Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლექსი’

დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვუძღვნი, რობერტ სტურუას, რეზო ჩხეიძეს, ქეთი დოლიძეს და სხვა ღვაწლმოსილ ამხანაგებს.

მას მერე როცა, შემხვდი და ვისეირნეთ მოსკოვის ქუჩებში,
როცა, დავლიეთ ჩაი ჩემ მიერ გურიიდან ჩამოტანილი,
როცა, ვჭამეთ ხაჭაპური და ვსვით ღვინო,
როცა, ვუსმინეთ სულიკოს და მერე სოსოს,
როცა, ვილაპარაკეთ კულტურაზე და ჩვენ ძმობაზე,
როცა, ვილოცეთ ერთად და დავანთეთ სანთელი ხატთან,
როცა, ფილმებს ვუყურეთ და ვიცინეთ მოგონებებზე,
შენმა ძმისშვილმა, მომიკლა მამა! ცხინვალში,
გორში, სოხუმში, გალში, ახალგორში, ხაშურში,
თბილისში, ონში, ფოთში, კოდორში,
ტანკით გაჭყლიტა, დაბობმა და ტყვიით დაცხრილა.
ჩვენ კი კვლავ ვსხედვართ და მე მჯერა რომ ძმები ვართ!

Read Full Post »

როცა ამაყად ჩაუვლი გვერდს ჩემს დახატულ პორტრეტს,
შენს პორტრეტს,
სადაც ბევრად უფრო ლამაზი ხარ,
ვიდრე სინამდვილეში,
და იტყვი-‘ეს მე ვარ!’
მე გამეღიმება.
შენ ხარ ეს, დანახული ჩემი თვალებით,
დახატული ჩემი თითებით,
იმაზე ლამაზი
ვიდრე სინამდვილეში,
იმაზე კეთილი,
იმაზე (more…)

Read Full Post »

შენი სილამაზე მხიბლავს და მაოცებს,
ლურჯი თვალები, წყლიანი, უძირო,
ფერმკრთალი ტუჩები, გაფითრებული,
თრთიან შეშინებით მაგრამ უსიტყვოდ

შენმა სიკეთემ გული გამილღო,
შენი ბავშურობა მიპყრობდა უმიზნოს,
დიადი ხარ და ამაყად მდგარი,
ბრძნული გაქვს ნათქვამი შენ ყველა აზრი.

ერთმა თვისებამ ძალზედ დამაღონა
ამ სიყვარულის გრძნობამ გამაოცა
დამიხშო ყოველი ფიქრი, საღოვნება,
შენა ხარ ჩემი შვიდი საოცრება.……

1. სილამაზე

2. სიკეთე

3. ბავშვურობა

4. სიდიადე

5. სიამაყე

6. სიბრძნე

7. სიყვარული

Read Full Post »

აი, თვალიც გაახილა
პაწაწინა ფერიამ
მან რა იცის რომ სიცოცხლის
ერთი დღე დარჩენია,

სულ ერთ დღეში დასრულდება
მისი ფრენა მიწაზე,
ბევრ ჩვენთაგანს დააკლდება
თვალში მისი სინათლე.

მოიარა ადგილები
ნახა ათასფერადად
გადააქცევს ამ ადგილსაც
ლამაზ სიზმრის ქალაქად.

სულ ციცქნაა, პაწაწინა,
ნაზი, როგორც ენძელა
ვერ მოძებნი მთელს ქალაქში
მის მსგავს ციცინათელას.

დრო კი მიდის
სწრაფად მიდის
უკან არ იხედება
სულ რაღაცა ერთ საათში
სილამაზე გაქრება….

Read Full Post »

მეტროში ვარ. სახლმდე კარგი საათნახევრის გზაა. ასე რომ თავს შევიქცევ. მოკლედ ვიწყებ…

# # #
“…ლაპოვინი მა ნერო ტრიოდე
ლუპარრა ესტეტი ტასსო
სეტორო არამინონე
კანოლე ოლეფაცო”
ჩაამთავრა მაღალმა ტიპმა ლექსი, რასაც ოვაციები მოჰყვა…
მაგარ სასტავში ვარ რა… გიჟი, გადარეული ხალხია, თავიანთი ფილასოფიური გამოხტომებით. ხშირად იკრიბებიან, სიტყვებს ძალა აღარ აქვთო ჩვენს ათასწლეულშიო, მთავარი ინტონაციააო, ვიბრაციებიო… ლექსპრომტებს ყვებიან ხოლმე, სიყტვებსაც თავისას იგონებენ, აბსოლუტურად უაზროს, ოღონდ რითმავენ. ხო, ის ლექსი თავიდან მეც იტალიური მეგონა, მაგრამ ეს ტიპი ყოფილა პროსტო იტალიური ფეხბურთის ფანი, გავკარი ტოტის…. ეეჰ, შენ გაუგებ ამდენ შერეკილს…

* * *
………ასტაროჟნა დვერი ზაკრივაიუტსია, სლედუიუშაია სტანცია მენდელეევსკაია… ჩამესმა ნაუშნიკებსმიღმიერი ხმა, ჯერ ორი გაჩერება გამივლია მხოლოდ. რა ნელა გადის დრო… ვაგრძელებ…

# # #
მთავარი სასწაული ის გახლავთ რომ ერთმანეთს უგებენ, (more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: