Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘არტ-იდეა’

აგერ უკვე რამდენი ხანია, რაც არტ-იდეა ზამთრის ძილის რეჟიმზეა გადასული. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მონაწილეების შემცირებული აქტიობა გახდა. თუმცა ბოლო ხანებია ბლოგერების და მათთან გათანაბრებული პირების რაოდენობამ მოიმატა და კვლავ აქტუალური ხდება არტ-იდეის არსებობა.

თუმცა, მწარე გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს აქტიობა ხშირად მოჩვენებითია ხოლმე. ასე რომ მოდით, ქვემოთ მოცემული პატარა გამოკითხვით გავიგოთ, არტ-იდეის გაცოცხლების შემთხვევაში, რამდენი ადამიანია მზად, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღოს და თავისი კრეატივი სახალხოდ გამოფინოს.

გენადი, შემოაგორე გამოკითხვა:

Advertisements

Read Full Post »

მოგესალმებით, მწერლებო, პოეტებო, მკითხველებო და ა.შ.-ებო.

დღეიდან ვბერავ ახალ სიცოცხლეს ამ ბლოგში 🙂

ფორმატი ოდნავ შეცვლილი იქნება.

მოკლედ, ვდებ რამდენიმე სიმღერას, თქვენ უსმენთ და მოსმენისას წამოსული შეგრძნებები და ფანტაზია გადმოგაგვთ თქვენ ნაწერში. შეგიძლიათ დაწეროთ, ლექსი, მოთხორბა, რომანი, პოემა, რაც გაგიხარდებათ მოკლედ. ტექსტის და სიმღერის შინაარსი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, თუმცა აქაც სრული თავისუფლება გაქვთ.

ვისაც ვორდპრესის იუზერი გაქვთ და ჩვენს ბლოგზე ავტორად არ ხართ დამატებული სურვილის შემთხვევაში დაგამატებთ. თუ არ გაქვთ ვორდპრესის იუზერი დაარეგისტრირეთ და დაგამატებთ, ან თქვენ მიერ დაწერილი ნაწარმოები გამომიგზავნეთ მეილზე sabunia [at] gmail.com

ამ ფორმატის მუღამი, არის ის რომ თქვენ მიერ დაწერილი ტექსტი კარგად იკითხებოდეს არჩეული სიმღერის ფონზე ან მოჰქონდეს იგივე “დუხი.”

პირველი სამი სიმღერა რომელზეც თქვენ უნდა დაწეროთ არის:

1. Empire of the sun – We are the people

2. R.E.M. – Losing my religion

3. Nirvana – Smells like Teen spirit

ტექსტები მიიღება შაბათამდე 🙂

Read Full Post »

შეამჩნევდით ალბათ, რომ ამ ბოლო დროს არტების რაოდენობამ მკვეთრად მოიკლო, ადრე თუ თემებზე ათობით შემოდიოდა არტები, ახლა ათი არტი ერთ თემაზე უკვე მიღწევაა. ავტორების უმეტესობა თავს იმით იმართლებს, რომ ვერ ასწრებენ არტის შექმნას ერთ კვირაში, ხოლო კვირის შემდეგ კი ახალი არტი მოდის უკვე.

ასე რომ დროებით შემოგვაქვს რამოდენიმე ცვლილება:

  • მიმდინარე არტის (”წყევლა”) დრო გაგრძელებულია იქეთა კვირის ბოლომდე, ასე რომ შეგიძლიათ ისევ აიღოთ ხელში კალმები, ფუნჯები, ფოტო და ვიდეოკამერები, გიტარები, როიალები, მიკროფონები და არტის შექმნის სხვა საშუალებები და განაგრძოთ კრეატივი.
  • შეგიძლიათ დადოთ კრეატივი ნებისმიერ ძველ თემაზე, რომელთა ჩამონათვლის სანახავადაც შეგიძლიათ დააჭიროთ აქ, ან კატეგორიების ჩამონათვალში ნახოთ პუნქტი ”თემები”.
  • შეგიძლიათ დადოთ კომბინირებული კრეავიტი – ანუ კრეატივი, რომელიც ჯდება ერთდროულად რამოდენიმე თემაში, ცხადია კონცეპტუალიზმის დაურღვევლად.

იმედია რომ ესეთი გაფართოებული წესები აღარ მოგცემთ საშუალებას იწუწუნოთ იმაზე, რომ რამეში იზღუდებით და ამიტომ ვერ ქმნით კრეატივს.

Think wider and be Creative!

unframed

Read Full Post »

გთავაზობთ არტიდეას რიგით მეთერთმეტე თემას:

_-_-_-_-_-_

მეცხრე ტალღა

Девятая волна

Ninth wave

_-_-_-_-_-_

პროზა, პოეზია, ნახატები, ფოტოები, digital art, მუსიკა, ვიდეო – ნებისმიერი სახის კრეატივი თემაზე გამოგზავნეთ – bigcrow[at]gmail.com

ნამუშევარი თქვენი ნიკითურთ გამოქვეყნდება შესაბამის კატეგორიაში.

ტექსტის ზომას, სურათის ხარისხს და ა.შ. მნიშვნელობა არ ენიჭება. ასევე თავისუფლები ხართ ენის არჩევანში. ერთი ადამიანის მიერ შექმნილი და გამოგზავნილი კრეატივების რაოდენობაც არაა შეზღუდული.

“დავალების” გამოგზავნის ბოლო ვადაა – 15 ივნისი, ორშაბათი, 2009 წელი, 09:00 (დილის), ანუ დადებიდან ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში.

Be creative!

Read Full Post »

მოგესალმებით მრავალტანჯული არტიდეის მკითხველნო და მწერალნო. მოგეხსენებათ ალბათ, რომ არტიდეას დასაბამი ჩაეყარა 2008 წლის 27 მარტს და მას შემდეგ ორი სიკვდილი გადაიტანა, კლინიკური და ბიოლოგიური. კლინიკური სიკვდილი დაკავშირებული იყო შარშან ზაფხულში იძულებით და ხანგრძლივ შესვენებასთან, რასაც შემდეგ პროექტის დასამარება მოყვა. მართალია იყო მცდელობა ამ ყველაფრის აღდგენისა, არტიდეა.ჯი -ს სახით, მაგრამ… მაგრამ.

გემახსოვრებათ, ალბათ, როგორი გაცხოველებული მუშაობა მიდიოდა ხოლმე პროექტებზე, იქმნებოდა ყველანაირი სახის პროზა, პოეზია და მუსიკაც კი (პირველი მერცხალი-ს უნიკალური შედევრების სახით). ამ ყველაფრის თავიდან დაწყება, ასე ვთქვათ ნანგრევებიდან, არ იქნება ადვილი საქმე, მაგრამ ვგონებ ერთობლივი ძალით ამ ყველაფერს შევძლებთ.

მაშ ასე, ვიღებ დეფიბრილატორს, ვუსვამ ზედ გელს და ვადებ არტიდეას გულზე. 100… 150…200… განმუხტვა! ახლა დანარჩენი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად აყვებით ”არტ-იდეა”-ს გაცოცხლების აზრს. ვინაიდან და რადგან ცალკე დომეინის იდეამ არ გაამართლა, მოდით და აქვე გავაგრძელოთ ის ძველი ტრადიცია, რასაც არტ-იდეა ერქვა.

ახლა კი ყურადღება!

ყოველ ორშაბათს, დაწყებული 1 ივნისიდან, ახალი კვირის დადგომასთან ერთად, აქ დაიდება ახალი თემის სათაური. წესები უცვლელია – ყველა წერს ამ სათაურის მიხედვით არტს, იქნება ეს პროზა, პოეზია, მუსიკა, ვიდეო, ფოტო თუ სხვა სახის შემოქმედება. მათ, ვისაც გაქვთ თქვენი ავტორის ანგარიშები, ყველაფერი შეგინარჩუნდებათ, ხოლო დანარჩენებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი ნაშრომები ჩემს მაილზე (ჯერჯერობით აქ, თუ შეიცვლება მაილი, ამასაც გაიგებთ) – bigcrow[at]gmail.com .

ქართულენოვანი არტი უნდა იყოს დაწერილი აუცილებლად ქართულად, იუნიკოდის გამოყენებით, დანარჩენი როგორც გენებოთ. წერილის სათაურში დაიცავით ერთი წესი, ArtIdea-[თემის სათაური]-ავტორი, რათა გამიადვილდეს მათი გარჩევა სხვა დანარჩენი რამეებისგან. ასევე კარგი იქნება, თუ გადახედავთ არტების დადების წესს [click].

ასე რომ დაელოდეთ ორშაბათს, მოამზადეთ ტვინები და იფიქრეთ ფართოდ. მანამდე შეგიძლიათ თქვენს საკუთარ (ვისაც გაქვთ) ლამაზ-ლამაზ ბლოგებზე მოახდინოთ ამ ფაქტის გავრცელება, დაე გაიგოს ხალხმა. წარმატებები.

ეს კი ფოტო, ხალისიანი და მსუბუქი განწყობისათვის:

babuawvera

Read Full Post »

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პირველ ქართულ შემოქმედებით ბლოგში.

რა არის Art-იდეა?

ეს არის ადგილი, სადაც შემოქმედები – მხატვრები, ფოტოგრაფები, დიჯითალ ართის მოყვარულები, მწერლები, პოეტები – ვხვდებით ერთმანეთს, ვუზიარებთ საკუთარ ხედვას ამა თუ იმ საკითხზე, ვიღებთ feedback-ს და პრაქტიკას.

როგორ ხდება მონაწილეობის მიღება?

კვირაში ერთ დღეს ქვეყნდება რაიმე თემა, სიტყვა, ფრაზა ან წინადადება. თქვენ უნდა შექმნათ ამ თემაზე რაიმე სახის ნაწარმოები, გადაიღოთ ფოტო და ა.შ. ხარისხს, ზომას და რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იყოს კრეატივი, და მთავარია იყოს თქვენი! შემდეგ გამოგზავნოთ მეილზე: artidea.ge@gmail.com და პირველივე კრეატივთან ერთად თქვენ გახდებით ამ ბლოგის კონტრიბუტორი. “დავალების” შესრულების ვადა – ერთი კვირა.

ყველა თქვენი ნაწარმოები თქვენვე გეკუთვნით – არავინ გართმევთ მასზე უფლებას. არტ-იდეა უბრალოდ პირველი ქართული შემოქმედებითი ონლაინ-ვორკშოფია, რომელიც ყველას დაგვეხმარება მივიღოთ სიამოვნება და განვვითარდეთ.

ეს არ არის შეჯიბრი, აქ არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. აქ მხოლოდ იქნება ხალხი, ვისაც უნდა გაავარჯიშოს საკუთარი შესაძლებლობები და გაუზიაროს გარშემომყოფებს თავისი ხედვა სამყაროზე.

გისურვებთ წარმატებებს შემოქმედებით ცხოვრებაში.

Be Creative! : )

Read Full Post »

%d bloggers like this: