Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სიკვდილი’

ჩემს მეზობლებს ალბათ კი არადა ვეღარასოდეს ეყოლებათ საყვარლები….

ისინი ძალიან ჩუმები არიან, არავის აწუხებენ, თუმცა არც თვითონ წუხდებიან დიდად… თუმცა რავიც გაიგებ მაგათსას….

ძალიან აკურატული და სუფთა განსასვენებელი აქვს უმეტესობა მათგანს, ბევრი ნაცნობ მეგობრებიც, რომლებსაც მათზე გული შესტკივათ….

მოკლედ ისინი ალბათ საშუალო სტანდარტულები იქნებოდნენ, ექნებოდათ სამსახური, სახლი, საყვარელი გასართობი ადგილი, ეყოლებოდათ ოჯახი, ძაღლი და საყვარლებიც კი რომ არა ერთი – ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პირობა
ისინი ხომ გარდაცვლილები არიან……

მე კი სასაფლაოსთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ, ასე რომ ჩემს მეზობლებზე და მით უმეტეს მათ საყვრალებზე ვერანაირ კრეატივს ვერ დავწერ 🙂

Read Full Post »

This may be your heaven

or this may be your hell.

Read Full Post »

მე ერთი დიდი ადამიანი ვარ პატარა შესაძლებლობით.

მიყვარს მარტო ყოფნა, მაგრამ არა სიჩუმე – უაზროდ ვიღლები-ხოლმე.

მიყვარს სინათლე, ხანდახან სიბნელესაც არაუშავს.

მიყვარს საკუთარი მე და სისასტიკე ჩემში.

მიყვარს ირონია და ხანდახან ჩემი შეშლილი თვალებიც მიყვარს.

მიყვარს წერა, ყველანაირი სისულელის, მაგრამ წერა.

სიცოცხლე და გასვენების ცერემონიალი მიყვარს – ეს უკანასკნელი ჩემს ცხოვრებაზე მაფიქრებს-„ნეტა მეც თუ დამიტირებს ვინმე ასე, ჩემი გულისთვისაც დაიხოკავენ სახეს?“

ტირილი მიყვარს, მაგრამ სხვისი ცრემლების ყურება – სხვისი ტკივილი კი არ მსიამოვნებს, უბრალოდ მეც მინდა განცდის ასე გამოხატვა. არადა, ალბათ, სისუსტეში ჩამითვლიან…

სისხლი მიყვარს, სისხლივით წითელი.

დაბადება და სიკვდილი, რაოდენ ამოუცნობია ყოველივე ეს?!

ღმერთი მიყვარს და სატანაც – ერთი სიკეთისა და სათნოებისათვის, მეორე-სისასტიკისა და შურისძიებისათვის.

მიყვარს ღამე და ვარსკვლავები – მზეს თვალს ვერ ვუსწორებ თორემ…

მიყვარს სიყვარული და… და მარი მიყვარს მთელი გულით.

ჩემი სიყვარული R u L e S…

Read Full Post »

ყველაფერი ჩემ შესახებ…
აბა რა ვთქვა მე თვითონ რა ვიცი ? ერთი მხოლოდ..
მეშინია…
ძალიან მეშინია
აბსტრაქტულად მეშინია
უბრალოების მეშინია…უფრო სწორად კი ჩველებრივობის….შავთეთრობის…პეხოტობის…
მეშინია იმის რომ სადღაც სხვებთან ერთად, ერთ ტონში ჩავჯდები არაფერი განმასხვავებს
ვიქნები უბრალო და ჩვეულებრივი…. პატარა ან დიდი…პირველი ან ბოლო… კარგი ან ცუდი
არაფრით განსხვავებული
ძალიან მეშინია…
არ ვიცი რატომ მაგრამ არ მინდა უბრალო სიკვდილი
მეშინია იმის რომ ჩემს მერე არაფერი დარჩება… მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის მეხსიერებაში ვიქნები..
ისიც ცოტა ხნით..
ძნელია ყოველთვის იყოს სხვანაირი. ხანდახან თამაში და ბრძოლა გიწევს, ამისთვის
იღლები და შენს თავს კარგავ…. მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცის გეშინია
და ეს შიში ყველაფერს გაკეთებინებს.. მას ვერ შეეწინააღმდეგები
და მთელი ჩემი ცხოვრება ასეა…უსასრულო ბრძოლა შენს თავთან… ბრძოლა იმისთვის რომ არ იყო ჩვეულებრივი
and it’s All about me…

Read Full Post »

გამარჯობა,

მე

ვარ

სიკვდილი.

Read Full Post »

%d bloggers like this: