ყოფილი იმავე საღამოზეა მიწვეული, სადაც თვითონ, K–მ წვეულებამდე ორი თვით ადრე გაიგო და მზაკვრული გეგმის აწყობას შეუდგა.

უნდა ითქვას, რომ ყოფილმა, „ყოფილის სტატუსი“ თავისი ნებით მიიღო. აი ასე, ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც ჩაილუღლუღა ხასიათის შეუთავსებლობაზე, მერე დაიხურა ქუდი და წავიდა. ამის შემდეგ, პირველი თვეების განმავლობაში,  K დარწმუნებული იყო, რომ ძვირფასი ექსი „დღეს ან ხვალ გონს მოვა“ და პატიებას ითხოვს; მერე იმედი ჰქონდა, რომ მოენატრებოდა და გამოჩნდებოდა, და როდესაც სასოწარკვეთილებისგან, მზად იყო მკითხავის ძიება დაეწყო, მაშინ შეიტყო იმის შესახებ, რაზეც უკვე ზევით დავწერე.

საღამომდე ერთი თვით ადრე K უახლეს დიეტაზე „დაჯდა“; სამი კვირით ადრე კაბა იყიდა და ყველაზე მოდურ სტილისტთან ჩაეწერა მიღებაზე; ორი კვირით ადრე იშოვა სიმპატიური მამრი კომპანიონად. გეგმა სამყაროსავით ძველი და მარტივი იყო. ყოფილს უნდა ენახა გალამაზებული, მხიარული, ბედნიერი K, გასჩენოდა სინანულის შეგრძნება და მოსულიყო პატიების სათხოვნელად.

წვეულებაზე ყველაფერი გადასარევად მიდიოდა. K ცეკვავდა, ერთობოდა და ფლირტაობდა კომპანიონთან. პარალელურად, ყოფილის რეაქციას ამოწმებდა. შეამჩნია, რომ ის ხშირად უყურებდა. მისი მზერა მრავლისმეტყველი და იმედისმომცემი ჩანდა. K დარწმუნდა, რომ გეგმამ იმუშავა და უკვე წარმოიდგინა, რას ეტყოდა პატიების სათხოვნელად მოსულ ყოფილს. როგორ შეხედავდა და გაუღიმებდა. როგორ უსაყვედურებდა, ხოლო შემდგომ დიდსულოვნად მიუტევებდა. ამის შემდეგ ისინი, რა თქმა უნდა, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდნენ.. სიბერემდე.. და შვილებიც ეყოლებოდათ.. ორი.. ან სამი… ან რამდენიც გამოვიდოდა…. ნუ, რა მნიშვნელობა აქვს, პრინციპში..

საღამო დასასრულს მიუახლოვდა, ინტრიგა კი – კულმინაციას. ყოფილი, ნელი ნაბიჯით წამოვიდა K–ს მიმართულებით. ამ დროს, ქალი, თითქმის გულის წასვლამდე აღელვებული, ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას.. აი, ექსი მას მიუახლოვდა, გაუსწორდა და… გვერდით ჩაუარა, გასასვლელის მიმართულებით.

პირველი წამების განმავლობაში K-მ აზროვნების უნარი დაკარგა, შემდეგ კი სწრაფად დაიწყო გონებაში იმ მომენტის ძიება, როდესაც შეცდომა დაუშვა.. ბოლოს უსაზღვრო აგრესიით გადავსებული, გარეთ გავარდა და მანქანაში ჩასაჯდომად გამზადებულ ყოფილს ეცა:

–უსინდისო, უნამუსო, როგორ შეგეძლო, არაადამიანო…

–უკაცრავად ? – ექსს აშკარად გაკვირვებული სახე ჰქონდა. შემდეგ K–ს მიუახლოვდა, სახეზე კარგად დააკვირდა და შუბლი გაეხსნა: – ვაა, K?… როგორ ხარ?… ძალიან კარგად გამოიყურები! … მაპატიე, უცებ ვერ გიცანი, ხომ იცი, ახლომხედველი ვარ და ჩემი სათვალის გარეშე, საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვარჩევ.. ჰეჰ.. გამიხარდა შენი ნახვა. წავედი, მეჩქარება…

K გაჩუმებული უსმენდა ყოფილის მონოლოგს და მისი წასვლის შემდეგაც ადგილიდან არ იძვროდა, მანამ სანამ მომხდარით ოდნავ გაოცებულმა, სიმპატიურმა მამრმა, ხელი არ მოჰკიდა და მანქანისკენ  არ წაიყვანა.

Read Full Post »

შენი სურათი დიდის ამბით ვინახე წლების მანძილზე ბალიშის ქვეშ მერე კი ერთ დღეს როდესაც ძალიან..
იმდენად ძალიან გამაბრაზე რომ მეგონა მძულდი ავდექი და სულ ნაკუწებად ვაქციე..
ამოვშალე ყველა ის Fოლდერი სადაც შეიძლებოდა შენ,(ჩვენ) სურათებს გადავწყდომოდი..
მობილურშიც კი არ ჩავტოვე პატარა დეტალი რომელიც შენს თავს გამაჰსენებდა მაგრამ..
5წლის მერე აღდგომის დღესასწაულზე ბაბუის საფლავიდან ნელი ნაბიჯით მომავალმა ერთერთ ქვაზე საოცრად ნაცნობი თვალები შევნიშნე..
წამით გაიყინა ქვეყნად ყველაფერი..
თითქოს იმ წამს მივხვდი რა მაკლდა ეს 5 წელი იმისთვის რომ თავი კარგად მეგრძნო..
არადა ოდესღაც შენს განადგურებაზე ვოცნებობდი..
ცრემლმორეულმა მობილური მოვიმარჯვე,შენს პორტრეტს სურათი გადავუღე და გამოვიქეცი..

Read Full Post »

შენი პორტრეტი უბრალოდ დავხატე გუშინ
და მერე ისევ დავხიე
შევასრულე ყოველდღიური რიტუალი
ფურცელზე შენი სახე დავხატე
ფუნჯებით
საღებავებით
ფხვნილებით
გამოვიყვანე ლამაზი ნაკვთები
ან ნაკვთები, რომლებიც მე მელამაზება…
ჩრდილები თვალებზე…
წამწამები ისე მკრთალად, თითქოს ჩურჩულითაა ნათქვამი… ძლივს რომ გესმის… ძლივს ხედავ…
თვალების ქვეშ (more…)

Read Full Post »

გგონია, რომ რახან ვერასოდეს მიხვდები, რომ ეს წერილი შენთვისაა, ამიტომაც აზრი არ აქვს მის დაწერას???
ძალიანაც აქვს.
თან ვიცი, რომ შენ ამ წერილს ვერასოდეს წაიკითხავ და რომც ოდესმე წაიკითხო, ვერასოდეს მიხვდები, რომ ეს წერილი შენ გეხება!
რატომ?!
იმიტომ, რომ შენ ასეთი რაღაცეებზე არ ფიქრობ.
შენ ფიქრობ იმაზე, თუ როგორ გადაიჩეხო უფსკრულში მაშინ, როდესაც მე დახმარების ხელს გიწვდი.
ვცდილობ მიგახვედრო, რომ შემიძლია შენი დახმარება, მაგრამ შენ მაინც არ იშლი შენსას.
იცი…
თუმცა რა უნდა იცოდე?! ჯერ ხომ შეკითხვა (more…)

Read Full Post »

ძალიან საყვარელი ქალია ჩემი მეზობლის საყვარელი smile.gif ყოველთვის ძალიან მომწონდა smile.gif უცნაურია, მაგრამ ახერხებს იყოს ჩემი მეზობლის საყვარელი, ისე, რომ ამის შესახებ მათ გარდა არავინ არ იცოდეს smile.gif ა… მე რატომ ვიცი? იმიტომ რომ მე ვარ ჩემი მეზობლის საყვარელი smile.gif უკვე რამდენიმე წელია რაც საყვარლები ვართ, თუმცა ამის შესახებ არავინ არ იცის… ჩემმა ქმარმაც კი biggrin.gif თუმცა რა უნდა გაიგოს, ღამით იმის ნაცვლად რომ ერთხელ მაინც მაკოცოს მკვდარივით იძინებს… ზუსტად ამ დროს მივდივარ ჩემ საყვარელთან smile.gif აქვე ცხოვრობს, მეზობლად… ფაქტიურად კარის მეზობელია… ჩემი ქმარი ყოველთვის კარგად იყო მისდამი განწყობილი და როგორც ატყობთ ტყუილად არა smile.gif ისე, მე თუ მკითხავთ მადლობაც უნდა უთხრას ჩემმა ქმარმა ჩემ საყვარელს, იმისთვის რომ მის მაგივრობას მიწევს biggrin.gif ხუმრობა ხომ არაა მთელი ღამე (ან თითქმის მთელი ღამე) ფხიზლად ყოფნა და გაუჩერებლად მოძრაობა… ყოველი შემთხვევისთვის ჩემი ქმრისთვის ეს სავსებით წარმოუდგენელია smile.gif მართალია, მერე, დილას სამსახურში ეძინება დაღლილ მეზობელს, თუმცა სამაგიეროდ ყველა კმაყოფილია… თუ არ ჩავთვლით მის შეფს biggrin.gif
იმედია, ამის შესახებ ჩემი ქმარი ვერასოდეს გაიგებს, თორემ მერე საყვარელთან სიარულს მუღამი არღარ ექნება smile.gif
ნუ… მგონი სულ ესაა რაც შემიძლია გითხრათ ჩემი მეზობლის და მისი საყვარლის (ანუ ჩემი) ურთიერთობის შესახებ smile.gif
და არ დაგავიწყდეთ, ჩემს ქმარს ნურაფერს გააგებინებთ, თორემ, როგორც უკვე გითხარით, მერე საყვარელთან სიარულს მუღამი ააღარ ექნება biggrin.gif

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: