Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კრეატივი’

აგერ უკვე რამდენი ხანია, რაც არტ-იდეა ზამთრის ძილის რეჟიმზეა გადასული. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მონაწილეების შემცირებული აქტიობა გახდა. თუმცა ბოლო ხანებია ბლოგერების და მათთან გათანაბრებული პირების რაოდენობამ მოიმატა და კვლავ აქტუალური ხდება არტ-იდეის არსებობა.

თუმცა, მწარე გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს აქტიობა ხშირად მოჩვენებითია ხოლმე. ასე რომ მოდით, ქვემოთ მოცემული პატარა გამოკითხვით გავიგოთ, არტ-იდეის გაცოცხლების შემთხვევაში, რამდენი ადამიანია მზად, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღოს და თავისი კრეატივი სახალხოდ გამოფინოს.

გენადი, შემოაგორე გამოკითხვა:

Advertisements

Read Full Post »

გთავაზობთ არტ იდეას რიგით მე-14 თემის სათაურს, ეს გახლავთ:

ერთი დღით ადრე

One day before

Днем раньше

საკმაოდ ვიწრო და კონკრეტული სათაური ჩანს, ერთი შეხედვით, თუმცა თქვენი კრეატიულობის იმედი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ არ ჩაიკეტებით რაღაც კონკრეტულ საზღვრებში და მრავალ სხვადასხვა სახის კრეატივს შემოგვთავაზებთ.

არტების დადების წესი თქვენთვის ალბათ უკვე ცნობილია, თუმცა მაინც შეგახსენებთ – გამოაგზავნეთ თქვენი კრეატივი, ნებისმიერი სახის, იქნება ეს პროზა, პოეზია, ნახატები, ფოტოები, digital art, მუსიკა, ვიდეო თუ სხვა რამ, მაილზე bigcrow[at]gmail.com . ხოლო თუკი თქვენ უკვე ხართ ”არტ იდეას” ავტორებში, მაშინ შეგიძლიათ პირდაპირ დაპოსტოთ საკუთარი იუზერებით.

უფრო დაწვრილებითი ინსტრუქციისათვის გადახედეთ გვერდს ”პროექტის შესახებ” , ხოლო რათა არტების დადებისას დავიცვათ ფორმატირების ერთიანი სახე – ”არტების დადების წესებს”.

კრეატივის გამოგზავნის ბოლო ვადაა 29 ივნისი, ანუ ორი კვირის განმავლობაში დღეიდან, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ პირველი კვირის განმავლობაში არტები ძველ თემებზე არ მიიღება. ასე რომ კონცენტრირდით ამ თემაზე და არ დაგავიწყდეთ მთავარი – Be Creative.

Read Full Post »

შეამჩნევდით ალბათ, რომ ამ ბოლო დროს არტების რაოდენობამ მკვეთრად მოიკლო, ადრე თუ თემებზე ათობით შემოდიოდა არტები, ახლა ათი არტი ერთ თემაზე უკვე მიღწევაა. ავტორების უმეტესობა თავს იმით იმართლებს, რომ ვერ ასწრებენ არტის შექმნას ერთ კვირაში, ხოლო კვირის შემდეგ კი ახალი არტი მოდის უკვე.

ასე რომ დროებით შემოგვაქვს რამოდენიმე ცვლილება:

  • მიმდინარე არტის (”წყევლა”) დრო გაგრძელებულია იქეთა კვირის ბოლომდე, ასე რომ შეგიძლიათ ისევ აიღოთ ხელში კალმები, ფუნჯები, ფოტო და ვიდეოკამერები, გიტარები, როიალები, მიკროფონები და არტის შექმნის სხვა საშუალებები და განაგრძოთ კრეატივი.
  • შეგიძლიათ დადოთ კრეატივი ნებისმიერ ძველ თემაზე, რომელთა ჩამონათვლის სანახავადაც შეგიძლიათ დააჭიროთ აქ, ან კატეგორიების ჩამონათვალში ნახოთ პუნქტი ”თემები”.
  • შეგიძლიათ დადოთ კომბინირებული კრეავიტი – ანუ კრეატივი, რომელიც ჯდება ერთდროულად რამოდენიმე თემაში, ცხადია კონცეპტუალიზმის დაურღვევლად.

იმედია რომ ესეთი გაფართოებული წესები აღარ მოგცემთ საშუალებას იწუწუნოთ იმაზე, რომ რამეში იზღუდებით და ამიტომ ვერ ქმნით კრეატივს.

Think wider and be Creative!

unframed

Read Full Post »

ჩვეულებრივი, შეუხედავი ტიპი. ფეთხუმურად და მოუხერხებლად  ჩაცმული .

ცხოვრების მიზანი არ აქვს  და არც  ჰქონია. არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს არასოდეს, ეს მისი ცხოვრების ძირითადი წესია. მისთვის არ არსებობს მნიშვნელოვნი და უმნიშვნელო, არ იცის სად, რა , როდის  ან რატომ?

მის გარშემო ადამიანები , ის ვისაც რამის სჯერა და სწამს , გონებასუსტები არიან, ხოლო ის ვინც რაღაცისკენ ისწრაფვის , ცდილობს ცხოვრებაში რამეს მიაღწიოს საერთოდ არაადექვატურთა რიცხვშია.

მას არაფრის სწამს, დარწმუნებულია რომ სიკვდილის მერე გაიხრწნება და  მის სხეულს სადმე მატლები და ვირთხები ნელა – ნელა შეჭამენ. მისთვის არ არსებობს ღმერთი, არ არსებობს რაიმე უმაღლესი ძალა. არასოდეს ყოფილა ეკლესიაში, არც არასოდეს აღუნიშნავს არც ერთი დღესასწაული , თავისი დაბადების დღეც კი.

საერთოდ როდის დაიბადა ეგეც არ ანაღვლებს, მაინც ყველას ვირთხები და ჭიები შეჭამენ.

ყველაფერ ამაზე ფიქრს ურჩევნნია სხვებს დასცინოს , ამასხარავოს, მიუთითოს მათ სიბეცეზე….

მისი ცხოვრება უკვე დიდი ხანია ასე მიდის, სადაცაა დასასრულს მიუახლოვდება და სიკვდილიც მოაკითხავს….

ხოლო მისი ჭიებიანი სხეულიდან ამოსულ სულს მისი ძმები – ალაჰი, იესო , ბუდა , ვიშნუ, შივა, და აჰურა მაზდა

– ათეის 🙂 ახალბედა ძმის სახით

ელოდებიან.

Read Full Post »

გთავაზობთ არტიდეას რიგით მეთერთმეტე თემას:

_-_-_-_-_-_

მეცხრე ტალღა

Девятая волна

Ninth wave

_-_-_-_-_-_

პროზა, პოეზია, ნახატები, ფოტოები, digital art, მუსიკა, ვიდეო – ნებისმიერი სახის კრეატივი თემაზე გამოგზავნეთ – bigcrow[at]gmail.com

ნამუშევარი თქვენი ნიკითურთ გამოქვეყნდება შესაბამის კატეგორიაში.

ტექსტის ზომას, სურათის ხარისხს და ა.შ. მნიშვნელობა არ ენიჭება. ასევე თავისუფლები ხართ ენის არჩევანში. ერთი ადამიანის მიერ შექმნილი და გამოგზავნილი კრეატივების რაოდენობაც არაა შეზღუდული.

“დავალების” გამოგზავნის ბოლო ვადაა – 15 ივნისი, ორშაბათი, 2009 წელი, 09:00 (დილის), ანუ დადებიდან ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში.

Be creative!

Read Full Post »

მხოლოდ მათთვის, ვინც წერს

როგორც გახსოვთ, რამდენიმე ხნის წინ შეგპირდით ბონუს-იდეის დადებას. ტექნიკური თუ სხვა მიზეზების გამო ბონუსის დაქოქვა დღემდე გადაიდო, თუმცა რამდენიმე ჩვენი კრეატივშიკის მოთხოვნით, დღეს გადაწყდა დადება.

რა არის ბონუს-იდეა?

ბონუს-იდეა არის უფრო კონკრეტული და ჩარჩოში მოქცეული თემები. ძირითადი მიზანია წერის სტილის დახვეწა და თვითგანვითარება, writing skill-ების გაუმჯობესება, მაქსიმალური კრიტიკის მიღება ნაწერებზე. მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც მოისურვებს. შაბათის თემები და ბონუს-თემები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს, მონაწილეობა შეგიძლიათ როგორც ერთ-ერთ მათგანში, ასევე ორივეში.

ბონუს-იდეის ფორმატი

ბონუს-იდეის ფარგლებში დავალება შეიძლება რამდენიმე სახით მოვიდეს:

1. მოთხრობის პირველი რამდენიმე ფრაზა ან აბზაცი. ძირითადად მოცემული იქნება კონკრეტული სიტუაცია, შეიძლება – მთავარი გმირის სახელი.
მაგალითად: “ჯუზეპე ჩუმად შეიპარა აბაზანაში. იქ ფლეიბოის ახალი ნომერი ელოდებოდა, რომელსაც უნიტაზის უკან მალავდა. საბედნიეროდ, მათი დამლაგებელი, ქალბატონი ნუციკო, არც ისე კეთილსინდისიერად ასრულებდა საქმეს და მაგ ადგილს არასდროს წმენდდა”.

2. მოთხრობის ბოლო რამდენიმე ფრაზა ან აბზაცი.
მაგალითად: “ყვავა გალოთდა, მროველი ბოლოს დიდი მწერალი გახდა, შურას ასავალ-დასავალს კი ვეღარავინ მიაგნო. ბოლოს ანკარაში უნახავს ვიღაცას, შაურმას ყიდდაო, თუმცა ამ ამბის დაჯერება ცოტა გამიჭირდა – შურა ხომ ვერასდროს იტანდა შაურმას.”

3. რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წინადადება, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული მთელ მოთხრობაში, ფორმის შეუცვლელად.
მაგალითად: “ჩემი გიტარა მაგრად ურევს. მეზობლის ძაღლი გულისგამაწვრილებლად ყეფდა. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. უცხოპლანეტელებმა განაცხადეს, ეს ჩვენი პლანეტაა და აბა დავაი აქედანო, ნორმალურია ახლა ეეს?”

4. მოთხრობის სიუჟეტური ხაზი.მაგალითად: მოთხრობა გოგონაზე, რომელსაც უყვარდა ძაღლები და არ უყვარდა ადამიანები.

რას ვაკრიტიკებთ?

ყველაფერს. წერის სტილს, წინადადებების გამართულობას, მართლწერა-პუნქტუაციას, ფაქტობრივ შეცდომებს, სიუჟეტს, მოქმედი გმირების სახასიათო შტრიხებს, მოკლედ, ყველაფერს, რაც ქმნის მოთხრობას და ყველაფერს, რაც დაეხმარება ბონუს-არტის ავტორს შექმნას შემდეგი, უკეთესი, დახვეწილი არტი.

Be Creative!

Read Full Post »

– _ – _ – _ –

ჩემი მეზობლის საყვარელი

Любовница моего соседа (Любовник моей соседки)

The lover of my neighbor

– _ – _ – _ –

პროექტის შემდეგი, რიგით მეხუთე თემა თქვენ წინაშეა.

პროზა, პოეზია, ნახატები, ფოტოები, digital art, მუსიკა, ვიდეო – ნებისმიერი სახის კრეატივი თემაზე გამოგზავნეთartidea.ge@gmail.com

ნამუშევარი თქვენი ნიკითურთ გამოქვეყნდება შესაბამის კატეგორიაში.

ტექსტის ზომას, სურათის ხარისხს და .. მნიშვნელობა არ ენიჭება. ასევე თავისუფლები ხართ ენის არჩევანში. ერთი ადამიანის მიერ შექმნილი და გამოგზავნილი კრეატივების რაოდენობაც არაა შეზღუდული.

დავალებისგამოგზავნის ბოლო ვადაა – 3 მაისი, შაბათი, 2008 წელი, 18:00.

Be creative!

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: