Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘შენი’

უსახური ხარ…
ადამიანი რომელიც ვერაფერს ხედავს, არაფრის შემჩნევა არ უნდა…

ადამიანი რომელსაც ბუნებამ ყველაფერი მისცა რომ ყოფილიყო სრულყოფილი და არა პირველყოფილი…..

Advertisements

Read Full Post »

Read Full Post »

წერას აუთლუქშივე ვიწყებ ..

იყო დრო შენი პორტრეტისათვისათვის ერთი ხელის მოსმაც კი მყოფნიდა რომ დამეხატე … ახლა დრო შეიცვალა, შეიცვალე შენც და წარმოიდგინე შევიცვალე მეც … ადრე ცელქი, ველური და მიუკარებელი იყავი, დაჯდებუდი კუთხეში და საათობით მიყურებდი, მაკვირდებოდი გაოცებული, თითქოს თვალებში შემციცინებდი სათანადო მომენტი რო გეპოვა და კალთაში ჩამხტომოდი … გიყვარდა ჩემს კალთაში მოკალათება, გიყვარდა ნაზად რომ გეფერებოდი თავიდან ვიწყებდი და ხერხემლის ბოლომდე ჩავაყოლებდი ხოლმე ხელს, ვატყობდი რომ გსიამოვნებდა, მაგრამ არ იმჩნევდი … უცებ წამოხტებოდი, იქვე კრესლოზე მოკალათდებოდი და მერე იქიდან ისევ მიმზერდი და ასე გრძელდებოდა თვეები … ხანდახან ლუარსაბივით კედელზე მოსიარულე ბუზს მიაშტერდებოდი და ბავშვივით ცქმუტავდი, მაშინ გავიწყდებოდა რომ მეც ოთახში ვიყავი … ვფიქრობ რომ ზარმაცი ხარ, გიყვარს სითბო და მოფერება, მთელი დღე საწოლზე გორიალი და უზომოდ დიდი ყურადღება … ახლა გაიზარდე … ცოტა შეიცვალე უკვე ზრდასრულის შესახედაობაც გაქვს … დიდი ყოვლისმთქმელი თვალები, პატარა ლამაზი ყურები, კოპწია ცხვირი. ჩემი ხვეწნაც აღარ გინდა, თავად მოდიხარ და თავად მეფერები, ნაზად მეტმასნები ტანზე, სასაცილო ულვაშებს გააცმმაცუნებ და საყვარლად ამომძახებ მიაუს … ასეთი ხარ შენ და ასეთი მიყვარხარ ….

Read Full Post »

აღარ ხარ ანგელოზი…

inspeqtoris portrait

Read Full Post »

შენი სურათი დიდის ამბით ვინახე წლების მანძილზე ბალიშის ქვეშ მერე კი ერთ დღეს როდესაც ძალიან..
იმდენად ძალიან გამაბრაზე რომ მეგონა მძულდი ავდექი და სულ ნაკუწებად ვაქციე..
ამოვშალე ყველა ის Fოლდერი სადაც შეიძლებოდა შენ,(ჩვენ) სურათებს გადავწყდომოდი..
მობილურშიც კი არ ჩავტოვე პატარა დეტალი რომელიც შენს თავს გამაჰსენებდა მაგრამ..
5წლის მერე აღდგომის დღესასწაულზე ბაბუის საფლავიდან ნელი ნაბიჯით მომავალმა ერთერთ ქვაზე საოცრად ნაცნობი თვალები შევნიშნე..
წამით გაიყინა ქვეყნად ყველაფერი..
თითქოს იმ წამს მივხვდი რა მაკლდა ეს 5 წელი იმისთვის რომ თავი კარგად მეგრძნო..
არადა ოდესღაც შენს განადგურებაზე ვოცნებობდი..
ცრემლმორეულმა მობილური მოვიმარჯვე,შენს პორტრეტს სურათი გადავუღე და გამოვიქეცი..

Read Full Post »

როცა ამაყად ჩაუვლი გვერდს ჩემს დახატულ პორტრეტს,
შენს პორტრეტს,
სადაც ბევრად უფრო ლამაზი ხარ,
ვიდრე სინამდვილეში,
და იტყვი-‘ეს მე ვარ!’
მე გამეღიმება.
შენ ხარ ეს, დანახული ჩემი თვალებით,
დახატული ჩემი თითებით,
იმაზე ლამაზი
ვიდრე სინამდვილეში,
იმაზე კეთილი,
იმაზე (more…)

Read Full Post »

შენი პორტრეტი

Твой Портрет

Your Portrait

– _ – _ – _ –

პროექტის შემდეგი, რიგით მერვე თემა თქვენ წინაშეა.

პროზა, პოეზია, ნახატები, ფოტოები, digital art, მუსიკა, ვიდეო – ნებისმიერი სახის კრეატივი თემაზე გამოგზავნეთ – artidea.ge@gmail.com

ნამუშევარი თქვენი ნიკითურთ გამოქვეყნდება შესაბამის კატეგორიაში.

ტექსტის ზომას, სურათის ხარისხს და ა.შ. მნიშვნელობა არ ენიჭება. ასევე თავისუფლები ხართ ენის არჩევანში. ერთი ადამიანის მიერ შექმნილი და გამოგზავნილი კრეატივების რაოდენობაც არაა შეზღუდული.

“დავალების” გამოგზავნის ბოლო ვადაა – 24 მაისი, შაბათი, 2008 წელი, 18:00.

Be creative!

Read Full Post »

%d bloggers like this: