Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პოეზია’

,,იანვრის ერთ უჟმურ სუსხიან ღამეს
მე ვიდექ შენ უსულო სხეულთან შეძრწუნებული,
თითქოს დამთავრდა სიცოცხლე ჩემში
წამით დაეშვა სიკვდილის ფარდა
მარადისობათ მექცა ეს ერთი წამი
ვიგრძენი თუ როგორ მიხმობდი შორიდან თითქოს
მაგრამ ყრუ ვიყავ ….
…………..
ფიქრთა ჩუმი ოცნებით დატყვევებულს მწამდა ცხოვრება ..
მწამდა დაუშრეტელი ნეტარების…
და სიყვარულიც მწამდა თითქოს ქიმერა
მაგრამ უეცრად მომესმა ხმა საუკუნო და საშინელი:
ჩემ სისხლძარღვებში ჩქეფდა სიკვდილი მარადიული
შენ ჩემში ჰპოვე გარდაცვალება!

Advertisements

Read Full Post »

როდესაც გაცვია
და ხარ ნაცია
შენთან კი მოდის
ცივილიზაცია
არ შეგეშინდეს
თუ კი ხარ ცაცია
შენ გელოდება რეინკარნაცია
reinkarnacia-busuna

Read Full Post »

Drugs, More Drugs

“ოოოი დიადნო ღმერთებო, მოდით და წამიყვანეთ თვენთან
ოიიიი წმინდანნოოო გადამაფარეთ თქვენი კალთა და მარქვით სახელი თვენი
ოიიიიი…”

– ოე, ოე, საკმარისია, შემდეგი
გოგონა მსახიობური ამბიციებით სცენიდან სისველის პირას მისული თვალებით გაიძურწა და ადგილი გრძელთმიან ბიჭს დაუთმო.
”შენი დიმა ბილანი დედას შევეცი”
– ხო აბა, რას შემოგვთავაზებ?
– ლექსს წავიკითხავ
კანდიტატების სიას ჩავხედე – ნომერი 12, გიკუნა ცაბაძე, იუპიტერელის ლექსი
– უკაცრავად ვის ლექსს კითხულობ?
– მამაილა იუპიტერელის, ალბათ გაგიგიათ, თაგვისფერი მარშუტკის ორდენის წევრია
– დაიწყე, გისმენ ყურადღებით
– ჰყყყყ
ჰჰჰაჰჰჰჰაჰჰჰჰ
მუშყიურ ჰამბყ, უბსუნყ
თრთოლვა
– სულ ეს იყო?
– აბა რააა….ავანგარდული პოეზია უარყოფს გრძნობების ვრცლად გადმოცემას
– კეთილი, შემდეგი
სიაში 58 კაცია. რამ ატეხა ეს ეკონომისტები, იურისტები, ფილოლოგები, ანთროპოლოგები და სოციოლოგები მსახიობობაზე ვერ გამიგია, მაგრამ სანამ ამ რთულ ფენომენს ჩავწვდები, ჯერ ის უნდა გავიგო, რატომ ვზივარ სააქტო დარბაზში ღვაწლმოსილი რეჟისორის სახით და სწორ ნაწლავში მოწოლილი განავლის (more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: