Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ქმარი’

ოჯახში დაიბადა გოგონა

ცოლ-ქმარი ბედნიერი იყო, რამდენადაც 3 ბიჭის შემდეგ, უკვე დიდი ხანია, გოგონა უნდოდათ

მაგრამ გოგონა დაიბადა ნიშნით. დაწყევლილი იყო მუცლიდანვე. ძალიან ლამაზი, ტუჩთან ხალით, ფითქინა კანით და მაღალი IQთი დაჯილდოვებული

ბავშვობაში არაფერზე ეტყობოდა, რომ დაწყევლილი იყო, რამდენიმე რთულ ოპერაციას და 8წლიდან სათვალის ტარებას თუ არ ჩავთვლით. გოგონა წამოიზარდა, სირთულეების არ ეშინოდა და მხნედ იყო. ყოველ ოპერაციას ოდნავი შიშით, ოღონდ მხნედ ხვდებოდა. საამისო მიზეზიც ჰქონდა: მამა ყვავილების თაიგულს და ტკბილეულს აჩუქებდა, დედა – ოქროს ბეჭედს, ან ძეწკვს, ყველა დანარჩენ კაპრიზს ძმები უსრულებდნენ.

წამოიზარდა გოგონა და შეუყვარდა ერთი ბიჭი. ბიჭის ოჯახმა გოგონა დაიწუნა, თუმცა ახალგაზრდებმა თავისი გაიტანეს და მაინც დაქორწინდნენ.

თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო. ორივე მუშაობდა, თანაც კარგ კომპანიებში და ფული საკმარისზე ბევრად მეტი ჰქონდათ. 3 ბინის ყიდვა მოასწრეს (თუმცა არ იცოდნენ ამდენი რად უნდოდათ) სრულ ბედნიერებას მხოლოდ ბავშვი აკლდა. გოგონას რამდენჯერმე მოეშალა მუცელი. ბოლო მოშლას იმდენად რთული შედეგები მოჰყვა, ექიმებმა განუცხადეს, შვილს ვეღარ გააჩენო.

სხვა გზა არც ჰქონდათ, ბავშვი იშვილეს. პატარა ბიჭი. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვს თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო, რახან ნაშვილები იყო. თუმცა ნაშვილები რომ იყო, არც უმხელდნენ თავიდან.

ბავშვი წამოიზარდა, უბნელ ძველ ბიჭებთან დაიწყო მეგობრობა. სახლში უცნაური ხალხი მოყავდა, მაგრამ ოჯახი არაფერს უშლიდა მაინც. მერე სახლი გაუქურდეს. წლების მანძილზე ნაგროვები ქონება წაიღეს…

ამის შემდეგ, მალევე გოგონას მამა გარდაიცვალა, 1-2 წელიწადში – დედა და ამის შემდეგ 2 თვეში – ძმა. (more…)

Advertisements

Read Full Post »

თეიმურაზი ერთადერთი ადამიანი იყო მთელ თბილისში და ალბათ მთელ საქართველოშიც,  ვისაც ზიმბაბვეს ერთ-ერთ ენაზე, შონაზე შეეძლო საუბარი. თუმცა მისი პოვნა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ბოლოს და ბოლოს, ორიოდე კვირის ძიების შემდეგ მივადექით მის ბინას.

– – კი, მაგრამ თეიმურაზის ზიმბაბვური რა ჯანდაბად გჭირდებათ? -გაუკვირდა ჭაღარა ბუზღუნა ქალს, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თეიმურაზის და იყო.
_დამიჯერეთ, ქალბატონო, ამ წუთას ბატონ თეიმურაზს შეუძლია სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი გადაწყვიტოს… ეს ძალიან მნიშვნელოვანია…
_ახლა სახლში არ არის_კარის დაკეტვა დააპირა ქალმა.
_ აქ დაველოდოთ თუ შემოვიდეთ?_ გამოსავალი იპოვა ჩემმა  (more…)

Read Full Post »

ძალიან საყვარელი ქალია ჩემი მეზობლის საყვარელი smile.gif ყოველთვის ძალიან მომწონდა smile.gif უცნაურია, მაგრამ ახერხებს იყოს ჩემი მეზობლის საყვარელი, ისე, რომ ამის შესახებ მათ გარდა არავინ არ იცოდეს smile.gif ა… მე რატომ ვიცი? იმიტომ რომ მე ვარ ჩემი მეზობლის საყვარელი smile.gif უკვე რამდენიმე წელია რაც საყვარლები ვართ, თუმცა ამის შესახებ არავინ არ იცის… ჩემმა ქმარმაც კი biggrin.gif თუმცა რა უნდა გაიგოს, ღამით იმის ნაცვლად რომ ერთხელ მაინც მაკოცოს მკვდარივით იძინებს… ზუსტად ამ დროს მივდივარ ჩემ საყვარელთან smile.gif აქვე ცხოვრობს, მეზობლად… ფაქტიურად კარის მეზობელია… ჩემი ქმარი ყოველთვის კარგად იყო მისდამი განწყობილი და როგორც ატყობთ ტყუილად არა smile.gif ისე, მე თუ მკითხავთ მადლობაც უნდა უთხრას ჩემმა ქმარმა ჩემ საყვარელს, იმისთვის რომ მის მაგივრობას მიწევს biggrin.gif ხუმრობა ხომ არაა მთელი ღამე (ან თითქმის მთელი ღამე) ფხიზლად ყოფნა და გაუჩერებლად მოძრაობა… ყოველი შემთხვევისთვის ჩემი ქმრისთვის ეს სავსებით წარმოუდგენელია smile.gif მართალია, მერე, დილას სამსახურში ეძინება დაღლილ მეზობელს, თუმცა სამაგიეროდ ყველა კმაყოფილია… თუ არ ჩავთვლით მის შეფს biggrin.gif
იმედია, ამის შესახებ ჩემი ქმარი ვერასოდეს გაიგებს, თორემ მერე საყვარელთან სიარულს მუღამი არღარ ექნება smile.gif
ნუ… მგონი სულ ესაა რაც შემიძლია გითხრათ ჩემი მეზობლის და მისი საყვარლის (ანუ ჩემი) ურთიერთობის შესახებ smile.gif
და არ დაგავიწყდეთ, ჩემს ქმარს ნურაფერს გააგებინებთ, თორემ, როგორც უკვე გითხარით, მერე საყვარელთან სიარულს მუღამი ააღარ ექნება biggrin.gif

Read Full Post »

%d bloggers like this: