Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ყვავი’

თეიმურაზი ერთადერთი ადამიანი იყო მთელ თბილისში და ალბათ მთელ საქართველოშიც, ვისაც ზიმბაბვეს ერთ-ერთ ენაზე, შონაზე შეეძლო საუბარი, თუმცა მისი პოვნა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ბოლოს და ბოლოს, ორიოდე კვირის ძიების შემდეგ მივადექით მის ბინას.

– კი, მაგრამ თეიმურაზის ზიმბაბვური რა ჯანდაბად გჭირდებათ? -გაუკვირდა ჭაღარა ბუზღუნა ქალს, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თეიმურაზის და იყო  – და საერთოდაც, თეიმურაზი არ გახლავთ სახლში, უნივერსიტეტშია წასული, დღეს ჩათვლები აქვს და სავარაუდოდ გვიან დაბრუნდება.
– თქვენ მეუღლე ხართ? აუცილებლად გვჭირდება მისი პოვნა, ქალბატონო-მაქსიმალურად საწყალი თვალები მივიღე მე-და აუცილებლად დღესვე.
– არა, მე და ვარ, თეიმურაზს მეუღლე ორი წლის წინ დაეღუპა და იმის შემდეგ მთელ თავის დროს იმ წყეულ, აზიისა და აფრიკის უნივერსიტეტს ახმარს, საერთოდ დაივიწყა თავისი საწყალი და…
ჩვენ აღარ დავაცადეთ მოხუცს ტირადის ბოლომდე დასრულება, სასწრაფოდ დავემშვიდობეთ და კიბეზე სირბილით დავეშვით. (more…)

Read Full Post »

ეს მოთხრობა ”ინსპირებულია” ბატონი ყვავას ვეშით ”ტრაკში პერო”.
ტექსტი დაფუძვნებულია დოკუმენტურ მასალაზე

თავი პირველი
მახსოვს, გაზაფხულის ოფლიანი დღე იყო, ცხელ ქვიშაზე გაფენილ კამიუს ტომებზე ვიწექი და ასე მონატრებულ მზეს ვეფიცხებოდი. ოდნავ მოშორებით, გრილ ჩარდახში ჩემი გოთი მეუღლე კატის შეჭამანდს ამზადებდა. ყნოსვას მიღიზიანებდა შეჭამანდის გემრიელი სურნელი, თან ის ფაქტი რომ დესერტად ვირთაგვის ე.წ. პერაშკები მექნებოდა, საერთოდ ჭკუიდან მშლიდა.
– მროვიუს, შე არ დასამარხო, სამი საათია, წამალი დალიე – გამომძახა საყვარელმა მეუღლემ
წამოვიწიე და ნატურალური ჭაჭის ბოთლი დავითრიე. უკვე მესამე თვეა ჭაჭის დიეტაზე ვარ. ეს მას შემდეგ რაც ”პეროიანთა” ტომში აგენტად ყოფნისას მარტინითა და ფილა შოკოლადით ვიკლავდი შიმშილს. მისიის დასრულების შემდეგ აუტანელი ტკივილები მტანჯავდა. ექიმბაშმა მხოლოდ დიეტა უშველის შენს გადაგვარებული კუჭ-ღვიძლს, თუ არადა მთელი ცხოვრება მარტინის ხვრეპა მოგიწევსო. ხოდა გახლავართ ამ ოხერ დიეტაზე.
სამის თხუთმეტი წუთისთვის ჰაერი სპერმის სუნით გაიჟღინთა – ონანის კულტის მიმდევრებმა მეზობელი სოფლიდან შუადღის ლოცვა დაასრულეს.
მზემ დასავლეთისკენ დაიწყო გადახრა. მეც მისი მიმართულებით ვტრიალდებოდი. ჩემი ნაპატიები დუნდულოები უმოწყალოდ სრესდა ბატონი კამიუს ტომებს, მაგრამ მე ხომ მკიდია, სამაგიეროდ ”პეროიანებს” დამართებდა ინსულტს. ყველაფერი (more…)

Read Full Post »

მეილი გავხსენი, ახალი ფურცელი ავირჩიე, სათაური გავუკეთე და გავჩერდი. რა დავწერო ჩემზე ისეთი, წაკითხვა რომ შეიძლებოდეს და თან მე რომ ვიყო? რა მინდა ვაბშემც, რას მოვითხოვ, ერთი ბოთლი ბორჯომის გარდა? მეორე ბოთლ ბორჯომს ალბათ…

ბავშვობა რომ გავიხსენო, რა აზრი აქვს, ვის რაში აინტერესებს როგორ ვიზრდებოდი მე საბჭოეთის ნანგრევებზე, როგორ მიხაროდა პლასტმასის კურდღლის ყურის ღრღნა, როგორ მიყვარდა ჟურნალები, იატაკზე ვყრიდი და ზედ დავფოფხავდი ხოლმე, როგორ დავწვი ერთხელ ნაძვის ხე, როგორ მშურდა ჩემი პატარა ძმის, როდესაც მას სოსკით აჭმევდნენ და მე თეფშიდან, როგორ არ მიყვარდა ბაღში სიარული და რამხელა მეგონა ეზოში საწყლად მდგომი ჩამოსასრიალებელი… არც ის დაგაინტერესებთ, რატომ არ მიყვარდა ლტოლვილი კლასელები, როგორ მეშინოდა ერთი პერიოდი, რომ თბილისიც არ დაებომბათ, უშუქობაში როგორ ვიჯექი და ყელში მომდგარი ბურთის ყლაპვით ამოცანებს ვხსნიდი, თან თვითმკვლელობაზე ვოცნებობდი, წარმოვიდგენდი როგორ გამომიტირებდა ყველა, როგორ დაწყდებოდათ გული, როგორ ინანებდნენ ყველაფერს და ჩემი თავი ისე მეცოდებოდა, ცრემლები მომდიოდა, არა მგონია ეს საინტერესო იყოს, რადგანაც ყველას თუ არა უმეტესობას გამოცდილი აქვს ეს და იცის რაც არის…

ან იქნებ, რომ დავფიქრდე, მით უმეტეს იყოს საინტერესო ვინმესთვის თავისი თავის სხვა თვალით დანახვა? კითხულობ, კითხულობ და გგონია, რომ შენი დაწერილია, ან უფრო უკეთესი, შენზეა დაწერილი, გინდება კარი ჩაკეტო, მუსიკას აუწიო და გადავარდე მოგონებებში, დაპატარავდე, ისევ ისეთი სუსტი და დაუცველი გახდე, როგორიც იყავი და ნერვები გეშლება, როდესაც გავლილი წლების მანძილზე ბევრ დიდ თუ მცირე შეცდომას აღმოაჩენ, რომლებსაც აქედან ხედავ, მაშინ კი ვერ ამჩნევდი, ხელები გექავება, ისე გინდა რომ წამოარტყა შენს პატარა ვარიანტს თავში, მიუთითო სწორი გზა და დაეხმარო, მაგრამ აბა რანაირად, ეს ხომ მხოლოდ შენი მოგონებაა. საბოლოოდ ნაწერის მიმართ სიძულვილი გიჩნდება, ავტორი შენი მტერი ხდება, რომელმაც გაბედა და შენს ბავშვობაში ხელი ჩაყო, მოურია და აამღვრია ყველაფერი, გაბრაზებული დგები და იღებ გადაწყვეტილებას, აღარასოდეს წაიკითხო არაფერი…

ღირს ახლა ამ ყველაფრის გაკეთება? არ ღირს, ასე რომ არაფერსაც არ დავწერ ჩემს შესახებ, მაინც არ დაგაინტერესებთ…

Read Full Post »

%d bloggers like this: