Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ევკალიპტი’

პირველად იყო წყევლა. იმიტომ რომ წყევლამდე არაფერი არ იყო!

“წყეულიმც იყავ ყველა ცხოველთა და გარეულ არსებათა შორის!” უთხრა ღმერთმა ადამს. ღმერთის წყევლა უფრო ფართო და მრავლისშემცველი იყო და მის ციტირებას არ მოვყვები, ისედაც ყველამ იცის მოკლე შინაარსი )).
წყევლამდე იმიტომ არ იყო არაფერი, რომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო გააზრებული, ადამიანს არ ჰქონდა შეფასებათა სისტემა. თან ის რასაც არ აქვს წინაარმდეგობა არ შეიძლება არსებობდეს. არ არსებობს სევდა სიხარულის გარეშე და პირიქით. როგორც შოთა ნიშნიანიძე იტყოდა: “ცა მიწის სიხარულია”.

ზოგიერთი ჩვენთაგანი მთელს დღეებს, თვეებს, წლებს და მთელს ცხოვრებას ანდომებს იმისთვის – რომ იფიქროს იმაზე, თუ რა უნდა ვქნათ წყევლის მოსახსნელად. წინათქმულიდან გამომდინარეობს რომ რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა და რაც უფრო აქტიურ ფაზაში შედის წყევლა, მით უფრო მეტად აქტიურდება ადამიანში თვითგანადგურების ფუნქცია. კაცობრიობა როგორც ერთი მთლიანი ისწრაფვის უმანკოებისკენ. არადა რა საჭიროა ხარჯო ამდენი დრო იმისთვის რომ არაფერი არ იყო, არ იარსებო.
ხოდა, არაფერი კრეატიულის დაწერას აქ არ ვაპირებ )) უბრალოდ მინდა (თუ გამომიქვეყნებენ) საჯაროდ მადლობა მოვუხადო ევას იმ ხის ნაყოფი რომ აგემა ადამს (თან საკეისრო კვეთა უკვე არსბეობს და ქალებთან უხერხულად არ გამომივა, მშობიარობა მართლა ძაან არალიბერალურად გამოუვიდა )) ). დღეს რომ მეგობრებს ვნახავ და გამიხარდება (თან ჩაცმულები იქნებიან იმედი მაქვს, ან თუ არ იქნებიან ისიც ხის ნაყოფის ამბავია) მერე ცოტას რომ დავლევ და ისიც გამიხარდება, მერე რაღაც რომ მეწყინება, რომ ის გახარებული არ მომბეზრდეს და მისი ფასი ვიცოდე (რომელიც ასევე ფარდობითი და სიმბოლურია და არაფერი არაა ამაში მნიშვნელოვანი)

Enjoy the curse guyz :punk:

პ.ს ეს “ჩანახატი” მასში მონაწილე გმირები და ა.შ ისეთივე სიმბოლური და ალეგორიულია როგორც ჩანახატის პირველწყარო )))

Read Full Post »

სანთლის ნათება თვალს ჯერ არ სჭრიდა, ფორთოხლის წვენი სანთლის ფონზე მოყავისფრო და საზარელ სითხედ გამოიყურებოდა. პირველად იყო მარტო ასეთ დროს, გეგმა ჰქონდა ასეთი. რამე უფრო ღრმა და მძიმე, როგორც იტყვიან, წვენიანი სჭირდებოდა. სანთლის გვერდებს თავიდან ნელ–ნელა და შორიდან, მერე უფრო აგრესიულად აძრობდა და ისევ სანთელზე დებდა. ახლად გამკვრივებული სანთელი ისევ დნობას იწყებდა, ოღონდ უფრო შავად, რაც უფრო მეტჯერ გადაადნობდა ერთიდაიგივე ნაწილს, მით უფრო მეტი შავი ნაწილაკის შემცველი ხდებოდა. ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა, სანთელს მოსცილებოდა და ცისთვის აეხედა, მაგრამ იმ მომენტში იქ ჯდომა მისტიკურ განწყობას უქმნიდა, რაც თავისთავად ისეთივე ილუზიური იყო როგორც სანთელი სპეციალურად განათებული მეგაპოლისის სპეციალურად ჩაბნელებულ ერთ–ერთ ბინაში. 

 ყველაფერი სიზმარს გავდა, ფანჯრები სპეციალურად იყო ჩასმული ისეთი, გარეთ მყოფი მანქანებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების ხმა რომ არ გაგეგო. ოთახის ბოლოში იდგა უახლესი წარმოების ხელოვნური პალმა რომელიც ისე ჰგავდა ნამდვილს, იფიქრებდი რტოები რომ მოვაწყვიტო წვენი გაუვაო. ნათურები ჭერში დისტანციური სამართავით იყვნენ დამალულები. ტელევიზორი მეორე ოთახში იდგა და მორჩილად ელოდა როდის ჩართავდნენ, რათა მოახლოებული და უკვე დამდგარი საშიშროებების: ღორის გრიპის, ეკონომიკური კრიზისის, 2012 წლის, მაიას კალენდარის, ვანგას წინასწრმეტყველებების და კიდევ ათასი უაზრობის გარშემო ელაპარაკა.

 სანთლის ქვედა ნაწილმა ლურჯსა და მწვანეს შორის გარდამავალი ფერი მიიღო. თვითჰიპნოზის ლამაზყდიანი წიგნი და რელიგიური ბროშურებიც მეორე ოთახში ეყარა. არ იცოდა რა უნდოდა, ალბათ უნდოდა ეგრძნო ის რაც იმწუთას უკვე გრძნობდა. ძველ ხალიჩაზე დაწვა, რომელიც მეგობარმა ჩამოუტანა ირანიდან. ხალიჩა იატაკზე დაგებულ ლამინატის პარკეტს წარმატებით ფარავდა. ტვინის სიღრმეებში წვდომა არ გამოუვიდა თავიდან, თითქოს იმედი გაუცრუვდა, მაგრამ კვლავ განაგრძო “ყველაფრისკენ ლტოლვა”. 

 2 საათში რეალობის აღქმის დაკარგვა მოხდა, ახალდასხმული ლუდივით აღელვებული ფიქრები ტვინის გვერდითა ნაწილებს ეჯახებოდა და საოცარი ქაოსის შემდეგ, ახალ და განსხვავებულ ადგილას დგებოდნენ, განსხვავებული შემართებით. ღრმად სჯეროდა: რაღაც ახალი და ჭეშმარიტი აღმოვაცინეო მაგრამ ასეთი მდგომარეობა პროგრესის ნაცვლად რეგრესს იწყებდა. ძალიან ნელი მოძრაობით გაახილა თვალები და საოცრად დასვენებულად იგრძნო თავი, თუმცა მეტი არაფერი. მისი თეორია – ჩაწვდომოდა თავის თავს ისე, რომ მანამდე იგი დაეკარგა – პრაქტიკაში კვლავ განუხორციელებელი ხდებოდა. “პიროვნების გარეშე აზროვნება არის ობიექტური გონი” ცხარედ ამტკიცებდა ორი დღის წინ მეგობრებთან, მისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელი იყო ვიდრე ნებისმიერის მაგრამ ვერასდროს ვერ იხვეჭდა მოწონებას მისი დღევანდელ კულტურასთან აბსოლუტური შეუსაბამობის და შეიძლება ითქვას, კონფლიქტის გამო…

 სინათლე ერთი ხელის მოძრაობით აანთო, სანთელი იმდენად უმნიშვნელო გახდა მისთვის – ჩაქრობაც კი დაავიწყდა. ხალიჩა მრგვალად აიღო და უახლოეს კუთხეში დადო, მეორე ოთახში გატანილი ტელევიზორი თავის ადგილას დააბრუნა. ფანჯრის მდგომარეობა არ შეუცვლია, არ სურდა ათასობით საცობში გაჭედილი მანქანა ენახა. მაცივრის თავზე გუშინდელი ვისკი იყო დარჩენილი, ბოლომდე დალია ორ მოყუდებაში,მოყუდებებს შორის აგრესიისა და სიამოვნების შემცველი გრძნობები ერთდროულად წარმოთქვა და ლოგინისმაგვარ ლოგინზე დაწვა. გრძნობდა რომ ყველაფერი უფრო კარგად იყო ვიდრე ორი წუთით ადრე.

 ბავშვობა გაახსენდა, პირველი კოცნა, პირველი მოწევა, პირველი დალევა…და რატომღაც ფიზიკის წიგნში მოცემული აქსიომა: “ენერგია არსად არ იკარგება, უბრალოდ იცვლის ფორმას”.

Read Full Post »