Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘არტი’

27 აგვისტო 2009 წელი

იცის რომ ბანკში მის ანგარიშზე სერიოზული თანხა “წევს”, სწორედ ამიტომაა გული გამალებით რომ უცემს. ერთი სული აქვს ვიზა აიღოს და ლონდონში წავიდეს. 29–ში ჩელსის თამაშს უნდა რომ დაესწროს “სტემფორდ ბრიჯზე”. არა მანამდე რაღაცით ხომ უნდა გაერთოს. ამ საღამოს ალბათ მეგობრებთან ერთად რესტორანში წავა და თავაშვებულ ღრეობას გამართავს, რაღათქმაუნდა ყველაფერს თავის ფულით გადაიხდის, ის ხომ აღარაა ისეთი როგორიც გუშინ იყო?!.. ასეც მოხდა რესტორანში წავიდნენ მეგობრები და როგორც ხშირად ხდება ხოლმე გონების დაკარგვამდე დათვრნენ. ხვალ მეგობრები გააცილებენ აეროპორტამდე. თამაშის მერე ალბათ ლონდონის დასათვარიელებლადაც მოიცლის. არც პარიზზე იტყვის უარს თანაც მის კლასელსაც ნახავს, რომელიც დიდი ხანია წამოსულია საქართველოდან. უჰ მაგარი იქნება რა. როდის გათენდება ხვალინდელი დღე რომ დიდ მოგზაურობით ისიამოვნოს.

26 აგვისტო 2009 წელი

– ალო! ალოო!
-გისმენთ! რომელი ხარ?
-Hello ბარაკ! გივი ვარ გივი. ვერ მიცანი?
-ვაახ გივიი! სად დაიკარგე მეგობარო? რამდენი ხანია ერთად არ გვივახშმია.
-ხო რავიცი აბა. ბარაკ! რაღაც სათხოვარი მაქვს შენთან რა.
-გისმენ გივი, რაშია საქმე?
-ბარაკ რაღაც საქმეებს “ვჩალიჩობ” აქეთ, ცოტა ფული დამჭირდეა და ხომ ვერ გადმომირიცხავ, ჩემს საბანკო ანგარიშზე?
-გივი, გივიი შენადა ჩემი *** არ გინდა? ტუუ… ტუუ… ტუუ…

www.gigoli.blogspot.com

Advertisements

Read Full Post »

ერთი დღით ადრე –

მე გარდავიცვალე. ეს მოხდა უკაცრიელ ადგილას… პატარა ხის ქოხში .. მთებში… აბსოლუტური სიჩუმე.. არანაირი ხმა…. არავითარი საუბარი…..

ადამიანებს მობეზრებულმა მჭიდროდ მივხურე კარი და ნესტიან კედელს მივეყრდენი… თავი გა.მოტენილი ათასი უაზრო აზრით, თვალები მზერაგამოცლილი, სხეული გადაღლილი, უღონო.. ტვინი ავტომატურად გენერირებს აზრებს: დროა დაისვენო….. დროს დაისვენო.. დროა დაისვენო ფიქრისგან, დარდისგან, ადამიანებისგან..…

გრილმა ნიავმა ჭრიალით გააღო კარი, სულში ჩაიხედა, დიდხანს აფათურა ხელები, მერე რაღაც მოქაჩა და უკანმოუხედავად წაიღო.

ღიად დარჩენილ კარში ჩუმად შემოიძურწა სხივი, მომისამძიმრა და გავიდა. ყაყაჩოები გაკვირვებული ინტერესით ათვალიერებდნენ ჩემს უძრავ სხეულს.

ეს გუშინ მოხდა..

დღეს – …

მე უზომოდ მომინდა თქვენთან, მივხვდი, რომ ძალიან მიყვარხართ. უსაზღვროდ მინდა გეფეროთ, არაფერს მოგთხოვთ სამაგიეროდ. ოღონდ ნება მომეცით გიყუროთ, გესაუბროთ და მიყვარდეთ ისე, როგორც არასოდეს ჰყვარებიხართ არავის.. მინდა თქვენთან ვიყო, სადმე ჩემთვის, ჩუმად, კუთხეში, ოღონდ თქვენთან… ხმაურში… ქაოსში… ალიაქოთში.. მინდა მოგისმინოთ. გულისყურით მოვისმინო თქვენი სიბრძნე .. და მერე დიდხანს ვიცინო თქვენზე … რა ბრძანეთ? დაგცინით ??? მე ?? უფფფ…. დიდი ამბავი.. თქვენც იცინეთ.. ოღონდ სიყვარულით.. ოღონდ სიყვარულით იცინეთ..

მე
თქვენთან მინდა..
თქვენ გგონიათ გავგიჟდი?
იქნებ ასეცაა. რა მოხდა მერე..
მთავარია, რომ დღეს სიგიჟემდე
მინდა სიცოცხლე… …
ეს
გუშინ იყო..
ორიოდე წამით რომ შევისვენე,
თორემ დღეს…

Read Full Post »

ანტიინდუსტიული პროზა (do not litter)

ჯერ არ იყო დაღამებული. დიდი ქუჩის პარალერული, ქვაფენილით დაგებული პატარა ქუჩები ღორის ხორცის სუნით იყო მოცული (ოღონდ ისეთით მაკდონალდსთან ჩავლისას რომ გვეცემა). სამუშაო დღე მთავრდებოდა და მენაგვეები მთელი დღის დაბინძურებულ, ფეხქვეშგათელილ, მიფურთხებულ, მიბიჩოკებულ ქალაქს ალაგებდნენ. რა არ ჰქონდა გადატანილი ამ ქალაქს, შავი ჭირიდან დაწყებული გერმანული დაბომბვებით დამთავრებული. ამ დროს რომ გაივლიდი, იფიქრებდი მთელ წარსულ უბედურებათა შედეგის ერთ დღეში აღდგენა მოუნდომებიათო.
ნელი ნაბიჯით მიუყვები და გზაზე გხვდება უკვე დაკეტილი მაღაზიები ზოგგან ძვირი, ზოგგან საშუალო ფასის სამგზავრო ჩანთებით. ტურისტული მაღაზიები, სადაც რუქები და სუვენირები იყიდება კვლავ ღიაა. ღიაა რესტორნები, ბარები, პაბები მაგრამ მთავარ ქუჩებზე ნაკებად გხვდება. ხუთშაბათი დღეა და ყველა მეტნაკლებად ფხიზელია, წარმოდგენაც არ გინდა რა მოხდება ამ ადგილას ხვალ, ზუსტად ამ დროს.

სამი ტაილანდელი ტურისტი მთელი დღით კმაყოფილი ბრუნდება (ალბათ სასტუმროში ან სავახშმოდ მიდიან) და თან გზაზე ყველაფერს იღებენ რაც შეხვდებათ. ლამაზ თუ ულამაზო შენობებს, პარკების შესასვლელებს, მანქანებს, ტურისტულ ავტობუსებსაც კი.
ქალაქი არაფერში არ იძირება, არც იძინებს, უბრალოდ სიჩუმე ისადგურებს ნელნელა. გზაზე გხვდება მთელი ღრის ნამუშევარი მიწაზე მჯდომიარე ხალხი რაიმე ჭიქის მსგავსით ხელში და დახმარებას გთხოვს. მის გვერდით მაღაზიაში ორი ლამბორჯინი დგას, არ ვიცი რომელი წლის და რომელი გამოშვება. ყველა დაღლილია, გეგონება პირამიდებს აშენებინებდნენო მთელი დღე. მხოლოდ ნაგვის გამტანი მანქანები ნარინჯისფერი alert ის შუქებით დგანან და აგრზელებენ ნაგვის გადამუშავებას. საინტერესოა სად მიაქვთ.

მეორე დღეს ქალაქში არ გადიხარ, ტოესც ვერ გადიხარ. საშინელმა ქარიშხალმა და წვიმამ ქაალქის ისტორიაში ჯერ არნახული წყალდიდობა გამოიწვია. ზემოდან რომ გადმოიხედები იქიდანაც ჩანს წყალში მოცურავე ნაგვის დიდი ნაწილები. კონკრეტულად ვერ იტყვი რა არის, იმიტომ რომ ნაგავი ნაგავია. არადა დილაა, ამდენი ნაგავი ვერ დაგროვდებოდა. სამაშველო ჯგუფები თუ რაღაც მსგავსი ტიპები უშედეგოდ ცდილობენ პირველ სართულთა დატბორვა ტუმბოებით და ათასი უბედურებით, ნაგავი კი მოდის, ნელ დინებას მოყვება.

ირკვევა რომ ქარიშხალი სწორედ ნაგავსაყრელიდან დაწყებულა, ისეთი სიმძლავრის ყოფილა რომ ნაგვის ნახევარი წამოუღია და ქალაქში წვიმასთან ერთად მოსულა. ბუნებამ დაგიბრუნა შენი ნაგავი ქალაქო!
ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და თავისი შედეგი. თუ რამე ხდება ესეიგი ვიღაცის ნება ან “ნებაა”. ამიტომ დროა წარწერა “ნუ დაყრით ნაგავს” შევცვალოთ წარწერით: “ნუ შექმნი ნაგავს!”

Read Full Post »

პირველად იყო წყევლა. იმიტომ რომ წყევლამდე არაფერი არ იყო!

“წყეულიმც იყავ ყველა ცხოველთა და გარეულ არსებათა შორის!” უთხრა ღმერთმა ადამს. ღმერთის წყევლა უფრო ფართო და მრავლისშემცველი იყო და მის ციტირებას არ მოვყვები, ისედაც ყველამ იცის მოკლე შინაარსი )).
წყევლამდე იმიტომ არ იყო არაფერი, რომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო გააზრებული, ადამიანს არ ჰქონდა შეფასებათა სისტემა. თან ის რასაც არ აქვს წინაარმდეგობა არ შეიძლება არსებობდეს. არ არსებობს სევდა სიხარულის გარეშე და პირიქით. როგორც შოთა ნიშნიანიძე იტყოდა: “ცა მიწის სიხარულია”.

ზოგიერთი ჩვენთაგანი მთელს დღეებს, თვეებს, წლებს და მთელს ცხოვრებას ანდომებს იმისთვის – რომ იფიქროს იმაზე, თუ რა უნდა ვქნათ წყევლის მოსახსნელად. წინათქმულიდან გამომდინარეობს რომ რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა და რაც უფრო აქტიურ ფაზაში შედის წყევლა, მით უფრო მეტად აქტიურდება ადამიანში თვითგანადგურების ფუნქცია. კაცობრიობა როგორც ერთი მთლიანი ისწრაფვის უმანკოებისკენ. არადა რა საჭიროა ხარჯო ამდენი დრო იმისთვის რომ არაფერი არ იყო, არ იარსებო.
ხოდა, არაფერი კრეატიულის დაწერას აქ არ ვაპირებ )) უბრალოდ მინდა (თუ გამომიქვეყნებენ) საჯაროდ მადლობა მოვუხადო ევას იმ ხის ნაყოფი რომ აგემა ადამს (თან საკეისრო კვეთა უკვე არსბეობს და ქალებთან უხერხულად არ გამომივა, მშობიარობა მართლა ძაან არალიბერალურად გამოუვიდა )) ). დღეს რომ მეგობრებს ვნახავ და გამიხარდება (თან ჩაცმულები იქნებიან იმედი მაქვს, ან თუ არ იქნებიან ისიც ხის ნაყოფის ამბავია) მერე ცოტას რომ დავლევ და ისიც გამიხარდება, მერე რაღაც რომ მეწყინება, რომ ის გახარებული არ მომბეზრდეს და მისი ფასი ვიცოდე (რომელიც ასევე ფარდობითი და სიმბოლურია და არაფერი არაა ამაში მნიშვნელოვანი)

Enjoy the curse guyz :punk:

პ.ს ეს “ჩანახატი” მასში მონაწილე გმირები და ა.შ ისეთივე სიმბოლური და ალეგორიულია როგორც ჩანახატის პირველწყარო )))

Read Full Post »

გამიგია ძმები დასირებულები, ძმები აფერისტები, ძმები შიზოფრენიკები, ძმები ლოთები, ძმები როკერები და ასე შემდეგ, ძმები საკმაოდ გამოსადეგია როგორც სიტყვა ასევე მისი შემცველობა, ძმა შეიძლება გამოიყენო ბევრ რამეში, როგორც სასარგებლოდ ასევე უსარგებლოდ, ძმამ ან საძმომ შეიძლება გიხსნას უბანში საჭირო საქმეში, ძმები შეიძლება მოგეხმარონ ტვირთის აზიდვაში, ჭურჭლის დაცლაში, ფულის დახარჯვაში, რასაც მარტო საერთოდ ვერც მოახერხებ ზოგჯერ და რათქმაუნდა დალევაში – ნუ ამას კი მოახერხებ მარტოც თუ მოინდომე, მაგრამ ახლა მე ჩემს მთავარ მიზანს მინდა მივუბრუნდე და შეგატყობინოთ ძმების საუკეთესო გამოყენება ქვეყნიერების აღსაშენებლად უმაღლეს დონეზე. დავიწყოთ აბზაცით – თქვენ შეიძლება იცით, მაინც შეგახსენებთ რომ ძმები ხშირად იყენებენ ძმობას ბევრ საერთო საქმეში, პოლიტიკაში, ბიზნესში, რელიგიაში, ტერორიზმში, მაფიაში, მუსიკაში და ა.შ.; თუ შევქმნით ყველა სფეროში დავერენი საძმოებს ეს ძალიან კარგი იქნება, შემდეგ ყველა მათგანს უნდა ყავდეს ზე ძმა რომელიც იქნება საძმოს უფროსი – ბოსი, ხო მერე ზე ძმებმა უნდა შექმნან ზესაძმოები სადაც იქნებიან მხოლოდ ზეძმები სხვადასხვა საძმოებიდან, ზესაძმოები ფრიად მნიშვნელოვანი ობიექტები უნდა იყოს, თითოეულ ზესაძმოს უნდა ჰყავდეს ერთი ძროხა და ვედრო – სუვენირად რათქმაუნდა ოფისში – იმის მანიშნებლად რომ ამ ზესაძმოს სარგებელი მოაქვს და უსარგებლო არაა.

ყველა ზესაძმოს უნდა ჰყავდეს დიდი ძმა – ერთი ცალი, ეს დიდი ძმა საკმაოდ ვიდზე უნდა იყოს, მინიმუმ ჰალსტუხი უნდა ეჭიროს ან ეკეთოს , რაში გამოიყენება დიდი ძმა – ყველა ქვეყანაში უნდა იყოს ერთი დიდი საძმო სადაც იქნება ერთად ყველა დიდი ძმა მთელი ქვეყნის ზესაძმოებიდან. დიდი საძმოს ბოსი უნდა იყოს იგივე ქვეყნის პეზიდენტი – წოდებთ მამაძმა, რომელსაც დაუჯერებენ ან არ დაუჯერებენ დანარჩენი დიდი და პატარა ძმები თანმიმდევრობთ ჩაყოლებული ზაბორამდე ხ.ზ. ; მამაძმის ძმობის საქმე იქნება მსოფლიოს მამასაძმოსში ყოფნა – სადაც იქნება ერთად ყველა ქვეყნის მამაძმა, ამ მამასაძმოს უნდა ყავდეს ერთი ღმერთიძმა რომელიც იქნება მამასაძმოს ბოსი – ანუ ქვეყნიერების მეფე იქნება ძმა ღმერთი – მოკლედ კაი ტავარს პირველად მაგას გაასინჯებენ რა და თუ კაია წავიდა მერე დილერებთან რა ყველგან, რამე კაი დასალევი თუ გაიჩითება, მაგას დაურეკავენ და თუ სცალია აიწევა შარაფი, ნუ თუ ფული შემოაკლდა ეგეც გადარეკავს და უცებ აუგროვებენ საჭირო თანხას, პოლიტიკურ და სხვა ნებისმიერ საკითხებშიც იგივენაირად რა – რამეს მოთხრის ეს და მერე შეეკიტხება მამაძმებს – ვინმეს რამეს ხო არ დაამატებდა და ეგაა რა – მოყომარდება რა.

Read Full Post »

მხოლოდ მათთვის, ვინც წერს

როგორც გახსოვთ, რამდენიმე ხნის წინ შეგპირდით ბონუს-იდეის დადებას. ტექნიკური თუ სხვა მიზეზების გამო ბონუსის დაქოქვა დღემდე გადაიდო, თუმცა რამდენიმე ჩვენი კრეატივშიკის მოთხოვნით, დღეს გადაწყდა დადება.

რა არის ბონუს-იდეა?

ბონუს-იდეა არის უფრო კონკრეტული და ჩარჩოში მოქცეული თემები. ძირითადი მიზანია წერის სტილის დახვეწა და თვითგანვითარება, writing skill-ების გაუმჯობესება, მაქსიმალური კრიტიკის მიღება ნაწერებზე. მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც მოისურვებს. შაბათის თემები და ბონუს-თემები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს, მონაწილეობა შეგიძლიათ როგორც ერთ-ერთ მათგანში, ასევე ორივეში.

ბონუს-იდეის ფორმატი

ბონუს-იდეის ფარგლებში დავალება შეიძლება რამდენიმე სახით მოვიდეს:

1. მოთხრობის პირველი რამდენიმე ფრაზა ან აბზაცი. ძირითადად მოცემული იქნება კონკრეტული სიტუაცია, შეიძლება – მთავარი გმირის სახელი.
მაგალითად: “ჯუზეპე ჩუმად შეიპარა აბაზანაში. იქ ფლეიბოის ახალი ნომერი ელოდებოდა, რომელსაც უნიტაზის უკან მალავდა. საბედნიეროდ, მათი დამლაგებელი, ქალბატონი ნუციკო, არც ისე კეთილსინდისიერად ასრულებდა საქმეს და მაგ ადგილს არასდროს წმენდდა”.

2. მოთხრობის ბოლო რამდენიმე ფრაზა ან აბზაცი.
მაგალითად: “ყვავა გალოთდა, მროველი ბოლოს დიდი მწერალი გახდა, შურას ასავალ-დასავალს კი ვეღარავინ მიაგნო. ბოლოს ანკარაში უნახავს ვიღაცას, შაურმას ყიდდაო, თუმცა ამ ამბის დაჯერება ცოტა გამიჭირდა – შურა ხომ ვერასდროს იტანდა შაურმას.”

3. რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წინადადება, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული მთელ მოთხრობაში, ფორმის შეუცვლელად.
მაგალითად: “ჩემი გიტარა მაგრად ურევს. მეზობლის ძაღლი გულისგამაწვრილებლად ყეფდა. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. უცხოპლანეტელებმა განაცხადეს, ეს ჩვენი პლანეტაა და აბა დავაი აქედანო, ნორმალურია ახლა ეეს?”

4. მოთხრობის სიუჟეტური ხაზი.მაგალითად: მოთხრობა გოგონაზე, რომელსაც უყვარდა ძაღლები და არ უყვარდა ადამიანები.

რას ვაკრიტიკებთ?

ყველაფერს. წერის სტილს, წინადადებების გამართულობას, მართლწერა-პუნქტუაციას, ფაქტობრივ შეცდომებს, სიუჟეტს, მოქმედი გმირების სახასიათო შტრიხებს, მოკლედ, ყველაფერს, რაც ქმნის მოთხრობას და ყველაფერს, რაც დაეხმარება ბონუს-არტის ავტორს შექმნას შემდეგი, უკეთესი, დახვეწილი არტი.

Be Creative!

Read Full Post »

%d bloggers like this: