Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ძმა’

მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ერთმა ჯეელმა სახელად ჯონდო, გადაწყვიტა რომ შვილი სურდა და ეს ამბავი თავის მეუღლესაც გააცნო. მალევე ეყოლათ ვაჟი. უფრო სწორედ ვაჟები. ტყუპები.

ძმები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ, მათ მხოლოდ ორი რამ აერთიანებდათ: ზიზღი მთავრობისა, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნებოდა მასში და სიყვარული ქალებისა.

მე მსურს გიამბოთ მათი ქალებთან ურთიერთობის შესახებ.

ბავშვობა:

ორივე ცელქი ბავშვი იყო. ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, აფასებდნენ ლეგალურად ჩამოსულ თურქებსა და “ოქტაგონზე” გამარჯვებამოხვეჭილ ქართველ მომღერლებს, თრიაქის წევა ადრეული ასაკიდან დაიწყებს, მალევე ალკოჰოლს გაუგეს გემო. 12-13  წლის ასაკში მათ ცხოვრებაში ბიბლია შემოიჭრა,  კერძოდ კი ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი ონანი. ბიჭებმა ხელმრუდობას მიჰყვეს ხელი, ანუ პოპულარული ქართულით თუ ვიტყვით ნძრეველები გახდნენ. თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი, მათი როგორც პიროვნებების განვითარებაში, მეტიც მასტურბაციის გაუმჯობესებისაკენ მათმა დაუღალავმა სწრაფვამ და ტექნოლოგიების დახვეწამ, ჩვენი ორი გმირი ხელოვნების სფეროში გადაისროლა.

ეს უფროსის ნამუშევარია:

ეს კი უმცროსის ნახელავია :

ნუ როგორც ხედავთ ბიჭები art-ში გადაეშვნენ.16 წლის ასაკში ბიჭებს პირველი სიყვარულიც ეწვიათ, მეზობელი მაკა აღმოჩნდა მათი დავაჟკაცების იარაღი და ნათელი გზა ვაგინისებრი მომავლისაკენ. დრო გადიოდა ბიჭები კი სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებოდნენ ქალებში. თავიდან თუ ხამებივით ყველას და ყველაფერს ეტანებოდნენ ეხლა უკვე ამორჩევა დაიწყეს. უფროსმა იურიდულზე ჩააბარა აღმერთებდა დიდუბის პანთეონს და 202-ის არტებს, ძალიან უყვარდა ნარდში “ბეშ-ოთხის” გაგორება და მეზობელ ნოდარის ცოლის გაბახება. ვერ იტანდა სიძვის დიაცებსა და მამის საყვარლებს. მან ქალებზე თითქმის ყველაფერი იცოდა და მათ შორის უმთავრეს ათს მუდამ თან ატარებდა. აგერ ფოტო იმ ათი უმთავრესისას რაც ქალზე ნებისმიერმა მამაკაცმა უნდა იცოდეს

მეორე ძმა ბიზნესისა და მართვის განხრით წავიდა. უფრო ძმისგან განსხვავებით მისთვის არ არსებობდა არანაირი შეღუდვა ან პრინციპი, აკეთებდა ყველაფერს ისე როგორც უნდოდა და ეკიდა აბსოლიტურად ყველაფერი. ანანიზმისდროინდელმა ხელოვნებისადმი სიყვარულმა, (more…)

Read Full Post »

ჩვეულებრივი, შეუხედავი ტიპი. ფეთხუმურად და მოუხერხებლად  ჩაცმული .

ცხოვრების მიზანი არ აქვს  და არც  ჰქონია. არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს არასოდეს, ეს მისი ცხოვრების ძირითადი წესია. მისთვის არ არსებობს მნიშვნელოვნი და უმნიშვნელო, არ იცის სად, რა , როდის  ან რატომ?

მის გარშემო ადამიანები , ის ვისაც რამის სჯერა და სწამს , გონებასუსტები არიან, ხოლო ის ვინც რაღაცისკენ ისწრაფვის , ცდილობს ცხოვრებაში რამეს მიაღწიოს საერთოდ არაადექვატურთა რიცხვშია.

მას არაფრის სწამს, დარწმუნებულია რომ სიკვდილის მერე გაიხრწნება და  მის სხეულს სადმე მატლები და ვირთხები ნელა – ნელა შეჭამენ. მისთვის არ არსებობს ღმერთი, არ არსებობს რაიმე უმაღლესი ძალა. არასოდეს ყოფილა ეკლესიაში, არც არასოდეს აღუნიშნავს არც ერთი დღესასწაული , თავისი დაბადების დღეც კი.

საერთოდ როდის დაიბადა ეგეც არ ანაღვლებს, მაინც ყველას ვირთხები და ჭიები შეჭამენ.

ყველაფერ ამაზე ფიქრს ურჩევნნია სხვებს დასცინოს , ამასხარავოს, მიუთითოს მათ სიბეცეზე….

მისი ცხოვრება უკვე დიდი ხანია ასე მიდის, სადაცაა დასასრულს მიუახლოვდება და სიკვდილიც მოაკითხავს….

ხოლო მისი ჭიებიანი სხეულიდან ამოსულ სულს მისი ძმები – ალაჰი, იესო , ბუდა , ვიშნუ, შივა, და აჰურა მაზდა

– ათეის 🙂 ახალბედა ძმის სახით

ელოდებიან.

Read Full Post »

ყველაფერი ჩემს შესახებ, იგივე ვინ ვარ მე ?

სხვათაშორის მეც ეგ მაინტერესებს თუ ვინ ვარ მე … საკუთარი თავის ამოცნობა საკუთარ თავზევე დაკვირვებებით დავიწყე. პირველად მაშინ გავოცდი, როდესაც ჩემი თავი გეი პორნოს ყურებისას წავიჭირე, რომელიღაცა კრეკ საიტზე რომ ამომიხტა, იმის მაგივრად რომ დამეხურა, ყურება განვაგრძე … მეორედ ის გამიკვირდა რომ ჩემი მეორე თავიც არ იყო ფილმის ყურებით უკმაყოფილო, უფრო მეტიც – მარტის მზიან დღეს, როდესაც ცას ცისფერი დაჰკრავდა ჩემი, პირველი გეი ერექცია მეწვია … გარეთ კატები კნაოდნენ, ფილმში – ვაჟები. თავი ხელში ავიყვანე და ხელი მაგრად მოვუჭირე … ის დღე როგორღაც ჩავათავე …
მესამედ ის გამიკვირდა, რომ მარჯვენა ხელზე უფრო მეტი ბეწვი მქონდა, ვიდრე მარცხენაზე, სასწრაფოდ გავშიშვლდი და სარკის წინ დედიშობილა დავდექი, მეოთხე გაკვირვებაც სწორედ მაშინ დამეტყო, როდესაც მთელი სხეულის მასშტაბით მარჯვენა თმიან საფარზე ბეწვი ეინშტეინივით გამბურძგნოდა, ხოლო მარცხენა მხარე ჯონდი ბაღათურიას თავივით პრიალებდა … გულზე შვება, საამაყო ადგილის წესრგიში ყოფამ მომგვარა. ამოვიცვი ტანსაცმელი და ზოოპარკის მოსანახულებლად გავეშურე ..
ვდგავარ ახლა გალიის წინ, ჩემს წინ მოხტუნავე მაიმუნებს ვუყურებ, მახსენდება გეი პორნო, ჩემი ნახევრად თმიანი სხეულის საფარი და ვფიქრობ: ყლე ვარ თუ მაიმუნი ?!
აი, მეხუთედ მაშინ გავოცდი, როცა დავასკვენი რომ მე მაიმუნი არ ვიყავი !

Read Full Post »

%d bloggers like this: