Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სიყვარული’

,,იანვრის ერთ უჟმურ სუსხიან ღამეს
მე ვიდექ შენ უსულო სხეულთან შეძრწუნებული,
თითქოს დამთავრდა სიცოცხლე ჩემში
წამით დაეშვა სიკვდილის ფარდა
მარადისობათ მექცა ეს ერთი წამი
ვიგრძენი თუ როგორ მიხმობდი შორიდან თითქოს
მაგრამ ყრუ ვიყავ ….
…………..
ფიქრთა ჩუმი ოცნებით დატყვევებულს მწამდა ცხოვრება ..
მწამდა დაუშრეტელი ნეტარების…
და სიყვარულიც მწამდა თითქოს ქიმერა
მაგრამ უეცრად მომესმა ხმა საუკუნო და საშინელი:
ჩემ სისხლძარღვებში ჩქეფდა სიკვდილი მარადიული
შენ ჩემში ჰპოვე გარდაცვალება!

Advertisements

Read Full Post »

“Вот это да! – подумала Алиса.- Кот с улыбкой – и то редкость, но уж
улыбка без кота – это я прямо не знаю что такое!” Л.Кэрролл

ჩემი პირველი მოთხრობა 7 წლის ასაკში დავწერე.. მომეწონა. მას, შემდეგ რამდენიმე მელოდრამული და დეტექტიური ჟანრის ნოველა მოყვა.. მოკლედ მწერლის ლავრებზე ვოცნებობდი.. სანამ 13 წლის ასაკში არ მივხვდი, რომ ჯობდა გეოლოგიით დავკავებულიყავი..ასე იქნებოდა უკეთესი ჩემთვისაც და ერისთვისაც. ამ პერიოდიდან მოყოლებული,ჩემი „მწერლობა“ მხოლოდ სტანდარტულ სკოლის თემებს ეკუთვნოდა, თავისი „ქალის სახეებით ვეფხისტყაოსანში“ და „რაინდთა წრეებით“, ჩემმა „წიგნებმა“ კი საკუჭნაოში გადამალული მაგიდების, გადამალულ უჯრებში გადაიბარგა.. დღეს ისინი განიხილებიან „ქოთანზე გადაღებული სურათების“ რანგში. ამიტომ სასტიკად ვიღრინები, როდესაც დედაჩემი მათ დათვალიერებას ცდილობს..ვინმესთვის ჩვენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია 🙂
მთელი ეს ისტორია იმისთვის მოვყევი, რომ აღმენიშნა, მრავალი წლის (more…)

Read Full Post »

ჩემს შესახებ? J უკვე სასაცილოა

სულ ვამბობ, რომ შემთხვევითობა ვარ და შეცდომა, მაგრამ მერე საიმონ ბირჩიც მახსენდება და აზრს ვიცვლი…

იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახში ჩემს დაბადებამდე სიყვარული მხოლოდ ჩემი დის გარშემო ორიენტირდებოდა მე არ უნდა გავჩენილიყავი, ანუ ჩემს მშობლებს ერთმანეთი გულზე დიდად არ ეხატებოდათ და არც მე ვიყავი გეგმაში…

მერე მეც გავჩნდი, უფრო მეტი სიყვარული გაჩნდა, ოჯახი 2 ცენტრით … არადა სულ ისეთ ოჯახზე ვოცნებობდი, სადაც ყველა წევრი ცენტრია …მერე ჩემმა დამ ეტლიდან კიბეებზე გადმომაგორა , სულ თვეების ვიყავი … დედაჩემს კი უთხრა ნინოს ვეთამაშებიო, გადავრჩი, თვეების ვიყავი ასევე ჩემმა დამ უმი ლობიოთი რომ გამომიტენა პირი,ისევ მეთამაშებოდა და მაინც გადავრჩი, (more…)

Read Full Post »

მე ერთი დიდი ადამიანი ვარ პატარა შესაძლებლობით.

მიყვარს მარტო ყოფნა, მაგრამ არა სიჩუმე – უაზროდ ვიღლები-ხოლმე.

მიყვარს სინათლე, ხანდახან სიბნელესაც არაუშავს.

მიყვარს საკუთარი მე და სისასტიკე ჩემში.

მიყვარს ირონია და ხანდახან ჩემი შეშლილი თვალებიც მიყვარს.

მიყვარს წერა, ყველანაირი სისულელის, მაგრამ წერა.

სიცოცხლე და გასვენების ცერემონიალი მიყვარს – ეს უკანასკნელი ჩემს ცხოვრებაზე მაფიქრებს-„ნეტა მეც თუ დამიტირებს ვინმე ასე, ჩემი გულისთვისაც დაიხოკავენ სახეს?“

ტირილი მიყვარს, მაგრამ სხვისი ცრემლების ყურება – სხვისი ტკივილი კი არ მსიამოვნებს, უბრალოდ მეც მინდა განცდის ასე გამოხატვა. არადა, ალბათ, სისუსტეში ჩამითვლიან…

სისხლი მიყვარს, სისხლივით წითელი.

დაბადება და სიკვდილი, რაოდენ ამოუცნობია ყოველივე ეს?!

ღმერთი მიყვარს და სატანაც – ერთი სიკეთისა და სათნოებისათვის, მეორე-სისასტიკისა და შურისძიებისათვის.

მიყვარს ღამე და ვარსკვლავები – მზეს თვალს ვერ ვუსწორებ თორემ…

მიყვარს სიყვარული და… და მარი მიყვარს მთელი გულით.

ჩემი სიყვარული R u L e S…

Read Full Post »

%d bloggers like this: