Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ძუძუ’

სიტყვების უაზრო კორიანტელი არეული ტვინში და აზელილი იმ ბუშტუკებთან რომლებიც ყოველწამიერად სკდებიან და მოაქვთ ახალ-ახალი აზრები, ფიქრები ან თუნდაც იდეები…
მოდი ერთხელ სერიოზულად დავფიქრდეთ
არა, სერიოზულად არ ღირს
სარკაზმით
თუმცა რაღა სარკაზმით, ისედაც გაჯერებულია ყველა იმ დაუფარავი ცინიზმით, რომელიც ემჩნევათ არა მარტო თვალებში, არამედ სახის ნებისმიერ ნაოჭში.
მე – ვითომ მშვიდობის მტრედი და ამ დროს განხეთქილების მთავარი მიზეზი.
მე – ვითომ უწყინარი და მოწესრიგებული და ამავე დროს ანარქისტი, მეამბოხე
მე – მორწმუნე და მე – ეშმაკის მოციქული
მე – სულელი და მე – ჭკუით დახუნძლული
ეს ყველაფერი არის მე…ჩვენი ნებაა ამას გაორებას დავარქმევთ თუ გათორმეტებას. ფაქტია, რომ არავინ არ არის ერთი! ყოველთვის მახსენდება ჩემი დაკომპლექსებული ex-კლასელი, რომელიც მის დღემში ხმას არ იღებდა, მაგრამ როგორც კი ნერვებზე შეაჯდნენ, ისეთი გინება ატეხა, თვალებში ვეღარ ვუყურებდით ერთმანეთს, ასე როგორ ავაგდეთო…
მე – დროში და სივრცეში გადაადგილებული
მე – რომელსაც სიზმარი რეალობა გონია და პირიქით (more…)

Read Full Post »

გადავწყვიტე გამეგო ყველაფერი ჩემ შესახებ და ჩავატარე გამოკითხვა ჩემს ნაცნობებში.

ზოგი ერთხელ მყავს ნანახი, ზოგი ბევრი წელია მიცნობს, სხვადასხვა პერიოდებში, სხვადასხვა სიტუაციებში. ზოგი – მთელი ცხოვრებაა მიყურებს.

ბოლოს გავიგე, თუ ვინ ვარ მე ხალხისთვის ჩემ ირგვლივ:

გამოკითხულთა 60%-ისთვის მზე ვარ.

ასევე 60 პროცენტისთვის ვარ სექსი – ამ პროცენტებში შევიდა პასუხები: ძუძუ, slut, სექსი, ტანგა ტრუსიკები.

ყვითელ ფერთან ვასოცირდები 34%-ისთვის.

ჩემში თმას მნიშვნელოვან ვეშად თვლის 28%.

12-12 პროცენტი გაინაწილეს ფეხსაცმელებმა, წერის შესაძლებლობამ და სიტყვამ – kiss, kissie.

ჩამოთვლილ ასოციაციებში იყო – ფორუმი, სლაიდოლამა (ისქ-ს თამაშა), სტრაიკი, ენერგია, იუმორი, ბრუციანი თვალები, კომპიუტერი.

გაახსენდათ, რომ ვაკეთებ გემრიელ მექსიკურ კარტოფილს : )

განსაკუთრებით ვიხალისე ასოციაციებზე: ახალი წელი, საათი, ბუშტი…

გამაცოფა დედაჩემის ასოციაციამ – “მსუქანი”.

მოკლედ დასკვნა, მე ვარ ბრუციანი, კომპზე მისლეებული, ქერათმიანი ყვითელი მზე ძუძუებითურთ, რომელიც ხანდახან კარგად ხუმრობს…

Read Full Post »

Read Full Post »

%d bloggers like this: