Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მეზობელი’

ყველაზე დიდი საიდუმლო ანუ ჩემი მეზობლის საყვარელი:

michinio-tlomn

Advertisements

Read Full Post »

ძალიან საყვარელი ქალია ჩემი მეზობლის საყვარელი smile.gif ყოველთვის ძალიან მომწონდა smile.gif უცნაურია, მაგრამ ახერხებს იყოს ჩემი მეზობლის საყვარელი, ისე, რომ ამის შესახებ მათ გარდა არავინ არ იცოდეს smile.gif ა… მე რატომ ვიცი? იმიტომ რომ მე ვარ ჩემი მეზობლის საყვარელი smile.gif უკვე რამდენიმე წელია რაც საყვარლები ვართ, თუმცა ამის შესახებ არავინ არ იცის… ჩემმა ქმარმაც კი biggrin.gif თუმცა რა უნდა გაიგოს, ღამით იმის ნაცვლად რომ ერთხელ მაინც მაკოცოს მკვდარივით იძინებს… ზუსტად ამ დროს მივდივარ ჩემ საყვარელთან smile.gif აქვე ცხოვრობს, მეზობლად… ფაქტიურად კარის მეზობელია… ჩემი ქმარი ყოველთვის კარგად იყო მისდამი განწყობილი და როგორც ატყობთ ტყუილად არა smile.gif ისე, მე თუ მკითხავთ მადლობაც უნდა უთხრას ჩემმა ქმარმა ჩემ საყვარელს, იმისთვის რომ მის მაგივრობას მიწევს biggrin.gif ხუმრობა ხომ არაა მთელი ღამე (ან თითქმის მთელი ღამე) ფხიზლად ყოფნა და გაუჩერებლად მოძრაობა… ყოველი შემთხვევისთვის ჩემი ქმრისთვის ეს სავსებით წარმოუდგენელია smile.gif მართალია, მერე, დილას სამსახურში ეძინება დაღლილ მეზობელს, თუმცა სამაგიეროდ ყველა კმაყოფილია… თუ არ ჩავთვლით მის შეფს biggrin.gif
იმედია, ამის შესახებ ჩემი ქმარი ვერასოდეს გაიგებს, თორემ მერე საყვარელთან სიარულს მუღამი არღარ ექნება smile.gif
ნუ… მგონი სულ ესაა რაც შემიძლია გითხრათ ჩემი მეზობლის და მისი საყვარლის (ანუ ჩემი) ურთიერთობის შესახებ smile.gif
და არ დაგავიწყდეთ, ჩემს ქმარს ნურაფერს გააგებინებთ, თორემ, როგორც უკვე გითხარით, მერე საყვარელთან სიარულს მუღამი ააღარ ექნება biggrin.gif

Read Full Post »

მწვანე მანქანა ჰყავდა, როგორც მახსოვს… “ნოლ ორი” თუ “აძინაცეტი”, არა, მაინც “ნოლ ორი”, იმიტომ, რომ უკან უნივერსალივით ბაგაჟნიკი ჰქონდა. ნუ რა საყვარელი ეს იყო, საყვარელი ფილმებიდან ვიცით, უნდა იყოს 30-32 წლის, უკან გადავარცხნილი შავი თმით, ძვირი კოსტუმი, შვინდისფერი ან რამე სხვა ფერი, ოგონდ არაბანალური… ისეთი, რომ ეგრევე შეეტყოს მასში ჩასმულ-გახვეულ პიროვნებას არაჩვეულებრივობა. მამაკაცი “с большой буквы”, თუმცა ქართულში დიდი ასოთი არ წერენ… ჰო, ცხადია არ წერენ და ეს მარადიული პრობლემა, როდესაც “ვორდში” კრეფ ტექსტს ქართულად და პირველ ასოებს გიდიდებს. ასე რომ ქართულში ეს მხატვრული ხერხი არ გამოდგება… მაშინ უარესი: “თრუ” მამაკაცი! სახელად ალბათ ვინსენტი ან სებასტიანი.

ჰოდა ეს მამაკაცი უნდა იჯდეს კაფეში და დაელოდოს საყვარელს. ქათქათა თეთრი სუფრა, ხელსახოცები ნიკელირებულ სადგამში და ერთი ფინჯანი ყავა. მამაკაცი ზის და სიგარეტს ეწევა, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ფეხსაცმელი კარგად პოლირებილი წითელი ხის ფერი, როგორც ძვირი ავეჯი არის ხოლმე, ისე, სხვათა შორის შარვლის ტოტიდან წინდა მოუჩანს, ყლინჯის ფერში შერჩეული, და მასში ჩატანილი ფეხსაცმლის ზონარი. ყვავილები… თან არ აქვს, რადგანაც ოფიციანტთან მოილაპარკა, რომ საიდუმლო ნიშანზე მიართმევენ სასურველ მანდილოსანს კეტჩუპივით წითელი ვარდების უზარმაზარ, მეეზოვის ახალ ცოცხზე (more…)

Read Full Post »

-წიკ, წიკ, წიკ, წიკ.. საათი 4ს აჩვენებდა.. ფანჯრებს მიღმა ღამე იყო.. მაგიდაზე კი გაციებული ჩაი იდგა.. ლამარამ ოდნავ მოსვა სითხე და დაიჭყანა. ახლოსმდებარე ჯიხურში ნაყიდ ჩაის არც ისე ქონდა გადასარევი გემო და გაციების შემდეგ, საერთოდ აღარ ვარგოდა. ჭიქის შიგთავსი გადაღვარა, კარადის უჯრა გამოაღო და მის შორეულ კუთხეში გადამალულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა.
კაი ხანია ეწევა ლამარა, მაგრამ არ უნდა ვინმემ გაიგოს. ეგღა აკლია, სოფელში ჭორები გაუვრცელონ. სიგარეტსაც მაშინ ყიდულობს, როდესაც ქალაქში ჩადის.

მოუკიდა, შეისუნთქა..

კედლიდან მშობლების განრისხებული პორტრეტები უცქერდნენ. ზუსტად ისე, როგორც უცქერდნენ მისი ცხოვრების 40 წელი. ახლა კი, ცოცხლები აღარ არიან და მაინც მკაცრად უყურებდბნენ (more…)

Read Full Post »

***
ვდგავარ ისევ ფანჯარასთან, გიოა ჩემთან ამოსული… მერამდენედ. გავყურებ ფანჯარაზე წებოსავით მოსხმულ წვიმის წვეთებს…ხო, თან ელავს, თან ჭექს, წვიმა ესხმება ფანჯარას 300 მ/წმ სიჩქარით… ნუ კაროჩე, ამინდი დედას იტყნავს რა. არადა ვდგავარ პიჟამოთი, ფეხშიშველი, ტანზეც არაფერი მაცვია, გაუპარსავი, დაუვარცხნელი. რას გავხარ, შეჩემა? კარტოფილს ფრცქვნის გიო. – იდი ნახუი. ბოდიში, ამ დილაუთენია ალენ დელონი რომ არ დაგხვდა ბინაში. კუდამოძუებული გატრიალდა სამზარეულოსკენ, რაღაცას აკეთებს საჭმელს. ევასება კიშკაობა. მე ისევ ფანჯარაში ვიყურები, ხელზე ვარ დაყრდნობილი, ხელი კი – ფანჯრის რაფაზე.
– აი, კიდევ მოვიდა.
– ვინ ე?
– SOS 789
– ეგ ვინაა?
– მანქანის სერიაა, შეჩემა. არა რა, აი ზოგს რა ძაღლის ბედი აქვს რა. მაგის დედაც.
– რა იყო, შეჩემა? სასწრაფოს მანქანას უყურებ?
– ჩემიიიიი კაი!
სამზარეულოდან კარტოფილის შუშხუნის (more…)

Read Full Post »

-აჰა მოვიდა, რას დადის ნეტა ყოველ დღე? ერთხელ რომ კარი შეეშალოს და ჩემთან დააზარუნოს რა მოხდება. აუჰ, რას ვუზამდი, რას ვაჭყვიტინებდი დასაკლავი გოჭივით – სადარბაზოდან კარის მოჯახუნების ხმა გაისმა და მეც მოვშორდი გლაზოკს.

სამი წელია რაც ირინა ჩემს გვერდით ცხოვრობდა და ეს სამი წელი დაკარგული მქონდა მოსვენება, დილით გლაზოკს ვიყავი აკრული და ღამით ჩვენს საერთო კედელს. შენ უნდა გენახა როგორ მიფანცქალდებოდა გული, თუკი შემთხვევით სადმე შემხვდებოდა ირინა. კარგი გოგო იყო, უფრო სწორად კარგი ქალი იყო ირინა, 30-35 წლის იქნებოდა სავარაუდოდ, ანუ ზუსტად იმ ასაკში, როდესაც ქალი თავის ზენიტს აღწევს და იფურჩქნება, მეც მეტი რა მინდოდა, 17 წლის ღლაპს, ვიჯექი და ვანძრევდი ირინაზე. მარტო ცხოვრობდა ირინა, მაგრამ კაცი არ მინახავს ჯერ მის ბინაში შესული ან გამოსული, დაქალები იცოცხლე, მისვლა-მოსვლა ქონდათ სულ, თან იმდენი იყვნენ, თავგზა აგერეოდა.

მაგრამ მე მაინც მყავდა ერთი გამორჩეული, ყველაზე ხშირად დადიოდა, ლამაზი იყო ეგეც, ირინასავით. ბევრი ჩემი ღამეული ოცნება იყო დაკავშირებული ამ ორ ქალთან, ირინასთან და მის დაქალთან, ბევრჯერ მიოცნებია ათას ბავშვურ სისულელეზე, როგორც მე მეგონა მაგარ სექსუალურ რაღაცეებზე, მაგრამ ჩემს მაქსიმუმად კარების გლაზოკში ყურება და შემდეგ (more…)

Read Full Post »

კარებს იქით ყვირილის ხმა გავიგონე…

–    სად დაეთრევი ამდენიხანი, მოვკვდი კაცი, კარი არ უნდა გამიღო?
–    მეძინა
–    გეძინა კიარა……. საჭმელი გვაქ რამე? მიდი დროზე დაადგი მე მანმადე წყალს გადავივლებ

აბაზანის კარი მიჯახუნდა

მე ფრთხილად კარზე მქონდა ყური მიდებული……..

უეცრად კიდევ უფრო ხმამაღალი ყვირილი (more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: