Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘არტ’

აგერ უკვე რამდენი ხანია, რაც არტ-იდეა ზამთრის ძილის რეჟიმზეა გადასული. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მონაწილეების შემცირებული აქტიობა გახდა. თუმცა ბოლო ხანებია ბლოგერების და მათთან გათანაბრებული პირების რაოდენობამ მოიმატა და კვლავ აქტუალური ხდება არტ-იდეის არსებობა.

თუმცა, მწარე გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს აქტიობა ხშირად მოჩვენებითია ხოლმე. ასე რომ მოდით, ქვემოთ მოცემული პატარა გამოკითხვით გავიგოთ, არტ-იდეის გაცოცხლების შემთხვევაში, რამდენი ადამიანია მზად, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღოს და თავისი კრეატივი სახალხოდ გამოფინოს.

გენადი, შემოაგორე გამოკითხვა:

Advertisements

Read Full Post »

ჩემო ძვირფასო და სულზე უტკბესო არტავიკებო, მწერლებო, პოეტებო, მხატვრებო, მკითხველებო, ყველავ მოკლედ 🙂

წარმოგიდგენთ არტიდეის ახალ დიზაინს, რომელიც იმედია მოგეწონებათ. მართალია თქვენ ცვლილებები არ გიყვართ, ეს შევატყვე მეც, მაგრამ უცვლელი არაფერია ამ ქვეყნად და ამ ახალ დიზაინსაც მიეჩვევით, იმედია და შეგიყვარდებათ.

საქმე იმაშია, რომ ძველ დიზაინს რაღაც ჭირდა. ერთი შეხედვით არ ეტყობოდა, მაგრამ ბევრი არტის წაკითხვის შემდეგ იგრძნობოდა, რომ საშინლად ღლიდა თვალებს ღია ყვითელ ფერზე დაწერილი ღია ფერისვე ნაწერები. ამიტომაც, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ავარჩიე ასე თუ ისე ნეიტრალური დიზაინი, რომელსაც ზედა ჰედერის, რომელიც ასე ლამაზად და მშვიდად იცვლება ყოველ შაბათს, მხარდაჭერა ჰქონოდა. გვერდითა ვიდჯეტებიც, დამეთანხმეთ რომ,  უფრო ლამაზად არის ჩალაგებული…

ასე რომ დატკბით, ისიამოვნეთ და არ დაგავიწყდეთ – Be Creative.

Read Full Post »

%d bloggers like this: