Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პირველი’

თეიმურაზი ერთადერთი ადამიანი იყო მთელ თბილისში და ალბათ მთელ საქართველოშიც, ვისაც ზიმბაბვეს ერთ-ერთ ენაზე, შონაზე შეეძლო საუბარი, თუმცა მისი პოვნა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ბოლოს და ბოლოს, ორიოდე კვირის ძიების შემდეგ მივადექით მის ბინას.

– კი, მაგრამ თეიმურაზის ზიმბაბვური რა ჯანდაბად გჭირდებათ? -გაუკვირდა ჭაღარა ბუზღუნა ქალს, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თეიმურაზის და იყო  – და საერთოდაც, თეიმურაზი არ გახლავთ სახლში, უნივერსიტეტშია წასული, დღეს ჩათვლები აქვს და სავარაუდოდ გვიან დაბრუნდება.
– თქვენ მეუღლე ხართ? აუცილებლად გვჭირდება მისი პოვნა, ქალბატონო-მაქსიმალურად საწყალი თვალები მივიღე მე-და აუცილებლად დღესვე.
– არა, მე და ვარ, თეიმურაზს მეუღლე ორი წლის წინ დაეღუპა და იმის შემდეგ მთელ თავის დროს იმ წყეულ, აზიისა და აფრიკის უნივერსიტეტს ახმარს, საერთოდ დაივიწყა თავისი საწყალი და…
ჩვენ აღარ დავაცადეთ მოხუცს ტირადის ბოლომდე დასრულება, სასწრაფოდ დავემშვიდობეთ და კიბეზე სირბილით დავეშვით. (more…)

Read Full Post »

გთავაზობთ მოთხრობის დასაწყისს:

_ _ _ _ _ _ _ _

თეიმურაზი ერთადერთი ადამიანი იყო მთელ თბილისში და ალბათ მთელ საქართველოშიც, ვისაც ზიმბაბვეს ერთ-ერთ ენაზე, შონაზე შეეძლო საუბარი. თუმცა მისი პოვნა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ბოლოს და ბოლოს, ორიოდე კვირის ძიების შემდეგ მივადექით მის ბინას.

– კი, მაგრამ თეიმურაზის ზიმბაბვური რა ჯანდაბად გჭირდებათ? -გაუკვირდა ჭაღარა ბუზღუნა ქალს, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თეიმურაზის და იყო.

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

მოთხრობა გამოგზავნეთ მისამართზე: artidea.ge@gmail.com

არ დაგავიწყდეთ სათაურის დარქმევა : )

ნამუშევარი თქვენი ნიკითურთ გამოქვეყნდება შესაბამის კატეგორიაში.

დავალებისგამოგზავნის ბოლო ვადაა14 მაისი, ოთხშაბათი, 2008 წელი, 18:00.

Be creative!


Read Full Post »

მუსიკალური არტი:

http://mus.ge/C6E1C0EB-Pirveli_Mercxali_-_Chemi_Mezoblis_Sayvareli.mp3

Read Full Post »

…კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიზმრების ქალაქში – მამცნო ქალის სასიამოვნოდ წვნიანმა ხმამ – ჩვენ ვიმყოფებით მეშვიდე განივი და მეორე გრძივი, ტროპიკული ზონების გადაკვეთაში. შეგახსენებთ, რომ სიზმრების ქალაქი დაარსდა 2147 წელს და გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით. იგი მდებარეობს მესამე მაგნიტური აგრიგლების ეპიცენტრში, რითიც არის განპირობებული მისი განსაკუთრებული თვისებები. Please head to the registration posts – რატომღაც ინგლისურად ჩაახუჭუჭა ხმამ და დადუმდა. სადღაც ქვემოთ, იატაკის ქვეშ რაღაცამ წვრილად დაუსტვინა, ვაგონი ოდნავ შექანდა და გაჩერდა.

ჩემი მცირე ბარგი ჯიბეში ჩავიდე და გარეთ გამოვედი. საოცარი ხედი გადამეშალა თვალწინ, თუმცა ჩვენს საუკუნეში ამაში უცნაური არაფერი იყო, ამიტომაც მშვიდად შევაბიჯე ესკალატორზე და დაბლა დავეშვი. ესკალატორი საჰაერო გზის მთავარი საგურიდან ქვემოთ, მიწასთან ჩადიოდა, სადაც სარეგისტრაციო პუნქტი იყო განლაგებული. მე მივედი ფანჯარასთან, კამერას ინსტიქტურად გავუღიმე და კარტა შევაცურე ჭრილში. ეკრანი მწვანედ აციმციმდა და “Registered” აინთო. მაშ ასე, დღეიდან მე ”დრიმ სითის” მოქალაქე გავხდი.

მართალი რომ ვთქვა, მაინც და მაინც არ მომიწევდა აქეთ გული, მშვენივრად ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ლითიუმის მომპოვებელ პლატფორმაზე ანტარქტიდის აწ უკვე გამლღვალ შელფზე, მყავდა ჩემი  (more…)

Read Full Post »

გამარჯობა!ინტერნეტი მქონდა გათიშული რამოდენიმე დღე, და დათამ მითხრა რომ ახალი თემა გაქვთ “სიზმრის კარაქი”. ჩემთან ჩავწერეთ კომპოზიცია. მაგრამ ახლა აღმოვაჩინე რომ კარაქი კი არა, ქალაქი ყოფილა. გადასწორებას ალბათ ვეღარ შევძლებთ, ასე რომ იმედია არ დაიწუნებთ.

http://mus.ge/E5C9795B-Pirveli_Mercxali_-_Sizmris_Karaqi.mp3

სიზმრების კარაქი.

Read Full Post »

ყველაფერი ჩემ შესახებ

All about me

Все обо мне

– – –

გადაწყდა, რომ პროექტის პირველი თემა ასეთი გაცნობითი ხასიათის ყოფილიყო. ყველას გვაინტერესებს, ვინ ხართ თქვენ, ვინც ქმნით. ვინ ხართ თქვენ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვის და საერთოდ, ხართ თუ არა ვინმე.

რა თქმა უნდა, თემა როგორც გინდათ ისე შეგიძლიათ შემოატრიალოთ, გააფერადოთ, გაანეგატივოთ, გაწელოთ, დაამოკლოთ – ნება თქვენია.

ნებისმიერი სახის კრეატივი თემაზე გამოგზავნეთ – artidea.ge@gmail.com.

ნამუშევარი თქვენი ნიკითურთ გამოქვეყნდება შესაბამის კატეგორიაში. ამასთან ერთად, თქვენ მიიღებთ ამ ბლოგის კონტრიბუტორობას და შემდეგ კვირას უკვე თავადვე დადებთ.

ტექსტის ზომას, სურათის ხარისხს და ა.შ. მნიშვნელობა არ ენიჭება. ასევე თავისუფლები ხართ ენის არჩევანში. ერთი ადამიანის მიერ შექმნილი და გამოგზავნილი კრეატივების რაოდენობაც არაა შეზღუდული.

“დავალების” გამოგზავნის ბოლო ვადაა – 5 აპრილი, შაბათი, 2008 წელი, 18:00.

Be creative!

Read Full Post »

%d bloggers like this: