Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘რეინკარნაცია’

მე ვიყავი წერტილი, ყოველგვარი ზომის გარეშე, ჩემში იყო კონცენტრირებული მთელი სამყარო, ამიტომ მე ძალიან ამაყი წერტილი ვიყავი. ჩემი სიამაყის საფუძველი ისიც იყო, რომ მთელს ჩემს გარემომცველ სამყაროში ერთადერთი წერტილი ვიყავი და შესაბამისად-ყველაზე კარგიც. არ არსებობდა ჩემს გარშემო არც დრო და არც მანძილი, ამიტომ არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში, დაახლოებით ნახევარი უსასრულობა. შემდეგ კი რაღაც შეიცვალა, თანდათან ვიგრძენი, რომ ჩემში რაღაც ძალა იღვიძებდა და ფართხალებდა, თანდათან უფრო და უფრო ძლიერად ისე, რომ ბოლოს უკვე ძლიერი რყევა დავიწყე, თუმცა ჯერჯერობით არ ვნებდებოდი ამ ძალას და წერტილად ვრჩებოდი. მალე ვიგრძენი, რომ რაღაც ნაკადები გაჩნდა ჩემს გარშემო სამყაროში, რომელიც წესით ცარიელი უნდა ყოფილიყო. კარგად დავაკვირდი – ეს ნაკადები ჩემგან გადიოდა, ოღონდ ვერ მივხვდი რა იყო, სითხე თუ სინათლე. ამაზე ვეღარ ვფიქრობდი, ის ძალა უფრო და უფრო ძლიერად მაწვებოდა შიგნიდან და მხეთქავდა, მე ვუძალიანდებოდი, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო სუსტად, ჩემში რაღაც უცნაური და ახალი გრძნობები ათამაშდა, თითქოსდა მინდოდა კიდეც, რომ ამ ძალას გავეხეთქე, აღარ ვყოფილიყავი წერტილი, შექმნილიყო ჩემს გარშემო დრო, სივრცე და საერთოდ, სამყარო.

და მეც გავსკდი…

bigcrow-010-reinc

… ყველაფერი წყლების დაღვრით დაიწყო, შემდეგ კი მოვლენები ისე მიეწყო ერთმანეთს, როგორც მძივის თვლები, ჯერ დრო შეიქმნა, მერე სივრცე შეივსო ჩემს გარშემო და ბოლოს ამ სივრცეში მეც გამოვყავი თავი, ფრთხილად ჩავისუნთქე აქაური ჰაერი – არ მომეწონა და ავტირდი. დიდხანს ვტიროდი თუ არა არ ვიცი, ალბათ ცოტა ხანს, რადგან ჯერ კიდევ დაბინდული თვალებიდან პირველი რაც დავინახე, ჯერ კიდევ ახლახანს მიტოვებული ადგილი იყო. და ჯერ კიდევ პატარა ყურებში ჩამესმა გარშემომყოფების გამოცემული ხმები, რომლებიც მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ ახლა კი ვიცი რაც არის:

-…მასში ვარსკვლავი ჩასახლდა, ახდა წინასწარმეტყველება… ღმერთის შვილი დაიბადა…

Read Full Post »

რეინკარნაციის რამდენიმე განმარტება ვნხე სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა ლიტერატურაში… განმარტება ყველგან მსგავსია, თუმცა ჩემი რეინკარნაცია ყველა მათგანისგან აფსოლუტურად განსხვავდება. რომ იკითხოთ არც არავინ დაგიდატურებთ, რომ რეინკარნაციას ასეთი ფორმაც აქვს, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, მეც არ ვარ მთლად დარწმუნებული, რომ რაც ჩემს თავს ხდება რეინკარნაციაა. ყოველ შემთხვევაში მე მას ასე ვუწოდებ.

ჩემთვის ყოველი დილა რეინკარნაციაა. ახალი სხეულით, ახალი გარემოთი, ახალი ეროვნებით. ყველაფერი ახლით, მხოლოდ გონებაა ისევ ჩემი.

ვიღვიძებ მარტო, ან ვინმესთან ერთად, მდიდრულ სახლში, ან ხიდის ქვეშ, ვარ 3 შვილის დედა, ან 15 წლის თინეიჯერი. ყოველ დღე ვიღვიძებ ახალი ცხოვრებით, ახალი ნაცნობებითა და მეგობრებით, ახალი რეალობით ჩემ გარშემო და მე ამ განსხვავებული ცხოვრებებით ვცხოვრობ ყოველ დღე.

ნამდვილი საშინელება იყო თავიდან. ყოველ დილას ტირილით ვიღვიძებდი, ყოველ დილას წინა დღის ოჯახი და ცხოვრება მენატრებოდა, ყოველ დილას სტაბილურ ცხოვრებაზე ვოცნებობდი. ვერ გეტყვით, რომ ახლა შევეჩვიე. ამას შეჩვევა, ან რამე ჭირზე შეგუება არ ქვია. უბრალოდ უკვე მართლა მომწონს ასეთი ცხოვრება. ბოლოსდაბოლოს ყველას ხომ არ უმართლებს იმდენად, რომ ყოველ დილას ახალი ცხოვრებით გაიღვიძაოს. ყოველ დღე განიცადოს რეინკარნაცია ))) Copy of DSC06186

Read Full Post »

,,იანვრის ერთ უჟმურ სუსხიან ღამეს
მე ვიდექ შენ უსულო სხეულთან შეძრწუნებული,
თითქოს დამთავრდა სიცოცხლე ჩემში
წამით დაეშვა სიკვდილის ფარდა
მარადისობათ მექცა ეს ერთი წამი
ვიგრძენი თუ როგორ მიხმობდი შორიდან თითქოს
მაგრამ ყრუ ვიყავ ….
…………..
ფიქრთა ჩუმი ოცნებით დატყვევებულს მწამდა ცხოვრება ..
მწამდა დაუშრეტელი ნეტარების…
და სიყვარულიც მწამდა თითქოს ქიმერა
მაგრამ უეცრად მომესმა ხმა საუკუნო და საშინელი:
ჩემ სისხლძარღვებში ჩქეფდა სიკვდილი მარადიული
შენ ჩემში ჰპოვე გარდაცვალება!

Read Full Post »

ნემო 20 წლის მარტოხელა ყმაწვილი გახლდათ. მაღალი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, მუდამ გაუღიმარი სახითა და კრიალოსანით ხელში მოძრაობდა. აქციებზე სიარული უყვარდა, “თავისუფლებისათვის” იბრძოდა ხშირად, მეტიც ერთგვარ ჰობად ექცა ეს საქმე, აკრიტიკებდა ყველასა და ყველაფერს, საკმაოდ კარგი ორატორი იყო ჩვენი გმირი და კარგად გამოსდიოდა კრიტიკა, მიუხედავად იმისა არგუმენტირებული იყო, თუ არა. ქართველი – ეს სიტყვა მისთვის ამოსავალი წერტილი იყო და ყველაფერს მის გარშემო აგებდა, მისთვის მიუღებელი იყო ნოვაცია და სიახლე და ტრადიციების დაცვის საგუშაგოზე მდგომი არაერთხელ დაპირისპირებია “ევროპელ” ქართველს.
დრო გადიოდა ნემო იზრდებოდა. ხვდებოდა, რომ ყველაფერი ისე არ იყო მოწყობილი როგორც მას სურდა. უფრო სწორედ მისი შეხედულებები შეიცვალა ავ-კარგიანობაზე. ნელ-ნელა ხვდებოდა რომ ილუზიებში ცხოვრობდა. ხვდებოდა რომ არ არსებობენ: ზარმაცები მაგრამ ნიჭიერები, უბანში გაფუჭებული ბიჭები, არც ღმერთი დასჯიდა ვინმეს თუ ქორწინებამდე ექნებოდა სექსი და არც კონსტიტუციური გზით მთავრობის გამოცვლა იქნებოდა ღვთის რისხვის გამომწვეველი. ნელ-ნელა პესიმიზმის მორევში ჩაეფლო. ერთმა  ზარმა კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

-“გამარჯობა ნემო”
-“გამარჯობა შენი. რომელი ხარ?”
-“მე მორფიუს გვასალია ვარ. ვიცი რომ მეძებდი, შენ კითხვები გაქვს რომლებზეც პასუხები შემიძლია გაგცე”
-“ბლინ”
-“რა ბლინ?”
-“იაღოველი ხარ?! თან მეგრელი.”
-“ჰაჰაა. არა იაღოველი არ ვარ პროფესიით ექიმ-ოკულისტი ვარ, ხვალ 10 საათზე რესტორან “თაღლაურაში” გელოდები, ჩვენი კაცი მოგაკითხავს და წამოგიყვანს, თუ რათქმაუნდა თანახმა ხარ?”
-“თანახმა ვარ”

ნემო ნერვიულობდა. 9 საათი გახდა და არავინ არ ჩანს. ალბათ დამესიზმრაო იფიქრა, ესეც ილუზია იყო როგორც სხვა დანარჩენი ყველაფერი ამას ფიქრობდა ნემო, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა.
“მე ნინიტა ვარ, მზად ხარ მორფიუსთან შესახვედრად?”

ზუსტად 22 საათზე რესტორან თაღლაურას კარი შეაღო ნემომ. მხოლოდ ერთი მაგიდა იყო დაკავებული, რომელზეც 5 ადამიანი იჯდა. ნემოს დანახვაზე მათ შორის ყველაზე ასაკოვანი, სასმლისაგან კარგა გვარიანად გაწითლებული პიროვნება წამოდგა და ნემოს ხელი გაუწოდა. ეს მორფიუსი გახლდათ.
– “ნემო გახსოვდეს მე მხოლოდ სიმართლის გაგებას გთავაზობ და არაფერ სხვას. იცოდე რეალობა შესაძლოა ისეთი “ტკბილი” არ აღმოჩნდეს როგორსაც ელოდები. შენს წინ ორი ჭიქაა, ერთში თეთრი ღვინო ასხია, მეორეში წითელი. პირველს დალევ – არც გული აგერევა, არც პახმელია გექნება, ჯიგრულად გაატარებ ჩვენთან ერთად დროს, ხვალ სახლში გაიღვიძებ და არაფერი არ გემახსოვრება. წითელს დალევ – ტრომბით სიკვდილის დიდი ალბათობის წინაშე დადგები, საშინელი “სუშნიაკი” გექნება, რწყევისგან გააფრე, სამაგიეროდ რეალურ სამყაროში გაიღვიძებ”. (more…)

Read Full Post »

– ღმერთის გწამს და რამე?
– ღმერთი მაგარი როჟაა ტო. პად კაიფამ პასტაიანად ღმერთთან ვბაზრობდი ხოლმე
– დაჟე გებაზრებოდა?
– ისეთ პონტში რა. როგორი ტიპია იცი, ებაზრები, ებაზრები, ის არაფერს გეუბნება, მარა ხვდები რომ გისმენს რა და რაღაც პონტში წყნარდები,
– აქედან რომ გახვალ ბერობას ხომ არ აპირებ ჰა?
– არა ბრატ, ბერობა სხვა პონტია. მე სხვა ცხოვრება მინდა, ვაბშე სხვანაირი
– მაინც რას აპირებ?
– რავი, დიდ ქვეყანაში მინდა მოვიხიო, მარა იასნია ვერ მოვიხევი. კაროჩე, არ ვიცი
– შენ რა გეგმები გაქვს?
– ჯერ შვილს ვნახავ, მერე მამაჩემს დავადგები, რამეს გამიჩალიჩებს რა
– კაია ტო – რიჟამ ცალყბად გაიღიმა. ვიღაცას თურმე ორგანაც კი მიესვლბა, როცა თვითონ არსად აქვს წასასვლელი – გავივლი ბრატ, საკაიფო ჰაერია
ფართო სკვერში უამრავი პაციენტი ირეოდა. ფართხუნა ხალათებში გამოწყობილები წყვილ-წყვილად, ჯგუფურად, ზოგი კი მარტო დასეირნობდა. დარბილებულ ძვლებს გაზაფხულის მზეს უფიცხებდნენ და მომავალზე საუბრობდნენ, თუ არ საუბრობდნენ, ფიქრობდნენ მაინც. არავის უნდოდა წარსულის გახსენება. რიჟაც ყოველთვის თავს არიდება, მაგრამ წეღან თავი ვეღარ შეიკავა.
სარეაბილიტაციო კურსის დასასრული მოახლოებული იყო და ფსიქოლოგი სულ უფრო ხშირად უჩიჩინებდა, მომავლაზე უნდა იფიქროო. რიჯაც პირდებოდა ვიფიქრებო. რამდენჯერმე დააპირა აეხსნა ამ გატლეკილი გოგოსთვის, რომ ვერასდროს იფიქრებ იმაზე, რაც არ არსებობს. სწორედ არ არსებულზე ფიქრის შიშმა აიძულა წამალში ეპოვნა ხსნა. კოვზზე მოდუღებულ სითხეში გაქცეოდა სიცარიელეს, აღარ ეფიქრა მეგობრებზე, რომლებმაც ცხოვრებაში გაუსწრეს და უკან ჩამორჩენილი მეგობრის ნათქვამი ყველა სიტყვა გაუგებრად მოეჩვენათ.
დააპირა. მერე გადაიფიქრა. ფსიქოლოგი გოგონა ცხოვრების ზედმეტად კმაყოფილი ჩანდა და ასეთ ლაპარაკებს ვერ გაიგებდა. თან რიჟას მძლავრად ეკიდა, გაუგებდნენ თუ არა. მარტოობაში გატარებულმა წლებმა ასწავლა, რომ გაგებით ბევრი გაგიგებს, მაგრამ რეალურად არავინ დაგეხმარბა. გარეგნული კმაყოფილების მიღმა ყოველთვის არის დარდების ქაოსი, რომელთან გამკლავებაც იმდენ ენერგიას მოითხოვს, სხვებზე ზრუნვისთვის არც დრო გვრჩება და არც სურვილი.
ცოტა ხანს სკვერში იბორიალა. შემდეგ დღიური დოზის ბოლო ღერი მოწია და პალატაში ავიდა დასაძინებლად. ღმერთთან საუბარი ფხიზელ სიზმარში იქნებ ერთხელ მაინც მოეხერხებინა.
——-
– შემოგვიარე ხოლმე, ოღონდ მხოლოდ მეგობრული ვიზიტით – მთავარი ექიმი ბედნიერი იყო. მის დაწესებულებას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანი ტოვებდა.
– აუცილებლად – გაიღიმა რიჟამ – როდის შეიძლება რომ წავიდე?
– საბუთები მოაწესრიგე?
– კი, დილით
– მაშინ, როგორც კი მოგაკითხავენ, მაშინვე წახვალ
– ესე იგი ეხლავე წავალ – წამოდგა რიჟა – მე არავინ მომაკითხავს
– გასაგებია. მაშ, მეგობრულ ვიზიტამდე – ექიმმა ხელი გაუწოდა
– ნახვამდის
წასვლამდე ფსიქოლოგთანაც უნდოდა გამომშვიდობება, მაგრამ ფსიქოლოგი ინდივიდუალური თერაპიის სეანსი ჰქონდა. მოცდა დაეზარა და ჭიშკრისკენ გაემართა.

ქალაქამდე მიკროავტობუსით იმგზავრა. მცხეთას რომ გაცდნენ, უცნაურად აფორიაქდა. მინას ეკვროდა და ცდილობდა კორპუსები დაენახა, რომლებიც რა თქმა უნდა არ ჩანდა.
საერთოდ, მთელი ცხოვრება იმის დანახვას ცდილობდა, რაც ძალიან შორს იყო. იმისკენ მირბოდა, რასაც ვერასდროს მიაღწევდა.
“მკიდია. რამეს ვიზავ. ასე არ შეიძლება”
ბევრი რამე არ შეიძლება ისე, როგორც არის.

ალბათ გახსოვთ, მცხეთასთან მომხმდარი ავარია. ექვსი კაცი დაიღუპა. ექვსიდან ერთერთი, წითელ თავიანი ტიპი, მუხათგვერდზე, უპატრონო მოცვალებულების გვერდით წევს.

Read Full Post »

სანთლის ნათება თვალს ჯერ არ სჭრიდა, ფორთოხლის წვენი სანთლის ფონზე მოყავისფრო და საზარელ სითხედ გამოიყურებოდა. პირველად იყო მარტო ასეთ დროს, გეგმა ჰქონდა ასეთი. რამე უფრო ღრმა და მძიმე, როგორც იტყვიან, წვენიანი სჭირდებოდა. სანთლის გვერდებს თავიდან ნელ–ნელა და შორიდან, მერე უფრო აგრესიულად აძრობდა და ისევ სანთელზე დებდა. ახლად გამკვრივებული სანთელი ისევ დნობას იწყებდა, ოღონდ უფრო შავად, რაც უფრო მეტჯერ გადაადნობდა ერთიდაიგივე ნაწილს, მით უფრო მეტი შავი ნაწილაკის შემცველი ხდებოდა. ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა, სანთელს მოსცილებოდა და ცისთვის აეხედა, მაგრამ იმ მომენტში იქ ჯდომა მისტიკურ განწყობას უქმნიდა, რაც თავისთავად ისეთივე ილუზიური იყო როგორც სანთელი სპეციალურად განათებული მეგაპოლისის სპეციალურად ჩაბნელებულ ერთ–ერთ ბინაში. 

 ყველაფერი სიზმარს გავდა, ფანჯრები სპეციალურად იყო ჩასმული ისეთი, გარეთ მყოფი მანქანებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების ხმა რომ არ გაგეგო. ოთახის ბოლოში იდგა უახლესი წარმოების ხელოვნური პალმა რომელიც ისე ჰგავდა ნამდვილს, იფიქრებდი რტოები რომ მოვაწყვიტო წვენი გაუვაო. ნათურები ჭერში დისტანციური სამართავით იყვნენ დამალულები. ტელევიზორი მეორე ოთახში იდგა და მორჩილად ელოდა როდის ჩართავდნენ, რათა მოახლოებული და უკვე დამდგარი საშიშროებების: ღორის გრიპის, ეკონომიკური კრიზისის, 2012 წლის, მაიას კალენდარის, ვანგას წინასწრმეტყველებების და კიდევ ათასი უაზრობის გარშემო ელაპარაკა.

 სანთლის ქვედა ნაწილმა ლურჯსა და მწვანეს შორის გარდამავალი ფერი მიიღო. თვითჰიპნოზის ლამაზყდიანი წიგნი და რელიგიური ბროშურებიც მეორე ოთახში ეყარა. არ იცოდა რა უნდოდა, ალბათ უნდოდა ეგრძნო ის რაც იმწუთას უკვე გრძნობდა. ძველ ხალიჩაზე დაწვა, რომელიც მეგობარმა ჩამოუტანა ირანიდან. ხალიჩა იატაკზე დაგებულ ლამინატის პარკეტს წარმატებით ფარავდა. ტვინის სიღრმეებში წვდომა არ გამოუვიდა თავიდან, თითქოს იმედი გაუცრუვდა, მაგრამ კვლავ განაგრძო “ყველაფრისკენ ლტოლვა”. 

 2 საათში რეალობის აღქმის დაკარგვა მოხდა, ახალდასხმული ლუდივით აღელვებული ფიქრები ტვინის გვერდითა ნაწილებს ეჯახებოდა და საოცარი ქაოსის შემდეგ, ახალ და განსხვავებულ ადგილას დგებოდნენ, განსხვავებული შემართებით. ღრმად სჯეროდა: რაღაც ახალი და ჭეშმარიტი აღმოვაცინეო მაგრამ ასეთი მდგომარეობა პროგრესის ნაცვლად რეგრესს იწყებდა. ძალიან ნელი მოძრაობით გაახილა თვალები და საოცრად დასვენებულად იგრძნო თავი, თუმცა მეტი არაფერი. მისი თეორია – ჩაწვდომოდა თავის თავს ისე, რომ მანამდე იგი დაეკარგა – პრაქტიკაში კვლავ განუხორციელებელი ხდებოდა. “პიროვნების გარეშე აზროვნება არის ობიექტური გონი” ცხარედ ამტკიცებდა ორი დღის წინ მეგობრებთან, მისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელი იყო ვიდრე ნებისმიერის მაგრამ ვერასდროს ვერ იხვეჭდა მოწონებას მისი დღევანდელ კულტურასთან აბსოლუტური შეუსაბამობის და შეიძლება ითქვას, კონფლიქტის გამო…

 სინათლე ერთი ხელის მოძრაობით აანთო, სანთელი იმდენად უმნიშვნელო გახდა მისთვის – ჩაქრობაც კი დაავიწყდა. ხალიჩა მრგვალად აიღო და უახლოეს კუთხეში დადო, მეორე ოთახში გატანილი ტელევიზორი თავის ადგილას დააბრუნა. ფანჯრის მდგომარეობა არ შეუცვლია, არ სურდა ათასობით საცობში გაჭედილი მანქანა ენახა. მაცივრის თავზე გუშინდელი ვისკი იყო დარჩენილი, ბოლომდე დალია ორ მოყუდებაში,მოყუდებებს შორის აგრესიისა და სიამოვნების შემცველი გრძნობები ერთდროულად წარმოთქვა და ლოგინისმაგვარ ლოგინზე დაწვა. გრძნობდა რომ ყველაფერი უფრო კარგად იყო ვიდრე ორი წუთით ადრე.

 ბავშვობა გაახსენდა, პირველი კოცნა, პირველი მოწევა, პირველი დალევა…და რატომღაც ფიზიკის წიგნში მოცემული აქსიომა: “ენერგია არსად არ იკარგება, უბრალოდ იცვლის ფორმას”.

Read Full Post »

როდესაც გაცვია
და ხარ ნაცია
შენთან კი მოდის
ცივილიზაცია
არ შეგეშინდეს
თუ კი ხარ ცაცია
შენ გელოდება რეინკარნაცია
reinkarnacia-busuna

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: