Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘შესახებ’

Advertisements

Read Full Post »

ძალიან მიყვარს ჩაი
***
ვარ პასიური მწეველი
***
დილაობით არ ვჭამ საჭმელს, მაგრამ თუ წამომიარა ვჭამ ბევრს
***
ვუსმენ წვიმის ხმას და ასეთ გაცვეთილ რომანტიკულობებს. ალბათ გაცვეთილად რომანტიკული ვარ
***
მიყვარს ორსული ქალები, მაგრამ საკუთარი თავი არ მეყვარება ორსულობისას
***
ყველაზე ხშირად საუბრისას ვიყენებ პირველ პირს და ნაცვალსახელსმე”… ეგოისტი ვარ
***
მაღიზიანებს ადამიანები, რომელებიც ბევრს და უაზროდ ლაპარაკობენ.

მაგრამ თუ მათში რაიმე ნიჭი აღმოვაჩინე ხელოვანისა, მაშინ ვპატიობ
***
დილას ვიწყებ ცნობილ სიმღერების იმპროვიზაციებითმერე კი ESM-ში მივჩანჩალებ ფინანსურისა და მარკეტინგის ლექციებზე…
***
ვიღებ უხეირო ფოტოებსვხატავ ცოტა უფრო უკეთყველაზე კარგად მაინც ცეკვა გამომდის
***
ვმუშაობ ცოტასთითქმის სულ არადა არ მაწუხებს სინდისი დაუმსახურებელ ხელფასზე
***
ქუჩაში მეცოდება მოხუცი მათხოვრები, (more…)

Read Full Post »

ერთადერთი და განუმეორებელი, თვითმგვემი ვირუჩას რომანტიკული მორფოლოგია

მეს, მარტივი ძალიან აღწერა:

ჩემი ისტორია ეს თქვენი ისტორიაა.
ჩემი მოდგმა ეს თქვენი მოდგმაა!
დაიმახსოვრეთ, ამ ტექსტში ეს მთავარი პრინციპია!

რუხი კუსავით მოსაწყენი და მოლურჯო-ნაცრისფერი ვირივით უნიათო ვარ.
მოკვდავი!
მაგრამ, მე უფრო მღვიძავს ვიდრე თქვენ და ეს ფატი, ეს შეგნებულობა – სიამაყეში მეპიტნავება. სიამაყეში პიტნიანობა კი ჩემს გონორის დასიებულობის ფხანაა და ეს პატივმოყვერეობას აყუჩებს.

სინამდვილეში არც ჩახლა ვარ და არც რთული.

ცუდად უდრეკი ვარ. თვითგვემისა და ვირობისთვის.
თვითმგვემი (ან თვითგვამი) ვირი გინახავთ?
ანუ მე არ გინახივართ!
არც არის საჭირო.
მენდეთ, არაფერი განსაკუთრებული ან ნორმებიდან ამომხტარი და მითუმეტეს არაფერი საინტერესო, ან მსგავი კატაგორიებით სიამოვნების მოვლენას მე არ/ვერ წარმოავდგენ.
მე იგივე ვარ, თქვენი მსგავსი, მჭამელი, მჟიმავი, მოგანავალე, მშარდავი, პირღია, (more…)

Read Full Post »

…and More about me

Cyber-punk…

მზერა მონიტორიდან, დამპალი ფილტვები, შეჭმული ჯანმრთელობა, გაბერილი ღვიძლი… კომპიუტერი კლავს ადამიანს, მისგან მოითხოვს, რომ ცხოვრება მსხვერპლად შესწირო…

Read Full Post »

“Вот это да! – подумала Алиса.- Кот с улыбкой – и то редкость, но уж
улыбка без кота – это я прямо не знаю что такое!” Л.Кэрролл

ჩემი პირველი მოთხრობა 7 წლის ასაკში დავწერე.. მომეწონა. მას, შემდეგ რამდენიმე მელოდრამული და დეტექტიური ჟანრის ნოველა მოყვა.. მოკლედ მწერლის ლავრებზე ვოცნებობდი.. სანამ 13 წლის ასაკში არ მივხვდი, რომ ჯობდა გეოლოგიით დავკავებულიყავი..ასე იქნებოდა უკეთესი ჩემთვისაც და ერისთვისაც. ამ პერიოდიდან მოყოლებული,ჩემი „მწერლობა“ მხოლოდ სტანდარტულ სკოლის თემებს ეკუთვნოდა, თავისი „ქალის სახეებით ვეფხისტყაოსანში“ და „რაინდთა წრეებით“, ჩემმა „წიგნებმა“ კი საკუჭნაოში გადამალული მაგიდების, გადამალულ უჯრებში გადაიბარგა.. დღეს ისინი განიხილებიან „ქოთანზე გადაღებული სურათების“ რანგში. ამიტომ სასტიკად ვიღრინები, როდესაც დედაჩემი მათ დათვალიერებას ცდილობს..ვინმესთვის ჩვენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია 🙂
მთელი ეს ისტორია იმისთვის მოვყევი, რომ აღმენიშნა, მრავალი წლის (more…)

Read Full Post »

სიტყვების უაზრო კორიანტელი არეული ტვინში და აზელილი იმ ბუშტუკებთან რომლებიც ყოველწამიერად სკდებიან და მოაქვთ ახალ-ახალი აზრები, ფიქრები ან თუნდაც იდეები…
მოდი ერთხელ სერიოზულად დავფიქრდეთ
არა, სერიოზულად არ ღირს
სარკაზმით
თუმცა რაღა სარკაზმით, ისედაც გაჯერებულია ყველა იმ დაუფარავი ცინიზმით, რომელიც ემჩნევათ არა მარტო თვალებში, არამედ სახის ნებისმიერ ნაოჭში.
მე – ვითომ მშვიდობის მტრედი და ამ დროს განხეთქილების მთავარი მიზეზი.
მე – ვითომ უწყინარი და მოწესრიგებული და ამავე დროს ანარქისტი, მეამბოხე
მე – მორწმუნე და მე – ეშმაკის მოციქული
მე – სულელი და მე – ჭკუით დახუნძლული
ეს ყველაფერი არის მე…ჩვენი ნებაა ამას გაორებას დავარქმევთ თუ გათორმეტებას. ფაქტია, რომ არავინ არ არის ერთი! ყოველთვის მახსენდება ჩემი დაკომპლექსებული ex-კლასელი, რომელიც მის დღემში ხმას არ იღებდა, მაგრამ როგორც კი ნერვებზე შეაჯდნენ, ისეთი გინება ატეხა, თვალებში ვეღარ ვუყურებდით ერთმანეთს, ასე როგორ ავაგდეთო…
მე – დროში და სივრცეში გადაადგილებული
მე – რომელსაც სიზმარი რეალობა გონია და პირიქით (more…)

Read Full Post »

მეტროში ვარ. სახლმდე კარგი საათნახევრის გზაა. ასე რომ თავს შევიქცევ. მოკლედ ვიწყებ…

# # #
“…ლაპოვინი მა ნერო ტრიოდე
ლუპარრა ესტეტი ტასსო
სეტორო არამინონე
კანოლე ოლეფაცო”
ჩაამთავრა მაღალმა ტიპმა ლექსი, რასაც ოვაციები მოჰყვა…
მაგარ სასტავში ვარ რა… გიჟი, გადარეული ხალხია, თავიანთი ფილასოფიური გამოხტომებით. ხშირად იკრიბებიან, სიტყვებს ძალა აღარ აქვთო ჩვენს ათასწლეულშიო, მთავარი ინტონაციააო, ვიბრაციებიო… ლექსპრომტებს ყვებიან ხოლმე, სიყტვებსაც თავისას იგონებენ, აბსოლუტურად უაზროს, ოღონდ რითმავენ. ხო, ის ლექსი თავიდან მეც იტალიური მეგონა, მაგრამ ეს ტიპი ყოფილა პროსტო იტალიური ფეხბურთის ფანი, გავკარი ტოტის…. ეეჰ, შენ გაუგებ ამდენ შერეკილს…

* * *
………ასტაროჟნა დვერი ზაკრივაიუტსია, სლედუიუშაია სტანცია მენდელეევსკაია… ჩამესმა ნაუშნიკებსმიღმიერი ხმა, ჯერ ორი გაჩერება გამივლია მხოლოდ. რა ნელა გადის დრო… ვაგრძელებ…

# # #
მთავარი სასწაული ის გახლავთ რომ ერთმანეთს უგებენ, (more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: