Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ნია’

შენი სილამაზე მხიბლავს და მაოცებს,
ლურჯი თვალები, წყლიანი, უძირო,
ფერმკრთალი ტუჩები, გაფითრებული,
თრთიან შეშინებით მაგრამ უსიტყვოდ

შენმა სიკეთემ გული გამილღო,
შენი ბავშურობა მიპყრობდა უმიზნოს,
დიადი ხარ და ამაყად მდგარი,
ბრძნული გაქვს ნათქვამი შენ ყველა აზრი.

ერთმა თვისებამ ძალზედ დამაღონა
ამ სიყვარულის გრძნობამ გამაოცა
დამიხშო ყოველი ფიქრი, საღოვნება,
შენა ხარ ჩემი შვიდი საოცრება.……

1. სილამაზე

2. სიკეთე

3. ბავშვურობა

4. სიდიადე

5. სიამაყე

6. სიბრძნე

7. სიყვარული

Advertisements

Read Full Post »

Read Full Post »

აი, თვალიც გაახილა
პაწაწინა ფერიამ
მან რა იცის რომ სიცოცხლის
ერთი დღე დარჩენია,

სულ ერთ დღეში დასრულდება
მისი ფრენა მიწაზე,
ბევრ ჩვენთაგანს დააკლდება
თვალში მისი სინათლე.

მოიარა ადგილები
ნახა ათასფერადად
გადააქცევს ამ ადგილსაც
ლამაზ სიზმრის ქალაქად.

სულ ციცქნაა, პაწაწინა,
ნაზი, როგორც ენძელა
ვერ მოძებნი მთელს ქალაქში
მის მსგავს ციცინათელას.

დრო კი მიდის
სწრაფად მიდის
უკან არ იხედება
სულ რაღაცა ერთ საათში
სილამაზე გაქრება….

Read Full Post »

%d bloggers like this: