Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ქალაქი’

ცივი დო

ცივი რე

ცივი მი

ცივი ფა

ცივი სოლ

ცივი ლა

თბილი+სი

Advertisements

Read Full Post »

This may be your heaven

or this may be your hell.

Read Full Post »

მთელი კვირა ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა დამეწერა ამ თემაზე…
მერე რომ დუმალა, დუმალა და დადუმალას მივხვდი რომ ეგ ქალაქი მაინცდამაინც არ მიზიდავს და თითებიც იმიტომ არ გამირბის რაღაც ახლის დასაწერად ამ თემაზე 🙂
ხოდა რა ხდება ახლა…
სიზმრების ქალაქი… წარმოგიდგენიათ მაინც როგორი იქნებოდა სიზმრების ქალაქი?
ხო, ერთი შეხედვით რაღაც ლამაზი უნდა იყოს, წიპა ადგილი სადაც ყველა სურვილი და ოცნება გისრულდება და ბლა ბლა…
მაგრამ ყოველთვის ლამაზ სიზმრებს ხომ არ ვნახულობთ 🙂
აი, გაიხსენეთ თქვენი ფანტაზიები, ოცნებები, ლამაზი ფიქრები, კოშმარები, შიშები და წარმოიდგინეთ რომ ეს ყველაფერი არის ერთად მოქცეული… ერთ ქალაქში, ერთ ადგილას… თქვენი არ ვიცი და მე ეგ ქალაქი რაცხა მაინცდამაინც არ მომწონს 😀

Read Full Post »

Read Full Post »

ლაბორატორია წარმოადგენდა დიდ და მაღალ დარბაზს, რომელიც  ბევრი და უცნაური ხელსაწყოებით იყო გამოტენილი. ისინი ეწყო რიგებად, მწკრივებად, ერთმანეთზე და ამ რიგებს და მწკრივებს ბოლო არ უჩანდა. იქვე დაფათურობდნენ უცნაურად გამოშტერებული გამომეტყველების მეცნიერები და მათი ჯერ კიდევ გამოუშტერებელი ასისტენტები. ისინი ჩვენ რაღაცნაირად, ოდნავ ქედმაღლურად გვიყურებდნენ და თუმცა ამის დამალვას ძალიან ცდილობდნენ, მაინც ისე მოქმედებდა, რომ ოთახის ბოლოში რომ გავედით, თავი საშინელი სალაგა მეგონა. გონებაში ამოტივტივდა ჩემი საყვარელი პლატფორმა, მუდამ მომღიმარი მექანიკოსი, რომელსაც საოცრად რბილი ხმა და გამაბრუებელი სურნელის თმა ჰქონდა და სახლში მომინდა.

ეს დარბაზი გავიარეთ და მეორე, სიდიდით არანაკლებ დარბაზში შევედით, თუმცა აქ ერთი შეხედვით არანაირი ხელსაწყო არ იდგა. დარბაზის შუაში შევნიშნე მხოლოდ რამდენიმე ნახევრად გამჭვირვალე ცილინდრული ოთახი, რომლებიც ერთმანეთს დაახლოებით ჭერის ნახევარ სიმაღლეზე გაკეთებული აივნით უკავშირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ნახევრად იყო გამოღებული და უამრავი კაბელი ნაწლავებივით ეყარა ძირს. (more…)

Read Full Post »

– წინ იყურე, ერთი წერტილი დააფიქსირე კედელზე და იმას უყურე. მე ათვლას დავიწყებ, შენ ყოველ თვლაზე თვალი უნდა გაახილო და დახუჭო ისევ, იმ წერტილს არ მოაშორო მზერა. ერთიდან ათამდე დავითვლი, თითოეული თვლის შემდეგ იგრძნობ რომ თვალებს უფრო და უფრო უნდათ დახუჭული ყოფნა და ყოველი თვლის შემდეგ სულ უფრო და უფრო რთული იქნება მათი გახელა. როცა მე ათამდე ავალ თვალები სიმძიმეს შეიგრძნობენ და დარჩებიან დახუჭული, უკვე გიპნოზში იქნები…
მეგობარი ექსტრასენსობს და მეც დავთანხმდი საცდელი კურდღლის როლს, ახალ ექსპერიმენტს ატარებს რაღაცას, მე მართალია არ მჯერა ამ იწილო-ბიწილოსი, მაგრამ ხათრის გამო უარიც ვერ ვუთხარი და კი მივჩერებივარ აგერ ჩემს წინ აკრული გულმოსული მანდილოსანის სურათს.
– ერთი… შენი თვალები ღიაა, ახლა დახუჭული… ორი… ღია… დახუჭული… სამი… ღია და დახუჭული… თვალები ნელნელა იღლებიან, ყოველ შემდეგ ცდაზე (more…)

Read Full Post »

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: