Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სიმპერია’

სარკე გავტეხე და შვიდი უბედობის წელიწადი დავიბედე …

(…თუმცა ზუსტად არ ვიცი. ჩემი ადვოკატი მპირდება, რომ სასჯელს ხუთ წლამდე შეამცირებინებს)

Read Full Post »

20:59

Qu’est-ce qu’il y a? (რაშია საქმე?)

Je ne sais pas. (არ ვიცი).

ვხედავ, როგორ მადგას თავზე ჩემთვის სრულიად უცნობი ხალხი და ვცდილობ გავარკვიო მათი სახეები.

თეთრხალათიანი. როგორ ვერ ვიტან. მაგრამ ვხვდები, რომ ეხლა დახმარება მჭირდება. ნეტა რა მჭირს?

Parlez-vous français? (ლაპარაკობთ ფრანგულად?) – მე მომმართავს.

un peu (ცოტა), – ძლივს ამოვღერღე.

– Ne vous en faites pas. Tout finira bien! (არ დაიდარდოთ, ყველაფერი კარგად იქნება!).

– Pouvez-vous m’aider? (შეგიძლიათ დამეხმაროთ?) ვიღაცას მიმართავს.

უკვე ვეღარაფერს ვხედავ. ვითიშები.

21:00

თვალები გავახილე. ვიღაც უცნაური გოგო შემომჩერებია. ყურებამდე იღიმის და თვალები ეშმაკურად უციმციმებს.

Comment ça va? (როგორ ხარ?)

Eh bien! – ცოტა დავიბენი. არა, რა (more…)

Read Full Post »

გთხოვ, ნუ ეცდები, რომ ეძიო ჩემში გრძნობები,
ყვითელ მიწებში ვერ იპოვი მწვანე მიწა-წყალს…
————————————————————————–
დროზე ადრე დავიბადე…
ასე მგონია, რაღაც მაქვს მოსასწრები და… ეხლა სიცოცხლეს ვჩქარობ…

ცხრამეტი წლის ვარ…
ისევ ბავშვი ვარ… მაგრამ გავიზარდე…

მჯერა მეგობრობის, მიუხედავად იმისა, რომ ღირსება შეულახეს.
მჯერა ერგულების, რადგან ერთგული ვარ…
მუდამ მღალატობენ, მაგრამ არა უშავს… რა ჩემი ბრალია, რომ ღმერთმა ჭკუა ყველას ერთნაირად არ არგუნა?
სამაგიეროდ, მათი მადლობელი ვარ… ისინი უფრო ძლიერს მხდიან…

ვინ ვარ?
ისეთივე ადამიანი, როგორც სხვა დანარჩენი, ოღონდ განსხვავებული ხედვით, ოცნებებით და მიზნებით…
ვიღაცისთვის გიჟი ვარ, ვიღაცისთვის ფრთიანი ანგელოზი…
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვარ?!

მე ვარ ის, ვისაც ხედავთ…
მე ვარ ის, ვისაც გრძნობთ…

Read Full Post »

%d bloggers like this: