Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘თეა კაკაბაძე’

ერთი დღით ადრე –

მე გარდავიცვალე. ეს მოხდა უკაცრიელ ადგილას… პატარა ხის ქოხში .. მთებში… აბსოლუტური სიჩუმე.. არანაირი ხმა…. არავითარი საუბარი…..

ადამიანებს მობეზრებულმა მჭიდროდ მივხურე კარი და ნესტიან კედელს მივეყრდენი… თავი გა.მოტენილი ათასი უაზრო აზრით, თვალები მზერაგამოცლილი, სხეული გადაღლილი, უღონო.. ტვინი ავტომატურად გენერირებს აზრებს: დროა დაისვენო….. დროს დაისვენო.. დროა დაისვენო ფიქრისგან, დარდისგან, ადამიანებისგან..…

გრილმა ნიავმა ჭრიალით გააღო კარი, სულში ჩაიხედა, დიდხანს აფათურა ხელები, მერე რაღაც მოქაჩა და უკანმოუხედავად წაიღო.

ღიად დარჩენილ კარში ჩუმად შემოიძურწა სხივი, მომისამძიმრა და გავიდა. ყაყაჩოები გაკვირვებული ინტერესით ათვალიერებდნენ ჩემს უძრავ სხეულს.

ეს გუშინ მოხდა..

დღეს – …

მე უზომოდ მომინდა თქვენთან, მივხვდი, რომ ძალიან მიყვარხართ. უსაზღვროდ მინდა გეფეროთ, არაფერს მოგთხოვთ სამაგიეროდ. ოღონდ ნება მომეცით გიყუროთ, გესაუბროთ და მიყვარდეთ ისე, როგორც არასოდეს ჰყვარებიხართ არავის.. მინდა თქვენთან ვიყო, სადმე ჩემთვის, ჩუმად, კუთხეში, ოღონდ თქვენთან… ხმაურში… ქაოსში… ალიაქოთში.. მინდა მოგისმინოთ. გულისყურით მოვისმინო თქვენი სიბრძნე .. და მერე დიდხანს ვიცინო თქვენზე … რა ბრძანეთ? დაგცინით ??? მე ?? უფფფ…. დიდი ამბავი.. თქვენც იცინეთ.. ოღონდ სიყვარულით.. ოღონდ სიყვარულით იცინეთ..

მე
თქვენთან მინდა..
თქვენ გგონიათ გავგიჟდი?
იქნებ ასეცაა. რა მოხდა მერე..
მთავარია, რომ დღეს სიგიჟემდე
მინდა სიცოცხლე… …
ეს
გუშინ იყო..
ორიოდე წამით რომ შევისვენე,
თორემ დღეს…

Read Full Post »

%d bloggers like this: