Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მეორე’

მოგესალმებით მრავალტანჯული არტიდეის მკითხველნო და მწერალნო. მოგეხსენებათ ალბათ, რომ არტიდეას დასაბამი ჩაეყარა 2008 წლის 27 მარტს და მას შემდეგ ორი სიკვდილი გადაიტანა, კლინიკური და ბიოლოგიური. კლინიკური სიკვდილი დაკავშირებული იყო შარშან ზაფხულში იძულებით და ხანგრძლივ შესვენებასთან, რასაც შემდეგ პროექტის დასამარება მოყვა. მართალია იყო მცდელობა ამ ყველაფრის აღდგენისა, არტიდეა.ჯი -ს სახით, მაგრამ… მაგრამ.

გემახსოვრებათ, ალბათ, როგორი გაცხოველებული მუშაობა მიდიოდა ხოლმე პროექტებზე, იქმნებოდა ყველანაირი სახის პროზა, პოეზია და მუსიკაც კი (პირველი მერცხალი-ს უნიკალური შედევრების სახით). ამ ყველაფრის თავიდან დაწყება, ასე ვთქვათ ნანგრევებიდან, არ იქნება ადვილი საქმე, მაგრამ ვგონებ ერთობლივი ძალით ამ ყველაფერს შევძლებთ.

მაშ ასე, ვიღებ დეფიბრილატორს, ვუსვამ ზედ გელს და ვადებ არტიდეას გულზე. 100… 150…200… განმუხტვა! ახლა დანარჩენი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად აყვებით ”არტ-იდეა”-ს გაცოცხლების აზრს. ვინაიდან და რადგან ცალკე დომეინის იდეამ არ გაამართლა, მოდით და აქვე გავაგრძელოთ ის ძველი ტრადიცია, რასაც არტ-იდეა ერქვა.

ახლა კი ყურადღება!

ყოველ ორშაბათს, დაწყებული 1 ივნისიდან, ახალი კვირის დადგომასთან ერთად, აქ დაიდება ახალი თემის სათაური. წესები უცვლელია – ყველა წერს ამ სათაურის მიხედვით არტს, იქნება ეს პროზა, პოეზია, მუსიკა, ვიდეო, ფოტო თუ სხვა სახის შემოქმედება. მათ, ვისაც გაქვთ თქვენი ავტორის ანგარიშები, ყველაფერი შეგინარჩუნდებათ, ხოლო დანარჩენებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი ნაშრომები ჩემს მაილზე (ჯერჯერობით აქ, თუ შეიცვლება მაილი, ამასაც გაიგებთ) – bigcrow[at]gmail.com .

ქართულენოვანი არტი უნდა იყოს დაწერილი აუცილებლად ქართულად, იუნიკოდის გამოყენებით, დანარჩენი როგორც გენებოთ. წერილის სათაურში დაიცავით ერთი წესი, ArtIdea-[თემის სათაური]-ავტორი, რათა გამიადვილდეს მათი გარჩევა სხვა დანარჩენი რამეებისგან. ასევე კარგი იქნება, თუ გადახედავთ არტების დადების წესს [click].

ასე რომ დაელოდეთ ორშაბათს, მოამზადეთ ტვინები და იფიქრეთ ფართოდ. მანამდე შეგიძლიათ თქვენს საკუთარ (ვისაც გაქვთ) ლამაზ-ლამაზ ბლოგებზე მოახდინოთ ამ ფაქტის გავრცელება, დაე გაიგოს ხალხმა. წარმატებები.

ეს კი ფოტო, ხალისიანი და მსუბუქი განწყობისათვის:

babuawvera

Advertisements

Read Full Post »

-ნეტა ვიცოდე რას მაშტერდება ასე – გავიფიქრე და გვერდზე მჯდომ წითელ-ლურჯ გოგონას ცერად გავხედე. გოგონამ ოდნავ ჩაიღიმა და ეკრანისკენ გაიხედა. ეკრანზე დრიმ რაღაც სამგანზომილებიანი ვიდეო გადიოდა დრიმ სითიზე.

…და მაშინ გადაწყდა დაარსებულიყო აქ ადამიანის გონების საკვლევი ცენტრი, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რასაც დღეს ვხედავთ – მსოფლიოში სიდიდით პირველი, ქვეცნობიერის მატერიალიზაციისა და ანიჰილაციური პროცესების შემსწავლელი ცენტრი, დრიმ სითი. მასში ამჟამად 500 ათასი ადამიანი მუშაობს და მოღვაწეობს, აქედან 30 ათასი მეცნიერ-მუშაკი. თქვენ გაგიმართლათ, რომ აქ მოხვდით, რადგან დრიმ სითიში მხოლოდ განსაკუთრებული გონებრივი და ფსიქიკური შესაძლებლობის ადამიანები ხვდებიან. თქვენ ყველას ჩაგიტარდებათ მრავალმხრივი ტესტები და შემდეგ (more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: