Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სექსი’

მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ერთმა ჯეელმა სახელად ჯონდო, გადაწყვიტა რომ შვილი სურდა და ეს ამბავი თავის მეუღლესაც გააცნო. მალევე ეყოლათ ვაჟი. უფრო სწორედ ვაჟები. ტყუპები.

ძმები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ, მათ მხოლოდ ორი რამ აერთიანებდათ: ზიზღი მთავრობისა, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნებოდა მასში და სიყვარული ქალებისა.

მე მსურს გიამბოთ მათი ქალებთან ურთიერთობის შესახებ.

ბავშვობა:

ორივე ცელქი ბავშვი იყო. ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, აფასებდნენ ლეგალურად ჩამოსულ თურქებსა და “ოქტაგონზე” გამარჯვებამოხვეჭილ ქართველ მომღერლებს, თრიაქის წევა ადრეული ასაკიდან დაიწყებს, მალევე ალკოჰოლს გაუგეს გემო. 12-13  წლის ასაკში მათ ცხოვრებაში ბიბლია შემოიჭრა,  კერძოდ კი ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი ონანი. ბიჭებმა ხელმრუდობას მიჰყვეს ხელი, ანუ პოპულარული ქართულით თუ ვიტყვით ნძრეველები გახდნენ. თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი, მათი როგორც პიროვნებების განვითარებაში, მეტიც მასტურბაციის გაუმჯობესებისაკენ მათმა დაუღალავმა სწრაფვამ და ტექნოლოგიების დახვეწამ, ჩვენი ორი გმირი ხელოვნების სფეროში გადაისროლა.

ეს უფროსის ნამუშევარია:

ეს კი უმცროსის ნახელავია :

ნუ როგორც ხედავთ ბიჭები art-ში გადაეშვნენ.16 წლის ასაკში ბიჭებს პირველი სიყვარულიც ეწვიათ, მეზობელი მაკა აღმოჩნდა მათი დავაჟკაცების იარაღი და ნათელი გზა ვაგინისებრი მომავლისაკენ. დრო გადიოდა ბიჭები კი სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებოდნენ ქალებში. თავიდან თუ ხამებივით ყველას და ყველაფერს ეტანებოდნენ ეხლა უკვე ამორჩევა დაიწყეს. უფროსმა იურიდულზე ჩააბარა აღმერთებდა დიდუბის პანთეონს და 202-ის არტებს, ძალიან უყვარდა ნარდში “ბეშ-ოთხის” გაგორება და მეზობელ ნოდარის ცოლის გაბახება. ვერ იტანდა სიძვის დიაცებსა და მამის საყვარლებს. მან ქალებზე თითქმის ყველაფერი იცოდა და მათ შორის უმთავრეს ათს მუდამ თან ატარებდა. აგერ ფოტო იმ ათი უმთავრესისას რაც ქალზე ნებისმიერმა მამაკაცმა უნდა იცოდეს

მეორე ძმა ბიზნესისა და მართვის განხრით წავიდა. უფრო ძმისგან განსხვავებით მისთვის არ არსებობდა არანაირი შეღუდვა ან პრინციპი, აკეთებდა ყველაფერს ისე როგორც უნდოდა და ეკიდა აბსოლიტურად ყველაფერი. ანანიზმისდროინდელმა ხელოვნებისადმი სიყვარულმა, (more…)

Read Full Post »

ნემო 20 წლის მარტოხელა ყმაწვილი გახლდათ. მაღალი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, მუდამ გაუღიმარი სახითა და კრიალოსანით ხელში მოძრაობდა. აქციებზე სიარული უყვარდა, “თავისუფლებისათვის” იბრძოდა ხშირად, მეტიც ერთგვარ ჰობად ექცა ეს საქმე, აკრიტიკებდა ყველასა და ყველაფერს, საკმაოდ კარგი ორატორი იყო ჩვენი გმირი და კარგად გამოსდიოდა კრიტიკა, მიუხედავად იმისა არგუმენტირებული იყო, თუ არა. ქართველი – ეს სიტყვა მისთვის ამოსავალი წერტილი იყო და ყველაფერს მის გარშემო აგებდა, მისთვის მიუღებელი იყო ნოვაცია და სიახლე და ტრადიციების დაცვის საგუშაგოზე მდგომი არაერთხელ დაპირისპირებია “ევროპელ” ქართველს.
დრო გადიოდა ნემო იზრდებოდა. ხვდებოდა, რომ ყველაფერი ისე არ იყო მოწყობილი როგორც მას სურდა. უფრო სწორედ მისი შეხედულებები შეიცვალა ავ-კარგიანობაზე. ნელ-ნელა ხვდებოდა რომ ილუზიებში ცხოვრობდა. ხვდებოდა რომ არ არსებობენ: ზარმაცები მაგრამ ნიჭიერები, უბანში გაფუჭებული ბიჭები, არც ღმერთი დასჯიდა ვინმეს თუ ქორწინებამდე ექნებოდა სექსი და არც კონსტიტუციური გზით მთავრობის გამოცვლა იქნებოდა ღვთის რისხვის გამომწვეველი. ნელ-ნელა პესიმიზმის მორევში ჩაეფლო. ერთმა  ზარმა კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

-“გამარჯობა ნემო”
-“გამარჯობა შენი. რომელი ხარ?”
-“მე მორფიუს გვასალია ვარ. ვიცი რომ მეძებდი, შენ კითხვები გაქვს რომლებზეც პასუხები შემიძლია გაგცე”
-“ბლინ”
-“რა ბლინ?”
-“იაღოველი ხარ?! თან მეგრელი.”
-“ჰაჰაა. არა იაღოველი არ ვარ პროფესიით ექიმ-ოკულისტი ვარ, ხვალ 10 საათზე რესტორან “თაღლაურაში” გელოდები, ჩვენი კაცი მოგაკითხავს და წამოგიყვანს, თუ რათქმაუნდა თანახმა ხარ?”
-“თანახმა ვარ”

ნემო ნერვიულობდა. 9 საათი გახდა და არავინ არ ჩანს. ალბათ დამესიზმრაო იფიქრა, ესეც ილუზია იყო როგორც სხვა დანარჩენი ყველაფერი ამას ფიქრობდა ნემო, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა.
“მე ნინიტა ვარ, მზად ხარ მორფიუსთან შესახვედრად?”

ზუსტად 22 საათზე რესტორან თაღლაურას კარი შეაღო ნემომ. მხოლოდ ერთი მაგიდა იყო დაკავებული, რომელზეც 5 ადამიანი იჯდა. ნემოს დანახვაზე მათ შორის ყველაზე ასაკოვანი, სასმლისაგან კარგა გვარიანად გაწითლებული პიროვნება წამოდგა და ნემოს ხელი გაუწოდა. ეს მორფიუსი გახლდათ.
– “ნემო გახსოვდეს მე მხოლოდ სიმართლის გაგებას გთავაზობ და არაფერ სხვას. იცოდე რეალობა შესაძლოა ისეთი “ტკბილი” არ აღმოჩნდეს როგორსაც ელოდები. შენს წინ ორი ჭიქაა, ერთში თეთრი ღვინო ასხია, მეორეში წითელი. პირველს დალევ – არც გული აგერევა, არც პახმელია გექნება, ჯიგრულად გაატარებ ჩვენთან ერთად დროს, ხვალ სახლში გაიღვიძებ და არაფერი არ გემახსოვრება. წითელს დალევ – ტრომბით სიკვდილის დიდი ალბათობის წინაშე დადგები, საშინელი “სუშნიაკი” გექნება, რწყევისგან გააფრე, სამაგიეროდ რეალურ სამყაროში გაიღვიძებ”. (more…)

Read Full Post »

-აჰა მოვიდა, რას დადის ნეტა ყოველ დღე? ერთხელ რომ კარი შეეშალოს და ჩემთან დააზარუნოს რა მოხდება. აუჰ, რას ვუზამდი, რას ვაჭყვიტინებდი დასაკლავი გოჭივით – სადარბაზოდან კარის მოჯახუნების ხმა გაისმა და მეც მოვშორდი გლაზოკს.

სამი წელია რაც ირინა ჩემს გვერდით ცხოვრობდა და ეს სამი წელი დაკარგული მქონდა მოსვენება, დილით გლაზოკს ვიყავი აკრული და ღამით ჩვენს საერთო კედელს. შენ უნდა გენახა როგორ მიფანცქალდებოდა გული, თუკი შემთხვევით სადმე შემხვდებოდა ირინა. კარგი გოგო იყო, უფრო სწორად კარგი ქალი იყო ირინა, 30-35 წლის იქნებოდა სავარაუდოდ, ანუ ზუსტად იმ ასაკში, როდესაც ქალი თავის ზენიტს აღწევს და იფურჩქნება, მეც მეტი რა მინდოდა, 17 წლის ღლაპს, ვიჯექი და ვანძრევდი ირინაზე. მარტო ცხოვრობდა ირინა, მაგრამ კაცი არ მინახავს ჯერ მის ბინაში შესული ან გამოსული, დაქალები იცოცხლე, მისვლა-მოსვლა ქონდათ სულ, თან იმდენი იყვნენ, თავგზა აგერეოდა.

მაგრამ მე მაინც მყავდა ერთი გამორჩეული, ყველაზე ხშირად დადიოდა, ლამაზი იყო ეგეც, ირინასავით. ბევრი ჩემი ღამეული ოცნება იყო დაკავშირებული ამ ორ ქალთან, ირინასთან და მის დაქალთან, ბევრჯერ მიოცნებია ათას ბავშვურ სისულელეზე, როგორც მე მეგონა მაგარ სექსუალურ რაღაცეებზე, მაგრამ ჩემს მაქსიმუმად კარების გლაზოკში ყურება და შემდეგ (more…)

Read Full Post »

ძალიან საინტერესოა რა პრინციპით ირჩევენ ადამიანები მეორე ადამიანებს ოჯახის შესაქმნელად.

მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა რა პრინციპით ირჩევენ შემდეგ იგივე ადამიანები სხვა ადამიანებს იგივე ოჯახის დასანგრევად.

აბანოიდების კოლხოზი (აბანოიდიზმი რომ კომუნიზმის დროს არსებულიყო)

მე ერთი ჩვეუელბრივი უბნის ერთ ჩვეულებრივ კომუნისტურ П აბრაზნი კორპუსში დავიბადე, პადიეზდები რო ეზოს შიგნი გამოდის და შუა ეზოში დაჟანგული ტრუბიანი წყარო-ფანტანი დგას.

ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად იყო, ოდესღაც თურმე, ჩემს დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე, ჩემი და სხვისი მშობლები შეიკრიბნენ, დაარსეს აბანოიდების კოლხოზი, კორპორატივი, და მერე ერთად ააშენეს სახლი თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ უბანში, ვიღაცის სტანდარტული მილიონჯერ გამეორებული პროექტის მიხედვით.

ყველამ მიიღო ზუსტად ერთნაირი, რამდენიმე ოთახიანი (more…)

Read Full Post »

გადავწყვიტე გამეგო ყველაფერი ჩემ შესახებ და ჩავატარე გამოკითხვა ჩემს ნაცნობებში.

ზოგი ერთხელ მყავს ნანახი, ზოგი ბევრი წელია მიცნობს, სხვადასხვა პერიოდებში, სხვადასხვა სიტუაციებში. ზოგი – მთელი ცხოვრებაა მიყურებს.

ბოლოს გავიგე, თუ ვინ ვარ მე ხალხისთვის ჩემ ირგვლივ:

გამოკითხულთა 60%-ისთვის მზე ვარ.

ასევე 60 პროცენტისთვის ვარ სექსი – ამ პროცენტებში შევიდა პასუხები: ძუძუ, slut, სექსი, ტანგა ტრუსიკები.

ყვითელ ფერთან ვასოცირდები 34%-ისთვის.

ჩემში თმას მნიშვნელოვან ვეშად თვლის 28%.

12-12 პროცენტი გაინაწილეს ფეხსაცმელებმა, წერის შესაძლებლობამ და სიტყვამ – kiss, kissie.

ჩამოთვლილ ასოციაციებში იყო – ფორუმი, სლაიდოლამა (ისქ-ს თამაშა), სტრაიკი, ენერგია, იუმორი, ბრუციანი თვალები, კომპიუტერი.

გაახსენდათ, რომ ვაკეთებ გემრიელ მექსიკურ კარტოფილს : )

განსაკუთრებით ვიხალისე ასოციაციებზე: ახალი წელი, საათი, ბუშტი…

გამაცოფა დედაჩემის ასოციაციამ – “მსუქანი”.

მოკლედ დასკვნა, მე ვარ ბრუციანი, კომპზე მისლეებული, ქერათმიანი ყვითელი მზე ძუძუებითურთ, რომელიც ხანდახან კარგად ხუმრობს…

Read Full Post »

%d bloggers like this: