Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Sci-Fi’ Category

წარმოგიდგენთ, მოთხრობების სერიას, რომელიც დამყარებულია პოპულარული კომპიუტერული თამაში FallOut 3 -ის სამყაროსა და პერსონაჟებზე. არტიდეაზე დადებულ ყველა თემას, დამოუკიდებელი მოთხრობა მიეძღვნება

Soundtrack – Denez Prigent and Lisa Gerrard – An Hini A Garan


სალამი

ახალი ვარ და პირველ რიგში ჩემ თავს გაგაცნობთ. მეგობრები ვასტერლენდერს მეძახიან, თქვენ შეგიძლიათ ვასტით მომმართოთ. მიყვარს უშუალო ადამიანები და უშუალო ურთიერთობები. ბარემ იმასაც გეტყვით რომ ჩემი სახელი მშობლიური შტატის სახელწოდებიდან მოდის, Wasterland, ყოფილი Washington DC. ატომური ღრიანცელის შემდეგ ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იქაურობა აღარაფრით გავდა ძველ სამოთხეს და უკეთესი იქნებოდა თუ ახალ ცხოვრებას ახალი სახელწოდებით დავიწყებდით.

რამდენიმე დღის წინ ბილის ბარში ლევსტერს შევხდი,  ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვიცნობთ. მხარდამხარაც კი გვიბრძოლია მეგატონში ბიბლიოთეკის დასაარსებლად. შემდეგ ჩვენი გზები რაღაცნაირად გაყო. ლევსტერი რივერ სიტიში გადავიდა საცხოვრებლად, მე მეგატონში დავრჩი. თვეში ერთხელ მაინც ვსტუმრობთ ერთმანეთს ძველი მეგობრები. ეს შეხვედრაც მეგობრული ვიზიტის ეგიდით განახორციელა.

სანამ ბილი ვისკის გვიზავებდა, ლევსტერმა არტ იდეის შესახებ მომიყვა და შემომთავაზა მეც მიმეღო მონაწილეობა. თურმე, ჩემი მდიდარი ბიოგრაფია, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის საინტერესო აღმოჩნდეს. ეშმაკმა იცის, რა იქნება და როგორ. მე დავწერ, თქვენ წაიკითხავთ და თუ მოგეწონოთ, როგორმე გამაგებინეთ.

ხო, ეხლა “მეცხრე ტალღა”.

“მეცხე ტალღა” ერქვა ოპერაციას რომელიც ვასტერლენდის მთავრობამ დაგეგმა და წარმატებით განახორციელა რამდენიმე წლის წინ. ამ ოპერაციის დეტალები დღემდე გასაიდუმლოებულია. ყველა მონაწილე თადარიგში გაუშვეს და ენაზე კბილის დასაჭერად დიდი პენსია დაუნიშნეს.

იკითხავთ, რატომო. იმიტომ, რომ ოპერაციისას თავსგადახდენილი ამბების შემდეგ ვერავინ შეძლო სრულ ჭკუაზე დარჩენილიყო. პირადად, დღემდე მეშინია სიბნელეში ძილის და დახურულ სივრცეში მოხვედრისას გული მერევა, თითქოს სისხლის სუნიც მცემს ხოლმე. ერთად დაგუბებული უამრავი სისხლის სუნი.

ღმერთებო!

თუმცა სჯობს ყველაფერი თავიდან დავიწყო.

მეგატონიდან ჩრდილო -დასავლეთით პატარა დაბაა, არეფუ. ასიოდე კაცი ცხოვრობს. ძირითადად ქალები, ბავშვები, მოხუცები და რამდენიმე ბრძოლის უნარიანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც იარაღის შეკეთება კარგად ეხერხებათ, მაგრამ გამოყენება არ იციან. ბრუკლინ სიტიდან მომავალი სავაჭრო გზის ერთი განშტოება არეფუზე გადის. სავაჭრო ქარავნები ხშირად ისვენებენ არეფუს მისადგომებთან. რახან ყველა ქარავანს თან მცველების კარგად შეიარაღებული რაზმი ახლავს, მარადიორები და სხვა ჯურის ნაბიჭვრები ვერ ბედავდნენ დაბის დაწიოკებას, მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა. ღამ-ღამობით იქამდე უცნობი შეიარაღებული ფორმირება თავს ესხმოდა მოსახლეობას და ადამიანებს იტაცებდნენ, თვითმხილველთა თქმით, ისინი არც რეიდერები იყვნენ და არც მონათ ვაჭრები. ჯავშანზე მოსხმული ასეთი ტყავის ჯუბები იქამდე არავის ენახა. ბოლო წვეთი ვესტების ოჯახის ამოხოცვა აღმოჩნდა. (more…)

Read Full Post »

Soundtrack: Aes dana – Onset Data [Ytb]

უდაბნოს ქარმა ახალი ძალით წამოუბერა და ცხელი ქვიშა სახეში მოგვაყარა. ადგილი, სადაც ჩვენი დანაყოფი იყო განლაგებული, ისეთივე მოხრიოკებული და უდაბური იყო, როგორც მთელი პლანეტა. თუმცა ეს მოხრიოკებული მთავრდებოდა ზუსტად იქ, სადაც მე ახლა ვიდექი, მაღალ, ქვებისგან აშენებულ ბასტიონზე და თერმოლაზერის მძიმე კორპუსს შეფარებული თავბედს ვიწყევლიდი იმის გამო, რომ კაჩინსკის არ დავუჯერე და მაგნიტური დამატენიანებელი დილითვე არ ჩავრთე. ახლა ისღა დამრჩენოდა, რომ უდაბნოსავით ამომშრალი რეზერვუარისთვის მემზირა და იმედი მქონოდა, რომ ლეიტენანტი ჩემს შემცვლელს ვადაზე ადრე გამოაგზავნიდა, სხვა თუ არაფერი დღისით მიწევდა მორიგეობა, ეს კი ორმაგად რთული იყო.

ადგილი, სადაც ჩვენი თავდაცვითი ბასტიონი იყო აშენებული დიდი და უხეში ლოდებისგან, წარმოადგენდა იმ რამდენიმე გადარჩენილი ოაზისიდან ერთ-ერთს, რომელიც ტოტალურ გაუწყლოვნებას გადაურჩა გასული საუკუნის ორმოცდაათიანებში. დაცვა კი მართლაც საჭირო იყო, დღე არ გავიდოდა, რომ ვინმე ახალი ბედის მაძიებელი არ შეგვებრაწა თერმოლაზერზე. ხალხი მოდიოდა და მოდიოდა იმის იმედად, რომ აქ იპოვიდნენ თავშესაფარს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სამარეს პოულობდნენ, უძრავ და გავარვარებულ ქვებს შორის. და ასე გრძელდებოდა უკვე დიდი ხანია. ხალხი მოდიოდა, ხალხი რჩებოდა. ოაზისის რესურსები არ იყო იმდენი, რომ ყველა მსურველისთვის გაეძღო მუცელი.

…ობიექტივში მყოფი ერთადერთი ცოცხალი არსება – პატარა ყვითელი ხვლიკი უეცრად გაქრა კადრიდან და მტვრის პატარა ღრუბელი დატოვა. ოკულარს მოვცილდი და იქეთ გავიხედე, საითაც ხვლიკი მეგულებოდა, თუმცა კი იქამდე ერთ კილომეტრამდე მაინც იქნებოდა, ასე რომ მოთახთახე ჰაერის სიღრმეებში ვერაფერი გავარჩიე. ისევ ოკულარს მივაკვდი და ნელ-ნელა მოვაშორე კადრი.

bigcrow-011-ninth

-ტომენ, ხედავ იქეთ, მესამე სექტორში? – ჩამესმა ყურში კაჩინსკის მოგუდული ხმა – რამდენიმეა მგონი.
-ვხედავ, ისეთი არაფერია, მოლაყლაყებს თავისთვის, ნელა და ძლივს, ეტყობა რომ უჭირს სიარული – გაოფლილი ხელები ბარძაყებზე შევიწმინდე და ისევ გავიხედე ოკულარში – არაფერი განსაკუთრებული, კაჩინსკი, პანიკას მოეშვი და ცოტა წყალი მიისხი სახეზე, ხომ ხედავ მზე ცუდად მოქმედებს შენზე – გავეღრიჭე კაჩინსკის და სიგარეტის ნამწვი ამოვჩიჩქნე გულის ჯიბიდან.

სანამ მე და სიგარეტის საცოდავი ნამწვი ერთმანეთს ვატყუებდით, კაჩინსკი დაძაბული იყურებოდა ოკულარში, მერე უცებ ამომხედა და თითქმის ამომყვირა:
-ტომენ! სასწრაფოდ ქვემოთ და უფროსობას დაუძახე! სირბილით და შეკითხვების გარეშე!
ცოტა ხანში ლაზერის კოშკურაში ტევა აღარ იყო, ყველა ცდილობდა გაეხედა საჭვრეტის ოკულარში და გაეგო – მართლაც რაშია საქმე. იქვე კაჩინსკის გაფითრებულ სახეს მოვკარი თვალი და მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო…

[ გაგრძელება იქნება ]

Read Full Post »

ნემო 20 წლის მარტოხელა ყმაწვილი გახლდათ. მაღალი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, მუდამ გაუღიმარი სახითა და კრიალოსანით ხელში მოძრაობდა. აქციებზე სიარული უყვარდა, “თავისუფლებისათვის” იბრძოდა ხშირად, მეტიც ერთგვარ ჰობად ექცა ეს საქმე, აკრიტიკებდა ყველასა და ყველაფერს, საკმაოდ კარგი ორატორი იყო ჩვენი გმირი და კარგად გამოსდიოდა კრიტიკა, მიუხედავად იმისა არგუმენტირებული იყო, თუ არა. ქართველი – ეს სიტყვა მისთვის ამოსავალი წერტილი იყო და ყველაფერს მის გარშემო აგებდა, მისთვის მიუღებელი იყო ნოვაცია და სიახლე და ტრადიციების დაცვის საგუშაგოზე მდგომი არაერთხელ დაპირისპირებია “ევროპელ” ქართველს.
დრო გადიოდა ნემო იზრდებოდა. ხვდებოდა, რომ ყველაფერი ისე არ იყო მოწყობილი როგორც მას სურდა. უფრო სწორედ მისი შეხედულებები შეიცვალა ავ-კარგიანობაზე. ნელ-ნელა ხვდებოდა რომ ილუზიებში ცხოვრობდა. ხვდებოდა რომ არ არსებობენ: ზარმაცები მაგრამ ნიჭიერები, უბანში გაფუჭებული ბიჭები, არც ღმერთი დასჯიდა ვინმეს თუ ქორწინებამდე ექნებოდა სექსი და არც კონსტიტუციური გზით მთავრობის გამოცვლა იქნებოდა ღვთის რისხვის გამომწვეველი. ნელ-ნელა პესიმიზმის მორევში ჩაეფლო. ერთმა  ზარმა კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

-“გამარჯობა ნემო”
-“გამარჯობა შენი. რომელი ხარ?”
-“მე მორფიუს გვასალია ვარ. ვიცი რომ მეძებდი, შენ კითხვები გაქვს რომლებზეც პასუხები შემიძლია გაგცე”
-“ბლინ”
-“რა ბლინ?”
-“იაღოველი ხარ?! თან მეგრელი.”
-“ჰაჰაა. არა იაღოველი არ ვარ პროფესიით ექიმ-ოკულისტი ვარ, ხვალ 10 საათზე რესტორან “თაღლაურაში” გელოდები, ჩვენი კაცი მოგაკითხავს და წამოგიყვანს, თუ რათქმაუნდა თანახმა ხარ?”
-“თანახმა ვარ”

ნემო ნერვიულობდა. 9 საათი გახდა და არავინ არ ჩანს. ალბათ დამესიზმრაო იფიქრა, ესეც ილუზია იყო როგორც სხვა დანარჩენი ყველაფერი ამას ფიქრობდა ნემო, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა.
“მე ნინიტა ვარ, მზად ხარ მორფიუსთან შესახვედრად?”

ზუსტად 22 საათზე რესტორან თაღლაურას კარი შეაღო ნემომ. მხოლოდ ერთი მაგიდა იყო დაკავებული, რომელზეც 5 ადამიანი იჯდა. ნემოს დანახვაზე მათ შორის ყველაზე ასაკოვანი, სასმლისაგან კარგა გვარიანად გაწითლებული პიროვნება წამოდგა და ნემოს ხელი გაუწოდა. ეს მორფიუსი გახლდათ.
– “ნემო გახსოვდეს მე მხოლოდ სიმართლის გაგებას გთავაზობ და არაფერ სხვას. იცოდე რეალობა შესაძლოა ისეთი “ტკბილი” არ აღმოჩნდეს როგორსაც ელოდები. შენს წინ ორი ჭიქაა, ერთში თეთრი ღვინო ასხია, მეორეში წითელი. პირველს დალევ – არც გული აგერევა, არც პახმელია გექნება, ჯიგრულად გაატარებ ჩვენთან ერთად დროს, ხვალ სახლში გაიღვიძებ და არაფერი არ გემახსოვრება. წითელს დალევ – ტრომბით სიკვდილის დიდი ალბათობის წინაშე დადგები, საშინელი “სუშნიაკი” გექნება, რწყევისგან გააფრე, სამაგიეროდ რეალურ სამყაროში გაიღვიძებ”. (more…)

Read Full Post »

თეიმურაზი ერთადერთი ადამიანი იყო მთელ თბილისში და ალბათ მთელ საქართველოშიც, ვისაც ზიმბაბვეს ერთ-ერთ ენაზე, შონაზე შეეძლო საუბარი. თუმცა მისი პოვნა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ბოლოს და ბოლოს, ორიოდე კვირის ძიების შემდეგ მივადექით მის ბინას.
– კი, მაგრამ თეიმურაზის ზიმბაბვური რა ჯანდაბად გჭირდებათ? – გაუკვირდა ჭაღარა ბუზღუნა ქალს, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თეიმურაზის და იყო.
– იცით სახელმწიფო მნიშვნელობის და ძალზე საიდუმლო საქმე გვაქვს – ვუპასუხეთ ჩვენ და სახეზე აშკარად გვეტყობოდა ბედნიერება რომ ბოლოს და ბოლოს ამ მისამართზე არათუ ცხოვრობდა ვინმე თეიმურაზი მაინც, არამედ ზიმბაბვურიც კი გაეგებოდა – 2 კვირიანი ძებნა ეს ეს იყო დასრულდებოდა.
შევაბიჯეთ დაძველებულ და ნახევრად დამპალ ხრუშოვკის კორიდორში, ჯერ კიდევ სიტუაციაში კარგად ვერ გამორკვეული ბებია მაინც მაშინალურად იმეორებდა მილიონჯერ ჩატარებულ და ინსტინქტების დონემდე დაყვანილ რიტუალს:
– გაიხადეთ ახალგაზრდებო, კურტკა აქ ჩამოკიდეთ, ჩაი მოგართვათ? – აქეთ (more…)

Read Full Post »

ლაბორატორია წარმოადგენდა დიდ და მაღალ დარბაზს, რომელიც  ბევრი და უცნაური ხელსაწყოებით იყო გამოტენილი. ისინი ეწყო რიგებად, მწკრივებად, ერთმანეთზე და ამ რიგებს და მწკრივებს ბოლო არ უჩანდა. იქვე დაფათურობდნენ უცნაურად გამოშტერებული გამომეტყველების მეცნიერები და მათი ჯერ კიდევ გამოუშტერებელი ასისტენტები. ისინი ჩვენ რაღაცნაირად, ოდნავ ქედმაღლურად გვიყურებდნენ და თუმცა ამის დამალვას ძალიან ცდილობდნენ, მაინც ისე მოქმედებდა, რომ ოთახის ბოლოში რომ გავედით, თავი საშინელი სალაგა მეგონა. გონებაში ამოტივტივდა ჩემი საყვარელი პლატფორმა, მუდამ მომღიმარი მექანიკოსი, რომელსაც საოცრად რბილი ხმა და გამაბრუებელი სურნელის თმა ჰქონდა და სახლში მომინდა.

ეს დარბაზი გავიარეთ და მეორე, სიდიდით არანაკლებ დარბაზში შევედით, თუმცა აქ ერთი შეხედვით არანაირი ხელსაწყო არ იდგა. დარბაზის შუაში შევნიშნე მხოლოდ რამდენიმე ნახევრად გამჭვირვალე ცილინდრული ოთახი, რომლებიც ერთმანეთს დაახლოებით ჭერის ნახევარ სიმაღლეზე გაკეთებული აივნით უკავშირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ნახევრად იყო გამოღებული და უამრავი კაბელი ნაწლავებივით ეყარა ძირს. (more…)

Read Full Post »

– წინ იყურე, ერთი წერტილი დააფიქსირე კედელზე და იმას უყურე. მე ათვლას დავიწყებ, შენ ყოველ თვლაზე თვალი უნდა გაახილო და დახუჭო ისევ, იმ წერტილს არ მოაშორო მზერა. ერთიდან ათამდე დავითვლი, თითოეული თვლის შემდეგ იგრძნობ რომ თვალებს უფრო და უფრო უნდათ დახუჭული ყოფნა და ყოველი თვლის შემდეგ სულ უფრო და უფრო რთული იქნება მათი გახელა. როცა მე ათამდე ავალ თვალები სიმძიმეს შეიგრძნობენ და დარჩებიან დახუჭული, უკვე გიპნოზში იქნები…
მეგობარი ექსტრასენსობს და მეც დავთანხმდი საცდელი კურდღლის როლს, ახალ ექსპერიმენტს ატარებს რაღაცას, მე მართალია არ მჯერა ამ იწილო-ბიწილოსი, მაგრამ ხათრის გამო უარიც ვერ ვუთხარი და კი მივჩერებივარ აგერ ჩემს წინ აკრული გულმოსული მანდილოსანის სურათს.
– ერთი… შენი თვალები ღიაა, ახლა დახუჭული… ორი… ღია… დახუჭული… სამი… ღია და დახუჭული… თვალები ნელნელა იღლებიან, ყოველ შემდეგ ცდაზე (more…)

Read Full Post »

20:59

Qu’est-ce qu’il y a? (რაშია საქმე?)

Je ne sais pas. (არ ვიცი).

ვხედავ, როგორ მადგას თავზე ჩემთვის სრულიად უცნობი ხალხი და ვცდილობ გავარკვიო მათი სახეები.

თეთრხალათიანი. როგორ ვერ ვიტან. მაგრამ ვხვდები, რომ ეხლა დახმარება მჭირდება. ნეტა რა მჭირს?

Parlez-vous français? (ლაპარაკობთ ფრანგულად?) – მე მომმართავს.

un peu (ცოტა), – ძლივს ამოვღერღე.

– Ne vous en faites pas. Tout finira bien! (არ დაიდარდოთ, ყველაფერი კარგად იქნება!).

– Pouvez-vous m’aider? (შეგიძლიათ დამეხმაროთ?) ვიღაცას მიმართავს.

უკვე ვეღარაფერს ვხედავ. ვითიშები.

21:00

თვალები გავახილე. ვიღაც უცნაური გოგო შემომჩერებია. ყურებამდე იღიმის და თვალები ეშმაკურად უციმციმებს.

Comment ça va? (როგორ ხარ?)

Eh bien! – ცოტა დავიბენი. არა, რა (more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: