Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ცხოვრება’

ვცდილობ მოვახდინო შენი პორტრეტის წარმოსახვა…
იცი, ძნელია…
ძალიან ძნელია…
ვცდილობ მოვახერხო შენი პორტრეტის გახსენება…
და არდავიწყება…

გარეგნობის მხრივ რომ შეგეხო…
მმმ…
ამ შემთხვევაში მახსენდება შენი ძალიან სევდიანი თვალები. ვიღაც იფიქრებს, რამე 2გინალური გეთქვაო, ისედაც ყველა თვალებს უკვირდება გარეგნობაშიო, მაგრამ ყლეზე მკიდია ვიღაცეები. ნუ მამენტ შემეძლო ფეხებზე დამეკიდა, მაგრამ ჩემი ფეხები უფრო ძვირფასია ჩემთვის, ამიტომ მკიდია იმაზე, რაც არ მაქვს. ანუ ფეხებიც კი მეზედმეტება დაკიდებისთვის. ხოდა სევდიანი. ამას მე მაშინაც ვამჩნევდი, როდესაც პატარა ვიყავი და მერეც, როდესაც გავიზარდე. ძალიან სევდიანი თვალები მახსენდება. სულ მიკვირდა, ასეთ მხიარულ და მოუსვენარ ადამიანს რატომ აქვს სევდიანი თვალებიმეთქი?! ფერი არ მახსოვს, მგონი მწვანე ან ყავისფერი, ან უფრო სწორად მწვანე ყავისფერში გარდამავალი. რავი, ჩემთვის ყველა სევდიანი თვალი ამ ფერთან ასოცირდება. წყლიანი თვალები ყოველთვის ამფერი მგონია ხოლმე. და ვინაიდან აღარ მახსოვს შენი თვალის ფერი, ამიტომაც მოდი, ჩავთვალოთ, რომ მწვანე გქონდა.
ბოხი ხმა. იცი პატარაობაში ბიჭებს არ აქვთ ხოლმე ბოხი ხმა, ასაკის მატებასთან პარალელურად უბოხდებათ და უვაჟკაცდებათ, მაგრამ შენ გქონდა. ტონალობის აწევაც რომ არ იყო საჭირო, ისეთი звонкий ხმა… მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მამაკაცის ბოხ ხმაზე მუდამ გართულება მქონდა, შენი ხმა მაღიზიანებდა. ნუ, აი ვერ ვიტანდი შენს ხმას. აი რასაც ჰქვია, ხმაურიანი ადამიანი იყავი რა. მოუსვენარი, ცელქი, მხიარული. მაგრამ არასოდეს ეს არ ყოფილა გამაღიზიანებელი, შენი ბოხი ხმისგან განსხვავებით. ბიჭო, არადა ვგიჟდები მამაკაცურ ხმაზე, მაგრამ შენი ხმა არ ჯდებოდა ჩემი გემოვნების დიაპაზონში.
დიდი ყბები. აი ძალიან მიყვარს ისეთი, მამაკაცური ყბები, მაგრამ შენ რაღაც ისეთი გქონდა, რომ მე არ მომწონდა.
სიმაღლე. ხო, მაღალი იყავი. მიყვარს მაღალი ბიჭები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შენ ვერ შემოდიოდი ჩემი გემოვნების დიაპაზონში.
ანუ გარეგნობით რომ მოვახდინო შენი წარმოსახვა, დიდი არაფერი. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყავი.
სხვა დანარჩენის მხრივ რომ შეგეხო… (more…)

Advertisements

Read Full Post »

დიდი ხანია არაფერი დამიწერია და საერთოდ ჩემს თავზე ლაპარაკი ძაან მიჭირს,

ვინ ვარ მე? ხშირად დამისვამს ეს შეკითხვა საკუთარი თავისთვის მაგრამ ვერასოდეს ვერ ვიპოვე პასუხი.

მეგობრები კუნტრუშას მეძახიან ისევ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ჩემი კუნტრუშობა მაშინ დაიწყო როცა 9 თვე ვერ მოვიცადე და 8 თვიანი დავიბადე.

ძალაინ მიჭირს აზრების დაწყობა რომ ჩემს თავზე ვილაპარაკო, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა რომ ცხოვრება მიყვარს. გაზაფხულის მოსვლა მიყვარს რადგან ამ დროს ყველაფერი მწვანდება და შეგრძნება მაქვს რომ მეც ახლიდან ვიბადები
ჩემი სახლის წინ იასამანი ყვავილობს და ყოველ დილით აივანზე გასული რომ აღმოვაჩენ რომ კიდევ ახალი ფოთოლი გამოჩნდა, სულში სითბო მეღვრება, გაზაფხული იმედებს მიღვიძებს რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაცა შეიცვლება, ყველაფერი კარგად იქნება. ახლაც კი ერთი სული მაქვს როდის მოვა მაისი რომ გაზაფხულის წვიმა მოვიდეს, როცა პირველად დაიგრუხუნებს ცაზე, ამ დროს ვხვდები რომ ცოცხალი ვარ.

არ მიყვარს ზამთარი, ვერ ვიტან ნაცრისფერ და ერთნაირ დღეებს მაგრამ ზაფხულიც არ მიყვარს იმიტომ რომ ვიცი ისევ ზამთარი უნდა მოვიდეს.

მიყვარს ცხოვრება, მიყვარს ადამიანები, ყოველთვის ვცდილობ ვიღაცისთვის სულ უბრალო რაღაცას ჩემეული და სასიამოვნო მხრიდან შევხედო,

ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ ბავშვობიდან ალბათ და სულ იმას მეუბნებიან რომ გავიზარდო უკვე დროა.

მეტი რა შემიძლია დავწერო საკუთარ თავზე. მე ის ვარ რაც ვარ და ყველა მიხვდება როგორიც ვარ, უკანასკნელი რომანტიკოსი ალბათ ამ დედამიწაზე

Read Full Post »

ჩემს შესახებ? J უკვე სასაცილოა

სულ ვამბობ, რომ შემთხვევითობა ვარ და შეცდომა, მაგრამ მერე საიმონ ბირჩიც მახსენდება და აზრს ვიცვლი…

იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახში ჩემს დაბადებამდე სიყვარული მხოლოდ ჩემი დის გარშემო ორიენტირდებოდა მე არ უნდა გავჩენილიყავი, ანუ ჩემს მშობლებს ერთმანეთი გულზე დიდად არ ეხატებოდათ და არც მე ვიყავი გეგმაში…

მერე მეც გავჩნდი, უფრო მეტი სიყვარული გაჩნდა, ოჯახი 2 ცენტრით … არადა სულ ისეთ ოჯახზე ვოცნებობდი, სადაც ყველა წევრი ცენტრია …მერე ჩემმა დამ ეტლიდან კიბეებზე გადმომაგორა , სულ თვეების ვიყავი … დედაჩემს კი უთხრა ნინოს ვეთამაშებიო, გადავრჩი, თვეების ვიყავი ასევე ჩემმა დამ უმი ლობიოთი რომ გამომიტენა პირი,ისევ მეთამაშებოდა და მაინც გადავრჩი, (more…)

Read Full Post »

ჩემი გაჩენაც ისეთივე უცნაური იყო, როგორც ჩემი შემდგომი ცხოვრება.
სახელი ბებიისგან მერგო, რომელიც ჩემს გაჩენამდე 10 დღით ადრე დაიღუპა.
იდეაში ნათია ვიყავი.
ის დღეები სამწუხაროდ არ მახსოვს, აკვანში რომ ვიწექი და მალიუტკას რომ ვჭამდი..
არც ის მახსოვს, მამაჩემი პურის გულისთვის გრძელ და ბნელ როგებში რომ იდგა შუაღამისას..
არც ის, თუ როგორ მიმიყვანეს საბავშვო ბაღში..
ბავშვობაში ფოტოებს არ მიღებდნენ.. და რაც მქონდა ისიც ძალიან ცოტა შემომრჩა..
ჩემი ბავშვობა არაფრით იყო გამორჩეული სხვებისგან…
ბარბის თოჯინები, კევის მარკები, დენდის კასეტები.. და რაც მთავარია – უდარდელობა!
სკოლაშიც არც ისე ცუდი მოსწავლე ვიყავი… მე-9 კლასამდე მშვენივრად..
შემდეგ სნობების კლასში აღმოვჩნდი და პირველად დავფირქდი ადამიანის რაობაზე..
ყველანაირად ვცდილობდი, რომ ჩემ კლასელებს არ დავმსგავსებოდი და.. ამ მიზეზით ხშირად ვაცდენდი სკოლას.
ბოლო ზარზე ჩვეულებრივად გამოვცხადდი. ჩემი ვალი მოვიხადე.. ოღონდ წინსაფრის და “საროჩკის”გარეშე..
ბანკეტზე არ წავედი.
ჩემ დაბადების დღეს დაემთხვა და სულ არ ვაპირებდი კლასელებთან ჩამშხამებოდა.
მეგობრებთან ერთად აღვნიშნე და.. ბედნიერი ვიყავი..
შემდეგ რა?
ზაფხული… ზაფხული და კიდევ ერთხელ ზაფხული…
ზაფხულიდან შემოდგომამდე – ერრორ ყველაფერი წაშლილია მეხსიერებაში.
შემდეგ აბიტურიენტობა.. თავიდან დიდი შემართებით შევუდექი საქმეს..
მაგრამ ახლა ისე დავიღალე..
ერთი სული მაქვს..
როდის მორჩება ყველაფერი.
ჩემი ცხოვრება ამ ეტაპზე ნაცრისფერია.. ალაგ-ალაგ გამწვანდება და მზე გამოანათებს..
მაინც.. გაზაფხული თავისას შვება..
გაზაფხულდა და.. ცხოვრების ახალი ეტაპიც დაიწყო..
სიმწვანე შემოდის გულში…
მალე..
მალე ყველაფერი დამთავრდება და.. დავისვენებ..!

Read Full Post »

ვინ ვარ მე? მე ვარ….. მე ვარ…….ჰეჰემე ვარ ერთი უბრალო არსება, განსხვავებული აზრებით, ფიქრებითა და ქცევებით, რომელსაც ძალიან უყვარს ძილი, ხელოვნება, დალევა, ტვინის ტYვნა და ა. შვარ 19 წლის, სტუდენტი ბიჭი, დავბერდი უკვე, წელი მტკივა, ფეხები მტკივა, რო ვდგები წელზე ხელს ვიდებ, კიბეებზე ასვლისას ვიღლები, ერთი სიტყვით ჩლიფინიღა მაკლია და კაი პენსიონერი ვიქნებოდი biggrin.gif

ეეჰ კაი იყო ახალგაზრდობა (

არ მიყვარს როცა ჩემს საქმეში ერევიან და ტვინს მიტYნავენ , შესაბამისად არც მე ვერევი სხვის პირადულში.

არ ვფიქრობ მომავალზე, არც წარსულზე, უბრალოდ მივყვები ცხოვრების დინებას და არ ვიგრუზავ თავს ზედმეტი ფიქრებით, რაც იქნება იქნება………..

ჩემი აზრით, ყველაფერს უნდა შეხედო მარტივად და რაც გისწორდება ის უნდა აკეთო, არავის ზემოქმედების ქვეშ არ უნდა მოიქციო თავი და იცხოვრო შენთვის, შენი აზრებით და ინსტიქტებით biggrin.gif

არ ვარ ზედმეტად მომთხოვნი, ვარ უკონფლიქტო,მცირედითაც (more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: