Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ღმერთი’

ჩვეულებრივი, შეუხედავი ტიპი. ფეთხუმურად და მოუხერხებლად  ჩაცმული .

ცხოვრების მიზანი არ აქვს  და არც  ჰქონია. არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს არასოდეს, ეს მისი ცხოვრების ძირითადი წესია. მისთვის არ არსებობს მნიშვნელოვნი და უმნიშვნელო, არ იცის სად, რა , როდის  ან რატომ?

მის გარშემო ადამიანები , ის ვისაც რამის სჯერა და სწამს , გონებასუსტები არიან, ხოლო ის ვინც რაღაცისკენ ისწრაფვის , ცდილობს ცხოვრებაში რამეს მიაღწიოს საერთოდ არაადექვატურთა რიცხვშია.

მას არაფრის სწამს, დარწმუნებულია რომ სიკვდილის მერე გაიხრწნება და  მის სხეულს სადმე მატლები და ვირთხები ნელა – ნელა შეჭამენ. მისთვის არ არსებობს ღმერთი, არ არსებობს რაიმე უმაღლესი ძალა. არასოდეს ყოფილა ეკლესიაში, არც არასოდეს აღუნიშნავს არც ერთი დღესასწაული , თავისი დაბადების დღეც კი.

საერთოდ როდის დაიბადა ეგეც არ ანაღვლებს, მაინც ყველას ვირთხები და ჭიები შეჭამენ.

ყველაფერ ამაზე ფიქრს ურჩევნნია სხვებს დასცინოს , ამასხარავოს, მიუთითოს მათ სიბეცეზე….

მისი ცხოვრება უკვე დიდი ხანია ასე მიდის, სადაცაა დასასრულს მიუახლოვდება და სიკვდილიც მოაკითხავს….

ხოლო მისი ჭიებიანი სხეულიდან ამოსულ სულს მისი ძმები – ალაჰი, იესო , ბუდა , ვიშნუ, შივა, და აჰურა მაზდა

– ათეის 🙂 ახალბედა ძმის სახით

ელოდებიან.

Read Full Post »

მე ვიყავი წერტილი, ყოველგვარი ზომის გარეშე, ჩემში იყო კონცენტრირებული მთელი სამყარო, ამიტომ მე ძალიან ამაყი წერტილი ვიყავი. ჩემი სიამაყის საფუძველი ისიც იყო, რომ მთელს ჩემს გარემომცველ სამყაროში ერთადერთი წერტილი ვიყავი და შესაბამისად-ყველაზე კარგიც. არ არსებობდა ჩემს გარშემო არც დრო და არც მანძილი, ამიტომ არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში, დაახლოებით ნახევარი უსასრულობა. შემდეგ კი რაღაც შეიცვალა, თანდათან ვიგრძენი, რომ ჩემში რაღაც ძალა იღვიძებდა და ფართხალებდა, თანდათან უფრო და უფრო ძლიერად ისე, რომ ბოლოს უკვე ძლიერი რყევა დავიწყე, თუმცა ჯერჯერობით არ ვნებდებოდი ამ ძალას და წერტილად ვრჩებოდი. მალე ვიგრძენი, რომ რაღაც ნაკადები გაჩნდა ჩემს გარშემო სამყაროში, რომელიც წესით ცარიელი უნდა ყოფილიყო. კარგად დავაკვირდი – ეს ნაკადები ჩემგან გადიოდა, ოღონდ ვერ მივხვდი რა იყო, სითხე თუ სინათლე. ამაზე ვეღარ ვფიქრობდი, ის ძალა უფრო და უფრო ძლიერად მაწვებოდა შიგნიდან და მხეთქავდა, მე ვუძალიანდებოდი, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო სუსტად, ჩემში რაღაც უცნაური და ახალი გრძნობები ათამაშდა, თითქოსდა მინდოდა კიდეც, რომ ამ ძალას გავეხეთქე, აღარ ვყოფილიყავი წერტილი, შექმნილიყო ჩემს გარშემო დრო, სივრცე და საერთოდ, სამყარო.

და მეც გავსკდი…

bigcrow-010-reinc

… ყველაფერი წყლების დაღვრით დაიწყო, შემდეგ კი მოვლენები ისე მიეწყო ერთმანეთს, როგორც მძივის თვლები, ჯერ დრო შეიქმნა, მერე სივრცე შეივსო ჩემს გარშემო და ბოლოს ამ სივრცეში მეც გამოვყავი თავი, ფრთხილად ჩავისუნთქე აქაური ჰაერი – არ მომეწონა და ავტირდი. დიდხანს ვტიროდი თუ არა არ ვიცი, ალბათ ცოტა ხანს, რადგან ჯერ კიდევ დაბინდული თვალებიდან პირველი რაც დავინახე, ჯერ კიდევ ახლახანს მიტოვებული ადგილი იყო. და ჯერ კიდევ პატარა ყურებში ჩამესმა გარშემომყოფების გამოცემული ხმები, რომლებიც მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ ახლა კი ვიცი რაც არის:

-…მასში ვარსკვლავი ჩასახლდა, ახდა წინასწარმეტყველება… ღმერთის შვილი დაიბადა…

Read Full Post »

გაგრძელება ღვთაებრივი გეგმის 7დღეში აღსრულებისა:

“ გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, – დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად – და ვარსკვლავები. “

ესეც განმგებლები და ყველა დეცენტრალიზაციის მომხესთვის პასუხი იმისა, რომ დეცენტრალიზაცია ღვთაებრივ გეგმებს ეწინააღმდეგება.

“ დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა, განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. “

ძალიან სასიამოვნოა, რომ ღმერთს თავისი ნაშემოწქმედარი მოსწონს, ანუ უნდა ვივარაუდოდ რაღაც რაღაც სხვა ქმნილებები არც მთლად გამოუვიდა. . .  დაყ ველა ვისაც ეს სამყარო არ მოსწონს მკრეხელი და ღვთის ნიჭიას ცოდვილი კრიტიკოსია!.

“ იყო საღამო, იყო დილა – მეოთხე (more…)

Read Full Post »


თავდაპირველადი:

“თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. “

დაამრგვალა პლანეტები, როგორც პირველ კლასებში, ხატვის გაკვეთილებში პლასტენინს ვამგვრვალებდით, ხელის გულის დადებით და დატრიალებით… შემდეგ აჰყარა ბურთულაკები და გამოკიდა აწ შექმნილ ციურ კოსმიურობაში…

“მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე (more…)

Read Full Post »

ერთადერთი და განუმეორებელი, თვითმგვემი ვირუჩას რომანტიკული მორფოლოგია

მეს, მარტივი ძალიან აღწერა:

ჩემი ისტორია ეს თქვენი ისტორიაა.
ჩემი მოდგმა ეს თქვენი მოდგმაა!
დაიმახსოვრეთ, ამ ტექსტში ეს მთავარი პრინციპია!

რუხი კუსავით მოსაწყენი და მოლურჯო-ნაცრისფერი ვირივით უნიათო ვარ.
მოკვდავი!
მაგრამ, მე უფრო მღვიძავს ვიდრე თქვენ და ეს ფატი, ეს შეგნებულობა – სიამაყეში მეპიტნავება. სიამაყეში პიტნიანობა კი ჩემს გონორის დასიებულობის ფხანაა და ეს პატივმოყვერეობას აყუჩებს.

სინამდვილეში არც ჩახლა ვარ და არც რთული.

ცუდად უდრეკი ვარ. თვითგვემისა და ვირობისთვის.
თვითმგვემი (ან თვითგვამი) ვირი გინახავთ?
ანუ მე არ გინახივართ!
არც არის საჭირო.
მენდეთ, არაფერი განსაკუთრებული ან ნორმებიდან ამომხტარი და მითუმეტეს არაფერი საინტერესო, ან მსგავი კატაგორიებით სიამოვნების მოვლენას მე არ/ვერ წარმოავდგენ.
მე იგივე ვარ, თქვენი მსგავსი, მჭამელი, მჟიმავი, მოგანავალე, მშარდავი, პირღია, (more…)

Read Full Post »

სეირნობდა ღმერთი ზღვის სანაპიროზე და ფიქრობდა, რამდენი ხანია, არაფერი განსაკუთრებული არ შეუქმნია… და შექმნა ღმერთმა ადამიანი, რომელიც იყო უბედური, რომელსაც არაფერი გააჩნდა_ არც ქონება, არც ჭკუა, რომლის ცხოვრებაც დაბადების დღიდან სიკვდილამდე უბედურების დიდი ისტორია იყო და შექმნა ადამიანი, რომელიც იყო ბედნიერი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი_ქონებაც, ჭკუაც… მთელი მისი ცხოვრება, ცხოვრების ყოველი წუთი ლამაზი იყო… მაგრამ შედეგებმა დააღონა ღმერთი… თავისი შემქმნელი ორივემ უარყო, ერთმა ბედნიერების გამო, მეორემ კი უბედურების გამო…
განრისხდა ღმერთი და დასაჯა ორივე_ გამოკეტა ქვესკნელში და დაავალა შეექმნათ კიდევ ერთი ადამიანი… იდეალური ადამიანი… ადამიანი, რომელშიც იქნება ჩადებული ყველაფერი საუკეთესო, მაგრამ რომლის ცხოვრებაც იქნებოდა ტრაგედია… ლამაზი ტრაგედია… რომელიც მას არ აატირებდა, პირიქით, გააღიმებდა… ტრაგედია, რომელიც მოუტანდა ბედნიერებას… ტრაგედია, რომელიც არ იქნებოდა სხვა ტრაგედიების მსგავსი… ადამიანი, რომელის საცხოვრებელი ადგილი ღრუბლები ან ზღვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ იძულებული იქნებოდა ხმელ მიწაზე ევლო და ამისგანაც ბედნიერად ეგრძნო თავი… ადამიანი, რომელიც იქნებოდა სხვა ადამიანებზე მეტი, მაგრამ არასოდეს გაიგებდა ამის შესახებ… (more…)

Read Full Post »

ვინ ხარ, რა სულიერი ხარ…

მე, შპილერა ვარ… ადამის მოდგმის რიგით მემილიარდე თაობის მეასე წევრი. ხოდა, როცა მე დავიბადე, მაშინ ღმერთს რაღაც ლატარეასავით გათამაშება ჰქონდა მოფიქრებული, რომლის მთელი არსიც მდგომარეობდა იმაში, რომ ყოველი მეასე ახალშობილი უნდა დაჯილდოებულიყო უნიკალური და ყოვლისმომცველი ნიჭით. რა თქმა უნდა, დაბადებისას მე არც კი ვიცოდი ამ გლობალური გათამაშების შესახებ. ხოდა, ჩემი წილი ნიჭი მისცეს ვიღაც ამერიკელს, ჯეკ დონალდსს, როგორც იტყვიან ”პო ბლატუ” (ამერიკა დიდი ქვეყანაა და დიდი ”კონტაქტები აქვს.) ჯეკი და მე ერთ დღეს დავიბადეთ (ოღონდ ის ჩემზე რამდენიმე წუთით გვიან მოევლინა ქვეყანას). ხოდა, ვიზრდებოდით მე და ის. ჩვენს შორის ათასობით კილომეტრზე ატლანტის ოკეანე იყო ურცხვად გადაშხლართული. ჯეკი მდიდარი იყო, მე საშუალო ფენის წარმომადგენელი, მაგრამ ქართველი (ანუ საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ არაფრით ვიყავი მათზე ნაკლები). ჯეკს ველოსიპედი რომ უყიდეს, ჯერ კიდევ აკვანში იყო. მე რომ ველოსიპედი მათხოვეს ორი დღით – უკვე უნივერსტეტს ვამთავრებდი. ჯეკს ველოსიპედის ტარება რომ მობეზრდა, ფერარზე გადაჯდა. საქართველოში კიდევ, როცა ველოსპეტით ვეღარ ”კაიფობენ”, სუბოტექსზე ჯდებიან ხოლმე. (აშკარაა, ჩვენს ქვეყანაში განვითარების უფრო მაღალი ტემპია, ვიდრე – ამერიკაში).

მოკლედ, შევეშვათ ახლა ამ პოლიტიკურ-სოციალურ მასტურბაციას და მოგიყვებით, რა ხდებოდა ჩემს თავს. (more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: