Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მეცხრე ტალღა’

გთავაზობთ აუდიო არტს თემაზე ”მეცხრე ტალღა”. იხილეთ ლინკი ქვემოთ (არ საჭიროებს დაუნლოადს):

George Sword – Untitled (მეცხრე ტალღა)

Advertisements

Read Full Post »

წარმოგიდგენთ, მოთხრობების სერიას, რომელიც დამყარებულია პოპულარული კომპიუტერული თამაში FallOut 3 -ის სამყაროსა და პერსონაჟებზე. არტიდეაზე დადებულ ყველა თემას, დამოუკიდებელი მოთხრობა მიეძღვნება

Soundtrack – Denez Prigent and Lisa Gerrard – An Hini A Garan


სალამი

ახალი ვარ და პირველ რიგში ჩემ თავს გაგაცნობთ. მეგობრები ვასტერლენდერს მეძახიან, თქვენ შეგიძლიათ ვასტით მომმართოთ. მიყვარს უშუალო ადამიანები და უშუალო ურთიერთობები. ბარემ იმასაც გეტყვით რომ ჩემი სახელი მშობლიური შტატის სახელწოდებიდან მოდის, Wasterland, ყოფილი Washington DC. ატომური ღრიანცელის შემდეგ ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იქაურობა აღარაფრით გავდა ძველ სამოთხეს და უკეთესი იქნებოდა თუ ახალ ცხოვრებას ახალი სახელწოდებით დავიწყებდით.

რამდენიმე დღის წინ ბილის ბარში ლევსტერს შევხდი,  ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვიცნობთ. მხარდამხარაც კი გვიბრძოლია მეგატონში ბიბლიოთეკის დასაარსებლად. შემდეგ ჩვენი გზები რაღაცნაირად გაყო. ლევსტერი რივერ სიტიში გადავიდა საცხოვრებლად, მე მეგატონში დავრჩი. თვეში ერთხელ მაინც ვსტუმრობთ ერთმანეთს ძველი მეგობრები. ეს შეხვედრაც მეგობრული ვიზიტის ეგიდით განახორციელა.

სანამ ბილი ვისკის გვიზავებდა, ლევსტერმა არტ იდეის შესახებ მომიყვა და შემომთავაზა მეც მიმეღო მონაწილეობა. თურმე, ჩემი მდიდარი ბიოგრაფია, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის საინტერესო აღმოჩნდეს. ეშმაკმა იცის, რა იქნება და როგორ. მე დავწერ, თქვენ წაიკითხავთ და თუ მოგეწონოთ, როგორმე გამაგებინეთ.

ხო, ეხლა “მეცხრე ტალღა”.

“მეცხე ტალღა” ერქვა ოპერაციას რომელიც ვასტერლენდის მთავრობამ დაგეგმა და წარმატებით განახორციელა რამდენიმე წლის წინ. ამ ოპერაციის დეტალები დღემდე გასაიდუმლოებულია. ყველა მონაწილე თადარიგში გაუშვეს და ენაზე კბილის დასაჭერად დიდი პენსია დაუნიშნეს.

იკითხავთ, რატომო. იმიტომ, რომ ოპერაციისას თავსგადახდენილი ამბების შემდეგ ვერავინ შეძლო სრულ ჭკუაზე დარჩენილიყო. პირადად, დღემდე მეშინია სიბნელეში ძილის და დახურულ სივრცეში მოხვედრისას გული მერევა, თითქოს სისხლის სუნიც მცემს ხოლმე. ერთად დაგუბებული უამრავი სისხლის სუნი.

ღმერთებო!

თუმცა სჯობს ყველაფერი თავიდან დავიწყო.

მეგატონიდან ჩრდილო -დასავლეთით პატარა დაბაა, არეფუ. ასიოდე კაცი ცხოვრობს. ძირითადად ქალები, ბავშვები, მოხუცები და რამდენიმე ბრძოლის უნარიანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც იარაღის შეკეთება კარგად ეხერხებათ, მაგრამ გამოყენება არ იციან. ბრუკლინ სიტიდან მომავალი სავაჭრო გზის ერთი განშტოება არეფუზე გადის. სავაჭრო ქარავნები ხშირად ისვენებენ არეფუს მისადგომებთან. რახან ყველა ქარავანს თან მცველების კარგად შეიარაღებული რაზმი ახლავს, მარადიორები და სხვა ჯურის ნაბიჭვრები ვერ ბედავდნენ დაბის დაწიოკებას, მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა. ღამ-ღამობით იქამდე უცნობი შეიარაღებული ფორმირება თავს ესხმოდა მოსახლეობას და ადამიანებს იტაცებდნენ, თვითმხილველთა თქმით, ისინი არც რეიდერები იყვნენ და არც მონათ ვაჭრები. ჯავშანზე მოსხმული ასეთი ტყავის ჯუბები იქამდე არავის ენახა. ბოლო წვეთი ვესტების ოჯახის ამოხოცვა აღმოჩნდა. (more…)

Read Full Post »

გთავაზობთ არტიდეას რიგით მეთერთმეტე თემას:

_-_-_-_-_-_

მეცხრე ტალღა

Девятая волна

Ninth wave

_-_-_-_-_-_

პროზა, პოეზია, ნახატები, ფოტოები, digital art, მუსიკა, ვიდეო – ნებისმიერი სახის კრეატივი თემაზე გამოგზავნეთ – bigcrow[at]gmail.com

ნამუშევარი თქვენი ნიკითურთ გამოქვეყნდება შესაბამის კატეგორიაში.

ტექსტის ზომას, სურათის ხარისხს და ა.შ. მნიშვნელობა არ ენიჭება. ასევე თავისუფლები ხართ ენის არჩევანში. ერთი ადამიანის მიერ შექმნილი და გამოგზავნილი კრეატივების რაოდენობაც არაა შეზღუდული.

“დავალების” გამოგზავნის ბოლო ვადაა – 15 ივნისი, ორშაბათი, 2009 წელი, 09:00 (დილის), ანუ დადებიდან ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში.

Be creative!

Read Full Post »

%d bloggers like this: