Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ინსპექტორი’

აღარ ხარ ანგელოზი…

inspeqtoris portrait

Read Full Post »

ორშაბათი

სამშაბათი

ოთხშაბათი

ხუთშაბათი

პარასკევი

შაბათი

კვირა

7/24

Read Full Post »

მაინც გამჟღავნდება…

Read Full Post »

სიზმრების ქალაქი. ახდენის ბინა №6

Read Full Post »

Read Full Post »

ჩემი გაჩენაც ისეთივე უცნაური იყო, როგორც ჩემი შემდგომი ცხოვრება.
სახელი ბებიისგან მერგო, რომელიც ჩემს გაჩენამდე 10 დღით ადრე დაიღუპა.
იდეაში ნათია ვიყავი.
ის დღეები სამწუხაროდ არ მახსოვს, აკვანში რომ ვიწექი და მალიუტკას რომ ვჭამდი..
არც ის მახსოვს, მამაჩემი პურის გულისთვის გრძელ და ბნელ როგებში რომ იდგა შუაღამისას..
არც ის, თუ როგორ მიმიყვანეს საბავშვო ბაღში..
ბავშვობაში ფოტოებს არ მიღებდნენ.. და რაც მქონდა ისიც ძალიან ცოტა შემომრჩა..
ჩემი ბავშვობა არაფრით იყო გამორჩეული სხვებისგან…
ბარბის თოჯინები, კევის მარკები, დენდის კასეტები.. და რაც მთავარია – უდარდელობა!
სკოლაშიც არც ისე ცუდი მოსწავლე ვიყავი… მე-9 კლასამდე მშვენივრად..
შემდეგ სნობების კლასში აღმოვჩნდი და პირველად დავფირქდი ადამიანის რაობაზე..
ყველანაირად ვცდილობდი, რომ ჩემ კლასელებს არ დავმსგავსებოდი და.. ამ მიზეზით ხშირად ვაცდენდი სკოლას.
ბოლო ზარზე ჩვეულებრივად გამოვცხადდი. ჩემი ვალი მოვიხადე.. ოღონდ წინსაფრის და “საროჩკის”გარეშე..
ბანკეტზე არ წავედი.
ჩემ დაბადების დღეს დაემთხვა და სულ არ ვაპირებდი კლასელებთან ჩამშხამებოდა.
მეგობრებთან ერთად აღვნიშნე და.. ბედნიერი ვიყავი..
შემდეგ რა?
ზაფხული… ზაფხული და კიდევ ერთხელ ზაფხული…
ზაფხულიდან შემოდგომამდე – ერრორ ყველაფერი წაშლილია მეხსიერებაში.
შემდეგ აბიტურიენტობა.. თავიდან დიდი შემართებით შევუდექი საქმეს..
მაგრამ ახლა ისე დავიღალე..
ერთი სული მაქვს..
როდის მორჩება ყველაფერი.
ჩემი ცხოვრება ამ ეტაპზე ნაცრისფერია.. ალაგ-ალაგ გამწვანდება და მზე გამოანათებს..
მაინც.. გაზაფხული თავისას შვება..
გაზაფხულდა და.. ცხოვრების ახალი ეტაპიც დაიწყო..
სიმწვანე შემოდის გულში…
მალე..
მალე ყველაფერი დამთავრდება და.. დავისვენებ..!

Read Full Post »

%d bloggers like this: